წონას თავი დავანებოთ (არადა ერთ-ერთი უმთავრესია სალაშქრო აღჭურვილობის შეძენისას)...
კარგად ეხამება ტყესო
პლუსი კი არა მინუსია ეგ
ვინმე ხო არ მოგდევს და ხო არ ინიღბები
სადმე რო ჩაგივარდეს ან შენ ჩაიჩეხო, კარგად შეეხამება ტყეს
ვერავინ შეგამჩნევს
ჯარისკაცისთვის კაი ჩანთა ჩანს, კი ბატონო
რეზერვში რო დაგვირიგეს ის ჩანთა იყო საშინელება...
რკინის ზურგის დასაფიქსირებელი ქონდა, 1-2 კილო ეგ იყო მარტო...
აგვისტოს ომის შემდეგ, ვინც წაგვიყვანეს შეგვრჩა, აღარ დაგვაბრუნებინეს...
და ერთ ლაშქრობაში ჩემს მეგობარს ვათხოვე და გადაწყდა წელში
სუვენირად მიგდია ეხლა, ომგამოვლილი ჩანთაა მაინც
თორე მაგის ამკიდებელი არ ვარ მე
ზოგადად ლაშქრობაში რაც უფრო ხასხასა ფერები გაცვია და/ან აღჭურვილობა გაქვს, უკეთესია...
პ.ს. ამ ვიდეორჩევების გავლენით ფისკარსის ნაჯახი ვიყიდე...
მომწონს ძაან...
ორი კვირა იქნება რაც ჩამოვიდა და ჯერ არ გამომიყენებია...
ხვალ სოფელში მიმაქვს, უნდა გავტესტო
This post has been edited by Frankens†ein on 30 Apr 2016, 01:03
Mens sana in corpore sano...