forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Wolverhampton Wanderers F.C., Wolves
RiVAi
Wanderlust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1056
წევრი No.: 234061
რეგისტრ.: 23-July 17

გამოგზავნილია: 30 Dec 2017, 19:12  #51919372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ვულვერჰემპტონი 1887 წელს დაარსდა ბლეიქენჰოლში არსებული სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეების მიერ და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კლუბია. შემდგომში კლუბ უონდერერსთან შეერთების შემდეგ ამ ორი კლუბის სახელებიც გაერთიანდა. ვულვზი იმ თორმეტ გუნდთაგანია, რომლებმაც ინგლისში პირველი საფეხბურთო ლიგა შექმნეს 1888 წელს და მათ პირველ სეზონში მესამე ადგილის დაკავებასთან ერთად ასოციაციის თასის ფინალში გასვლაც მოახერხეს, სადაც 0:3 განადგურდნენ იმდროინდელ უძლიერეს გუნდთან - ინგლისური ტიტულების პირველი დუბლის მომპოვებელ პრესტონ ნორზ ენდთან. კლუბმა ასოციაციის თასის მოგება მაინც მოახერხა 1893 წელს, როცა მან ფინალში ევერტონი დაამარცხა 1:0. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა ვულვზი 1906 წელს პირველიდან მეორე დივიზიონში გავარდა, სადაც 1908 წელს მოულოდნელად ისევ მოახერხა ასოციაციის თასის მოგება ფინალში ნიუკასლის 3:1 დამარცხების შედეგად. სანამ გუნდი პირველ დივიზიონში დაბრუნებას ცდილობდა, 1923 წელს ის მესამე დივიზიონში ჩამოქვეითდა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი სეზონი დაყო და მეორე დივიზიონში ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. საბოლოდ ვულვზმა მეორე დივიზიონი მხოლოდ 1932 წელს მოიგო და დიდი ხნის შემდეგ ისევ პირველ დივიზიონს შეუერთდა. კლუბი პირველ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო 1938 წელს, როდესაც მას ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში პირველი დივიზიონის ტიტული გადაეცემოდა, მაგრამ სამწუხაროდ ის სანდერლენდთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ჩემპიონობა არსენალმა დაისაკუთრა. მომდევნო სეზონში ვულვზმა ისევ მეორე ადგილი დაიკავა, ოღონდ ამჯერად ევერტონს ჩამორჩა და ასოციაციის თასის ფინალშიც იყო გასული, მაგრამ ვერც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. საბოლოო ჯამში სეზონი ყველაზე კარგი დენის ვესკოტისთვის გამოდგა, რომელმაც 43 გოლის გატანა შეძლო. ამის შემდგომ მეორე მსოფლიო ომმა ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატები შეაჩერა და ომის შემდგომ, 8 წლიანი პაუზის შემდეგ დენის ვესკოტმა მაინც შეძლო სეზონში 39 გოლის გატანა. 1946 წელს ვულვზმა ისევ დიდი იმედგაცრუება იგემა, რადგან ისევ შეეძლო ბოლო ტურში მოგების წყალობით ჩემპიონობის მოპოვება, მაგრამ ლივერპულის დამარცხება ვერ შეძლო და ისე გამოვიდა, რომ ამის გამო ცხრილში მანჩესტერ იუნაიტედიც წამოეწია და მესამე ადგილზე გადასწია. ეს წელი სტენ ქიულისისთვის ბოლო გამოდგა, როგორც ფეხბურთელის ამპლუაში და ერთი წლის შემდეგ ის გუნდს მწვრთნელად ჩაუდგა სათავეში. მან პირველივე სეზონში ვულვზი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ლესტერ სიტი 3:1 დაამარცხა; ხოლო მომდევნო სეზონში კლუბის გულშემატკივრებმა კვლავ დიდი მწუხარება იწვნიეს, რადგან ვულვზმა და პორტსმუთმა ცხრილში თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ ბურთების სხვაობის გამო ტიტული პორტსმუთს გადაეცა. ბოლოს, როგორც იქნა გუნდმა მაინც მოახერხა პირველი დივიზიონში გამარჯვება 1954 წელს, როდესაც მან თავის ერთ-ერთ უმთავრეს მეტოქეს, ვესტ ბრომვიჩ ალბიონს აჯობა. ამის შემდეგ კლუბი თანდათან ინგლისის უძლიერესთაგანი გახდა და ხშირად მართავდა შეხვედრებს სხვა ევროპული ქვეყნების გუნდებთან, ხოლო მწვრთნელ სტენ ქიულისის მიერ დანერგილი "Kick and Rush" სათამაშო სტილის მიბაძვა სხვებმაც დაიწყეს. ქიულისი თავის ფეხბურთელებს მის დროს არსებულზე უფრო დატვირთული ფიზიკური ვარჯიშებით ამზადებდა. მისი ტაქტიკა გრძელ გადაცემებზე იყო გათვლილი, რაც ბურთის ძალზე სწრაფ მოძრაობას განაპირობებდა და ფეხბურთელები იძულებულები იყვნენ რომ უფრო სწრაფად ერბინათ და მეტი გამძლეობა ქონოდათ. ამ სახით თამაში მეტოქის საჯარიმოში ბევრი შემტევის ყოფნას ისახავდა მიზნად, რადგან ჩაწოდებების შედეგად გოლის გატანის მეტი შანსი იქმნებოდა. ვულვზის სტადიონი, მოლინიუ ერთ-ერთი იმათგანია, სადაც პირველად დაამონტაჟეს განათებები ღამის თამაშებისთვის. ამ პერიოდში მოლინიუს ბევრი ევროპული კლუბი სტუმრობდა, მაგრამ ყველა მათგანი დამარცხდა ძალისმიერი ორთაბრძოლებით და გრძელი გადაცემებით მოთამაშე ვულვერჰემპტონ უონდერსესთან, მათ შორის დორტმუნდის ბორუსია, ვალენსია და მადრიდის რეალიც კი, რომელსაც ვულვზმა 3:0 მოუგო. ამ დროისთვის პიკზე მყოფი ვულვზი, ისევე როგორც სხვა ინგლისური კლუბები, ევროპულ ტურნირებში მონაწილეობას პრინციპულად არ იღებდნენ და მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებს მართავდნენ. გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა უნგრულ ჰონვედთან გაიმართა, სადაც ფერენც პუშკაში და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერესი ნაკრების, ოქროს უნგრეთის შემადგენლობაში მყოფი სხვა ფეხბურთელები ირიცხებოდნენ. შეხვედრა ვულვერჰემპტონის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:2 და საფეხბურთო მედიამ კლუბი მსოფლიოს ჩემპიონად შერაცხა. სამწუხაროდ ვულვზი მხოლოდ 1959 წელს შეუერთდა ევროპულ ტურნირებს, როცა ის ძველებურად ძლიერი აღარ იყო უცხოურ კლუბებთან შედარებით. 1959-60 წლების სეზონში ვულვზმა პირველი ინგლისური დუბლი მოიპოვა და კინაღამ ტრიპლის მფლობელიც გახდა, მაგრამ ლიგაში ბარნლის ერთი ქულით ჩამორჩა. 1957 წლიდან 1961 წლამდე, ზედიზედ 4 სეზონში, გუნდმა ყოველ სეზონში 100 გოლზე მეტის გატანა შეძლო პირველ დივიზიონში. ჩაგდებული სეზონების შემდეგ 1964 წელს ქიულისი კლუბის მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, მაგრამ ამას გაუმჯობესება არ მოყოლია და ვულვზი მეორე დივიზიონში გავარდა, სადაც ორი სეზონი თამაშობდა. 1967 წლის ზაფხულში ვულვერპემპტონ უონდერერსი აშშ-ში გამართულ, გაერთიანებული საფეხბურთო ასოციაციის ლიგაში იღებდა მონაწილეობას, სადაც 12 ევროპული და სამხრეთ ამერიკული კლუბი აშშ-ს და კანადის ქალაქებში იყვნენ დანაწილებულები და სახელი მასპინძელი ქალაქის მიხედვით ქონდათ შეცვლილი. ვულვერჰემპტონ უონდერერსს ლოს ანჯელეს ვულვზი ერქვა და დასავლეთ დივიზიონის მოგების შემდეგ ის აღმოსავლეთის ჩემპიონს, აბერდინს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაშინგტონ ვიპსი ერქვა. შედეგად ამ ლიგის ჩემპიონის ტიტული ვულვზს დარჩა. პირველ დივიზიონში დაბრუნების შემდეგ გუნდი ისევ მოძლიერდა და 1972 წლის უეფას თასის ფინალში გასვლა მოახერხა. მან ფინალამდე აკადემიკა, დენ ჰააგი, კარლცეისი, იუვენტუსი და ფერენცვაროში დაამარცხა და ორმატჩიან ფინალში მეორე ინგლისურ კლუბთან, ტოტენჰემ ჰოთსპურსთან ტიტული ერთი გოლის დათმო საშინაო მატჩში დამარცხების გამო. 1974 წელს ვულვზმა ფინალში მანჩესტერ სიტის მოუგო და პირველად მოიპოვა ლიგის თასის ტიტული. 2 წლის შემდეგ გუნდი კიდევ ერთხელ გავრდა მეორე დივიზიონში, მაგრამ ის აქ მხოლოდ ერთი სეზონი დარჩა. 1979-80 წლების სეზონში ვულვზმა პირველ დივიზიონში მეექვსე ადგილი დაიკავა და რაც მთავარია ლიგის თასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ნოთინგემ ფორესტი დაამარცხა. ამ სეზონში მოლინიუს სტადიონის განახლება 1.5 მილიონი დაჯდა,რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო და ამის გამო შემდეგ სეზონებში კლუბი დიდ გასაჭირში იმყოფებოდა. 1986 წელს კლუბი მეოთხე დივიზიონში იყო გავარდნილი და მისი მომავალში არსებობის საკითხი ეჭვქვეშ იდგა. თვით მოლინიუს სტადიონიც კი დაიხურა და მასში მაყურებლებს არ უშვებდნენ. საბედნიეროდ კლუბი დაშლას გადაურჩა, რადგან მისგან გულაცრუებულმა მფლობელებმა ისევ დაიწყეს მისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. ვულვზმა ბრძოლა განაახლა და პირველ დივიზიონში დაბრუნება 1992-93 წლებში შეძლო, მაგრამ ამ დროს პირველი დივიზიონი რანგით მეორე ლიგა იყო ინგლისში, რომელსაც შემდგომში ჩემპიონშიფი დაერქვა, ხოლო რანგით პირველ ჩემპიონატი პრემიერ ლიგად იწოდებოდა. კლუბი პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2003-04 სეზონში და 2009-დან 2012 წლამდე იღებდა მონაწილეობას. ვულვზს ხანმოკლე დაღმასვლა დაეწყო 2013-14 წლების სეზონში რანგით მესამე ლიგაშიც კი იყო გავარდნილი, მაგრამ დღეს ის ჩემპიონშიფის სათავეშია და პრემიერ ლიგაში დაბრუნების უმთავრესი პრეტედენტია.

ამჟამად ვულვზის ფორმის ფერები შავი და ოქროსფერია, რომლებიც ემბლემის საბოლოო, 2002 წლის ვარიანტიდანაა გადმოღებული, მაგრამ თავდაპირველი ფერები თეთრი და წითელი იყო. ისინი სენტ ლიუკის საეკლესიო სკოლის ფერებს წარმოადგენდა, რომელთა მოსწავლეებმაც კლუბი დააარსეს.

გუნდის ყველაზე დიდი მეტოქე ვესტ ბრომვიჩს ალბიონია, რომელთა შორის ინგლისში ერთ-ერთი უდიდესი დერბი იმართებოდა 1886 წლიდან მოყოლებული. ეს ორი კლუბი ერთმანეთისგან სულ რამდენიმე მილითაა დაშორებული. ვულვზს ასევე დიდი ხნის მეტოქეობა აკავშირებს ბირმინგემულ კლუბებთან - ასტონ ვილასთან და ბირმინგემ სიტისთან. გუნდის ფანთა თავდაპირველი საყვარელი სიმღერა ჰეფი უონდერერი იყო, რომელიც თანდათან ჯეფ ბეკის სიმღერის, ჰაი ჰოუ სილვერ ლაინინგის მოდიფიცირებულმა ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელის ფანებმა ჰაი ჰოუ ვულვერჰემპტონად გადააკეთეს.


საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონი (პრემიერ ლიგა):
3 ჩემპიონის ტიტული: 1953-54, 1957-58, 1958-59
5 მეორე ადგილი: 1937-38, 1938-39, 1949–50, 1954-55, 1959-60

მეორე დივიზიონი (ჩემპიონშიფი):
3 ჩემპიონის ტიტული: 1931-32, 1976-77, 2008-0
2 მეორე ადგილი: 1966-67, 1982-83
1 პლეიოფის გამარჯვებულები: 2003

მესამე დივიზიონი (ლიგა ერთი):
3 ჩემპიონის ტიტული: 1923-24, 1988-89, 2013-14

მეოთხე დივიზიონი:
1 ჩემპიონის ტიტული: 1987-88

უეფას თასი:
1 მეორე ადგილი: 1972

ინგლისის ასოციაციის თასი:
4 ჩემპიონის ტიტული: 1893, 1908, 1949, 1960
4 მეორე ადგილი: 1889, 1896, 1921, 1939

მერე რაღაც ###ობა ტიტულები მოდის

დანარჩენის დაწერა მეზარება და არამგონია ესეც წაიკითხოს ვინმემ


--------------------
Fifteen men on a dead man's chest
...Yo ho ho and a bottle of rum
Drink and the devil had done for the rest
...Yo ho ho and a bottle of rum
Bеrnardo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1513
წევრი No.: 196246
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 30 Dec 2017, 19:18  #51919398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველა პორტუგალიურ გუნდს გაუმარჯოს boli.gif საუკეთესო ფეხბურთელიც ჩაამატე პირველ პოსტში

მიმაგრებული სურათი
441C5A4A_68AA_488E_8DD3_8203C85A376B.jpeg
RiVAi
Wanderlust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1056
წევრი No.: 234061
რეგისტრ.: 23-July 17

გამოგზავნილია: 31 Dec 2017, 00:08  #51920790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ა ეგრე mad.gif

დასაწყისიდან 10 კაცით იყვნენ და მაინც არ დანებდნენ

მერე ბრისტოლსაც გაუგდეს ფეხბურთელი და გათანაბრდა თამაში
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 75567
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 31 Dec 2017, 12:34  #51922297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავიჯერო ასეთ გუნდს თემა არ ქონდ ააქამდე :O
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14164
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 31 Dec 2017, 14:18  #51922707      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უძველესი გუნდი - უძველესი სტადიონით. კაცი გაუგდეს და დაუქამბექებიათ.

რა შემადგენლობა ჰყავთ. მთელი პორტუგალიის ახალგაზრდულ გამოვლილი ფეხბურთელები აქ არიან. მაგრამ განათხოვრებულ ფეხბურთელებს წასვლა მოუწევთ. ასეთი შემტევი გუნდი წაადგება პრემიერ ლიგას, თორემ უკვე ზედმეტად ბევრი პულისისეული გუნდია.

ნუნო ესპოზიტო მწვრთნელად + შემადგენლობა. ფაქტია შარშან ვარდებოდნენ, წელს ამოვლენ.


--------------------

_________Liverpool____________________


___________________________Mauricio's Spurs______________


http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
Bеrnardo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1513
წევრი No.: 196246
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 31 Dec 2017, 14:26  #51922730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rati nwt
ვინ წავა კაცო? ჟოტა გამოისყიდეს ატლეტიკოდან, ვინაგრესაც გამოისყიდიან მონაკოდან. დალშე ყველა ამათია მთავარი შემოქმედი

This post has been edited by Bеrnardo on 31 Dec 2017, 14:29
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14164
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 31 Dec 2017, 15:27  #51922961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


მაგარი იქნება თუ შეინარჩუნეს შემადგენლობა და გაძლიერდნენ კიდეც პრემიერ ლიგისთვის.

Bеrnardo

ოფიციალური შემადგენლობის ნახვისას ბევრ ნათხოვარ ფეხბურთსლ აგდებს. ჟოტას გამოსყიდვის შესახებ არ ვიცოდი. ბონატინიც - მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.


Bеrnardo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1513
წევრი No.: 196246
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 31 Dec 2017, 15:33  #51922990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rati nwt
შარშან ელდერ კოშტამ ათრია ესენი, ტრავმის მერე დაბრუნდა და კავალეირო-ჟოტა-კოშტა იქნება ძირითადი, ან ბონატინი ცენტრში და კავალეირო სკამზე
RiVAi
Wanderlust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1056
წევრი No.: 234061
რეგისტრ.: 23-July 17

გამოგზავნილია: 1 Jan 2018, 10:17  #51925842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ზამთარის სატრანსფერო ფანჯარაშივე შეიძლება რომ ვიღაცეები დაიმატონ

რამდენიმე ვარიანტზე იწერება

დუაით გეილია პირველი არჩევანი ნიუკასლიდან
ეს თუ იყიდეს კარგი იქნება
ძაან დონეა

ჟოაო კარვალიოს დამატებაზეც წერია რაღაც
ბენფიკაში თამაშობს 20 წლისაა
ეს ძაან რეალური ჩანს ამდენი პორტუგალიელის ფონზე

კიდევ ფეიენოორდიდან იორგენსენის ყიდვაზეცაა ინფორმაცია

ოკაკაზეც დაიწერა მაგრამ ჯობია რომ უფრო ახალგაზრდები იყიდონ

აფობეს დაბრუნებაზეც ფიქრობენ და მგონი არ იქნება ცუდი

პლზენიდან კრმენჩიკიც მოწონთ და ეგეც ძაან კარგი თავდამსხმელია

ცხრილში ისე გავიდნენ წინ რომ შეიძლება აღარც იყიდონ ამ ზამთარში ვინმე მაგრამ ბოლოს ბრისტოლთან ძალიან გაუჭირდათ და ერთი-ორი ახალი ფეხბურთელი წაადგებათ კიდევ გასაძლიერებელია გუნდი
RiVAi
Wanderlust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1056
წევრი No.: 234061
რეგისტრ.: 23-July 17

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 00:52  #51931416      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Wanderers beat Real Madrid and Tottenham to Valencia attacker

რაფა მირს ყიდულობენ სადღაც 2 მილიონის ფარგლებში
20 წლის თავდამსხმელია
მომწონს გრძელვადიან პერსპექტივებზე რომ ფიქრობენ chups.gif

მიმაგრებული სურათი
1475503_bigthumbnail.jpg
RiVAi
Wanderlust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1056
წევრი No.: 234061
რეგისტრ.: 23-July 17

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 01:45  #51931622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თერთმეტი ნულზე იყო კარში დარტყმები

12 ქულა გახდა მეორე ადგილთან სხვაობა boli.gif

მიმაგრებული სურათი
1475503_bigthumbnail.jpg
Bеrnardo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1513
წევრი No.: 196246
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 01:47  #51931629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RiVAi
ხო არ უყურე? ///////
RiVAi
Wanderlust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1056
წევრი No.: 234061
რეგისტრ.: 23-July 17

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 02:36  #51931765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bеrnardo
არა პრემიერლიგა იყო პარალელურად biggrin.gif
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14164
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 13:12  #51932680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

ბრენტფორდთანაც მეორე ტაიმში იოლად მოუგიათ.


ჩემპიონშიფის სიტი გაიჩითა ვულვზი.
სუონსთან გამოჩდება პრემიერ ლიგის სიმაღლეზე ძალების თანაფარდობა.. ეგ თასი პრიორიტეტული არ მგონია ვულვზისთვის იყოს - სერიოზულად თუ მიუდგნენ უნდა გადაუარონ სუონსს. მეორე სასტავითაც შეიძლება გაიარონ.
Bеrnardo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1513
წევრი No.: 196246
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 13:18  #51932709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნევეშმა ჯარიმების გატანაც დაიწყო biggrin.gif ჟოტას უკვე 11 გოლი და 6 ასისტი აქ
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0259 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]