Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ხმა აქ მანქანას, შემოიხედეთ რა


Posted by: Guro_ 25 May 2020, 11:23
მოკლედ ასეთი ამბავია, დაძვრის დროს პირველში აქვს მანქანას ხმა, აი რკინას რო რკინას დაარტყამ დაახლოებით ეგეთი, საკაიფოდ თან ჩუმი არა. ხანდახან მეორე სიჩქარეზეც შვება. აღმართზე თუა მანქანა ოდნავ დაძვრა და ეგრევე ეგ ხმა აქ, შეილება ორჯერ ქონდეს აღმართში. მოდის იმენა მანქანის სუა ნაწილიდინან, აი კაროპკის დაბლა დაახლოებით.

ამ ხმასთან ერთად ტორმუზის დროს მარჯვნივ მიაქ რული, საკაიფოდ, იმენა კავშირში უნდა იყოს, ერთდროულად გაჩნა უცებ.


ოპელ კორსაა ც არის მანქანა მექანიკა.


წინასწარ ცოტა აზრზე რო ვიყო რა რაზეა ბაზარი, თორე ეს რო ეგრევე პროფილაკტიკაში მივიყვანო გამწეწავენ სასტიკად.

Posted by: n-i-c-k 25 May 2020, 11:28
QUOTE
ამ ხმასთან ერთად ტორმუზის დროს მარჯვნივ მიაქვს რული


დარწმუნებული ხარ რომ შუიდან მოდის და არა ვთქვათ უკნიდან ან წინიდან ?

ყოველ შემთხვევისთვის ყველა საბურავზე გაიკებს გადაუჭირე აბა !! მერე სცადე...

QUOTE
ტორმუზის დროს მარჯვნივ მიაქ რული


იმედია გიტარის მიმაგრება არაა მოშვებული smile.gif

კალოდკა ან აპორნი გატეხილი


და კიდევ უკანა სვლით რომ დაძრა იგივე ხდება ?

Posted by: Guro_ 25 May 2020, 11:41
n-i-c-k
QUOTE
კიდევ უკანა სვლით რომ დაძრა იგივე ხდება

აუ ეს არ მინახავს :/

არა საბურავები დაჭერილია ეგ გამოირიცხა.


იდეაში ვერ გაიგებ ასე ზუსტად საიდან მოდის, თითქოსდა შუიდან ისმის, აი მასიურ რკინას რო მასიურ რკინას დააჯახებ მაგის ხმაა რა, მოგუდული.

ზადნი ხოდს გავტესტავ მერე, თან აზრზე არ ვარ ჩანარტყამია, ისე მიიღო ხმა თუ რა ჭირს, მეუღლე ატარებს და დეტალები არ ვიცი.


ამხელა ხმა რას უნდა ქონდეს იმენა ვერ ვხვდები რა

Posted by: Nemiroff 25 May 2020, 11:47
Guro_
მექანიკაა?

აბა სცადე მესამეში გააკვრევინო თუ ექნა ხმა ესეიგი გიტარა/რაზვალნის ამბავია.

Posted by: Guro_ 25 May 2020, 11:59
Nemiroff
მექანიკაა კი, ვნახავ მაგას, ანუ პირველ-მეორეს გავაწურინო და მერე ვთხარო მესამე? არ ამლეწო ღვინჯო შუა ქალაქში biggrin.gif biggrin.gif


P. S ჩემ ცოლს რო კითხო ბუკაროვკზე გადასვლაზეც ქონდა ხმაო

Posted by: Nemiroff 25 May 2020, 12:06
Guro_
არ გააწურინო, პროსტა ისე ქენი რომ გააკვრევინო რა. 60-70-ზე გადმოიტანე მესამეში და მაღალი გაზი მიეცი

რაზვალნები აკეთებს რომ დაძვრა და დამუხრუჭების დრო რბილი იყო სმანქანა.
QUOTE
არ ამლეწო ღვინჯო შუა ქალაქში 

biggrin.gif biggrin.gif
მენდე, 2 დიპლომი მაქვს

Posted by: Guro_ 25 May 2020, 12:10
Nemiroff
კაი ბატონი, ერთი ხელჩასაკიდი ვერსია გვაქ, რულის წარებაც მაგის ამბავი უნდა იყოს ვითომ?

Posted by: Nemiroff 25 May 2020, 12:13
Guro_

ეგ ერთ-ერთი ვერსიაა. რკინა რკინას თუ ერტყმევა შეიძლება რახვალნი მოგლეჯილიც იყოს.
ვაფშე იამის საშუალება თუ გაქვს შეხედე ქვემოდან. გამოჩნდება აუცილებლად. ან საჭე აიღე ბოლომდე ისეც შეიძლებაგამოჩნდეს

Posted by: Guro_ 25 May 2020, 12:21
Nemiroff
რაზვალნი და მისთანანი თუა მაგას კი გავაკეთებინებ ადვილად, იმხელა ხმა აქვს მართლა მოგლეჯილია შეილება. აი სხვა რამე თუა მამდ მერხევა biggrin.gif

Posted by: Nemiroff 25 May 2020, 12:25
Guro_
ზადნიშიც სცადე აბა გაკვრევინება. უნდა ქონდეს ხმა

Posted by: Gogla1990 25 May 2020, 12:37
Guro_
QUOTE
ტორმუზის დროს მარჯვნივ მიაქ რული

გაზის დროსაც თუ მიაქვს საჭე
QUOTE
ესეიგი გიტარა/რაზვალნის ამბავია.


გოლფზე ქონდა ძმაკაცს იგივე პრობლემა, გიტარაზე ორივე რეზინა მოგლეჯილი იყო და იმ დონეზე მოძრაობდა რომ გაზის დროს ერთ მხარეს გარბოდა, ტორმუზის დროს მეორეზე lol.gif

Posted by: bizonikluchi 25 May 2020, 19:00
Guro_
პადკარობაჩნი შეიძლება იყოს,მაგანაც იცი,როგორც მახსოვს უკანაც აქვს პადკარობაჩნი მაგას,რულავოის რეიკისკენ

Posted by: Guro_ 25 May 2020, 19:30
bizonikluchi
მაგაზე მეც ვფიქრობდი, მარა ამხელა ხმა პადკარობჩნის ქონდეს რაღაც არამგონია რა. ერთი სიტყვით ასაწევია მანქანა და არამგონია რამე სერიოზული იყოს, დეტალია გამოცვლი და ეგაა, მაგას ეშველება

Posted by: bizonikluchi 25 May 2020, 21:01
Guro_


რეზინა თუ გახეულია რკინა რკინას დაარტყავს,გრუჩჩიტელს თუ საკიდი აქვს რომელიმე გახეული,მაგასაც პიდეხი ხმა აქვს კორპუსს თუ ურტყავს

Posted by: evgena 26 May 2020, 17:50
ნებისმიერი მიერთების ადგილი რომელიც დაცულია რეზინით.
რეზინა გაიხადა აქქვს ხმა დაძვრის დროს.უკანა სვლის დროსაც მსგავსი ექნება.

კორსა მსუბუქია, გაახალასტოვე და წინ უკნიდან მიაწ მოაწექით ბიჭები. იპოვით ადგილს ეგრევე
პადმატორნი პადკარობაჩნიზეც დაწერეს უკვე, გადაბმულობის დროს მოძრაობს კოლოფი და ძრავიც.

Posted by: L1nux 26 May 2020, 18:10
მეც ვიკითხავ ბარემ რა smile.gif
Nemiroff
მხოლოდ უკუსვლის დროს, მუხრუჭზე დაჭერისას ერთი ტკაპ რკინა-რკინაზე , აი ხელი რომ დაატკაცუნო მსგავსი, წინა მარჯვენა მხრიდან.
თითქოს ტავის ადგილას ჯდება რაღAც,მხოლოდ უკუსვლისას ერთხელ

Posted by: Guro_ 31 May 2020, 17:53
რეზინები გამოიცვალა და დადის გიჟივით bis.gif bis.gif

Posted by: e36m3 31 May 2020, 18:50
Guro_
სალამი. რომელი რეზინები იყო შესაცვლელი? რა დაჯდა?

Posted by: Guro_ 1 Jun 2020, 18:13
e36m3
რავიცი, აზრზე არ ვარ :დ 2 წყვილი რეზინა გამოიცვალა ზბორში, თურამეს უნდოდა გამოცვლა ყველა. ლარებში ალბათ დაჯდა ასე 350, მარა აქაური ფასების გადმოსახედიდან იაფია საკმაოდ. ხელობაში გადავიხადე მგონი ნახევარი.

Posted by: Paco_rabanne 5 Jun 2020, 21:01
QUOTE (Guro_ @ 25 May 2020, 11:23 )
მოკლედ ასეთი ამბავია, დაძვრის დროს პირველში აქვს მანქანას ხმა, აი რკინას რო რკინას დაარტყამ დაახლოებით ეგეთი, საკაიფოდ თან ჩუმი არა. ხანდახან მეორე სიჩქარეზეც შვება. აღმართზე თუა მანქანა ოდნავ დაძვრა და ეგრევე ეგ ხმა აქ, შეილება ორჯერ ქონდეს აღმართში. მოდის იმენა მანქანის სუა ნაწილიდინან, აი კაროპკის დაბლა დაახლოებით.

ამ ხმასთან ერთად ტორმუზის დროს მარჯვნივ მიაქ რული, საკაიფოდ, იმენა კავშირში უნდა იყოს, ერთდროულად გაჩნა უცებ.


ოპელ კორსაა ც არის მანქანა მექანიკა.


წინასწარ ცოტა აზრზე რო ვიყო რა რაზეა ბაზარი, თორე ეს რო ეგრევე პროფილაკტიკაში მივიყვანო გამწეწავენ სასტიკად.

რაღაცააა მოშვებული დასაჭერია .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)