Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ონლაინ სესხები


Posted by: LEGEN_wait for it_DARY 20 Jul 2016, 16:20
საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს აღებული. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალეთა რიცხვი მილიონს დიდი ხანია, რაც გადაცდა.

მეორე მხრივ, ონლაინ სესხები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობენ, მათ საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვთ ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისათვის, კერძოდ ასეთი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას, თუმცა საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო აღნიშნული პროდუქტების გამოყენება ხდება არამიზნობრივად.

ონლაინ სესხებით სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გადახდისუუნარონი არიან, ამავდროულად სესხის გამცემი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რაც იწვევს შემდგომში სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს მომხმარებლებისთვის, რადგან არსებობენ კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც კაბალური პროცენტებისა და ა.შ. გამო ძალიან მძიმე სიტუაციაში ვარდებიან.

ამდენად, დღეს საკმაოდ პრობლემურია ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
ამ თემის მიზანია მოხდეს მომხმარებლის ინფორმირება ონლაინ სესხებთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ, სესხის აღებამდე გაეცნოთ ჩვენ ბლოგს, რომელშიც მოცემულია ამომწურავი ინფორმაცია სესხების შესახებ, როგორიცაა: სესხის ხანდაზმულობა, პირგასამტეხლოსა და პროცენტის შემცირება, შესაგებელის არსი, სასამართლო უწყების ჩაბარება, მტკიცების ტვირთი და ა.შ.

იხილეთ ბლოგი ვებ მისამართზე: http://smartloan.ge/

ამავდროულად. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობისგან, რომლებიც ეწევიან საეჭვო მომსახურებას ან კომპანიებთან, რომელთაც აქვთ მომხმარებელთა უარყოფითი გამოხმაურებები.

წარმოგიდგენთ სანდო კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც დაკრედიტების სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობენ. ჩვენ გირჩევთ, თუ მაინდამაინც საჭიროებთ, ონლაინ სესხების სწორედ მათგან აიღოთ.

http://smartloan.ge/ონლაინ-ს...

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 26 Jul 2016, 15:53
სესხის პროცენტის შემცირება სასამართლოს მიერ:

http://smartloan.ge/სესხის-პ...

Posted by: baggins 26 Jul 2016, 17:54
მადლობა. ძალიან საჭირო სტატიებია up.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 26 Jul 2016, 18:13
QUOTE (baggins @ 26 Jul 2016, 17:54 )
მადლობა. ძალიან საჭირო სტატიებია up.gif

up.gif

კიდე მეტი და მეტი დაიდება, მათ შორის საბანკო და სადაზღვეო თემატიკაზე.

Posted by: zakro 26 Jul 2016, 21:30
QUOTE
წარმოგიდგენთ სანდო კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც დაკრედიტების სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობენ. ჩვენ გირჩევთ, თუ მაინდამაინც საჭიროებთ, ონლაინ სესხების სწორედ მათგან აიღოთ.

მაინც რითი არიან ესენი "სანდო"?

თან პროცენტები რანაირად გაქვთ მითითებული ვერ გავიგე ვივუსზე 15% გამოდის საკომისიო და 19% გადავადება 30 დღით და თქვენს საიტზე 5-14% რატომ წერია?

Posted by: Xoca Nasreddin 26 Jul 2016, 21:36
მოკლედ ვიტყვი ჩემს გასაჭირს. ერთ-ერთი კომპანიიდან ავიღე ონლაინ სესხი 500 ლარის ოდენობით. ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში გადავადებებში გადავიხადე 1750 ლარი. საბოლოოდ ვეღარ შევძელი ვერც გადახდა და ვერც გადავადება . 2 თვიანი შემაწუხებელი ავტომატ-ზარების მერე დამიკავშირდა მათი წარმომადგენელი . მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით 600 ლარზე, რომესაც 6 ნაწილზე გადამინაწილებდნენ. გრაფიკის შედგენამდე წინსწრებით შემატანინა 100 ლარი . მაგრამ გრაფიკის შედგენის დროს ეს 100 ლარი არ დააფიქსირეს , ანუ 100 ლარის გარდა ისევ 600 ლარის გადახდა დამავალეს, ამის გარდა 30 ლარი რესტრუქტურირების საკომისიო და კიდევ 27 ლარი არ ვიცი რისი. საბოლოოდ 600 ლარის მაგივრად 757 ლარის გადახდა დამავალეს . მოლაპარაკების დროს არ უთქვამთ, რომ საკომისიო და 100 ლარი უნდა გადამეხადა , შევთანხმდით, მარტო იმაზე, რომ 600 ლარს გადავუხდიდი. ყოველივე ამის შემდეგ გავუშვი ერთ ადგილზე და ვუთხარი სასამართლოში შეეტანათ სარჩელი . ხოდა კარგად მოვიქეცი? spy.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 27 Jul 2016, 01:47
zakro

შედარებით სანდოა, რადგან უხოური ინვესტიციებია და გარკვეული მიმართულებით არ კადრულობენ იმას, რასაც სხვები. მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა ესენიც წველიან ხალხს.

პროცენტებს ხშირად ცვლიან.

Xoca Nasreddin

კი, მაგრამ აქამდე უნდა გექნა ეგ. smile.gif))

Posted by: Poker Man 27 Jul 2016, 11:38
Xoca Nasreddin
QUOTE
ხოდა კარგად მოვიქეცი?

არ დაიხიო უკან და სასამართლოზეც გამოცხადდი და შენს სასრგებლოდ გამოიტანენ გადაწყვეტილებას. დამიჯერე ბევრთან მომხდარა ეგრე

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 29 Jul 2016, 12:42
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატია არის მოთხოვნის ხანდაზმულობის შედეგებზე.

http://smartloan.ge/ხანდაზმ

Posted by: nila8g2bo 29 Jul 2016, 17:56
2000 ლარიან სესხში თვეში რომ 700 ლარს მოითხოვენ ეგეთი ადამიანაის პირში ###### ვინც ისესხებს, ბარემ 2-3 თვე დაელოდონ და თვითონ შეაგროვონ ეგ ფული

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 31 Jul 2016, 20:17
კიდევ ერთი სტატია, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე, მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ.

http://smartloan.ge/მტკიცებ

Posted by: martishkovski 4 Aug 2016, 13:25
რა მაინტერესებს მოკლედ ჩემმა ნაცნობმა აიღო ონლაინ სესხი ვერ გადაიხადა და ყოველ დღე მე მირეკავენ ჩემი ნომერი ქონდა მითითებული, რა ვუთხრა ისეთი რომ აღარ დამირეკონ გარდა გინებისა და ასე შემდეგ... ?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 4 Aug 2016, 13:55
martishkovski

შეგიძლია შეიტანო პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორთა განცხადება და ამათაც დაემუქრო რომ შევიტანო. ზოგადად არ აქვთ უფლება დაგირეკონ, შენი წერილობითი თანხმობის გარეშე.

Posted by: akunia13 5 Aug 2016, 11:30
1ხბეტ.გე ალბად იცით ასეთი ონლაინ ტოტალიზატორი.თანხა მოვიგეთ და არ იძლევიან მოგებას.მარტო შეტანილ ტანხას,ანუ 1034 ის ნაცვლად 350 ს.მიზეზი ერტი იპიდან სხვადასხა ხალხის თამაშიო,ანუ უაზრობა.ეს მომცერეს და როგორ მოვიქცე?გაცნობებეღ რომ მირებულ იქნა გადაწყვეტილება თვენთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ (ანგარიშის დახურვა) 2 № 31 წესის მიხედვით. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ძირფესვიანი გამოძიების შემდეგ, გამოძიების საფუძველზე ჩვენ გვაქვს საფუძვეკი ვიფიქრით რომ ყველა ფსონი თუ მოვლნეა არ იყო დადებული თქვენს მიერ, (Vekua Tamar №9223999, Alimbarashvili Roin №8243659) რაც ზემოთხსენებული წესის დარღვევაა.. გთხოვთ არრ შეყმნათ ახალი ანგარიშები ჩვენს კომპანიაში, რადგან თქვენს მიერ გახსნილი ნებისმიერი აკაუნტი იქნება დახურული, ფსონები გაუქმებული, შემოტანილი ტანხები დაუბრუნებელი. თუ გავითვალისწინებთ რომ თქვენი ქმედება არის ჩვენი კომპანიის წესების უხეში დარღვევა, მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაწყვეტასთან დაკავშირებით არის საბოლოო და აღარ განიხილება. ყველა მოთხოვნა ბლოკირებასთან დაკავშირებით თქვენგან იქნება იგნორირებული ჩენი სამსახურების მიერ. პატივისცემით 1xbet მხარდაჭერის სამსახური. თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ შემოტნილი ოდენობის დეპოზიტის თანხა.

Posted by: PrimoVictoria 5 Aug 2016, 14:17
akunia13
რო დარეგისტრირდი თავიდან, ხელშეკრულებაში თუ ეწერა ეგეთი რამე, რო რამდენიმე იპიდან თამაში არ შეიძლება ვერაფერსაც ვერ უზამ.


Posted by: LEGEN_wait for it_DARY 6 Aug 2016, 12:02

სტატია- სესხის ამომღები კომპანიების საქმიანობის შესახებ და მათგან დაცვის საშუალებებზე.

http://smartloan.ge/პრობლემ

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 23 Aug 2016, 01:47
სტატია- მტკიცების ტვირთი სესხთან დაკავშირებულ დავებზე

http://smartloan.ge/მტკიცებ

Posted by: David-NY 24 Aug 2016, 13:49
17. დავების გადაწყვეტა
17.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.17.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული სამართალწარმოების წესით გადახდის ბრძანების მისაღებად და მსესხებელი წინასწარ აცხადებს უარს პროტესტის წარდგენაზე აღსრულებაში და მისი ყველა სახის შესაგებელი სადაო საკითხებთან დაკავშირებით განიხილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. გამსესხებელი ასევე უფლებამოსილიადავის განსახილველად მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაკოლეგიას, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივაღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ემუხლის 11 ნაწილისსაფუძველზე.

აი რა უწერია ერთ-ერთ ონლაინ კომპანიას სესხის ხელშეკრულებაში. გამოდის, რომ მსესხებელი თავიდანვე უარს აცხადებს სასამართლო საქმისწარმოებაზე და მთლიანად აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. არის თუ არა ეს მსესხებელის უფლებების დარღვევა და ამ შემთხვევაში შეუძლია თუ არა მსესხებელმა დავის განხილვა სასამართლოს გზით მოითხოვოს?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 24 Aug 2016, 13:53
David-NY

ეგ მუხლი ბათილია და არანაირი ძალა არ აქვს, კერძოდ აღსრულების ბიუროში უარის თქმის უფლება აქვს მსესხებელს ჩვეულებრივად.

Posted by: David-NY 24 Aug 2016, 13:58
მეც მასე ვფიქრობ, თუმცა ვერ გამიგია რად უნდათ ონლაინ გამსესხებელ კომპანიებს ამდენი კაბალური პირობების ჩადება ხელშეკრულებაში, დარწმუნებული ვარ ამით ნაკლებად თუ დააშინებენ ვინმეს, რადგან 99,9% სესხის აღებისას და არც შემდეგ არ ეცნობა ხელშეკრულებას.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 24 Aug 2016, 21:11
David-NY

ბევრი მიზეზია. ბევრს აგოიმებენ, ზოგიერთის მიმართ დაშინების თემაა და ა.შ.

Posted by: dvbt2 24 Aug 2016, 23:07
QUOTE (David-NY @ 24 Aug 2016, 13:58 )
მეც მასე ვფიქრობ, თუმცა ვერ გამიგია რად უნდათ ონლაინ გამსესხებელ კომპანიებს ამდენი კაბალური პირობების ჩადება ხელშეკრულებაში, დარწმუნებული ვარ ამით ნაკლებად თუ დააშინებენ ვინმეს, რადგან 99,9% სესხის აღებისას და არც შემდეგ არ ეცნობა ხელშეკრულებას.

მერე ეტყვიან აი წაიკითხე რა წერიაო. პირდაპირ აღსრულებაში გიჩივლებთ თუ არ გადაიხდიო. შესაშინებლადაა.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 1 Oct 2016, 14:33
სტატია- მოძრავი ნივთების ყადაღისგან დახსნის შესახებ

http://smartloan.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A1/

Posted by: salomea723 4 Oct 2016, 23:45
მეც ზუსტად აქ ნახსენები სიტოაცია მქონდა. ავიღე 1000 ლარი ერთ-ერთი ონლაინ კომპანიისგან ერთხელ გადავიხადე,მეორედ გადავიხადე და მერე ვეღარ შევძელეი. მოკლედ იმის მერე რაც უარი მითხრე გადანაწილებაზე დავიკიდე და ვეხვეწები სასამართოში შეიტანეთ მეთქი, მაგრამ ახლა თვეში ერთხელ მირეკავენ და თავიდან იწყება განმარტებები ასე გიზამთ და ისე გიზამთ თუ არ გადაიხდიო, ხოდა დგეს დამირეკეს კიდევ იგივე პასუხი გავეცი და ახლა მითხრეს აღსრულებაში მოგიწევსო მოვლენო და ყველაფერს დაგიყადაღებენო. ნუ ეგ არაა პრობლემა მაგრამ აღსრულებიდან, რამდენადაც ვიცი მოდის წერილი სადაც 10 დღის ვადაშ უნდა მოახდინო გარკვეული სახის რეაგირება აღნიშნულზე, რამდენიმე ვარიანტია შემოთავაზებული და თ იცით ვინმემ ამ გამარტივებული წარმოების შესახებ კარგად, აი ეხლა ველოდები მაგ წერილს და რომ მომივიდეს კონკრეტულად რა გავაკეთ მასეთ შემთხვევაში?? პასუხისათვის წინასწარ მადლობა.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 5 Oct 2016, 01:16
salomea723

გააჩნია რა წერილი მოვა, თუ გამარტივებული წარმოება დაიწყება, მაშIნ მიხვალთ აღსრულებაში და განაცხადებთ, რომ არ ეთანხმებით მოთხოვნას, რის შემდეგაც გამარტივებული წარმოება შეწყდება.

Posted by: eke111 5 Oct 2016, 01:36
99532568086831 ეს ნომერი მირეკავს და ოქით ვეგარ ვუკავშირდები.ხომ ვერ მეტყვიტ რისი ნომერია ან რა კომპანიას ეკუტვნის?

Posted by: alexander22 5 Oct 2016, 11:34
გამარჯობათ ესეიგი რა ხდება მაიკრედიტში მქონდა აღებული სესხი 300 ლარი გადამიცდა დაახლოებით 2 თვე ნახევარი ქინება აღარც გადამივადებია და ეხლა მომდის სმს რო ეს სესხი გადმოვიდა დე ვრაის იუსტიციის მართველობაში, რას მირჩევთ როგორ მოვიქცე. დაახლოებით 600 ლარზე ვიყავი ასული

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 5 Oct 2016, 16:04
კიდევ ერთი სტატია- აღსრულების ხანდაზმულობის შესახებ

http://smartloan.ge/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/

alexander22

არ აღიარო არაფერი, ფულიც არ გადაიხადო და თვითონ შეიტანენ სარჩელს მერე.



Posted by: BLH 12 Jan 2017, 00:11
სწრაფი სესხები - თქვენი გადაუდებელი ფინანსური პრობლემების მოგვარების ულტრა-სწრაფი საშუალება

როდესაც ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით და სხვა გამოსავალი აღარ გაქვთ (უკვე თხოვეთ დახმარება ნათესავებს, მეგობრებს, კოლეგებს, ბანკს და ა.შ.), ერთადერთი გზა, რომელსაც თქვენი ჩიხიდან გამოყვანა შეუძლია მოკლევადიანი სესხია.

ეს ის გამოსავალია, რომელიც შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიანი სტაბილური შემოსავალი არ გაქვთ, თუმცა როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, სწრაფი ონლაინ სესხები დაგეხმარებათ თქვენი პრობლემების მოგვარებაში სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე.

რას ნიშნავს სწრაფი ონლაინ სესხი?

სწრაფი ონლაინ სესხი იმ შემთხვევაშია ხელმისაწვდომი, თუ თქვენ აკმაყოფილებთ სესხის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს. სხვა ტიპის სესხებისგან განსხვავებით, ონლაინ სესხებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობები:

-მსგავსი ტიპის სესხის მისაღებად საკმარისია ინტერნეტის მეშვეობით ანგარიშის შექმნა და სესხის მოთხოვნა, შესაბამისი ონლაინ სესხების კომპანიის ვებ გვერდზე, რომელიც ასეთი ტიპის სესხს გთავაზობთ;

-სესხის მოთხოვნის ფორმის შევსება შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში;

-განმცხადებელს არ უწევს პასუხის გაცემა ისეთ კითხვებზე, როგორიც არის - „რა მიზნისთვის გამოიყენებს თანხას“, მას არ უწევს შემოსავლის დოკუმენტებით დადასტურება, როგორც ეს ბანკის შემთხვევაში ხდება ხოლმე;

-იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ხორციელდება ინტერნეტში, მომხმარებელი ზოგავს დროს, მას შეუძლია სწრაფი სესხის მოთხოვნა ნებისმიერ დროს, იქნება ეს დღე, თუ ღამე, მომხმარებელს არ ჭირდება სამუშაო საათების ლოდინი;

-მოთხოვნა მუშავდება განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში და პასუხი მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით;

-დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა ხდება სწრაფად, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში და ზოგ შემთხვევაში 15 წუთშიც კი (აღნიშნული დამოკიდებულია ექსკლუზიურად მსესხებელსა და კრედიტორ კომპანიაზე);

-ამ ტიპის სესხით შეიძლება სარგებელი ნახონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვთ და ნეგატიურად არიან წარმოადგენილი კრედიტ-ინფოს მონაცემთა ბაზაში.

ამდენად, სწრაფი ონლაინ სესხები წარმოადგენს, ეფექტურ საშუალებას, თქვენი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, ნებისმიერ დროს, მარტივი პროცედურის გავლის შედეგად.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ შეძლოთ მოკლევადიანი სესხის აღება?

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ, სწრაფი ონლაინ სესხის ასაღებად, არ არის ბევრი, თუმცა ყველა მათგანი გასათვალისწინებელია, როდესაც განაცხადს ავსებთ ასეთი ტიპის სესხზე.

აი, რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ასეთი სესხის მისაღებად განაცხადის შევსებას გადაწყვეტთ:

-უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის (ზოგ ორგანიზაციას აქვს უფრო მაღალი ასაკობრივი მოთხოვნა 19 ან 24 წლიდან) და მაქსიმუმ 70-75 წლის ასაკის;

-დაგჭირდებათ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმისათვის, რომ დაადასტუროთ მოქალაქეობა;

-უნდა გქონდეთ ქვეყანაში მოქმედი რომელიმე ბანკის ანგარიში/საკრედიტო ბარათი - ის გამოყენებული იქნება თქვენთვის თანხის ჩასარიცხად;

-უნდა გქონდეთ სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი, რომ შეძლოთ სესხის დაფარვა;

-დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეძლებთ ნასესხები თანხის დათქმულ დროში დაბრუნებას, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გარეშე.

ეს არის არასაბანკო ორგანიზაციების მიერ დაწესებული პირობები, პიროვნების მიმართ, რომ მან შეძლოს სწრაფი ონლაინ სესხის მიღება. ზოგ შემთხვევაში, კრედიტორმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომ გაარკვიოს პირის უფლებამოსილება.

თუ თქვენ ეძებთ მოკლევადიან სესხს საქართვეოში და გსურთ დაზოგოთ დრო და ამავდროულად მიიღოთ საუკეთესო შემოთავაზევა, შემობრძანდით http://www.topsesxi.com/ და მიიღეთ სესხი უსწრაფესად!!!

Posted by: BLH 13 Jan 2017, 00:59
მიიღეთ სესხი განაცხადის შევსების დღესვე!

ნებისმიერმა ადამიანმა იცის ის ბენეფიტები, რაც ახლავს, სესხის თანხის მიღებას, განცხადების გაკეთების დღესვე. აღნიშნული შესაძლებლობის დაკარგვა, დაგვეთანხმებით, ძალიან ნეგატიურად შეიძლება აისახოს ნებისმიერი პირზე.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია დაიცვათ ონლაინ სესხების მოხმარების წესები, მათ შორის დროულად დაფაროთ სესხი.

როგორ მივიღოთ ონლაინ სესხი იმავე დღეს?

სანამ სესხის მისაღებად გააკეთებთ განაცხადს, უნდა იცოდეთ, რომ კრედიტორი კომპანიების უმეტესობა გარკვეული პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს თქვენგან.

ეს პირობები უკავშირდება ასაკს, მოქალაქეობას, სტაბილურ შემოსავალს და მოქმედი საბუთების წარდგენას (როგორც პირადობის, ასევე შემოსავლის დამადასტურებელი). იხილეთ რა დაგჭირდებათ სწრაფი სესხის მყისიერად მისაღებად:

1. ნუ დაკარგავთ დროს ინტერნეტში სხვადასხვა შემოთავზებების ძებნაში - პირდაპირ შედით სესხების შედარების ვებ-გვერდზე, რადგან მხოლოდ აქ შეძლებთ იხილოთ უამრავი შემოთავაზება, გაეცნოთ მათ შინაარსს, სესხის გაცემის პირობებს და პირდაპირ შეავსოთ განაცხადი კრედიტორი კომპანიის სწრაფი ბმულის მეშვეობით;

2. ყურადღებით შეისწავლეთ თითოეული ონლაინ სესხების კომპანიის შემოთავაზება და აირჩიეთ ისეთი, რომელიც მისაღები იქნება თქვენთვის სესხის თანხის, დარიცხული საკომისიოს ოდენობისა და თანხის დაბრუნების ვადით. იდეალურ შემთხვევაში, თქვენ უნდა მოძებნოთ ისეთი შემოთავაზება, რომელიც პირველი სესხს უპროცენტოდ გთავაზობთ.

3. არ მოითხოვოთ სწრაფი სესხი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე გაქვთ მიმდინარე პრობლემური სესხი სხვა კომპანიაში (იქნება ეს საბანკო თუ არასაბანკო დაწესებულება), რადგან თქვენ მიიღებთ უარყოფით პასუხს (ყველა არასაბანკო დაწესებულებას აქვს საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სესხების შესახებ და შესაძლებელია თქვენ მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმება);

4. ნუ გააკეთებთ განაცხადს, თუ არ აკმაყოფილებთ სწრაფი სესხის მისაღებად საჭირო კრედიტორი კომპანიის მოთხოვნებს. თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირ თანხას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩათვლით, რომ რომელიმე პირობა არ არის მნიშვნელოვანი;

5. ყურადღებით შეავსეთ ონლაინ განაცხადის ველები და არ დატოვოთ არაფერი ცარიელი. ნუ ეცდებით ტყუილი ინფორმაციის ჩაწერას, რადგან ყველა სახის ინფორმაცია შემოწმდება გარკვეული ფორმით და ტყუილი არ იქნება თქვენთვის სასარგებლო;

6. თქვენ უნდა გქონდეთ საბანკო ანგარიში ქვეყანაში მოქმედ რომელიმე წამყვან ბანკში, რადგან კომპანიების უმეტესობა მუშაობს მხოლოდ სანდო ინსტიტუტებთან. ამდენად, თქვენ შეძლებთ თანხის უფრო სწრაფად მიღებას (ზოგ შემთხვევაში განაცხადის გაკეთებიდან 15 წუთში), იმის გათვალისწინებით, რომ გადარიცხვა ერთიდაიმავე ბანკის ანგარიშებს შორის მიმდინარეობს სწრაფად;

7. თუ თქვენი ხელფასი, მინიმალურ ხელფასზე ნაკლებია, მაშინ აზრი არ აქვს დიდ თანხაზე განაცხადის გაკეთებას, რადგან კრედიტორი კომპანია, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ითვალისწინებს სამომხმარებლო კალათის საფასურს, და აკლებს მას საერთო ხელფასს.

რატომ უნდა დაფაროთ ონლაინ სესხი დროულად?

როდესაც თქვენ აგვიანებთ ონლაინ სესხის დაფარვას, კრედიტორი ავტომატურად გარიცხავთ ჯარიმის თანხას, რაც გულისხმობს დამატებით საფასურს ძირითად თანხაზე.

გარდა ამისა, თქვენი საკრედიტო ისტორია ფუჭდება, რაც მომავალში სესხის აღებისას შეგიქმნით პრობლემას, ამავდროულად თქვენ აღარ გექნებათ წვდომა ლოიალობის პროგრამებთან, რომელსაც ბევრი ონლაინ სესხის კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს.

ამდენად, თავიდან აიცილეთ დამატებითი გადასახადები და სამომავლო პრობლემები, სესხის თანხის დროულად გადახდით.

საუკეთესო სესხის შემოთავაზების მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს- http://topsesxi.com
* * *
როგორ ავარჩიოთ სწრაფი ონლაინ სესხის გამცემი კომპანია

როდესაც თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, გიწევთ ონლაინ სესხის აღებაზე ფიქრი, უპირველესი ამოცანაა, სწორი ონლაინ სესხების კომპანიის არჩევა.

მსგავსი მომსახურების შემომთავაზებელი კომპანიების საგრძნობი ზრდა, ადამიანებს სიფრთხილისკენ უბიძგებს, რადგან შესაძლოა ისინი არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მსხვერპლიც კი გახდნენ.

ამის გათვალისწინებთ, ვებ-გვერდი, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა ონლაინ სესხების შესახებ დახარისხებულ ინფორმაციას, შესაძლოა უფრო მეტად დაგეხმაროთ.

სრული გამჭვირვალეობა განაპირობებს სესხის სამართლიანობას

არსებული სამართლებრივი ნორმების მიღმა, რომლებიც განსაკუთრებით 2017 წლისთვის სრულიად არეგულირებენ სწრაფი ონლაინ სესხების შინაარსის ძირითად ელემენტებს, შესაძლოა იმალებოდეს გარკვეული პრაქტიკული საკითხები, რომლებიც რისკის მატარებელია.

სესხის თაობაზე შემოთავაზება, რომელიც თქვენ ნდობას მოიპოვებს, უნდა იყოს 100% გამჭვირვალე. საშუალება უნდა გქონდეთ გაეცნოთ შემოთავაზების ყველა დეტალს (არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთთა, წლიურ საპროცენტო სარგებელთან, გადახდის პირობებთან დაკავშირებით და ა.შ.), არამედ ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დათქმულ ვადაში არ გადაიხდით თანხას, რამდენია ასეთ შემთხვევებში ჯარიმის ოდენობა, რა თანხაა საჭირო სესხის ვადის გახანგრძლივებისთვის და ა.შ.

გარდა ამისა, რაც უფრო ინფორმაციულია კომპანიის „ხშირად დასმული კითხვების განყოფილება“, მით მეტია ნდობა არსებობს ასეთი კომპანიის შემოთავაზებებთან დაკავშირებით.

განაცხადის განხილვის დრო და ლოიალობის პროგრამა

ეფექტური კომპანიები, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უსწრაფესად იღებენ, ამავდროულად ისინი გთავაზობენ კლებად საპროცენტო განაკვეთს შემდგომი სესხებისათვის (ლოიალობის პროგრამა).

მომხმარებლებთან ურთიერთობის დონე

ყურადღება, რომელსაც მომხმარებელი ღებულობს, როდესაც ეკონტაქტება კომპანიის წარმომადგენელს, საკმაოდ ბევრზე მეტყველებს ასეთი კომპანიის შესახებ.
სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიასთან დაკონტაქტების შესაძლებლობა უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა კლიენტმა კომპანიის სრული მხარდაჭერა და სანდოობა იგრძნოს. საუბარია არა მხოლოდ არსებულ კლიენტებზე, არამედ ასევე ურთიერთობა იმ პოტენციურ მომხმარებელთან, რომელიც დაინტერესებულნი არიან სესხის აღებით.

აქციები და სარგებელი მომხმარებლისათვის

სწრაფი სესხების კომპანიები, რომლებსაც სურთ მომხმარებლის მოზიდვა, არიან ყოველთვის მოტივირებული, რომ მუდმივად შეთავაზონ სიახლეები და აქციები თავიანთ მომხმარებელს.

იქნება ეს პირველი სესხი პროცენტის გარეშე, თუ ერთგული მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საპროცენტო განაკვეთი, აღნიშნულმა კომპანიებმა იციან რა სურთ მომხმარებლებს.

წაიკითხეთ სესხის გამცემი კომპანიების შესახებ ფორუმებსა და სოციალური მედიის გვერდზე

მომხმარებელი, რომელსაც შეხება ქონდა ონლაინ სესხების კომპანიის მომსახურებასთან, ყოველთვის დატოვებს შეფასება-კომენტარს ამ კომპანიის შესახებ ფორუმებსა და სოციალური მედიის გვერდზებზე, თუ იგი განსაკუთრებით კმაყოფილია ან უკმაყოფილოა ასეთი მომსახურებით.

დაიმახსოვრეთ, რომ თითოეული პიროვნება უნიკალურია და ურთიერთობს განსხვავებულად. სხვადასხვა ადამიანის შეფასება მოგვითხრობს დამოუკიდებელ ისტორიას, რომლიდან გამომდინარეც შეიძლება გარკვეული აზრის ჩამოყალიბება კონკრეტული კომპანიის საქმიანობის თაობაზე.

ერთი ასპქექტი, რომელიც ყურადრების მიქცევას განსაკუთრებით იმსახურებს, არის ის, თუ როგორ უყურებს კომპანია მის შესახებ ნეგატიურ კომენტარებს და როგორ ითვალისწინებს ის, აღნიშნული შეფასებებიდან გამომდინარე საკითხებს.

იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იქნეთ 100%-იანი უსაფრთხოებით, ყოველთვის ისესხეთ ჭკვიანურად და მოძებნეთ სანდო სესხების შედარების ვებ-გვერდი, რომელიც შემოგთავაზებთ http://topsesxi.com დიდ არჩევანს და დაგეხმარებათ საუკეთესო შემოთავაზების არჩევაში.


Posted by: BLH 24 Feb 2017, 14:55
გამოკითხვის შედეგები-რატომ სარგებლობენ ონლაინ სესხები უპირატესობით ქართველებს შორის?

ფინანსურმა პორტალმა topsesxi.com-მა მიმდინარე წლის თებერვალში ჩაატარა გამოკვლევები, რომელთა მიზანი იყო ქართველების ცნობიერების დონის განსაზღვრა არასაბანკო სესხების მიმართ.

გამოკვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის გარკვევაც თუ რატომ უჯობთ ქართველებს სწრაფი ონლაინ სესხების აღება, საბანკო სესხების აღებას.
„მომხმარებლის აზრი ყველაზე საგულისხმოა- იგი გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენს ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული მასალების ხარისხი. გამოკითხვის შედეგად, ჩვენ გავარკვიეთ ხალხის შეხედულება პასუხისმგებლობით სესხებაზე და მათი ცოდნა არასაბანკო სესხების შესახებ. ამბობს topsesxi.com-ის მთავარი რედაქტორი ბ-ნი კაზლაუსკა.

გამოკვლევების შედეგები

გამოკითხულთა 65% კმაყოფილია სწრაფი სესხების მომსახურებით, არასაბანკო სივრციდან, ხოლო რესპოდენტთა ნახევარზე მეტი -53% რეკომენდაციას უწევენ ახლობლებს არასაბანკო სესხების თაობაზე.

რესპოდენტების (53%) ფიქრობს რომ სწრაფი სესხების სერვისი არის საჭირო.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ძირითადი მიზეზი, რომელიც მომხმარებელს იზიდავს არასაბანკო სესხის ასაღებად არის მათი მიღების სისწრაფე (გამოკითხულთა 29% ასახელებს ამ მიზეზს).

გამოკითხულთა 18% არასაბანკო სესხით იმიტომ სარგებლობს, რომ მათ ბანკმა განუცხადა უარი. ამასთან, გამოკითხულთა 16% ძირითად მიზეზად ასახელებს იმ ფაქტორს, რომ არასაბანკო სესხის მიღების შესაძლებლობა უფრო დაბალი შემოსავლის ქონის ფონზეც აქვთ.
მომხმარებელთა 15%-ს ურჩევნია ონლაინ სესხი, რადგან ხშირად პირველი სესხი უპროცენტოა. 12% ასეთი მიზეზად ასახელებს ინტერნეტის მეშვეობით სესხის აღების ხელმისაწვდომობას.

როგორ არჩევენ მომხმარებლები სწრაფ ონლაინ სესხებს?

გამოკითხულთა 40%-სთვის გადამწყვეტია პირველი სესხის უპროცენტოდ აღების შესაძლებლობა, 29% მნიშვნელობას ანიჭებს სესხის პროცენტის ოდენობას, 16%-სთვის გადამწყვეტი ფაქტორია ხელმისაწვდომი თანხის ოდენობა, 11% ყურადღებას აქცევს სესხის სხვა პირობებს.
გამოკითხვის ერთ-ერთი მიზანი მსესხებლის პასუხისმგებლობის დონის დადგენა იყო. რესპოდენტების 88% დიდი გულმოდგინებით ეკიდება სესხის თანხის უკან დაბრუნების საკითხს.

არასაბანკო სესხების მიზნობრიობა

წინამდებარე გამოკვლევა დაგვეხმარა იმის გაგებაშიც, თუ რა მიზნით იღებენ ძირითადად მომხმარებლები არასაბანკო სესხებს:
მათი 30% ამას ყოველდღიური საჭიროებებისთვის აკეთებს, 13% - დაუგეგმავი ხარჯებისთვის, 10%- სამედიცინო დანახარჯების გამო, 37% - სხვა ხარჯებისთვის.

გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, topsesxi.com განაგრძობს ფინანსური პრობლემების მიმოხილვას და შესაბამისი რჩევების მიწოდებას ქართველი მოსახლეობისთვის.

topsesxi.com-მა სწრაფი არასაბანკო სესხების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა ამ წლის თებერვალში. გამოკითხვა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, გამოიკითხა 1,073 ქართველი, 18-74 ასაკის ფარგლებში. შედეგების შესახებ, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს -http://topsesxi.com

topsesxi.com არის დამოუკიდებელი ფინანსური მედია პორტალი, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში 2015 წლიდან. მისი მიზანია მოსახლეობისთვის რჩევებისა და ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის სესხებზე. მეტი
ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს http://topsesxi.com



იხილეთ ინფოგრაფიკა
user posted image
http://i.imgur.com/8aKDVDJ.jpg

Posted by: datoo 4 Mar 2017, 14:59
მოკლედ წეღან მომივიდა საქალაქო სასამართლოდან უწყება

700 გელ ავიღე მანიმენზე და არ ვიხდიდი დიდი ხანი ავიდა 4700 ზე
მოსაჩივრე მხარე ითხოვს 2000 ს როგორც აქ წერია
არსებობს შანსი რომ ამ 2000 კიდე მოაკლოს რამე სასამართლომ და რამდენიმე თვეზე გადამინაწილოს ?

სხვა ვალდებულებებიც მაქ 170$ რესპუბლიკაში და ასევე 250გელ სხვა მიკროს ვუხდი იმან სასამართლოს გარეშე გადამინაწილა ....

რა შემიძლია მოვითხოვო სასამართლოზე ?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 4 Mar 2017, 15:16
datoo

ზოგადად ჯარიმის და პროცენტის შემცირება შეგიძლია მოითხოვო, ცოტა შეიძლება მოაკლონ, გააჩნია გარემოებებს.

მე, რაც დამიწერია მსგავს შემთხვევაში შესაგებელი, ყველგან მოაკლეს 500-600 ლარი დამატებით.

Posted by: datoo 4 Mar 2017, 15:19
LEGEN_wait for it_DARY
გასაგებია მადლობა

ანუ ჯობია რომ დავწერო შესაგებელი და კეთილი მოსამართლე დამატებით კიდე მოაკლებს მაგ 2000 ს რამეს ?


Posted by: LEGEN_wait for it_DARY 4 Mar 2017, 15:26
datoo

შესაგებელი ყველა ვარიანტში უნდა დაწერო, რა იცი რა ხდება.. მოსამართლე მოაკლებს თუ არა მაგას ვერ გეტყვი დაზუსტებით, ეგ არავინ იცის, მაგრამ თუ კარგად დაწერე შესაგებელი და "კაი ტიპის შთაბეჭდილება" დატოვე სასამართლოში, ძალიან დიდი შანსებია მაგის.

Posted by: monty7 10 Mar 2017, 14:38
გამარჯობა, იმის გამო რო ბევრი ონლაინ სესხის კომპანია და განსაკუთრებით კერძო ამომღები დაწესებულებები, სარგებლობენ ადამიანის ნაკლებად სამართალმცოდნეობით და ხშირ შემთხვევაში ცდებიან იმ ჩარჩოს რა ჩარჩოშიც მათი უფლება ვრცელდება, მაინტერესებს რა რეალურ შედეგს უნდა ველოდებოდე ამ სმსის შემდეგ. მაცნეზე _ზე ეს მუხლები დავძებნე მარა ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის, ადამიანურ ენაზე თუ შეგიძლიათ მითხრათ.

Posted by: alfinio 10 Mar 2017, 21:35
ბრატცი, მანიმენმა მომწერა თუ არ გადაიხდით უსიამოვნო რამ მოყვებაო, მაგალითად საზღვრის გადაკვეთა აგეკრძალებაო და შეუძლიათ?

Posted by: chele23 11 Mar 2017, 00:52
ეგ მანი მენი ხო ვერ მოტეხეს რა, რა სასწაული პირობები აქვთ.. რატომ არ ინტერესდება სამართალდამცავი ორგანოები მაგ კომპანიით

Posted by: Xashursky 13 Mar 2017, 22:51
ნეთკრედიტზე არ გაქვთ არავის სესხი ?
ძმაკაცს შეექმნა დღეს პრობლემები, ჯერ ისიც არ ყოფნიდა რო 350 ლარიან სესხზე 85 ლარს იხდიდა 1 თვე გადავადებაში და ახლა გადავადებაც მოუხსნეს, პირდაპირ უნდა დაფაროო.

Posted by: robin 14 Mar 2017, 00:33
Xashursky დაფაარავს და დიდი ალბატობით უარს ეტყვიან ახალი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. მასიურად ამოღებაზე გადავიდნენ პრაკტიკულად აღარ გაცემენ სესხებს.

Posted by: ძველი_თბილისელი 14 Mar 2017, 02:28
ლენდო დავფარე ვადაზე ადრე და იმ დღესვე არ დამიმტკიცეს სესხი, არსად არ მქონია ვადაგადაცილება, 1 თვეა უარი მომდის facepalm.gif

პირველი სესხი წამებში მომცეს spy.gif

Posted by: Xashursky 14 Mar 2017, 02:47
robin
რამდენს ამოიღებენ დაინახავენ. ასე მალე ვინ დაფარავს სესხს? აიტკივეს თავი ტყუილად

Posted by: MackJunior 14 Mar 2017, 11:45
QUOTE (monty7 @ 10 Mar 2017, 14:38 )
გამარჯობა, იმის გამო რო ბევრი ონლაინ სესხის კომპანია და განსაკუთრებით კერძო ამომღები დაწესებულებები, სარგებლობენ ადამიანის ნაკლებად სამართალმცოდნეობით და ხშირ შემთხვევაში ცდებიან იმ ჩარჩოს რა ჩარჩოშიც მათი უფლება ვრცელდება, მაინტერესებს რა რეალურ შედეგს უნდა ველოდებოდე ამ სმსის შემდეგ. მაცნეზე _ზე ეს მუხლები დავძებნე მარა ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის, ადამიანურ ენაზე თუ შეგიძლიათ მითხრათ.

სანამ სასამართლო უწყება არ ჩაგბარდება წერონ რამდენიც უნდა ესემესები, დასაშინებლადაა
* * *
QUOTE (chele23 @ 11 Mar 2017, 00:52 )
ეგ მანი მენი ხო ვერ მოტეხეს რა, რა სასწაული პირობები აქვთ.. რატომ არ ინტერესდება სამართალდამცავი ორგანოები მაგ კომპანიით

სამართალ დამცავ ორგანოებში რას გულისხმობთ? როცა საქმე სამოქალაქო დავას ეხება უნდა არსებობდეს დაინტერესებული მხარე საჩივარი მოპასუხე და ასე შემდეგ, რაც შეეხება საერთო რეგულირებას, ბოლო დროს იგეგმებოდა რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დასწესებოდათ ზღვარი წლიური მოგების ერთი სესხისგან ანუ იგივე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი ბანკების მიმართ, ჯერ ჯერობით ეგ რეგულაცია მიკროსაფინანსოებს არ შეჰხებია, და პირობებს რაც შეეხება როგორც ვხედავთ სამოქალაქო სექტორი არის ტავისუფალი ბაზრის სფერო, შესაბამისად რაც უფრო მეტი მიკროსაფინანსო თუ სხვა სახის დაწესებულება იქნება, პირობები წესით უნდა უკეთესდებოდეს რადგან თავისუფალი საბაზრო კონკურენციის თემაა, მაგრამ ქართულ ფსიქოლოგიას და მენტალიტეტს თუ გავითვალისწინებთ + იმ წესს რომელიც ჩამოსაყალიბებელია (ვგულისხმობ ხელშეკრულების პირობების წაკიტხვას) , მაინც იმ ორგანიზაციის მხარეს ვიხრებით რომელსაც მარკეტინგულად უფრო ლამაზად შეფუთულ გაფორმებული აქვს შეთავაზება და მომსახურება.....

რაც შეეხება დავის მექანიზმსს, მარტივი პრინციპი მოქმედებს ვისაც არ უნდა არავინ აძალებს და ვისაც უნდა ნება იბოძოს და ჩახედოს ხელშეკრულებას, იმიტომ რომ მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომლის დროსაც შემუშავების სტადიაზე ორივე მხარე ღებულობს მონაწილეობას, და ტუ ეს ხელშეკრულება სასამართლოს განხილვის საგანი გახდა მაშინ რეგულირება ხდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ანუ 0.2 და 0.5 პროცენტამდე ( გაითვალისწინება სესხის ოდენობა და მიზნობრიობალი დღეების მიხედვით) ხოლო 156 -ე ( დღეს თუ სწორად მახსოვს) წყდება პროცენტების დარიცხვა, ბუნებრივია ამ პირობით კრედიტორი უარესს მდგოამრეობაში ვარდება და ცდილობს მაქსიმალურად თავისი სახსრებით ამოიღოს თანხა იმიტომ რომ გაცილებით დიდ მოგებაზე გადის, ამიტომაც არ იშურებს ტრენინგებს ოფისებს მოწყობილობებს საკუტარი კადრების დატრენინგებაში და დამატებიტ ხარჯებს ხელფასის სახით რომ რაც შეიძლება მეტი მოგეა ნახოს და საქმე არ წავიდეს სასამართლოში ამიტომაც იგონებენ ფრიად რეალისტურ მიდგომებსა თუ დაშინების მექანიზმებს

Posted by: BeoWulf 21 Mar 2017, 12:05
გამარჯობათ თქვენი რჩევა მინდა და თუ არ შეწუხდებით დამეხმარეთ. მიკრო საფინასოსთან მაქვს პირადი ვალი. დაურეკეს დედაჩემს და უთხრეს თუ რამდენი მაქვს ვალი და ყველაფერი მოუყვეს. კანონის თანახმათ მესამე პირისთვის ინფორმაციის გადაცემის უფლება არ ქონდათ. რა მაინტერესებს რას მირჩევს ახლა როგორ ვიმოქმედო რომ მეორეთ მასეთი რამე აღარ გაიმეორონ ჩემს მიმართ და გინდა სხვის მიმართ. მადლობა წინასწარ.

Posted by: MackJunior 27 Jul 2017, 13:11
BeoWulf
სასამართლოში უნდა შეიტანო საჩივარი, შენი კონსტიტუციური უფლება ირრვევა მაგრამ რავიცი ხარჯები იქეთ კიდევ ვალის გადახდის თემაც წავა და დრო უნდა წვალება სრიბილი და გიღირს რო? დედაშენს ნომერი შეუცვალე :დ

Posted by: zedela88 27 Jul 2017, 15:39
BeoWulf
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპეკტორს უნდა მიმართო წესით და რიგით და დააჯარიმებენ ან გააფრთხილებენ შეხედულებისამებრ.

Posted by: პრისტავი 30 Jul 2017, 07:57
საბოლოოდ რა შედეგი დგება, როცა მიკროსაფინანსოების ვალს ვერ იხდის ადამიანი, რომელიც დროებით უმუშევარია და მის სახელზე უძრავი და მოძრავი ქონება არ ირიცხება?
იჭერენ?

Posted by: დოჩანა 30 Jul 2017, 08:45
QUOTE
საბოლოოდ რა შედეგი დგება, როცა მიკროსაფინანსოების ვალს ვერ იხდის ადამიანი, რომელიც დროებით უმუშევარია და მის სახელზე უძრავი და მოძრავი ქონება არ ირიცხება?
იჭერენ?


+1

Posted by: პრისტავი 1 Aug 2017, 08:49
LEGEN_wait for it_DARY

გესმის

Posted by: qeseramovich 1 Aug 2017, 11:26
პრისტავი
ჩემს სახელზეა მანქანა, მერიცხება ხელფასი, მაქვს გზვნილები და გადასახდელი მაქვს სადღაც 5 მიკროსაფინანსოს ვალი მაქსიმალური ლიმიტებით გამოტანილი :დ


ხო და 6 თვეა სადღაც მარტო სმს-ებს მიგზავნიან და ეხლა ის ნომერიც აღარ მაქვს.

რა შეუძლიათ გააკეთონ?


მაგალითად სასამართლო უწყება რომ ვერ მივიღო ანუ ჩემთან სოფელში მიიტანონ და ჩემებმა არ ჩაიბარონ დაუსწრებლად გამოიტანენ განაჩენს?

Posted by: narmonana 1 Aug 2017, 17:03
წეღან ვურეკავ.მეთქი აი ჩემ სახელზე თაღლითურად აიღეს სესხი თქო და იქ ოპერატორი მეჩხუბება,რა ნომერიც აქაა მითითებული,იმით რატო არ მირეკავთო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: shota1811 1 Aug 2017, 19:09
გამარჯობა,

mon.ge-დამ მქონდა გამოტანილი სესხი რომელიც ოპერატორის მითითებით (ასევე ჩემს პირად ანგარიშზე რაც იყო ასახული სესხის ოდენობა თავის ჯარიმებით (mon.ge-ს საიტზე) გადამოწმებით) დავფარე მთლიანად (667 ლარი მქონდა დავალიანება და 670 ჩავრიცხე). დაფარვისთანავე მომივიდა სმს mon.ge-დან, რომელიც მატყობინებდა რომ ჩემი სესხი დაფარულია. ასევე ჩემს პირად ანგარიშზე სესხი მაშინვე განულდა.

ამ ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ გადავამოწმე ჩემი ანგარიში და აღმოჩნდა, რომ კვლავ მაქვს დავალიანება 197 ლარის ოდენობით. ვრეკავ და მეუბნებიან რომ პროგრამული შეცდომა იყო და უფრო მეტი მქონდა დავალიანება (ვიდრე 667 ლარი), ამიტომ ეს დამატებითი თანხაც უნდა გადამეხადა, თორემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემდნენ. როდესაც ავუხსენი სიტუაცია, მითხრეს რომ გამეგზავნა მათთვის მეილი მოთხოვნით და ფაქტებით. ახლა გავუგზავნე მეილი ქვითრით, მესიჯის სქრინშოთით და ვთხოვ რომ გაანულონ ჩემი სესხი.

მაინტერესებს თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა და თუ მაინც არ გამინულეს როგორ მოვიქცე?

Posted by: პრისტავი 1 Aug 2017, 22:03
qeseramovich
QUOTE
ჩემს სახელზეა მანქანა, მერიცხება ხელფასი, მაქვს გზვნილები და გადასახდელი მაქვს სადღაც 5 მიკროსაფინანსოს ვალი მაქსიმალური ლიმიტებით გამოტანილი :დ


ხო და 6 თვეა სადღაც მარტო სმს-ებს მიგზავნიან და ეხლა ის ნომერიც აღარ მაქვს.

რა შეუძლიათ გააკეთონ?


biggrin.gif
რა ვიცი, მეც მაგას ვკითხულობ.

QUOTE
მაგალითად სასამართლო უწყება რომ ვერ მივიღო ანუ ჩემთან სოფელში მიიტანონ და ჩემებმა არ ჩაიბარონ დაუსწრებლად გამოიტანენ განაჩენს?


მიშას გამოუტანეს განაჩენი დაუსწრებლად და გამოგიტანენ ალბათ შენც, თუ აარიდებ თავს სასამართლოში გამოცხადებას. სასამართლოს განაჩენის შემდეგ არ ვიცი უკვე რა მოხდება.




biggrin.gif

Posted by: Nightmаre 23 Mar 2018, 16:44
https://www.sesxebi.ge/
http://sesxebi.com/

ხშირ მომხმარებლებს გამოგადგებათ user.gif givi.gif

Posted by: vano22 23 Mar 2018, 22:12
QUOTE (shota1811 @ 1 Aug 2017, 19:09 )
გამარჯობა,

mon.ge-დამ მქონდა გამოტანილი სესხი რომელიც ოპერატორის მითითებით (ასევე ჩემს პირად ანგარიშზე რაც იყო ასახული სესხის ოდენობა თავის ჯარიმებით (mon.ge-ს საიტზე) გადამოწმებით) დავფარე მთლიანად (667 ლარი მქონდა დავალიანება და 670 ჩავრიცხე). დაფარვისთანავე მომივიდა სმს mon.ge-დან, რომელიც მატყობინებდა რომ ჩემი სესხი დაფარულია. ასევე ჩემს პირად ანგარიშზე სესხი მაშინვე განულდა.

ამ ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ გადავამოწმე ჩემი ანგარიში და აღმოჩნდა, რომ კვლავ მაქვს დავალიანება 197 ლარის ოდენობით. ვრეკავ და მეუბნებიან რომ პროგრამული შეცდომა იყო და უფრო მეტი მქონდა დავალიანება (ვიდრე 667 ლარი), ამიტომ ეს დამატებითი თანხაც უნდა გადამეხადა, თორემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემდნენ. როდესაც ავუხსენი სიტუაცია, მითხრეს რომ გამეგზავნა მათთვის მეილი მოთხოვნით და ფაქტებით. ახლა გავუგზავნე მეილი ქვითრით, მესიჯის სქრინშოთით და ვთხოვ რომ გაანულონ ჩემი სესხი.

მაინტერესებს თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა და თუ მაინც არ გამინულეს როგორ მოვიქცე?

შენ სმს ხომ გაქ სადაც წერია რომ დავალიანება დაფარულია? პროგრამული შეცდომა მათი მხრიდან მოხდა (ეგეც გასარკვევია საერთოდ მოხდა თუ არა) არაფერს არ ეხვეწო მოკლედ და კონკრეტულად უთხარი რომ თქვენი მხრიდან დაშვებული შეცდომა თქვენივე გამოსასწორებელია და თუ პრობლემა გაქვთ სასამართლოში მიბრძანდითო.. სასამართლო 99% ით გაგამართლებს რადგან გაქვს სესხის სრულად დაფარვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თუ საქმეს აღძრავენ შენ მაშინვე აღძარი საქმე მათ წინააღმდეგ თაღლითობის ფულის გამოძალვის და მორალური ზიანის მიზეზით. მოითხოვე კომპენსაცია 5000 ლარიsmile.gif

Posted by: hennessyXO 23 Mar 2018, 23:05
რამდენი გადაუხდელობის დღის მერე შეიძლება გაგაშავონ?

Posted by: alexxv 24 Mar 2018, 00:31
ტექნიკური ხარვეზი ნაბისმიერ კომპანიაში შეიძლება დაფიქსირდეს, უბრალოდ თქვენ "ჭკვიანი" ოპერატორი შეგხვდათ, რომელსაც როგორც წესი ვერაფერს აგებინებ და ამიტომ გათიშვა თავიდან დარეკვა და სხვა ოპერატორთან გასაუბრება ამართლებს ზოგჯერ biggrin.gif

ქონება არ მაქვს, მანქანა არ მაქვს და სოფელში თუ ჩამაბარებენ ეგეთ კითხვებზე, პასუხია რომ ოფიციალურ მისამართზე გამოგეგზავნებათ ან ფაქტიურ მისამართზე რომელიც მიუთითეთ, შემდგომ თუ ჩაიბარებს ვინმე ხო კაი თუ არადა ფოსტაში მიუთითებენ რომ არ ჩაიბარეს წერილი.

თანხის ამოღებას რაც შეეხება დავას თუ დაიწყებს კომპანია ახალი კანონიდან გამომდინარე წლიური 100% მაქსიმალური პროცენტის განსაზღვრის შემდეგ დავას მოიგებს, პროცენტებზეც იმდენად ვეღარ ედავები...

პროცესის მერე უკვე აღსრულების ეროვნული ბიური გადაგიყვანთ მოვალეთა რეესტრში და კაროჩე საკრედიტო ისტორიას შეგიძლიათ დაემშვიდობოთ...

თუ სასამართლოსია საქმე ჯობია მიხვიდე და გადანაწილება მოითხოვო 1 წელზე სრული თანხის, ხოდა ზოგ კომპანის არ უღირს თვითონ დავა და გარე კოლექტორს გადასცემენ სესხს რა და მექანიზმი იგივეა...

რამე თუ გამომრჩა მომართეთ ჯიგრებო biggrin.gif

Posted by: paatadriver 26 Mar 2018, 15:23
გამარჯობათ, იქნებ მირჩიოთ როგორ ჯობია მოვიქცე. მოკლედ: ბევრი ვალები მაქვს დაგროვილი (სხვადასხვა ონლაინ-სესხები და ბანკები) დაახლოებით ერთი წელია რამდენიმე ვალი არ გადამიხდია (შვილის ავადმყოფობა, უსამსახურობა). ახლა ცოტა უკეთესად ვარ, პატარა სამსახურიც მაქვს და შვილიც უკეთესადაა, და ვალების ნაწილს ვფარავ შეძლებისდაგვარად, მაგრამ ყველას ერთდროულად ვერ ვწვდები. ტელეფონის ზარებს არ ვპასუხობ დიდი ხანია. 2 დღის უკან პირველად მომიტანეს სასამართლოდან სარჩელი, ერთ-ერთი ონლაინ სესხის დაფარვას მთხოვენ (აქამდე რომ არ მომიტანეს მაგაზეც მადლობელი ვარ). ახლა როგორ მოვიქცე არ ვიცი, შესაგებელი დავწერო თუ პრობლემურში მივიდე და იქ ვთხოვო გარიგება-გადანაწილება? სასამართლო ხომ სავარაუდოდ მაინც გადამინაწილებს? ჩემს ახლობელს ქონდა მსგავსი შემთხვევა და ერთი და იგივე შედეგი იყო საბოლოოდ-ანუ ერთი სესხი სასამართლოზე გადაუნაწილა მომჩივანმა, მეორეზე სარჩელზე კი არ დაწერა შესაგებელი და სასამართლომდე გაიტანა სარჩელი მომჩივანმა მხარემ და გადაუნაწილა. მირჩიეთ რამე. და ერთი კითხვაც აქვე: კრედიტ-ინფოში ხომ ჩანს რასაც ვიხდი ამ ეტაპზე. დანარჩენსაც დავფარავ, უარს კი არ ვამბობ ამაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვფარავ სხვებს. არ გაითვალისწინებენ ამას? მართლა არა მაქვს ამდენი და თავს ხომ არ მოვიკლავ, რა ვქნა sad.gif

Posted by: alexxv 26 Mar 2018, 15:54
ორივე შეგიძლია, თუ გინდა დაურეკე იმ კომპანიას და აუხსენი სიტუაცია, თანხის ცოტა შემცირება თხოვე თუა შესაძლებელი და გადანაწილება

ანდა პროცესზე რომ მიხვალ იქაც შეგიძლია რომ მოურიგდე კომპანიის წარმომადგენელს გადახდის გრაფიკზე

Posted by: paatadriver 26 Mar 2018, 16:30
QUOTE (alexxv @ 26 Mar 2018, 15:54 )
ორივე შეგიძლია, თუ გინდა დაურეკე იმ კომპანიას და აუხსენი სიტუაცია, თანხის ცოტა შემცირება თხოვე თუა შესაძლებელი და გადანაწილება

ანდა პროცესზე რომ მიხვალ იქაც შეგიძლია რომ მოურიგდე კომპანიის წარმომადგენელს გადახდის გრაფიკზე

მადლობა გამოხმაურებისათვის. შესაგებელის შედგენა ფასიანია როგორც ვიცი და მაგიტომ არ მინდა ზედმეტი ხარჯი. ისე, ერთ წელზე რომ გადამინაწილონ, არ იზამენ ვითომ?

Posted by: alexxv 26 Mar 2018, 17:04
QUOTE (paatadriver @ 26 Mar 2018, 16:30 )
QUOTE (alexxv @ 26 Mar 2018, 15:54 )
ორივე შეგიძლია, თუ გინდა დაურეკე იმ კომპანიას და აუხსენი სიტუაცია, თანხის ცოტა შემცირება თხოვე თუა შესაძლებელი და გადანაწილება

ანდა პროცესზე რომ მიხვალ იქაც შეგიძლია რომ მოურიგდე კომპანიის წარმომადგენელს გადახდის გრაფიკზე

მადლობა გამოხმაურებისათვის. შესაგებელის შედგენა ფასიანია როგორც ვიცი და მაგიტომ არ მინდა ზედმეტი ხარჯი. ისე, ერთ წელზე რომ გადამინაწილონ, არ იზამენ ვითომ?

ერთ წელზე სასამართლო დაგჭირდება დიდი ალბათობით, რო ხელფასი გაითვალისწინონ ან შემოსავალი და დაგიანგარიშონ რა დრო დაგჭირდება, მაგრამ დაურეკე თვითონ კომპანიას და კითხე...

მეტი ეხლა შესაგებელიც არ გჭირდება პრინციპში თანხას თუ ეთანხმები, უბრალოდ შეგიძლია პროცესზე თქვა რომ აი ამდენი მაქვს შემოსავალი და აი ამ პერიოდში შევძლებ რომ სრულად დავფარო.


Posted by: paatadriver 26 Mar 2018, 17:09
QUOTE (alexxv @ 26 Mar 2018, 17:04 )

მეტი ეხლა შესაგებელიც არ გჭირდება პრინციპში თანხას თუ ეთანხმები, უბრალოდ შეგიძლია პროცესზე თქვა რომ აი ამდენი მაქვს შემოსავალი და აი ამ პერიოდში შევძლებ რომ სრულად დავფარო.

300 ლარიანი სესხია და 480 უნდათ. არ დავაკლებინო?

Posted by: alexxv 26 Mar 2018, 17:17
თუ დააკლებინებ მაშინ დიდ ვადაზე არ გადაგინაწილებენ და თუ არ დააკლებინებ მეტი შანსია რომ კომპანია ცოტა დიდ დროზე გადაგინაწილოს აი 3 დან 6 თვემდე

Posted by: paatadriver 26 Mar 2018, 17:28
QUOTE (alexxv @ 26 Mar 2018, 17:17 )
თუ დააკლებინებ მაშინ დიდ ვადაზე არ გადაგინაწილებენ და თუ არ დააკლებინებ მეტი შანსია რომ კომპანია ცოტა დიდ დროზე გადაგინაწილოს აი 3 დან 6 თვემდე

გასაგებია. მადლობა ყურადღებისათვის. ჯერ კომპანიას შევეხმიანები მაშინ.

Posted by: alexxv 26 Mar 2018, 18:01
წარმატებები, სხვა კომპანიებსაც შეგიძლია შეეხმიანო და აუხსნა რომ ბევრი სესხი გაქვს გადასახდელი, რომ ჩამოუთვლი და გადაამოწმებენ შეიძლება მათთაც შეგიმცირონ თანხა ეხლა ესეთ გამოუვალ სიტუაციაში

Posted by: სნუპ დოგი 26 Mar 2018, 18:33
იე იე ვოსააფ ფიფოლ? boli.gif ვესთ ქოუსთ boli.gif როგორაა საქმე მიდის სესხების არგადახდა?

Posted by: tutonika 26 Mar 2018, 23:18
სასამართლო მაინც ძირს აკისრებს


--------------------------------

Posted by: alexxv 26 Mar 2018, 23:37
QUOTE (tutonika @ 26 Mar 2018, 23:18 )
სასამართლო მაინც ძირს აკისრებს


--------------------------------

მარტო ძირს არასდროს არ აკისრებს სასამართლო, იყო პრაქტიკა რომ საპროცენტო განაკვეთს წლიური 1 000 %-დან ამცირებდა 25 % ფარგლებში...

მაგრამ ეხლა რაც კანონმდებლობაში საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 100% დაფიქსირდა, 0,0001-ია შანსი რომ მარტო ძირი დაგაკისრონ...

და ეს კანონის გათვალისწინებით, საპირისპიროს დამტკიცების შემთხვევაში 1 სასამართლო გადაწყვეტილება დამიდეთ სადაც მარტო ძირს აკისრებს სასამართლო.

Posted by: Nemiroff 27 Mar 2018, 09:51
QUOTE
და ეს კანონის გათვალისწინებით, საპირისპიროს დამტკიცების შემთხვევაში 1 სასამართლო გადაწყვეტილება დამიდეთ სადაც მარტო ძირს აკისრებს სასამართლო.

იმ შემთხვევაშI აკისრებს მხოლოდ ძირის თუ ომის ვეტერანი, ინვალიდი, ლტოლვილი ან სოციალურად დაუცველი ხარ.

Posted by: tutonika 27 Mar 2018, 15:44
alexxv

მე ვამბობ მორიგების ვარიანტს, ძირზე ურიგდები და ყოველთვიურად იხდი რაღაც თანხას

Posted by: alexxv 27 Mar 2018, 20:15
Nemiroff
tutonika

მაგ სიტუაციებში გასაგებია კი გეთანხმებით

Posted by: tutonika 27 Mar 2018, 21:06
ქუთაისში პრობლემურების უფროსია ასი საქმიდან 90 % -ს მორიგებით ამთავრებს

Posted by: alexxv 27 Mar 2018, 22:23
ყველას აწყობს მორიგება, კომპანიას ეხლა რო გაეწელოს პრცესი არ აწყობს და მომხმარებელს კიდე ვის უნდა სასამართლოში სიარული ონლაინ სესხებზე...
მარა მთლად ძირს ალბათ მარტო მაშინ თხოვენ გადავადებებში თუ აქვს ფული გადახდილი

ისე საეჭვოა რომ მარტო ძირზე მორიგდნენ

Posted by: tutonika 27 Mar 2018, 22:29
alexxv

რავი მე რაც გამიგია ძირზე რიგდებიან

Posted by: webuda 4 Apr 2018, 14:39
მოკლედ ერთი 3000 ლარამდე აქვს ონლაინ სესხების ვალი ბებიაჩემს 65 წლის ქალს რომელიც დასაქმებულია და დიდი ხანია იხდის მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკვე ვეღარ ახერხებს და არ გადახდის შემთხვევაში რა მოხდება?

Posted by: 1name 11 Apr 2018, 03:03
tutonika
Nemiroff

smile.gif) მოდი მე რაც მინახავს იმას დავწერ smile.gif) თუ არაფერი არ გაქვს გადახდილი ძირს + ჰა ჰა 50 ლარი – რაღაც მოგება რას უნდა მიეღო.
ხოლო უკეთეს პოზიციაში ხარ როცა გადავადებაში გაქვს თანხები გადახდილი. ახალი პრეცენდენტებია და ხალხის სასიკეთოდ არის smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)