forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (92) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> LIVERPOOL FOOTBALL CLUB, Cold Winter [VOL.104]
komate
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3748
წევრი No.: 180992
რეგისტრ.: 2-February 14

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 00:15  #51820404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

user posted image

125 წლის წინ:
user posted image



ინგლისის ჩემპიონის 18 ტიტული
ევროპის ჩემპიონთა 5 თასი
უეფას 3 თასი
ინგლისის ლიგის 8 თასი
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 7 თასი
ევროპის 3 სუპერ თასი



სრული სახელი: Liverpool Football Club
მეტსახელი: The Reds (წითლები)
დაარსდა: 15 მარტი, 1892.
სტადიონი: ენფილდი. ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 54 074 მაყურებელი)
კაპიტანი: ჯორდან ჰენდერსონი.
ლიგა: პრემიერ-ლიგა.


user posted imageuser posted imageuser posted image

გუნდის დაარსება

1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული". წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""? "ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას. საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ." კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-90 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს. ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შედგა. ერთ-ერთი შეკრებისას, რომელიც ჰოულდინგის ოპონენტს, ჯორჯ მეჰონს მიჰყავდა, ჰოულდინგი მოულოდნელად გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რათა პრეზიდენტისათვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ახლა უკვე ცნობილი სიტყვები განაცხადა: "მე აქ დამნაშავის როლში ვარ, ეჭვმიტანილი კი არასოდეს ზის." ამას მის მიერ, 18-19 თანამოაზრესთან ერთად, კლუბის დატოვება მოჰყვა. "ევერტონში" დარჩენილმა ხელმძღვანელობამ გუნდისათვის "სტენლი პარკის" ტერიტორიაზე ახალი მიწა იყიდა და სათამაშოდ სწორედ იქ, "გუდისონ პარკზე" გადავიდა. ჰოულდინგს კი დარჩა ”ანფილდი”, რომელზეც ახალი კლუბის დაარსება გადაწყვიტა. "საფებურთო კლუბი ლივერპული" 1892 წლის 15 მარტს დაარსდა ჯონ ჰოულდინგის სახლში, ანფილდ როუდზე. კლუბისთვის "ლივერპულის" დარქმევის იდეა უილიამ ბერქლეიმ, ფეხბურთის დიდმა ენთუზიასტმა გამოხატა. კლუბის ფერი წითელი (ქალაქის ფერი) გახდა 1894 წელს, ემბლემად კი Liverbird (ასევე ქალაქის ემბლემა) 1901 წელს აირჩიეს. ახალი გუნდის შექმნა ცარიელი ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. დაკომპლექტების სამუშაოს უდიდესი ნაწილი ჯონ მაკკენამ ითავა. ის "ანფილდზე" დირექტორის როლს 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ჰოულდინგი კლუბის დამაარსებელი იყო, მაკკენა კი გუნდის ტვინი. "ლივერპულის" სწრაფი პროგრესი მაკკენას, როგორც მწვრთნელის, დონის აშკარა მაჩვენებელი იყო. მან რამდენიმე შოტლანდიელი მოთამაშე მოიყვანა, რომელთა გარშემოც აიწყო გუნდი და კლუბს მალე "Team of all the Macs" უწოდეს, გვარების გამო, თუმცა მათ შორის ერთი არა-შოტლანდიელი "მაკიც" იყო - ინგლისელი მეკარე ბილ მაკ'ოუენი. საფეხბურთო ლიგაში ლივერპულის შესვლის პირველადი განაცხადი უარყვეს, ამიტომ კლუბს თავდაპირველად ასპარეზობა "ლანკაშირის ლიგაში" მოუხდა. 1892 წლის 1 სექტემბერს გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მოწინააღმდეგე "როტერჰემი" იყო, ამხანაგურ თამაშში. იმავე დღეს "ევერტონმა" პირველი მატჩი ჩაატარ "გუდისონზე", "სტენლი პარკის" მეორე მხარეს. სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა გუნდებს შორის. სამწუხაროდ, "ანფილდზე" მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი მივიდა, მაშინ როდესაც "გუდისონის" მატჩს 10000-ზე მეტი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ "ლივერპულმა" "ლანკაშირის ლიგის" პირველი თამაშიც ჩაატარა, რომელშიც 8-0 გაიმარჯვა. კაპიტანმა მაკ'ვინმა მატჩის დაწყების წინ "ანფილდ როუდის" ტრიბუნისკენ შეტევა არჩია - ამ ტრადიციას ახლაც მიჰყვება "ლივერპულის" ბევრი კაპიტანი. "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გამარჯვებები ერთმანეთს მიაყოლა და ადვილად მოიგო "ლანკაშირის ლიგა", რასაც ლივერპულის დასახლების თასიცა და რეზერვების თასიც მიაყოლა - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი ჯერ 12 თვისაც კი არ იყო.

Steven Gerrard - FOREVER LEGEND !!!

user posted image

user posted imageuser posted imageuser posted image


გუნდის შემადგენლობა

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

გუნდის ახალწვეულები

user posted image

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
პირველი ასისტენტ-მწვრთნელი: ზელკო ბუვაჩი
მეორე ასისტენტ-მწვრთნელი: პეტერ კრავეცი


user posted image

Jurgen Klopp: We are not the last 25 years. We are now. We are this generation. As much as we love all the guys from the past which created this club, we cannot make their job. We have to do our job.

წინა თემის ყველაზე აქტიური მპოსტავები

წინა თემები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


user posted image

ლივერპულის განრიგი
user posted image

მწვრთნელი
user posted image

WE ARE BACK

user posted image

‪Mohamed Salah BBC African Footballer of the Year 2017!
მეორეზე გავიდა მანე
user posted image

Если Салах забьет в своей следующей игре, он станет самым быстрым игроком в «Ливерпуле» за 118 лет, который достигнет отметки в 20 голов

დავიწყებული კაცი!!!!

user posted image

პორტოს შეგვხვდა ლიგაზე. 14 თებერვალს ვალენტინობას პირველი მატჩი დრაგაოზე, მეორე 6 მარტს ენფილდზე

user posted image


This post has been edited by komate on 12 Dec 2017, 00:31
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21244
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 00:33  #51820519      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა წარმატებები და წარმატებები გუნდს
ფიქსიიიიიირ


--------------------
CPU:Intel® Core™ i5-4670K
Motherboard:ASUS Z87M-PLUS
GPU:Radeon™ RX 480 GAMING X 4G
RAM:Corsair Vengeance 8GB (3x8GB) DDR3 1600 MHz
PSU:Zalman Dual Forward PSU 600W
HDD: Western Digital,300 GB
CASE: Zalman Z3
http://bin.ge/dl/237931/IPv4-Subnetting--tabel-subnet.png.html
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17001
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 00:34  #51820522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს

დაცვა იყიდონ და პორტო ბეჭებზე დადონ!!


--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
komate
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3748
წევრი No.: 180992
რეგისტრ.: 2-February 14

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 00:35  #51820530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა თემა არ გამოდგა ისეთი როგორიც მინდოდა იმედია ეს თემა მაინც გამოდგება...
დეკემბერში იმედია დარჩენილი 5 თამაშიდან 13 ქულას წამოიღებენ...
მთავარი თამაში გვაქვს 14 იანვარს, სიტისთან, უნდა დავამატკიცოთ რო ის 5-0 შემთხვევითობა იყო..

ცუდად არ გამიგოთ ბევრს რაღაცაზე მესმის კლოპის კრიტიკა მაგრამ ამ როტაციაზე რას ერჩით ვერ ვხდები...
3 დღეში ერთთხელ თამაშობს რა ქნას.. თან ევერტონს არავინ არ აღიქვამს სერიოზულად...
მოსაგები თამაში იყო სუფთა... და კლოპმაც ქნა ###ობები მაგრამ როტაციის გამო რატო აჯვავთ არ მესმის...

user posted image
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14149
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 00:38  #51820547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მძიმე კალენდარი:

14 დეკემბერს - ვესტ ბრომვიჩი

17 დეკემბერს - ბორნმუთი

22 - არსენალი

26 - სუონსი

30 - ლესტერი

და 1 იანვარს ბარნლი.

20 დღეში 6 შეხვედრა. ბევრი ქულაა პრემიერ ლიგაში ასაღები ჩემპიონთა ლიგის თამაშამდე. ეტაპობრივად თითოეულ მივყვეთ ყველა მატჩს


--------------------

_________Liverpool____________________


___________________________Mauricio's Spurs______________


http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6442
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 10:22  #51821515      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ

Gateways 177

რამ გამამწარა biggrin.gif


--------------------
Liverpool FC ❤
We Won it Five Times !!!
⭐⭐⭐⭐⭐
komate
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3748
წევრი No.: 180992
რეგისტრ.: 2-February 14

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 12:50  #51822225      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gateways
ჰენდერსონმა ან ლოვრენმა ან რა გამოლევს გამამწარებლებს...

გრიუიჩი გადადის გალათასარაიში 18 თვიან იჯარაზე.... ვაბშე რატო იყიდეს ეს ბიჭი და რატო დაუნგრიეს კარიერა... ### თუ არაა კლოპი.

user posted image

სალაჰი ამ სეზონში:
Games: 24
Goals: 19
Assists: 4
PL top scorer
Sent Egypt to the World Cup with a 95th penalty
3 x LFC POTM
3 x LFC GOTM
2 x CL POTW
November PFL POTM
BBC African Player of The Year

სალაჰი:
«მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ ჯილდოთი, ეს განსაკუთრებული გრძნობაა ჩემთვის. მინდა ყველას მადლობა მოვუხადო ჩემს მეგობრებს, თანაგუნდელებს, ადამიანებს ვისთან ერთადაც ყოველდღიური მუშაობა მიწევს.
და რაც მთავარია მე ვარ ბედნიერი ლივერპულში, აქ ჩემთვის ძალიან მარტივი იყო ადაპტირება. და იურგენი დამეხმარა თავი მეგრძნო ისე როგორც სახლში».
G_saxva
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1378
წევრი No.: 189214
რეგისტრ.: 24-July 14

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 16:35  #51823459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა კარგი იყოს ჩემი პოსტი ახალ თემაში წარამტების მომტანი ყველა თასზე <3
* * *

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტივენ ჯერარდმა თავისი საფეხბურთო კარიერა მთლიანად "ლივერპულს" მიუძღვნა. იმ წლებშიც, როცა სტივი კარიერის პიკში იყო და თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესოთა შორის ყოველთვის ხვდებოდა, მან მადრიდის "რეალისგან", ლონდონის "ჩელსისგან", ტურინის "იუვენტუსისგან" და ბევრი სხვა მსოფლიო გრანდისგან მიღებული წინადადება დაბლოკა და განაცხადა, რომ ერთადერთი კლუბი, სადაც მას მაღალ დონეზე თამაში შეეძლო, მხოლოდ და მხოლოდ მერსისაიდული კლუბია. "როცა მოვკვდები, საავადმყოფოში არ წამიყვანოთ. მიმიყვანეთ ენფილდზე. მე იქ დავიბადე და იქ უნდა დავიღუპო" - ეს სიტყვები სწორედ სტივენ ჯერარდს ეკუთვნის და პირველ რიგში, იმიტომაა დასაფასებელი და პატივსაცემი ეს ფეხბურთელი, რომ სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით მან თავის საფეხბურთო კარიერაში ნომერ პირველ ადგილზე ერთგულება დააყენა და არ არის გასაკვირი, რომ დღემდე "ლივერპულის" ნებისმიერი ქომაგის გულში მას დიდი ადგილი უჭირავს.

მიუხედავად იმისა, რომ სტივენ ჯერარდმა თავისი კარიერის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატი ვერ მოიგო, ვერავინ იტყვის, რომ ინგლისელ მოთამაშეს წარუმატებელი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მარტო სტამბულის ლეგენდარული ფინალი რად ღირს, როცა სტივენმა "მილანის" კარში გატანილი პირველი გოლით თავისი გუნდი თამაშში დააბრუნა და კაპიტნის სულისკვეთება იმდენად გამოავლინა, რომ თავისმა გუნდმა საბოლოოდ 3-ბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ფინალის გამარჯვებული გახდა. გარდა ამ ფაქტისა, სტივის კიდევ არაერთი უმნიშვნელოვანესი გოლი აქვს "ლივერპულის" მაისურით გატანილი და თავისი ყოველი ქმედებით ის გულშემატკივართა აპლოდისმენტებს იმსახურებდა ხოლმე.

ახლა კი უშუალოდ სტივენ ჯერარდის ლეგენდარულ ციტატებზე გადავიდეთ:

"ლივერპული" - დიდი კლუბია, რომლის ისტორია წარმატებებზეა დაყრდნობილი"

"არ წარმოიდიგნო, თუ როგორ მოატყუო მეკარე, წარმოიდგინე თუ როგორ გაანადგურებ მას"

"პენალტის შესრულების დროს არასდროს უნდა შეცვალო კუთხე, რომელსაც პირველად აირჩევ. რამდენჯერაც მე მისი შეცვლა გადავწყვიტე, ყოველ ჯერზე გავაცუდე"

"ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, სადაც თამაში ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა. ყოველთვის შთამბეჭდავია ამ ტურნირის ჰიმნის მოსმენა და შემდეგ თამაშის დაწყება"

"რა მიყვარს? შემწვარი ლოსოსი და ტომატი - აი ეს მიყვარს"

"არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს, ნომერ პირველი პრიორიტეტი მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს"

"ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად არ ვწოლილვარ, თუმცა ის ჩემს ოთახში იყო"

"ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ადვილი საქმე რაც არის, ეს კრიტიკაა"

"მომენტი, როცა ჩემპიონთა ლიგის თასი თავზე დავიდე, იყო საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში"

"ფანები დაუჯერებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩემს კარიერაში. ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩემი თამაშით ისინი გახარებული მენახა. არ არსებობს იმაზე სასიამოვნო მომენტი, როდესაც შენს ფანებს გახარებულს ხედავ"

"ყველაზე ნაკლებად იმას ისურვებდი, რომ ბურთი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს ჰქონდეს"

"კენი დალგლიში - ჩემი გმირია, ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც "ლივერპულის" მაისური მოურგია"

"ჩვენ "ლივერპული" ვართ, ესე იგი, ჩვენგან ყოველთვის მეტს ითხოვენ"

"ლივერპული არის კლუბი, რომელსაც საკუთარ ცხოვრებას ვუკავშირებ. ამ კლუბის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა"

რაც შეეხება სტივენ ჯერარდის ტიტულებს, მან თავის კლუბთან ერთად ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ (2000/01, 2005/06), ინგლისის ლიგის თასი სამჯერ (2000/01, 2002/03, 2011/12), ინგლისის სუპერთასი ორჯერ (2001, 2006), უეფას ჩემპიონთა ლიგა ერთხელ (2005/06) უეფას ევროპა ლიგა ერთხელ (2000/01) და უეფას სუპერთასი ორჯერ (2000/01, 2005/06) მოიგო.
tokka_wattsky
offensive tester


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2000
წევრი No.: 179783
რეგისტრ.: 13-January 14

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 21:15  #51824880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჰენდერსონის ფენომენის ამოხსნას ვცდილობ popcorn.gif

აი რატო აჩერებენ გუნდში ან ზამენაზე რატო არსვამენ ამჩემისას ვერგავიგე lol.gif რააქვს ისეთი რაც სხვა საშუალო დონის პლს საყრდენს არაქვს


--------------------
I smoke cigarette we all die in the end
Wisemаn*
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16359
წევრი No.: 138077
რეგისტრ.: 6-November 11

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 22:23  #51825265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
დავფიქსირდები up.gif
ამ თემაში არ წაგვეგოს biggrin.gif


--------------------
♥♥ LFC - YNWA ♥♥

Money can buy us happiness!

იმ ქვეყნის დედა #####ან გიგა ნასარიძეს ღირსების ორდენი რომ ექნება აღებული.
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14149
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 00:50  #51826062      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


როგორც იწერება სტარიჯი ალბათ გალოანდება ესპანეთში, რადგან ფორმის აკრეფა და მუნდიალზე თამაში უნდა.

ვალენსია ან ბეტისი.
kokrochinach
იდიოტოკრატი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2255
წევრი No.: 97749
რეგისტრ.: 14-August 09

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 01:46  #51826285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

რამდენია შანსი იმისა, რომ ხვალ Joseph Gomez-მა არ იტამაშოს?
დაახლოებით, რამდენი პროცენტი რო არ ითამაშებს?


--------------------
თუ იზიარებთ ჩემს სულისკვეთებას იყავით სამართლიანები,
თუ არ იზიარებთ ჩემს სულისკვეთებას, მაშინ ნურც სხვის უკანალში მოიკალათებთ კომფორტულად...!
LEVANY-M
საბოტაჟი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27739
წევრი No.: 27876
რეგისტრ.: 5-January 07

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 01:51  #51826301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kokrochinach
QUOTE
რამდენია შანსი იმისა, რომ ხვალ Joseph Gomez-მა არ იტამაშოს?
დაახლოებით, რამდენი პროცენტი რო არ ითამაშებს?

უნდა ითამაშოს, ისედაც მატიპი და მორენო არ იქნებიან


--------------------
გაგებით ვეკიდები ყველაფერს
kokrochinach
იდიოტოკრატი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2255
წევრი No.: 97749
რეგისტრ.: 14-August 09

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 01:59  #51826324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LEVANY-M

გასაგებია.
მაგრამ თეორიულად რამდენია შანსი Alexander-Arnold Trent რო იყოს მის ნაცვლად?
ფენტეზის თემაა რა smile.gif)
LEVANY-M
საბოტაჟი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27739
წევრი No.: 27876
რეგისტრ.: 5-January 07

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 03:00  #51826467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kokrochinach
QUOTE
გასაგებია.
მაგრამ თეორიულად რამდენია შანსი Alexander-Arnold Trent რო იყოს მის ნაცვლად?
ფენტეზის თემაა რა

კლოპს რშ გაუგებ, მგონია გომესს დააყენებს, მატიპი რომ ყოლოდა გომესს დაადვენებდა
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: 110iani
Topic Options Pages: (92) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0370 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]