Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > დღეს დავრწმუნდი რომ სოც ქსელების გაუქმება


Posted by: miriani777 5 Mar 2021, 20:01
ასე რომ წაშალეთ, მერწმუნეთ ამოისუნთქებთ!


სრულიად ვკმაყოფილდები ფორუმით ზოგადი გართობისთვის.

ასე რომ ძირს ყველა სოც ქსელი!

Posted by: bigmaster 5 Mar 2021, 20:05
QUOTE
ასე რომ წაშალეთ, მერწმუნეთ ამოისუნთქებთ!

რაში გიშლის ხელს კონკრეტულად

Posted by: miriani777 5 Mar 2021, 21:09
bigmaster
მაღიზიანებს უნახაობა ადამიანთა მოდგმისsmile.gif)) და რომ ცდილობენ რომ ყველაზე კარგები და შუშფარა და მჩქეფარეებად წარმოაჩინონ დინგი

ვსო ამასაც ვხურავ სულ არ მაინტერესებს სხვისი აზრი

Posted by: ლეოპარდი 5 Mar 2021, 22:34
ფეისბუქს სულ არ ვაუქმებ, რადგან რამდენიმე საჭირო გვერდი და ინფორმაცია მაქვს გამოწერილი. ისე კი აღარავის ვათვალიერებ, შევწყვიტე აქტიურობა, სასაუბრო გამოვრთე და მესენჯერში აუცილებლობისთვის თუ მივიწერები პასუხს.

სოციალური ქსელები რაღაც დონემდეა კარგი კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, მაგრამ როცა უკვე ვხედავ რომ უმეტესობა ზედმეტ ვირტუალურობაში იჭრება, მომბეზრდა და შემაწუხა. და კიდევ ერთი მომენტი: სოცქსელები კარგია იმის გასაგებად, თუ ვინ როგორია. მაგრამ როცა ზუსტად ეგ დავინახე, კიდევ უფრო მომინდა სოციუმისგან მეტი დაშორება და ისედაც ასოციალურმა ტიპმა სოცქსელებიც მოვიშორე, სადაც რეალური პროფილებით ვკონტაქტობდი. ვინც ასოციალურები ვხდებით და მიზანთროპიული გამოვლინებები გვეწყება, სოცქსელებისგან დისტანცირებაც უფრო გვამშვიდებს.

Posted by: Tengiz@@ 5 Mar 2021, 22:38
ჩემი ფეისბუქი გავაუქმე ერთი 5 წელია
ერთი ფეიკი მაქვს მაგრამ იქ მეგობრები არ მყავს რამოდენიმე ჯგუფში ვარ და ჩემთვის საჭირო ინფორმაციას ვიღებ ხოლმე

Posted by: lovelock 6 Mar 2021, 04:13
Tengiz@@
ჰელო ჰელო
ვახ ვახ
ყოჩაღ!
მეც ეგრე ოღონდ მე 5 წელზე მეტია. და არც ინფორმაციისთვის შევდივარ მანდ biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 6 Mar 2021, 05:52
ხშირად მესმის უკვე ასეთი ფრაზები

yes.gif

Posted by: elchi 6 Mar 2021, 07:00
მე მგონი FB-ს მეც გავაუქმებ.
უკვე ტვინი წაიღეს, რამდენ სისულელეს წერენ?!
ჯერ ამ GIF-ებით გამიტენეს პირადი ფოსტა, მერეა და თავი სამლოცველოში მგონია.
თან ისეთები დებენ თავს ქრისტიანობაზე, არ ვიცოდი მაინც რა აქვთ წარსულში გაკეთებული.
ერთ გამოსავალს ვხედავ.
მივაბლოკავ ეგეთებს/არადა ბლომად არიან/ დავიტოვებ ძალიან ახლობლებს, რათა მესინჯერით ვესაუბრო ხანდახან.

Posted by: Aleqto 6 Mar 2021, 16:28
miriani777
რამდენი ხანია რაც ჰარმონიაში ხარ?

Posted by: miriani777 6 Mar 2021, 17:46
Aleqto
7 თვეაsmile.gif


სპეტაქტა არსი შევიგრძენი ისე ვარsmile.gif)

Posted by: techademy 6 Mar 2021, 18:22
გეთანხმები
4+ წელია არანაირი სოც. ქსელი არ მაქვს.
ფორუმზე დავბრუნდი 1-2 მიზეზის გამო და ეს საკმარისზე მეტია

Posted by: Aleqto 7 Mar 2021, 16:06
miriani777

კარგად გაგიქაჩავს up.gif

მაგრამ ჯერ ცდუნების კიდევ დიდი შანსია biggrin.gif

Posted by: ninicool 7 Mar 2021, 16:19
მეც ძალიან მინდა გაუქმება, მაგრამ ამ ონლაინლექციების გადამკიდე, ვერ ვაუქმებ. გადავალთ თუ არა ფაცეთუფაცე ლექციებზე, ეგრევე გავაუქმებ.

ძალიან დავიღალე უკვე. 690 ფრენდიდან 500 ჩემი ყოფილი და მოქმედი სტუდენტია.

Posted by: miriani777 7 Mar 2021, 18:18
ninicool
QUOTE
ძალიან დავიღალე უკვე. 690 ფრენდიდან 500 ჩემი ყოფილი და მოქმედი სტუდენტია.

სათვალებით და ქუსლებით და კაბით კითხულობ ლექციებს?smile.gif))


მივეცი გზ ფართო ჩემს ფანტაზიებსsmile.gif)))))

Posted by: ninicool 7 Mar 2021, 21:34
QUOTE (miriani777 @ 7 Mar 2021, 18:18 )
ninicool
QUOTE
ძალიან დავიღალე უკვე. 690 ფრენდიდან 500 ჩემი ყოფილი და მოქმედი სტუდენტია.

სათვალებით და ქუსლებით და კაბით კითხულობ ლექციებს?smile.gif))


მივეცი გზ ფართო ჩემს ფანტაზიებსsmile.gif)))))

ლექციებს არ ვკითხულობ, პრაქტიკულ კურსს ვასწავლი. ქუსლიანები ვერ ვიცვამ, სათვალეზე ექიმამდე ვერ მივაღწიე, კაბით კიბატონო

Posted by: ninicool 8 Mar 2021, 00:39
რომ დაგარეპორტო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

Posted by: elchi 8 Mar 2021, 00:49
ninicool
miriani777

ნინი და მირიან მჭირდება FB .
ჯერ იმიტომ რომ ოჯახთან, სანათესაოსთან, მეგობრებთან კავშირი მქონდეს, საკუთარი ბიზნესისთვის ხომ საერთოდ.
არის კიდევ ერთი ფორუმი ამის გარდა, სადაც ჩემნაირი "ჩიტირეკიები" ვიკრიბებით.

მაგრამ ვერ ვგებულობ ამდენი უსაქმური საიდან გაჩნდა?!

გიგზავნიან პირადზე:
-რატომ არ დამილაიქე?
-გაწყენინე რამე, რატომ არ მპასუხობ მოკითხვაზე?
-ელჩი არა ხარ? ვიზა გამომიგზავნე რა./ეს სრული კატასტროფაა/

ვინ ხართ, არც მინახიხართ რეალში, მეთქი INX-ით რა.
ჰოდა, ვბლოკავ ეგეთებს.

მჭირდება ინტერნეტი და მათსავით უსაქმური რომ არ ვარ, ეგ უტყდებათ.



Posted by: sაlოmეa 8 Mar 2021, 00:53
ყველა და ყველაფერი დაჰაიდებული მაქვს
ფორუმმაც კი მოგვცა იგნორის საშუალე ა
ჰოდა გამოიყენეთ

Posted by: ninicool 8 Mar 2021, 01:03
QUOTE (sაlოmეa @ 8 Mar 2021, 00:53 )
ყველა და ყველაფერი დაჰაიდებული მაქვს
ფორუმმაც კი მოგვცა იგნორის საშუალე ა
ჰოდა გამოიყენეთ

კიბატონო, მაგრამ რაც დავარეპორტე ჯერ მაგაზე უნდა მოახდინოს მოდერაციამ რეაგირება, ვინაიდან შეიცავს მომხმარებლის დისკრედიტაციას გენდერული ნიშნით, ეს ერთი და მეორეც, ფორუმზე მომხმარებლის დაბლოკვის შემდეგ დაბლოკიი მომხმარებელს კვლავ შეუძლია ჩემი პოსტების წაკითხვა და დათაგვა, ამიტომ მხოლოდ დაიგნორების იმედად ვერ ვიქნებით

Posted by: miriani777 8 Mar 2021, 01:24
ninicool
კაი ეხლა არ გინდა ეს ირიბი პროვიკაციაsmile.gif)))

elchi
ბატონო ელჩო, ისე ელჩი რატომ გიწერიათ?smile.gif

Posted by: elchi 8 Mar 2021, 01:34
miriani777

ჩემი წინაპრები ელჩები-დესპანები იყვნენ, ანუ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ დიპლომატები.
მეფისგან ნაბოძები გვარი გვაქვს და ჩვენი გვარი ელჩით იწყება.
ამიტომ ავირჩიე ნიკად ეს "სახელი".
მე მგონი ვამართლებ ჩემი წინაპრების დაწყებულ საქმეს.
მაქსიმალურად ვცდილობ მქონდეს საუკეთესო ურთიერთობა სხვა ერების წარმომადგენლებთან და იქვე, უკეთესად გაიცნონ ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა.
ეტყობა სისხლში მაქვს ეგ ყველაფერი.

პ.ს. თემის "გაოფება" რომ არ გამომივიდეს, აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ.
21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ.
უამრავი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება ინტერნეტში.
ბევრი რამის სწავლა და ასევე ჩვენი ცოდნის სხვისთვის გაზიარებაც.
ქართველებს ერთი სიტყვა გვაქვს-------წუთისოფელი.
არ მომწონს ეს სიტყვა.
მეორედ ვეღარ მოვალთ ამ ქვეყანაზე, გამოვიყენოთ არსთა გამრიგესგან ნაბოძები ყველა წუთი-წამი და ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანი გავხადოთ.
ჩვენ შეგვიძლია ეგ.
ბოლოსდაბოლოს დომინანტი არსებები ვართ დედამიწაზე.
შეგვიძლია მეტი სიკეთე ვაკეთოთ.
არ ვიზარმაცოთ!!!
სხვასაც გავულამაზებთ სიცოცხლეს და ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით.


გამოიყენეთ ინტერნეტი მიზანმიმართულად.
დრო არ გააცდინოთ. old.gif

Posted by: miriani777 8 Mar 2021, 03:13
elchi
დიდებული სიტყვებია, ვიზიარებ თქვენს პათოსს....

Posted by: ninicool 8 Mar 2021, 09:18
QUOTE
კაი ეხლა არ გინდა ეს ირიბი პროვიკაცია)))

miriani777
შენ გეკუთვნის ექსკლუზივი პროვოკაციებზე?

* * *
elchi
სხვა ფოტოს დადება აღარ მინდოდა იმ თემაში და აქ გეტყვი, რომ მართლა ახალგაზრდულად გამოიყურები იმ ფოტოში.
კარგი იუზერის ხარ, მადლობა ამისთვის, რომ რაციონალურ პოსტებს დებ (სიდედრის გამოკლებით biggrin.gif )

Posted by: miriani777 8 Mar 2021, 11:32
ninicool
QUOTE
სიდედრის გამოკლებით  )

სიდედრის ნათესავი ხარ ნინ?smile.gif

Posted by: elchi 8 Mar 2021, 23:53
QUOTE (miriani777 @ 8 Mar 2021, 11:32 )
ninicool
QUOTE
სიდედრის გამოკლებით  )

სიდედრის ნათესავი ხარ ნინ?smile.gif

არა.
ნინი ბეწვზეა გადარჩენილი. lol.gif

მაგან იცის, შენ ეტყობა არ იცი.
ცოლის მოყვანა იყო და სიდედრ-სიმამრი მზითევში გამომყვნენ. lol.gif

Posted by: leica 9 Mar 2021, 00:39
ამაზე რას ფიქრობთ?

user posted image

Posted by: All*eyes*on*me 9 Mar 2021, 06:40
ჰო მართლა მოსაბეზრებელია, მიუხედავად იმისა რომ, ძირითადად აპოლოტიკური გვერდები მაქვს, არც ყვითელი პრესა გვერდები, მაინც ვეღარაა... quora და reddit დავამუღამე, ფორუმის მსგავსია და ასწორებს

Posted by: tozi777 10 Mar 2021, 16:59
QUOTE (miriani777 @ 5 Mar 2021, 20:01 )
ასე რომ წაშალეთ, მერწმუნეთ ამოისუნთქებთ!


სრულიად ვკმაყოფილდები ფორუმით ზოგადი გართობისთვის.

ასე რომ ძირს ყველა სოც ქსელი!

ძალიან გვიან მისულხარ ჭეშმარიტებამდე. givi.gif


ფორუმის გარდა არცერთი სოც ქსელი არ მაქვს და იმას ვფიქრობ, აქედანაც ხომ არ ავახვიო თქვა. rolleyes.gif

Posted by: miriani777 11 Mar 2021, 00:50
tozi777
QUOTE
ძალიან გვიან მისულხარ ჭეშმარიტებამდე

გვიან სჯობს, ვიდრე არასდროსო wink.gif

Posted by: deiar123 11 Mar 2021, 07:07
2 წელია ფბ, ინსტაგრამი გავაუქმე ძალიან მაგარია, მაგაში დამეხმარა რეპორტები რო მოდის , კვირაში10-12 საათი ვიყენებდი უაზრო სქროლვას, დროც გამონთავისუფლდა და სულელური ინფორმაციებიც აღარ მოდის, არც ნეგატივი, ძალიან მაგრად ვგრძნობ თავს, ტვიტერი გავაკეთე კორონას ჟამს რომ ინდორმაციები მიმეღო და მაგ დოზით კარგია, ინსტაგრამი გავაკეთე რამდენიმე თვეა, მარტო ინტერესები და ჰობი მაქ გამოწერილი და მაგრად მეხმარება. ჩემი აზრით დროის სერიოზული ხარჯვაა რაც განვითარებაზე და პროდუქტიულობაზეც აისახება, აღარ ვამბობ ხასიათზე და ა.შ. მე პირადად ასოციალურობისკენ წამიღო, და კიდე ის ჩვევა რო არიცი რაქნა საქმე რო არგაქვს ან რამე და Იღებ ტელეფონს და სქროლავ, მაგრა ასწორებს რო ტელეფობის გამოყენებაც დარეგულირდა და უაზრო "წიკი" მოვიშორე.
ყველა სიკეთესთან ერთად , საქმეშიც და ცხოვრებაშიც მეტად პროდუქტიული გავხდი, დროსაც უკეთესად ვმართავ და ინტერნენტს ვიᲧენებ მიზანმიმართულად და არა ვიღაცის პროფილებზე თუ რისთვისაც აქვს 99 პროცენტს სოც.ქსელი მაგისთვის. მე მაწუხებდა ეგ ფაქტი და ვაანალიზებდი ასეთუისე ჰოდა მაგიტომ გავაკეთე, ვისაც არ გაწუხებთ და პირიქით თავს არაფერს ვახვევ.

Posted by: elchi 11 Mar 2021, 11:17
tozi777

რაიოოო?
როგორც იქნა აღვადგინეთ ის "ჩიტირეკიების" ფორუმი.
სამ დღეში თუ არ შემოხვალ, იცოდე შენს ნიკს დავბლოკავ, თან სამუდამო IP-ზე გამოგიწერ საგზურს. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tozi777 11 Mar 2021, 12:00
elchi


ვაა. შემოვალ აბა რას ვიზამ. გასვლებსაც დავდებ, წელს კარგი გეგმები მაქვს. wink.gif bis.gif alk.gif
სადღაც 2 კვირის წინ ვცადე და არ მუშაობდა. მაგარი ფორუმი გვაქვს. <3

Posted by: elchi 11 Mar 2021, 12:32
tozi777

ბევრი ველოდეთ, მაგრამ ანკესებიანმა და თოფიანმა კაცებმა ჩვენი მაინც დავიბრუნეთ.
რას მოვეშვებოდი?
ჯერ ერთი ნახალოვკელი ვარ-მეხუთე თაობის თბილისელი, მერეა და წარმოშობით რუისელი, სულ მთლად "კატასტროფა"-თავისუფალი ამერიკელი.
ბევრმა არ იცის რომ აღდგა ეგ ფორუმი.
ვისაც იცნობ, გააგებინე სხვებსაც.

პ.ს. ხალხო, ეგ ფორუმი არის პირველი ქართულ ენოვანი ვებ-საითი, უამრავი ინფორმაცია გვიდევს ყველა ბუნების მოყვარუთათვის, მეთევზე-მონადირეებს, იარაღის შესახებ რაც გნებავთ, მიიღებთ ყველანაირ რჩევას, ძაღლებზე, მცენარეებზე, თვითგადარჩენაზე და ყველაზე მთავარი რაც გახლავთ, ყველა "იქაურს" ძალიან გვიყვარს ჩვენი დახატული სამშობლო, ჩვენი საქართველო.

ესეც ლინკი, მობრძანდით:
https://club-monadire.ge/

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)