#47048481 · 19 Feb 2016, 10:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუკი
QUOTE | კურიოზი არ დაგმართნიათ? |
კურიოზული სიტუაცია შემმთხვევია, ბორჯომში ვისვენებდი მეგობარ გოგონასთან ერთად საოჯახო სასტუმროში, ერთ მოღრუბლულ დღეს დილით თავაზიანად მთხოვა, რომ სანამ ის სამზარეულოში, ყავას გააკეთებდა აივნიდან მისი თეთრეული მომეხსნა და ნომერში შემეტანა, კურიოზი იმაში მდგომარეობს, რომ ნახევარ საათში ისტერიული ძიება ატყდა, ამავე სასტუმროს სხვა დამსვენებელი მდედრების მიერ, ოღონდ რას ეძებდნენ სასტუმროს დიასახლისის ჩათვლით თავიდან ვერ მივხვდი, ბოლოს ისევ ჩემმა მეგობარმა გოგონამ მითხრა, რომ საწოლზე მიყრილი ტანგებიდან მას მხოლოდ ერთი ეკუთვნოდა. დღესაც კი მეცინება, როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ, საცვლების დაბრუნების პროცესი ცალკე კომედია იყო.
QUOTE | ან თქვენ თვითონვე არ გაგიკეთებიათ შეგნებულად რამე სულელური? . |
არა და არც ვაპირებ, შეგნებულად სისულელეებს იდიოტები სჩადიან მხოლოდ.
This post has been edited by გიორგი_ქადაგიშვილი on 19 Feb 2016, 10:08
--------------------
"ვინც იცის, აკეთებს, ვინ არა - სხვას ასწავლის" - ბერდნარდ შოუ
|