ეს თამაში თემას იმსახურებს.
2012 ცნობილი გახდა, რომ Bioware აპირებდა ახალი თამაშის შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა Mass Effect ის სამყაროში.
ინფორმაცია ნელ-ნელა საჯაროვდება, აქამდე თამაშს სახელიც არ ჰქონდა, მაგრამ E3 ზე გაირკვა, რომ მას Mass Effect: Andromeda ერქმევა.
სიუჟეტი განვითარდება ანდრომედას გალაქტიკაში, დიდი ხნის შემდეგ მას ეფექტის მე-3 ნაწილიდან.
რამოდენიმე თვის წინ, ინტერნეტში გაჟონა სავარაუდო სიუჟეტმა და გეიმფლეის სპეციფიკაციებმა.
მაგრამ ჯერ არაფერი დასტურდება.
შინაარსი
შესავალი: მოქმედება ხდება ანდრომედას გალაქტიკის ჰელიუს კლასტერში, დაშორებულია სივრცესა და დროში ორიგინალ ტრილოგიას და შეპარდს. თამაშობთ როგორც გზამკვლევი, რომელიც ეძებს ახალ სახლს კაცობრიობისთვის (ადამიანებისთვის). მოივლით უზარმაზარ უკაცრიელი ტერიტორიებს, შეებრძოლებით უამრავ თავზეხელაღებულ ბანდიტს და მტრულად განწყობილ უცხოპლანეტელების რასებს, რათა გადარჩეთ და შექმნათ ახალი კოლონიები. ანდრომედას გალაქტიკა არის იდუმალი უცხოპლანეტელების რასის: რემნანტების (Remnants), რომლებმაც დატოვეს უამრავი საცავი და ტექნოლოგია.
თამაშის მიზანი: გამოიკვლიე 100 ზე მეტი პლანეტა, (4 ჯერ დიდი სამყარო ვიდრე Mass Effect 3-ში), შეაგროვე რესურსები, განავითარე ხომალდი, გუნდი და იარაღის არსენალი, გამოიყენე დიპლომატია კოლონიების დასასახლებლად, გამოიკვლიე რემნანტების საიდუმლოებები და მოიპოვე მათ მიერ დატოვებული ტექნოლოგიები.
ახალი რასები: რემნანტები- გადაშენებული დომინანტი ასა ანდრომედაში, რომლებმაც დატოვა ნანგრევები და ტექნოლოგიები, და ხეთები (Khet),სავარაუდოდ მტრულად განწყობილი
გუნდი: როგორც წინა ტრილოგიაში, შედგება სხვადასხვა რასის წარმომადგენლებისგან,მაგალითად კორას (სავარაუდოდ ასარი) შეუძლია ბიოტიკური ფარის გენერირება, რომელიც გარედან ბლოკავს ცეცხლს, ხოლო შიგნიდან სროლა შეგიძლია, დრაკი კი არის კროგანი. მისიაზე როგორც ადრე შეგიძლია 2 თანაგუნდელის წაყვანა
ერთგულების მისიები:როგორ წინა ტრილოგიაში, გუნდის წევრის ერთგულების მისიის შესრულება ხსნის დამატებით შესაძლებლობებს, მაგალითად კროგანების ხომალდი გაიტაცეს ბანდიტებმა (ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც
), თუკი მოძებნი და დააბრუნებ ხომალდს, დრაკის ერთგულება გაიზრდება, რაც გამოიხატება დამატებითი პაუერის გახსნაში, დიალოგის ახალ ოპციებში, ამ ტიპის მისიები ახდენენ გავლენას თამაშის ძირითად მიმართულებაზეც
დიალოგები:"აზრიანი გადაწყვეტილებები"- პასუხების უფრო ღრმა კონტროლი, მაგალითად საუბრის გაწყვეტინება მოსაუბრისთის, მოქმედებებისჩართვა დიალოგებში: მაგალითად იარაღის ამოღება და შუბლზე მიბჯენა კარების გაღების მოთხოვნით ნაცვლად გრძელი დიალოგებისა
გამოკვლევა/მორგება
კოსმოსური ხომალდი "ბობოქარი" (Tempest) -პილოტირებადი ხომალდი ასობით მზის სისტემის გამოსაკვლევად, ხომალდის "დანავაროტება" მისიებზე მოპოვებული ტროფეებით, ნადავით და გალაქტიკაშ გადაღებული სურათებით(?). გადაასვლები ხომალდის პილოტირებიდან პლანეტაზე დაჯდომაზე, მაკოს მართვასა და ფეხით სიარულზე არის ჩატვირთვის ეკრანების და ლოდინის გარეშე.
მაკო-გაუმჯობესებული მანქანა, აპგრეიდის შესაძლებლობით: ტურბო აჩქარების, ფარების გენერატორის და მტრის დეტექტორის გაძლიერების საშუალება, გარედან სასურველი მოხატვის შესაძლებლობა
პლანეტები:ასობით გამოსაკვლევი პლანეტის ზედაპირი, აღმოაჩინე პლანეტები კოლონიზაციისთვის, დაიპყარი მტრული რასების ავანპოსტები და რემნანტების საცავები
კოლონიები: ააშენე დასახლებები საცხოვრებლად ვარგის პლანეტებზე, აირჩიე დასახლების ტიპი: მაგალითად დამზვერავი დასახლებები გაასუფთავებენ რუქაზე "ომის ნისლს" და მოგცემენ მეტ "დარტყმით" მისიებს, ხოლო წიაღისეულის მომპოვებელი დასახლება მოგამარაგებთ რესურსებით.
სქემები:გაძლევენ საშუალებას შექმნათ უცხოპლანეტელების ტექნოლოგიები, გააუმჯობესოთ არსენალი და აღჭურვილობა, მაგალითად ჯეტპაკი მაღალზე ხტუნვისთვის, კრიო-სხივი მოწინააღმდეგებისთვის და ა.შ
გუნდი: მორგებადი სკილების ხე, აღჭურვილობა, იარაღი და ა.შ
მისიების ტიპები და მულტიპლეერი
რეიდი რემნანტების საცავზე: ანტიკური ნანგრევები ორ ვარიანტში:
სტანდარტული: მათთან წვდომა შესაძლებელია რემნანტების მონოლითების ნახვითა და აქტივაციით, პოულობთ "ძლიერ არტეფაქტს" რომლის მოპოვებაც ააქტიურებს დაცვით მექანიზმებს: რობოტებს, მახეებს, წყობის ცვლილებას. ჯილდოა ღირებული ნადავლი და რესურსები, ასევე "ვარსკვლავის გასაღები" (Star Keys)
ორბიტალური სადგურები: მათთან წვდომისთვის საიროა ვარსკვლავის გასაღები,გვაძლევს ბონუსებს, ასევე ოპციონალურ მაღალი სირთულის საცავთან წვდომას, რომელსაც ემატება ხეთების პატრული და ბანდიტები. ჯილდოა იშვიათი ნადავლი.
ხეთების ავანპოსტი: ოპციონალური ტალღური სისტემის ბრძოლები, ჯილდოა XP, ხთების შესუსტება და რეგიონში ახალი მისიები(ავანპოსტის განადგურების შემთხვევაში).
დამრტყმელი ჯგუფი: დახარჯე რესურსი, დაიქირავე მებრძოლები და გაუშვი კოპიუტერის მიერ კონტროლირებად შემთხვევით გენერირებულ შეზღუდული დროის მისიებზე. მისიები მოიცავს დასახლებების დაცვას და რემნანტების არტეფაქტის აღოჩენას. დარტყმითი ჯგუფი დაბრუნდება 20-30 წუთში და მისიის შედეგის მიხედვით შეგმატებთ XP-ს, კრედიტებს და აღჭურვილობას. დახარჯე ფული და რესურსები დამრტყმელი ჯგუფის საწვრთნელად, უკეთესი დამრტყმელი ჯგუფი კი უფრო სახიფათო დავალებებს შეასრულებს.
აქტიური დამრტყმელი ჯგუფ: იგივეა რაც დამრტყმელი ჯგუფი, თუმცა ამ შემთხვევაში თავად შეგიძლიათ შეასრულოთ მისია მულტიპლეერის გმირით
ურდოს რეჟიმი: როგორც Mas Effect 3-ში, ოთხმა მულტიპლეერის მოთამაშემ უნდა გაუძლოთ მტრის ტალღებს, დამატებითი მისიებია ბომბის გაუვნებელყოფა, მიზნის განადგურება, ჯილდოები, ანალოგიურად ME3-ისა არის ნადავლი და XP.
ეს ინფორმაცია გავრცელდა Bioware-ს გამოკითხვიდან, თუმცა არაა გამორიცხული კიდევ შეიცვალოს, მიუხედავად საკმაოდ ბევრი დეტალისა, ბევრი რამე ჯერ უცნობია, მაგალითად რა გმირით იქნება შესაძლებელი თამაში, იქნება ეს ადამიანი თუ უცხოპლანეტელი,. როგორც ჩანს მთავარი გმირი შეპარდისგან განსხვავებით არ იქნება "გალაქტიკის მხსნელის" ტიპის, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს
სავარაუდოდ ხომალდს ერქმევა Tempest, და რადგანაც წინა ტრილოგიაში სხვა გალაქტიკაზე საუბარი არ იყო, ირმის ნახტომის გალაქტიკის ბინადრებმა ისწავლეს გალაქტიკებს შორის მოგზაურობა, ე.ი საკმაოდ დიდი დრო გავიდა ME3-ის მოვლენების შემდეგ
წყარო:
http://www.overclockers.ge/index.php?/topi...&comment=838108E3 2014 პირველი თიზერ თრეილერი.
თამაში იქნება Frostbite 3 ძრავზე და ექნება DX12 ის მხარდაჭერა.