გამარჯობა. მოკლედ პირველადი რეგისტრაცია მინდა მიწის ნაკვეთის სოფელ კუმისში. არ გამაჩნია ბაბუაჩემის მებაღის წიგნი, მაქვს მხოლოდ ჩეკი რომ გადახდილია თანხა და რათქმაუნდა ამ ჩეკზე დატანილია ბაბუაჩემის სახელი და გვარი და ასევე ბუღალტერის ხელმოწერა 1986 წელს. ამ დღეებში ვაპირებ აზომვითი ნახაზის გაკეთებას და იუსტიციის სახლში მიტანას. მოკლედ რა პრობლემაა ეხლა, დღეს შევდივარ იუსტიციის სახლის გვერდძე და ვპოულობ 12 ივლისის განაცხადს რომ ვიღაც კაცი აპირებს ამ ნაკვეთის რომელიც ბაბუაჩემს ეკუთვნოდა რეგისტრაციას და თანდართული დოკუმენტი აქვს მებაღის წიგნაკი 1995 წლის, ნუ საიდან აზრზე არ ვარ, ან გააყალბა რაღაც ან არ ვიცი მოკლედ, ჯერ ჯერობით საჯარო რეესტრი არ უმტკიცებს ამ ქონებას და დაახლოებით 10 თვეა სხვადასხვა საბუთის მოძიებას სთხოვს. ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე? მე მებაღის წიგნაკი არ მაქ მხოლოდ ჩეკი გამაჩნია 1986 წლის და ამ ვიღაცა თვითმარქვიამ წარადგინა მებაღის წიგნაკი 1995 წლის საიდან რა ვქნა?
ხო არქივზე და გარდაბნის რაიონზე ნუ მომწერთ ნურაფერს რადგან ყველგან ნამყოფი ვარ და არც არქივში არც არსად არ იძებნება ბაბუაჩემის სახელი და გვარი. ანუ მხოლოდ ჩეკი მაქვს ეგაა და ეგ