forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (38) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Valencia Club de Fútbol, Amunt Los Che Vol. 45
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6978
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

  გამოგზავნილია: 25 Nov 2017, 21:29  #51729387      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted imageuser posted image
საფეხბურთო კლუბი ვალენსია

კლუბის სრული სახელწოდება: Valencia Club de Fútbol
ზედმეტსახელები: Los Murciélagos (ღამურები), Naranjas (ნარინჯისფერები), Los Ches (მეგობრები, ადამიანები ვალენსიას რეგიონიდან).
დაარსების თარიღი: 1919
მოედანი: Mestalla (მესტალია)
ტევადობა: 55000

user posted image

მწვრთნელი: მარსელინიო გარსია ტორალი

user posted image

პრეზიდენტი: ანილ მურტი
user posted image

კლუბის დაარსება

2011 წლის 18 მარტს,საფეხბურთო კლუბმა ვალენსიამ თავისი არსებობის 93 წლის ათვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა,რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდად ითვლება, გუნდის გულშემატკივრებს გვაქვს მოსაგონიც, გულდასაწყვეტიც და გასახარიც.
…და რას წარმოიდგენდნენ კლუბის დამფუძნებლები, რომ მათ მიერ დაარსებულ გუნდს, რამდენიმე ათეულ წელიწადში უამრავი გულშემატკივარი ეყოლებოდა მსოფილო მასშტაბით და ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდებისთვის და უფრო მეტიც–თავის სახელსაც ჩასწერდა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. ყველაფერი კი ბარსელონას ქუჩაზე მდებარე ბარ „ტორინოში“ დაიწყო. მაგიდას შემომსხდარი მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები, საფეხბურთო კლუბის შექმნაზე მსჯელობდნენ. ამ იდეის სულის ჩამდგმელი კი მადრიდიდან ახლად დაბრუნებული, 26 წლის ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი გახლდათ.თავდაპირველად მელიგომ და და მისმა მეგობარმა-მედინამ, განიზრახეს შეექმნათ საფეხბურთო გუნდი, რომელიც არათუ კონკურენციას გაუწევდა იმ დროს ვალენსიის ავტონომიაში არსებულ გუნდებს, არამედ გახდებოდა ლიდერი მთელი რეგიონისა. მათმა მეგობრებმა კი მოიწონეს ეს აზრი და შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს ავტონომიის საბჭოში, რათა ოფიციალურად დაედასტურებინათ საფეხბურთო კლუბის შექმნა. პასუხი 18 მარტს მოვიდა. ავტონომიის მთავრობა თანახმა იყო. ასე
დაარსდა ახლა უკვე ოფიციალურად Valencia Club De Futbol.

გუნდის მმართველ საბჭოში შედიოდნენ: გონსალო მედინა, პასკუალ გასკო ,ხულიო გასკო, ფერნანდო მარსალი, სალვადორ ალიაგა და პეპე ლიორკა.
გადასაწყვეტი იყო გუნდის პრეზიდენტის ვინაობა,არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთებულიყო,ან მელიგო–ან მედინა,ეს არჩევანი კი ყველასთვის მძიმე გასაკეთებელი იყო. როგორც მოგვიანებით მელიგოს შვილი ოქტავიო მელიგო ალონსო განაცხადებს ერთერთ რადიოსთან ინტერვიუში, გუნდის საბჭოს წევრები,დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და კარგად იცოდნენ თუ როგორ იქცეოდა მელიგო როდესაც არჩევანის გაკეთება უჭირდა და მათაც გადაწყვიტეს მიებაძათ მისთვის–მონეტა ააგდეს და მას მიანდეს განესაზღვრა „ვალენსიას“ პირველი პრეზიდენტის ვინაობა. ასე გახდა ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი საფეხბურთო კლუბ ვალენსიას პირველი პრეზიდენტი.
მეორე ქმედება რაც დამფუძნებლებმა განახორციელეს,ეს გუნდის ეკიპირება და ფერთა შერჩევა იყო. ამაზე დიდ ხანს არ უკამათიათ. მაშინვე გადაწყვიტეს–შავი შორტები და თეთრი მაისური. და რაღა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი–გუნდის შემადგენლობა. სხვადასხვა გუნდიდან გადმოიბირეს ფეხბურთელები.ვალენსიას პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ხულიო გასკო(ლო რატ პენანტი), ამადორ პერისი (ესპანია), პინიოლი და მარინი (ორივე საგუნტო), კუბელისი და კოლომერი (ორივე ალჯიროსი), ფერნანდესი (ლევანტე), ალიაგა,ლიობეტი და მარსალი (ესპანიოლი), მარკო (გოდელია) და გომეს ხუანედა (რეხიონალი).
ყველა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გუნდის ოფისში,რომელიც თავდაპირველად იმავე ბარ ტორინოს,იმავე მაგიდასთან იყო სადაც გუნდი დაარსდა, მოგვიანებით კი–იქირავეს ფართი ბარსელონას ქუჩაზე. ასე დაიწყო დიდი გუნდის - დიდი ისტორია.

ოფიციალური ჰიმნი "პასოდობლე" დაწერილი 1993 წელს



წინა თემების ლინკები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი

vasovaso92 - 338
Farenheit - 141
ika_valencia - 135
Donnie - 121
სკაინეტა - 95
Power_VANO - 77
Darker Side - 67
GOVEN - 53
Rammstein - 39
RIIP - 32


17/18 წლის ფორმა

user posted imageuser posted imageuser posted image

user posted imageuser posted imageuser posted image

გუნდის შემადგენლობა

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

2017 - 2018

* 12 მატჩიანი წაუგებელი სერია ლა ლიგაში.
* ზედიზედ 8 მოგება ლა ლიგაში, ერთიც კოპა დელრეიზე.

ყველაფერი კიდევ წინ არის. AMUNT Los Che !!!

user posted image

This post has been edited by Rammstein on 25 Nov 2017, 21:30
დავიდ ვილია
მარად ასტურიელი მოზარდი


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37533
წევრი No.: 101362
რეგისტრ.: 1-October 09

გამოგზავნილია: 25 Nov 2017, 21:30  #51729399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აუ დაგეტოვებინა ის ტოო

იღბლიანი თემაა ბარსა იქ მოვილიოთ და მერე გადმოვიდეთ აქ

რას იტყვი
?


--------------------
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრე­ბონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტა­რებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღე­რები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6978
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 25 Nov 2017, 22:17  #51729708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (დავიდ ვილია @ 25 Nov 2017, 20:30 )
აუ დაგეტოვებინა ის ტოო

იღბლიანი თემაა ბარსა იქ მოვილიოთ და მერე გადმოვიდეთ აქ

რას იტყვი
?

ბევრი ტანჯვა-გვემაც გამოიარა მაგ თემამ gigi.gif

კაიეგრე იყოს...დავხურავ დროებით
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6978
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 01:47  #51736285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მაგრად იფრინეს მეორე ტაიმში ბიჭებმა...კარგი დრო იყო ამ უიღბლო სერიის დასასრულებლად. იღბალის დედა ვატირე, ძაძა იმსახურებდა ბოლოს გოლს, რაც მაგამ უკანა ხაზზე საქმეები აკეთა.
Farenheit
G thang


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3744
წევრი No.: 142660
რეგისტრ.: 4-February 12

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 01:48  #51736292      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არა რა პარეხო იმენა ბარსასთან პიყალო ### ხდება
მონტოიას ჯიში #####ან კიდე

დალშე შეგვეძლო მოგვეგო მაგრამ ჯანდაბას წაუგებელი სერია გრძელდება და წელს იმედია ესე ჩავამთავრებთ

ნეტუ ###ა


--------------------
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ელოდო სანამ ვიღაც კეთილს ინებებს და ჩამობრძანდება თავისი პედესტალიდან
David-22
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14974
წევრი No.: 117264
რეგისტრ.: 17-June 10

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 01:49  #51736302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეიგი რა მინდოდა მეთქვა

წელს ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს უბერავთ, აქცენტი კეთდება სწრაფ ელვისებურ შეტევებზე რაც მარსელინიოს სტილია

ბურთს ცენტრში არ აჩერებენ ეგრევე წინ, მევასება ესეთი ვერტიკალური ფეხბურთი

კონდოგბია, გუედეში მგლები არიან

ეს პარეხო პიტალოა, მარტო რეალთან თამაშობს

მონტოია facepalm.gif გოლი ჩისტა მაგის კისერზეა


--------------------
Каждый футболист стремится быть на вершине успеха, А мадридский «Реал» это и есть вершина успеха. © :love:

Я перестану любить тебя тогда и только тогда,когда немой скажет глухому,что слепой видел,как безногий ходил по воде
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6978
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 01:51  #51736306      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Farenheit @ 27 Nov 2017, 00:48 )
არა რა პარეხო იმენა ბარსასთან პიყალო ### ხდება
მონტოიას ჯიში #####ან კიდე

დალშე შეგვეძლო მოგვეგო მაგრამ ჯანდაბას წაუგებელი სერია გრძელდება და წელს იმედია ესე ჩავამთავრებთ

ნეტუ ###ა

არ იყო პარეხო ცუდი...მეორე ტაიმში განსაკუთრებით. ნეტოსნაირი სტაბილური მეკარისგან გამიკვირდა ეგ შეცდომა, მაგრამ არ არსებობს დღეს უშეცდომო მეკარე...მონტოიამ მართლა ჩაისვარა
sparrow
primus inter pares


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26367
წევრი No.: 37919
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 01:53  #51736309      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
David-22

მოდერატორო
ის არჩათვლილი გოლი რა იყო?
რეალს ებრძვიან მაგითაც?


--------------------
If I don’t argue with you it’s because I don’t take you seriously.
-----
If I wanted you to understand it, I would have explained it better
---
Never argue with an idiot. They will drag you down to their level and beat you with experience
Farenheit
G thang


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3744
წევრი No.: 142660
რეგისტრ.: 4-February 12

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 01:53  #51736310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
David-22
კი სუფთა მარსელინიოს სტილია და უხდება გუნდს
ვაფშე ძალიან კარგი მწვრთნელია და ძლივს გვეღირსა რაა ღირდა წინა სეზონს 6თვე ცდა
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6978
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 01:54  #51736316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაია რომ პადეშკას აძლევდა გედეშს მაგის ნახევარი რომ მიეცა მონტოიას სოლერისთვის მოვიგებდით თამაშს....ტრაკში ამოისვეს სემედო გაია-გედეშის დუეტმა.
BeRoNa



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17813
წევრი No.: 109176
რეგისტრ.: 13-January 10

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 01:58  #51736325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სოლერს მაინც ეტყობა რო ცენტრალური ნახევარმცველია, არ აქ საკმარისი სისწრაფე არადა უთესლესია
David-22
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14974
წევრი No.: 117264
რეგისტრ.: 17-June 10

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 02:00  #51736331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sparrow
რათქმაუნდა, ჩეპიონატს რომელსაც გოლ-ლაინ ტექნოლოჯი არ აქვს 2018 მოდის აგერ, ჩამპალი კორუფცია რომაა რათ უნდა ლაპარაკი

ნუ ახლა 10 ქულა რომ გაქ ფორა დიდი ამბავი 1 შეცდომა თუ დაუშვეს

10 შეცდომას დაგიდებ მარა წავა ისევ წრეზე საუბარი ასე რომ მე პას biggrin.gif

Farenheit
ძაან ანდერეით მწვრთნელია არადა მერამდენე გუნდი ამოყავს უკვე ჭაობიდან

+ თამაშის სტილი ულამაზესი
Skinheada
იდუმალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5465
წევრი No.: 80237
რეგისტრ.: 25-December 08

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 02:06  #51736355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sparrow
წეღან ვაბშე სულ გამომრჩა
რო დაწერე 10ი შეცდომა აქვთ რეალის წინააღმდეგ მაგრამ ასეთი არცერთიო

ჟირონასთან რომ თამაშგარე გოლით წავაგეთ ეგეც ვერ გადაწონის? ;დ ;დ

კაი რაააა ;დ ;დ

უი ვალენსიას თემა ყოფილა

გილოცავთ ტოო
ძაან მაგარი გუნდი იჩითებით, აუ ვისენტე/ბარახა დრო რო მახსენდება ხოლმეეეე <3

დეპორი, ვალენსია, რეალი, ვის ახსოვდა ვაბშე კატალონია და პერიფერია ადგილები? )) არა, რეალიც კი ძაან უაკანშლი იყო მაშინ მარა მაინც ;დ

This post has been edited by Skinheada on 27 Nov 2017, 02:36


--------------------
Trance is a natural everyday experience

Allow yourself to see what you don’t allow yourself to see.

ValenciaCF
ვალენსიელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3910
წევრი No.: 107115
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 02:16  #51736378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


love.gif


--------------------
[COLOR=red]
ფიესტა
პეპმადიდებელი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9951
წევრი No.: 147228
რეგისტრ.: 21-April 12

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 02:56  #51736459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (sparrow @ 27 Nov 2017, 01:53 )
David-22

მოდერატორო
ის არჩათვლილი გოლი რა იყო?
რეალს ებრძვიან მაგითაც?

lol.gif


////

რაკაი გუნდიხართ<3
იმ მელოტი იტალიელი გარდა :დ


--------------------
"Winning is an important thing, but to have your own style, to have people copy you, to admire you, that is the greatest gift.” © Johan Cruyff
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (38) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0183 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]