forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (57) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტერენტი გრანელი, გენიალური პოეტი
JORJ MORISSONI
Differentiate Or Die


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14220
წევრი No.: 13207
რეგისტრ.: 29-September 05

  გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 15:39  #3483080      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი უსაყვარლესი ქართველი პოტია, გალაქტიონის შემდეგ. ერთი წაკითხვით შემიყვარდა მა კაცის ლექსები. მოკლედ ვისაუბროთ ამ კაცზე, ვინ რა იცის, დავდოთ ფოტოები და ა.შ.

გაზაფხულის საღამო

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი



ვედრება უფალთან

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა,
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...



ქალის აგონია

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა...




This post has been edited by JORJ MORISSONI on 22 Jul 2006, 15:50


--------------------
The true man wants two things: danger and play. For that reason he wants woman, as the most dangerous plaything.
JORJ MORISSONI
Differentiate Or Die


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14220
წევრი No.: 13207
რეგისტრ.: 29-September 05

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 15:48  #3483118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MEMENTO MORI

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori” -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს „Memento mori“-ა.


This post has been edited by JORJ MORISSONI on 22 Jul 2006, 15:50

მიმაგრებული სურათი
graneli.jpg
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 53926
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 16:04  #3483182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
JORJ MORISSONI
QUOTE
დავდოთ ფოტოები

ეჰჰ, სადააა, ტერენტის ფოტოები.. biggrin.gif


--------------------
________________________
___|____|_პოლ|___|____|__
_|____| არ დაბერდე|____|____|
___|____|___|____|____|__
JORJ MORISSONI
Differentiate Or Die


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14220
წევრი No.: 13207
რეგისტრ.: 29-September 05

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 16:05  #3483189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტემპერა
QUOTE
ეჰჰ, სადააა, ტერენტის ფოტოები.. 

რავი იქნებ ვინმეს ქონდეს თქო.
ეგრე რობაქიძის ფოტოებიც არაა, მაგრამ თემაში კი დადო ხალხმა.
Samp
se sotto c'è un Genoano


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3273
წევრი No.: 12142
რეგისტრ.: 11-August 05

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 16:18  #3483242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
JORJ MORISSONI
QUOTE
რავი იქნებ ვინმეს ქონდეს თქო.
ეგრე რობაქიძის ფოტოებიც არაა, მაგრამ თემაში კი დადო ხალხმა.

რობაქიძე, ჩემო ბატონო, "ჯენტლმენი" იყო, ევროპაში მცხოვრები კაცი, ტერენტის კი სასაფლაოებზე ეძინა sad.gif ...აბა, საიდან ფოტოები....


--------------------
On the 8th day, God created whiskey to keep the Irish from taking over the world!

ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 53926
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 16:56  #3483415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
JORJ MORISSONI
QUOTE
ეგრე რობაქიძის ფოტოებიც არაა, მაგრამ თემაში კი დადო ხალხმა.

ეგ ჩემი დაჟინებული თხოვნით მოხდა და იმიტომ.. biggrin.gif
Dave
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5433
წევრი No.: 744
რეგისტრ.: 19-March 02

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 21:05  #3484517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
JORJ MORISSONI
QUOTE
ქალის აგონია

მაგარია... ასეთ შემთხვევებში სულ მინდება ლექსის დაწერის ისტორიის გაგება...
otariani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 784
წევრი No.: 19819
რეგისტრ.: 21-May 06

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 23:52  #3485311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნაღდი ექსპრესიონისტი იყო. ეგეთი ისტერიული წინათგრძნობა არც მინახია არსად. კარგი ლექსები აქვს.
Sharky
El Tiburon


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41653
წევრი No.: 2110
რეგისტრ.: 25-April 03

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 23:57  #3485330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უძლიერესია. აქვს ასეთი ლექსი, "ზოზიას" (თავის დას ერქვა), რომელიც ალბათ ერთერთი საუკეთესო ქართული ლექსია, ever....


--------------------
მოგითყანთ დემოკრატია
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 53926
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 23 Jul 2006, 00:15  #3485415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კარგი ჩანახატებიც ჰქონდა..
-----------------------------------
JORJ MORISSONI
Differentiate Or Die


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14220
წევრი No.: 13207
რეგისტრ.: 29-September 05

გამოგზავნილია: 23 Jul 2006, 02:04  #3486179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...
Dave
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5433
წევრი No.: 744
რეგისტრ.: 19-March 02

გამოგზავნილია: 23 Jul 2006, 02:11  #3486237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
up.gif
დადეთ რა კიდევ. სხვაგვარად არ მაქ ხელთ მისი ნაწარმოები.
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 53926
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 23 Jul 2006, 11:18  #3487328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აბა ტერენტი გრანელის გვარს ვინც მეტყვის 5 ქულა!!!! biggrin.gif
ოღონდ ბიბლიოთეკაში შეხედვებს და წიგნების ქექვებს არ ვართ... smile.gif
ესე, თათარიახნათ ვინც იცის,, biggrin.gif
ბერიკა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3295
წევრი No.: 17043
რეგისტრ.: 9-February 06

გამოგზავნილია: 23 Jul 2006, 11:33  #3487379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
გრანელი

biggrin.gif

მაგარი ვიღაცა იყო, ცოტას
ცოტას კი არა მაგრა ურევდა.
თავისი და უყვარდა, და ვაშლის ფანი იყო.
ლექსებს დამპალი ვაშლის სუნზე წერდა...


უბედური ცხორება ჰქონდა,
საწყალი sad.gif


--------------------
12345678910
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 53926
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 23 Jul 2006, 11:54  #3487456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბერიკა
მეგრული დაბოლოების გვარი აქვს..
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (57) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.5199 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]