სწორად მსჯელობ... ემოცია უნდა წარმოიდგინო როგორც ენერგიის წყარო, სათავე, საიდანაც მოდის თუნდაც კმაყოფილება ან უკმაყოფილება. თუ აქ ადამიანს გაჭედვა აქვს მაშინ ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი ძალიან დაბალია.
შედეგები შეიძლება სავალალო იყოს. ფროიდი მაგალითად სულ იმას ამბობდა რომ ეს გამოუხატავი და არასუბლიმირებული ენერგის აკუმულაცია (დაგროვება) არის ის რასაც მაგალითად ნევროტულ აშლილობებამდე მივყავართ და ამას ცხადია სხვადასხვაგვარი სიმძიმის, ინტენსივობის და ხარისხის გამოხატულებები შეიძლება ჰქონდეს.
ცხადია უკიდურეს შემთხვევაში ლეტალური გამოსავლით (სუიციდით) შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, თუმცა ეს მხოლოდ სწორხაზოვანი განხილვაა და რეალობასთან ნაკლები კავშირი აქვს.