#57243806 · 2 Dec 2020, 18:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
marituna
QUOTE | მგონია, რომ საკმაოდ მყარად დგეხარ მიწაზე ( დროსაც არ ჩამორჩები) და საკუთარ პრობლემებს აუცილებლად დაძლევ... უკეთესად ხარ ვიდრე გგონია |
ბევრი რამე ისედაც დაძლეულია, მაგრამ მაინც მტკივა. ტკივილი კი ნიშნავს რომ არ გათავისუფლებულხარ ბოლომდე მისგან. სიტყვა "მტკივა" რბილი ნათქვამია. წელს განსაკუთრებით ბევრი დრო გამომიჩნდა საფიქრალად და უკან რომ მივიხედე და უფრო შორიდან დავაკვირდი განვლილ გზას, მთლიანი სურათისგან უფრო დიდი შოკი მივიღე, ისეთი რაღაცეები აღმოვაჩინე ჩემს ცხოვრებაში, ისეთი დეტალები დავაკავშირე ერთმანეთთან. უბრალოდ დამენანა ის ბიჭი ანუ ჩემი თავი, რომელიც ვიყავი, უზომოდ დამენანა და გავაცნობიერე, რომ რაც იმ ბიჭს დაემართა არც აცდებოდა. ბავშვობიდან მოვდივართ ყველა და რაღაც შეიძლება ისეთი შეგემთხვას, რომ მერე წლობით ჩამორჩენაში რჩები. გავიაზრე რომ უბრალოდ არ მიცხოვრია, ძალიან მწარეა ამის გაცნობიერება, გამუდმებულ თვითძიებაში და საკუთარი თავის ქექვაში დავკარგე ძალიან დიდი ხანი. ერთადერთი რასაც განვიცდი მთელი ამდენი გააზრებების მერე არის მხოლოდ სიცარიელე, მარტო რომ დგახარ და გარშემო ნანგრევები რომ არის. მოვიდა გაცნობიერება, კი. მაგრამ უკვე მაშინ როცა დავანგრიე ჩემს გარშემო ყველაფერი, სანამ ფსკერზე არ ჩავედი.
--------------------
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს..."
|