ტყუპები
21 მაისი – 20 ივნისი
ზოდიაქოს 3 ნიშანი
ჰაერის 1 ნიშანი.
1 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – მერკური.
ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ტყუპები.
ასტროლოგიური ფერები: მზენარევი ნარინჯი, ბაცი ყვითელი, თალხი ცისფერი, იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, აქტი.
მარჩბივი მართავს ჰოროსკოპის მესამე სახლს.
ტემპერამენტი და ხასიათი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მხატვრების რთული ნიშანია, ჰაერის ნიშანი, რომელიც ცვალებადობს მერკურის გავლენით, გაორებულია. ინტელექტუალური, უშუალო, კარგი მოსაუბრე, ვაჟკაცური,
ტყუპები მხოლოდ მერკურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ინსტიქტურ გულგრილობას ნიშნავს, რომელიც დამცავ მექანიზმს წარმოადგენს კრიტიკის, ირონიის, ნებისმიერი ხუმრობის, ემოციური ზემოქმედების წინააღმდეგ.
მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებულები ისწრაფვიან განაგონ საკუთარი თავი, დაიცვან და მოაწყონ თავიანთი ცხოვრება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი ეძებენ სიმარტივეს, მაგრამ ამას ხშირად ნევრასტენიამდე მიყავს ისინი. უყავრთ თამაში, აქვთ გამჭრიახი გონება. ცოცხალნი, მოხერხებულნი, ცოდნის მოყვარენი არიან, ზოგჯერ წარუმატებლობას განიცდიან ცვალებადობისა და დაბნეულობის გამო. განვითარებულ გონიერებას უნდა დაემატოს მტკივნეული მგრძნობელობა, ცვალებადობა და წვრილმანების გაზვიადებისკენ მიდრეკილება. ისინი გაუწონასწორებელნი, არათანმიმდევრულნი არიან, რამოდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკულებიც არიან. მგრძნობიარობას, ეგოისტურობას, აგრეთვე მეწვრილმანეობას იჩენენ. ტყუპების არსებობა ყოველთვის ბოლომდე ბედნიერი არ არის. უიღბლობისა და საოჯახო საზრუნავის გამო ისინი ხან დოვლათით ტკბებიან, ხან კი სიღარიბეში იტანჯებიან. წარუმატებლობის მიზეზი ზოგჯერ ენერგიის არქონა და საქმეების თვითდინებაზე გაშვება ხდება. მათ ზიანს აყენებს ფატალიზმისა და ცვალებადობისკენ მიდრეკილება. თუ ძალისხმევას გამოიყენებენ, ტყუპებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ისინი მსუბუქი ხასიათის და ცვალებადი ბუნების არიან. ეს შინაგანი ინტელექტუალებია. მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ და ადვილად იტაცებენ ყველაფერს, სიგიჟემდე უყვართ კამათი და ქეიფი, გააჩნიათ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრების უნარი. ტყუპები ეგოცენტრულები, ხშირად ემოციურები, ცივები და ყოველთვის მერყევნი არიან. ასტრონომები ამას ხსნიან იმით, რომ მერკური- უსქესო პლანეტაა, ის გავლენას ახდენს ტყუპებსა და ქალწულზე, რომელთაც არ გააჩნიათ გრძნობები. ისინი მოხერხებულნი, შეუპოვარნი და საზრიანები არიან. სატურნის არახელსაყრელი მდებარეობისას მოუწესრიგებელი, უკონტაქტო ადამიანები იბადებიან. ტყუპები საყვარელი, ჭკვიანი, მსუბუქი, თავისუფალი, დამთმობი ადამიანები არიან, მათ უყვართ შეხვედრები, მოგზაურობა, შემთხვევითი კონტაქტები და კავშირები. ქალებს ჭრელი ტანსაცმლის ტარება მოსწონთ. ტყუპების ნიშანი მართავს ნერვულ სისტემას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებებულებს გააჩნიათ სწრაფი რეაქცია, ხშირად აქვთ ლიტერატურული ნიჭი. ნიჭიერი ტყუპების ნეგატიურ თვისებას წარმოადგენს ცვალებადობა. უზარმაზარია მათი შეწყობის უნარი ისევე, როგორც მიდრეკილება ტყუილისა და არაორგანიზებულობისკენ. არც ისე ძლიერებს, მათ ეშინიათ დაღლილობის, ვინაიდან მალე იღლებიან იმის გამო, რომ მათი სიმკვირცხლე აღემატება მათ ძალებს.
პროფესიები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტყუპების ნიშნის ქვეშ იბადება ბევრი გონივრული შრომის ადამიანი. ტყუპები არჩევენ ისეთი სახის სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია შთაბეჭდილებების და საქმიანობის მუდმივ ცვლასთან: სარეკლამო სამსახურის აგენტები, მენეჯერები, ტელე- და რადიო რეპორტიორები. ტყუპებს შეუძლიათ იმუშაონ მსახიობებად, ჟურნალისტებად, გამომცემლებად, მდივნებად, საფოსტო მსახურებად, ბუღალტრებად, მწერლებად, წვრილ ვაჭრებად, მეცნიერებად. არსებობს მჭიდრო კავშირი ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის. პრაქტიკულად ყველა მათგანს გააჩნია სიტყვის ნიჭი და ფრაზების აგების უნარი. ისინი მარჯვედ ადგენენ მოხსენებებს, ანგარიშებს, დოკუმენტებს და სახელმძღვანელოებს, წერენ წიგნებს _ უმთავრესად რომანებს ან სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას. ტყუპები ძალიან იშვიათად წერენ მემუარებს და მიყავთ საკუთარი დღიური, მათ აქვთ ენების ათვისების უნარი, ამიტომ მათ შორის ხშირად გვხვდებიან პოლიგლოტები. საყვარელი ენა, ჩვეულებრივ, ფრანგულია. ტყუპების მეტყველების ნიჭი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ვინმე დააჯერონ ნებისმიერ რამეში. ტყუპების ბაგეში ყველაზე აბსურდული იდეა გონივრულად ჟღერს, ხოლო სიცრუე – სიმართლეს ჰგავს. მსგავსი თვისება ზოგიერთ მათგანს უპატიოსნო გზისკენ უბიძგებს, მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდება, რადგან სულის სიღრმეში ის იდეალისტია. და მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ნიჭს ხელების არაჩვეულებრივ მოხერხებულობასთან ერთად შეუძლია ისინი კრიმინალური მეცნიერების უბადლო ოსტატად აქციოს.
ტყუპებთან ძნელია შეჯიბრი მეწარმეობის დარგში. არიან რა ჭკუამხიარულები, მათ გააჩნია წარმოსახვა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარი.
მერკურის შეუძლია აქციოს ტყუპები როგორც გენიოსებად, ისე ავანტიურისტებად. სატურნი დადებით გავლენას ახდენს მერკურზე და თუ მას ტყუპებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა უჭორავს, მაშინ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ფილოსოფიისკენ, პედაგოგიკისკენ, დიპლომატიური საქმიანობისკენ.
სიყვარული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტყუპი-მამაკაცის სიყვარული მსუბუქი და სასიმოვნოა, მხოლოდ თუ მას არ მიეცემით მთელი ვნებით. მას გააჩნია რაღაცნაირი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სულიერი არსი, რომელსაც ის არავის არ გაუზიარებს. არ არის საჭირო ურთიერთობების დაძაბვა და დრამატიზირება, ყველაფერს მშვიდად და მარტივად უნდა მოეკიდოთ, არ უნდა მოაბეზროთ თავი და ყოველთვის შეეცადოთ მისი წარმოსახვის გაღვიძებას. არ შეეწინააღმდეგოთ მის ცვალებადობას, არამედ შეიცვალოთ მასთან ერთად. უნდა იყოთ ცოცხალი საინტერესო მოსაუბრე იმიტომ, რომ ტყუპებისთვის ყველაზე მთავარია პარტნიორის ინტელექტუალური დონე, ის უპირატესობას მიანიჭებს, პირველ რიგში, არა მორთულობას, არამედ მახვილგონიერებას. როგორც წესი, ტყუპები არაერთხელ ქორწინდებიან, თუმცა რაც უფრო გვიან შედგება პირველი ქორწინება, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ის დიდხანს შენარჩუნდება, შესაძლებელია სამუდამოდაც კი. ტყუპებს გააჩნია ფარული აზრების ამოცნობის უნარი. შეყვარებულ ტყუპ -მამაკაცს თან მოაქვს გარე სამყაროდან დაცულობის გრძნობა, ტყუპი მხად არის დახმარებისთვის ყოველთვის და ყველაფერში, მაგრამ თითქმის ყველა წესს აქვს გამონაკლისი და ამ გამონაკლისს წარმოადგენს ტყუპი მიჯნური, აქ უკვე ყოველგვარ საიმედოობაზე საუბარი ზედმეტია. მას შეუძლია წავიდეს პურზე გვერდით მდებარე მაღაზიაში და დაბრუნდეს სამი დღის შემდეგ. ფარული სასიყვარულო კავშირები ხშირად წარუმატებლობით მთავრდება. მათი გრძნობები ზედაპირულია. ადრეულ ახალგაზრდობაში ტყუპი ქალი აბსოლუტურად ამოუცნობია და სიყვარული მისთვის მხოლოდ თამაშია. მაგრამ ასაკთან ერთად მასთან ურთიერთობა უფრო საინტერესო ხდება. უდიდესი ძალით ავლენს ის საკუთარ თავს სიყვარულში, ვინაიდან სწორედ სიყვარული არის ის დარგი, სადაც ყველაზე კარგად ვლინდება ქალური არსი, იხსნება მისი სიმდიდრე და ბუნების სირთულე. ის სენტიმენტალური და რომანტიული, მიმზიდველი და ჭკვიანია. ვერავინ შეედრება მას საზრიან სიყვარულში. მასთან ვერასდროს ვერ მოიწყენ. ქალი- ტყუპის ერთგულებაში დასარწმუნებლად ყოველთვის მის გვერდით უნდა იყო, მას ყოველთვის უნდა შეახსენო საკუთარუ თავი. მას არ შეუძლია საკუთარი ემოციების და გრძნობების დამორჩილება, ხშირად ეცვლება ბუნება.
შესაფერისი პარტნიორები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტყუპი ქალი ვერძი კაცი-ენერგიული, მხიარული და ხმაურიანი ოჯახის შექმნის წინაპირობას ქმნიან, თუმცა ამ ოჯახში ხშირი იქნება ალბათ კამათები და კინკლაობები. სამაგიეროდ მათი სახლის კარი მეგობრებისთვის მუდამ ღიაა.
ტყუპი კაცი-ვერძი ქალი-ტყუპი ერთერთი მეტნაკლებად კარგი პარტნიორია ვერძი ქალისთვის. მათ მუდამ ექნებათ სალაპარაკო და საჩხუბარი თემა, მოკლედ ერთად ეს ორი ნამდვილად არ მოიწყენს.
ტყუპი ქალი კურო კაცი-საკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელი კავშირია. თუ ტყუპი ქალი თავისი უთავბოლო საქციელით, ფინანსების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულებით და დიასახლისობის ცუად ცოდნით, ან უბრალოდ სიზარმაცით არ გამოიყვანს წყობიდან კუროს. ასევე მთავარია, გადამეტებული ლაქლაქით არ აატკინოს თავი, ჩვეულებრივ მშვიდ ხარს. სამაგიროდ, კურო უზრუნველყოფს მას გულუხვი სპონსორობით, რომლითაც ტყუპი ქალი კვირაში ათჯერ განაახლებს ხოლმე საკუთარ გარდერობს.
ტყუპი კაცი კურო ქალი- თუ ვინმეს ძალიან გაუჭირდება ამ კავშირში, ეს კურო ქალია. ტყუპი მამაკაცის ზედაპირული ხასიათი, გამუდმებით ცვალებადი ინტერესები და დაწყებული საქმეების შუა გზაზე მიტოვების ჩვევა, ბუნებით სტაბილურ, მოწესრიგებულ კურო ქალს ძალიან გააბრაზებს. თუმცა თანდაყოლილი მოთმინების წყალობით, შეიძლება მაინც აიტანოს გვერდით ასეთი არასერიოზული მამაკაცი.
ტყუპი ქალი კიბო კაცი-საკმაოდ ხშირი და ჩემი აზრით არცთუ ურიგო კავშირია. განსაკუთრებით თუ ეს ქორწინება გვიან ასაკში შედგება, მაშინ როცა ტყუპი ქალი თავგადასავლებისგან უკვე დაიღალა, კირჩხიბს კი ამ დროს საკმარისი ქონება და კაპიტალი აქვს დაგროვილი. იგი სიამოვნებით იყოლიებს გვერდით, ლამაზ და განათლებულ ცოლს. რომელსაც ერთი ნაკლი აქვს -ბევრი ლაპარაკი უყვარს.
ტყუპი კაცი კიბო ქალი-საკმაოდ რთული კავშირია, ბუტია და წყენია კირჩხიბს ძალიან რთულად ესმის ტყუპი კაცის ზედაპირულობა, უპასუხისმგებლობისკენ მიდრეკილება და არცთუ ერთგული ხასიათი. კიბო ბუნებით მესაკუთრეა, ტყუპს კი ვერანაირ ჩარჩოებში ვერ მოაქცევ, ეს იგივეა ჰაერს სდიო დასაჭერად.
ტყუპი ქალი ტყუპი კაცი-საკმაოდ წარმატებული და კარგი კავშირია. ორივეს ესმის ერთმანეთის მოთხოვნილება შინაგანი თავისუფლებისა და დამოუკიებლობისადმი.ამას გარდა, ისინი პერიოდულად მშვენივრად ისვენებენ ხოლმე ერთმანეთისგან, (მაგ. ცალ-ცალკე მიდიან დასასვენებლად ან ვიქენდის გასატარებლად) ისე რომ ამით არც ერთი მათგანი ტრაგედიას არ ქმნის. მათ ქორწინებას უფრო ინტელექტუალური კავშირი ამაგრებს, ვიდრე ფიზიკური ლტოლვა და დიდი ვნება. სწორედ ამიტომ, ასეთი ოჯახები მყარი და მეგობრულია.
ტყუპი ქალი ლომი კაცი- საკმაოდ კარგი კავშირია. ტყუპი ქალის მომხიბვლელობას, ქალურობასთან შერწყმულ ბავშვურ თვისებებს და მრავალმხრივობას, ძალიან ადვილად შეუძლია ლომის მოჯადოება. ერთადერთი პრობლემა ტყუპის პერიოდული სიცივეა, რაც ამ ნიშანს საერთოდ ახასიათებს, ლომს კი მოგეხსენებათ სითბო სჭირდება, რაც მეტი მით უკეთესი.
ტყუპი კაცი ლომი ქალი-ასეთი წყვილი ძალიან კარგად გაიკვალავს გზას შოუ-ბიზნესის სფეროში. მთლად უკეთესი თუ ლომი მომღერალი, მოდელი ან მსახიობია, ტყუპი კი მისი იმპრრესარიო ან ჟურნალისტი რომელიც მის შესახებ ქება-დიდებით სავსე სტატიებს დაწერს. ზოგადად არ არის ეს ცუდი კავშირი, მთავარია ტყუპის ხასიათში დამახასიათებელმა უპასუხისმგებლობამ ძალიან არ გააბრაზოს ჯუნგლების დედოფალი.
ტყუპი ქალი ქალწული კაცი- საკმაოდ რთული მაგრამ არცთუ იშვიათი კავშირია. მე პირადად ბევრი შემხვედრია მსგავსი წყვილი, ალბათ იმიტომ რომ ამ ორს ერთი და იგივე პლანეტა მერკური მართავს, მათ მაინც აქვთ ხასიათში საერთო თვისებები.
ტყუპი კაცი ქალწული ქალი-გაცილებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე შებრუნებული კომბინაცია. რადგან ტყუპ კაცს ძალიან სჭირდება გვერდით ჭკვიანი, განათლებული და მეგობრული ქალი. ასეთი კი ნამდვილად არის ქალწული. აქედან გამომდინარე ეს ორი საკმაოდ კარგ წყვილს ქმნის.
ტყუპი ქალი სასწორი კაცი-ერთერთი საუკეთესო წყვილია. ორივე მათგანი კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარეა. ერთმანეთთან სასაუბრო თემა არასოდეს დაელევათ. ამას გარდა ცხოვრების აღქმაც მსგავსი აქვთ. არც ერთი არ დარდობს ბევრს დაუმთავრებელ საქმეებზე. ყოველთვის აქვთ თავი ახალი იდეებით, გული კი იპტიმიზმით სავსე.მშვენიერი წყვილია.
ტყუპი კაცი სასწორი ქალი- აი აქ კი საქმე ცოტა რთულადაა. რადგან სასწორი ქალი საკმაოდ მტკიცე ხასიათით გამოირჩევა, რომელსაც რბილი და ქალური ნიღბის ქვეშ ოსტატურად მალავს, მაგრამ ტყუპს აუცილებლად მოუწევს მისი ამ თვისებების საკუთარ ტყავზე გამოცდა.
ტყუპი ქალი მორიელი მამაკაცი- თუ ვინმეზე მორიელის შხამი აფსოლუტურად არ მოქმედებს, ეს ტყუპი ქალია. მას შეუძლია, მორიელის მომაკვდინებელი ტრიუკები, გასაოცარი გულგრილობით აიტანოს. ისე რომ მორიელი იქეთ დაბოღმილი დატოვოს.
ტყუპი კაცი მორიელი ქალი- ის მას უბრალოდ წყობიდან გამოიყვანს და ისე დაანერვოზებს თავადაც ვერ გააცნობიერებს ამას. ტყუპის არასტაბილურობა და თანდაყოლილი თავქარიანობა, მორიელ ქალს საშინლად აბრაზებს. ამასთან ერთად მისი შხამიანი რეპლიკების განიავებაც მალე შეუძლია ამ ადამიანს. მოკლედ მშვენიერი მიზეზია ნერვოზისთვის მორიელის შემთხვევაში.
ტყუპი ქალი მშვილდოსანი კაცი-მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ნიშანი ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებად ითვლება, ამ ორს შორის შესაძლებელია მშვენიერი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და თუ მაინც და მაინც ცოლ-ქმარი არ გამოვა მათგან, კარგი მეგობრები დარჩებიან სამუდამოდ.
ტყუპი კაცი მშვილდოსანი ქალი- ამ ორს შორის საკმაოდ მალე ჩნდება მეგორბული და ხალისიანი ურთიერთობა. თუმცა ტყუპის ნიჭი ყველაფერზე იკამათოს, ასევე არაგულწრფელად გამოხატოს ხანდახან ემოციები, მშვილდოსანს ძალიან აბრაზებს. ამას გარდა, არც გვერდზე გახედვის პრობლემები იქნება უკანა პლანზე. რასაცსავარაუდოდ ქალი მშვილდოსანი საპასუხო ფლირტით უპასუხებს.
ტყუპი ქალი თხის რქა კაცი-ძალიან რთული, ხშირად სრულიად არაპერსპექტიული ურთიერთობაა. ბუნებით კონსერვატორი თხის რქა კაცი, ვერ ეგუება ტყუპის ხასიათში ზედმეტ ინფანტილიზმს, გადამეტებულ ჭორაობას, ასევე ოჯახური მოვალეობების და ფინანსების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას. ის რა თქმა უნდა შეეცდება გადააკეთოს თავისი ტყუპი ცოლი, მაგრამ ამ საქმიდან რამდენად გამოვა რამე მე პირადად ეჭვი მეპარება.
ტყუპი კაცი თხის რქა ქალი-ასეთი კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ორივე მათგანი უკვე საკმაოდ დიდ ასაკშია და ცხოვრებაზე ჩამოყალიბებული, დაღვინებული შეხედულებები გააჩნია. თხის რქა ქალი შესანიშნავ მეუღლეობას გაუწევს ტყუპს, თუ ეს უკანასკნელი მწერლის, ჟურნალისტის ან მეცნიერის კარიერას იკეთებს.
ტყუპი ქალი მერწყული კაცი- ფანტასტიური წყვილია. ორი თავქარიანი ერთად, ამასთან ვის უფრო მეტად "უქრის" ვერ გაარკვევ. ისინი არასოდეს მოიწყენენ და არც სხვებს მისცემენ მოწყენის საშუალებას გარშემო, რადგან გამუდმებით ექნებათ კინკლაობის, კამათის და რვასაათიანი ლაქლაქის საბაბი.
ტყუპი კაცი მერწყული ქალი- ამ შემთხვევაში მერწყული ქალის თვისებები, რომელსაც მამაკაცური ელფერი დაჰკრავს, ცოტა აბნევს ტყუპს. მას არ მისცემენ ხოლმე უფლებას ჩვეულებისამებრ იცანცაროს და შეუსრულებელი დაპირებების გამოც პასუხს მოსთხოვენ. თუმცა მიუყედავად ამისა, ამ ორისგან მაინც შესანიშნავი წყვილი დგება, ინტელექტუალური თავსებადობის თვალსაზირისთ.
ტყუპი ქალი თევზი კაცი- არცთუ სახარბიელო კავშირია. მართალია ორივე მათგანი დაფრინავს (უკაცრავად თევზი დაცურავს!) და ხშირად რეალობისგან ორივე მოწყვეტილია, მაგრამ ისინი სხვადასხვა პლანეტაზე არიან. ამიტომ ნაკლებსავარაუდოა ამ ორს რამე გამოუვიდეს სერიოზული ურთიერთობის თვალსაზრისით.
ტყუპი კაცი თევზი ქალი- დასაწყის ეტაპზე, ქალთევზას ინტელექტი და სიღრმე ტყუპ კაცს ძალიან საინტერესოდ და დამაინტრიგებლად ეჩვენება. ის იწყებს ქექვას თავისი ცნობისმოყვარე ტვინით, თუმცა შეიძლება უცებ აღმოაჩინოს, რომ ინტელექტთან ერთად ამ ქალს წუწუნი და თავის შეცოდებაც ყვარებია, რამაც შეიძლება დააფრთხოს ყველანაირი პასუხისმგებლობის მოძულე ტყუპი.
საინტერესო ფაქტები
1. ძალიან უყვართ მოგზაურობა.
2. შეუძლიათ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.
3. შეუძლიათ რამდენიმე საქმის ერთად კეთება.
4. შეუძლიათ დიდ ხანს ლოდინი.
5. უყვართ ბევრი ლაპარაკი.
.... მესამე ტყულია მე არ შემიძლია რამდენიმე საქმე ერთად ვაკეთო
ტყუპი ქალი <
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ის ერთადერთია ალბათ ზოდიაქოს სხვა ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი გააჩნია, მამაკაცს მასთან ურთიერთობისას თავი სულთნად აგრძნობინოს და „ჰარემის“ ასოციაცია შეუქმნას. ტყუპი ქალი ხასიათის ისეთი მრავალმხრივობით გამოირჩევა, რომ მასთან მოწყენა ფაქტობრივად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დღეს თუ სანიმუშო დიასახლისია თქვენს წინაშე, ხვალ თავზეხელაღებული ფემინისტი გამოგეცხადებათ, ზეგ გულუბრყვილო, ბავშვური გოგონას იმიჯს მოირგებს და ა.შ მანამ, სანამ ტყუპ ქალს მსახიობობის სურვილი და თქვენით დაინტერესების ტალღა გადაუვლის.
თანდაყოლილი გარდასახვის ნიჭის და დაუღალავი ლაქლაქის უნარის წყალობით, შესაძლოა პერიოდულად მის გევრდით ყოფნას, თავის ტკივილის წამლების მიღების აუცილებლობაც მოჰყვეს თქვენთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სიმყუდროვის მოყვარულთა კატეგორიას განეკუთვნებით. თუმცა მასზე სერიოზულად გაბრაზებას, მითუმეტეს დაშორებას ვერაფერის დიდებით ვერ შესძლებთ. თუმცა იგივეს თქმა მასზე ნაკლებად შეიძლება. როგორც წესი ტყუპი ქალები, ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევიან, ამიტომ მანამ სანამ იგი თქვენთან ხანგრძლივ ურთიერთობაზე დაფიქრდება, არაერთგზის შეიცლის აზრს.
გამორიცხული არ არის, ამ ქალთან პირველი შეხვედრისას, მისი კომუნიკაბელურობიდან გამომდინარე, გეგონოთ რომ მისი მოხიბვლა და ხელში ჩაგდება იოლზე იოლი საქმეა. თუმცა მინდა იმედი გაგიცრუოთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ადვილად აბამს ნაცნობობას და ახალ-ახალ მეგობრებსაც იოლად იძენს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმესთან დაკავშირებით ”შორსმიმავალი გეგმები” გააჩნია. აქედან გამომდინარე, როცა ამ მომხიბვლელ, თავქარიან არსებას ეცნობით, აუცილებელი არაა მომდევნო კვირაშივე, მმაჩის ბიუროში დაუპიროთ წაყვანა, თქვენი საუკუნოდ ერთად ყოფნის დასარეგისტრირებლად. მერწმუნეთ, თქვენი მხრიდან ამგვარი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ ”კრახით” დასრულდება და სავარაუდოდ ”ჰაეროვან ლედის” ცხოვრებაში ვეღარასოდეს იხილავთ. გაითვალისწინეთ, რომ მერკურით მართული ქალები, ძალზე მრავალმხრივები, კატასროფულად ცნობისმოყვარეები და ცვალებადები არიან. ამიტომ, მართალია ტყუპ ქალს აქვს სურვილი გარშემო ყველას მოსწონდეს, მაგრამ თავად ვინმესთან ხანგრძლივი დროით დაკავშირების პერსპექტივას, ცეცხლივით ერიდება.
პ.ს დანარჩენი თემაში
პარალელურად მუშაობის დროს გახსნილი თემა...
შემძლებია 2 საქმის ერთად კეთება
ცხელ ცხელ ზაფხულს და რომანტიულ თავგადასავლებს გისურვებთ ტყუპებოოო... ^_^ და არამარტო
supergirls don't cry.....
"მოუსმინე, გაუღიმე, დაეთანხმე და შემდეგ გააკეთე რასაც აკეთებდი.." ყოველთვის ^-^