#51923266 · 31 Dec 2017, 16:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ეს თემა არის მათთვის ვისაც სურს ისწავლოს რამდენიმე რამ თორის შესახებ და როგორ ვალაპარაკოთ იგი პროგრამირების ენებთან, ამ შემთხვევაში C# თან. პირველ რიგში დაგჭირდებათ თორი ექსპერტის ვერსია tor expert bundleასევე დაგჭირდებათ Visual Studio 2017. CODE | AvoidDiskWrites 1 Log notice stdout SocksPort 9050 IPv6Traffic PreferIPv6 KeepAliveIsolateSOCKSAuth ControlPort 9051 CookieAuthentication 1 DataDirectory \data GeoIPFile \geoip GeoIPv6File \geoip6 HiddenServiceStatistics 0 hashedControlPassword 16:840B1AB0E3D59225600A5B06E23DA64FAF044AD0878B36ABEEFD717981
|
ეს არის თორის კონფიგურაციის ფაილი, რომელშიც მითითებულია ყველა ის საჭირო პარამეტრი რისი გამოყენებითაც თორი უკავშირდება თავის სქემას და გვაძლევს დროებით იპს.
SocksPort 9050 - თორის პროქსი მისამართი რომელიც ლოკალურ ქსელზე ვრცელდება [127.0.0.1:9050] ControlPort 9051 - თორის კონტროლ მისამართი რომელიც ასევე ლოკალურ ქსელზე ვრცელდება [127.0.0.1:9051] hashedControlPassword - თორის კონტროლ პორტის პაროლი რომელიც ამ ბრძანებით გენერირდება tor.### --hash-password "თქვენი პაროლი" ამ შემთხვევაში პაროლი "password" - ია.
კონტროლ პორტი - ეს არის სისტემა, რომელიც სპეციალურად არის დაწერილი მათთვის ვისაც სურს უფრო მეტი მიიღოს თორიდან ვიდრე თორის ბრაუზერიდან. ამ სისტემის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ახალი ხახვები შევქმნათ, წავშალოთ დავამატოთ სხვადასხვა პარამეტრები და ა.შ.
კონტროლ პორტს რომ დავუკავშირდეთ საჭიროა Telnet პროტოკოლი ან უბრალო TCP კავშირი, რისი დამყარებაც შეგვიძლია Socket კლასის გამოყენებით რომელიც არის System.Net - ის ქვეკლასი.
CODE | static System.Net.Sockets.Socket ControlPortConnection = null; System.Net.IPEndPoint ControlPortAddressEndPoint = new System.Net.IPEndPoint(System.Net.IPAddress.Parse("127.0.0.1"), 9051); ControlPortConnection = new System.Net.Sockets.Socket(System.Net.Sockets.AddressFamily.InterNetwork, System.Net.Sockets.SocketType.Stream, System.Net.Sockets.ProtocolType.Tcp); ControlPortConnection.Connect(ControlPortAddressEndPoint);
|
ამ კოდის გამოყენებით ჩვენ კავშირს დავამყარებთ თორის კონტროლ პორტთან, რის შემდეგაც ჩვენ უნდა შევიყვანოთ ის პაროლი, რასაც tor.### --hash-password "პაროლი" მოგვცემს. ავტორიზაციის გავლა შეგვიძლია ამ ბრძანებით
CODE | AUTHENTICATE "პაროლი"
|
მაგრამ ეს კოდი გამოუსადეგარია იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ C# აპლიკაციით დაკავშირებას. ამის გამო ჩვენ ვიყენებთ ასეთ კოდს.
CODE | ControlPortConnection.Send(System.Text.Encoding.ASCII.GetBytes("AUTHENTICATE \"" + პაროლი + "\"" + System.Environment.NewLine));
|
და შემდეგ ვიღებთ ახალ ვინაობას ბრძანებით
და რათქმაუნდა ვაგზავნით ამას C# - დან
CODE | ControlPortConnection.Send(System.Text.Encoding.ASCII.GetBytes("SIGNAL NEWNYM" + System.Environment.NewLine));
|
ამ წერტილიდან უკვე ბევრი მიმართულებით შეგვიძლია წასვლა. გვაქვს მრავალი შესაძლებლობა. მაგ: თორის SOCKS5 პროქსი, თორის ხახვები და ა.შ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ წავალთ თორის ხახვის გზით.
CODE | ControlPortConnection.Send(System.Text.Encoding.ASCII.GetBytes("ADD_ONION RSA1024:" + "თქვენი RSA1024 შიფრი რომელიც უნიკალურია და გენერირდება ბრძანებით რომელსაც ქვემოთ განვიხილავ" + "Flags=DiscardPK Port=" + პორტი რომელსაც ხსნით + "," + პორტი რომელსაც ხსნით + System.Environment.NewLine));
|
ზემოთ მოცემული კოდი ამატებს არსებულ თორის ხახვს თორის სისტემაში და ხსნის პორტებს რომელზეც გაქვთ რაიმე დაჰოსტილი ლოკალურ ქსელში.
ამ ბრძანების შემდეგ დაემატება თქვენი ახალი ხახვი სისტემას და გაიხსნება პორტები ყველანაირი firewall გაფრთხილების გარაშე.
დასაკავშირებლად მოგიწევთ ასეთი ლინკის ჩაწერა ბროუზერში :
CODE | ij13inio135ui.onion:თქვენი პორტი |
თორის პროტოკოლი არის საკმაოდ ნელი. რის გამოც ბევრი რამ არ იმუშავებს ამ ხერხის გამოყენებით, მაგრამ შეგიძლიათ გახსნათ და გამოიყენოთ ნებისმიერი UDP თუ TCP პორტი.
თუ არ გაგაჩნიათ RSA1024 შიფრი მაშინ მოგიწევთ მისი გენერირება ამ ბრძანებით -
CODE | byte[] data = new byte[1024]; int receivedDataLength; ControlPortConnection.Send(Encoding.ASCII.GetBytes("ADD_ONION NEW:BEST Port=" + ნებისმიერი პორტი + ",127.0.0.1:" + ნებისმიერი პორტი + System.Environment.NewLine)); data = new byte[1024]; receivedDataLength = ControlPortConnection.Receive(data); string stringData = Encoding.ASCII.GetString(data, 0, receivedDataLength); File.WriteAllText("tor.t", stringData);
|
ზემოთ მოცემული კოდი ამატებს ახალ ხახვს და თორის პროტოკოლიდან გამოტანილ დაბეჭდილ ტექსტს იწერს ფაილში სადაც მოცემული იქნება თქვენი თორის ხახვის სახელი და RSA1024 შიფრი. ჯერჯერობით ახალი ვარ ამ ფორუმზე და არვიცი წერის წესები მაგრამ გპირდებით რომ დროის განმავლობაში გამოვსწორდები. იმედია მოგეწონათ თემა. ასევე თუ წინააღმდეგი არიქნებით დავლინკავ ჩემს ერთ-ერთ პროექტს რომელიც არის ჩუმი ეკრანის სთრიმერი იგივე ტექნიკის გამოყენებით თორის გავლით სთრიმავს MJPEG ფორმატში. 720p ხარისხში. MJPEG Streamer over tor This post has been edited by delicious on 31 Dec 2017, 17:00
|