#52231344 · 22 Feb 2018, 10:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
RadioShack
QUOTE | ანუ გამოდის რომ 10 000$-იც კი გეყოფათ |
დღევანდელი კომპიუტერების ფასების გათვალისწინებით არ გვეყოფა, საკუთარი რაც გვაქვს სახლის ლეპტოპებია, მაგაზე კიდე არც ანგარიში და არც რთული დეტალებისგან შემდგარი 3დ მოდელების გახსნა არ გამოდის. წესიერი საინჟინრო განხრის კომპისთვის კიდე მარტო პროცესორის ბლოკზე 4000 მდე ლარი უნდა. მაგის იქეთ საჭიროა კიდე ავეჯი, მაგიდები და სკამები. ნუ კაი მაგიდებს მე თვითონ შევკრავ მაქვს მაგის გამოცდილება. მარა მაგასაც ხო ფული უნდა რომ ეგ მაგიდების მასალა ვიყიდო? პლიუს მინიმუმ 4 თვე მაინც ქირის ფული იმ ბინაზე სადაც დავდგებით.
QUOTE | ხოდა 4 კაციდან თუ რამდენიც ხართ ჯგუფში არავის აქვს თუნდაც ერთი სახლი რომ იპოთეკით დატვირთოთ |
მე პირადად ატსტუპნიკის სტატუსიანი ვარ და თანაც ქოხში ვცხოვრობ. მაგის იპოთეკა რო მოკვდე 10% საც არ დაფარავს საჭირო თანხის. დანარჩენები ვინც არიან კიდე ყველას ვალები აქვთ ბანკში.
QUOTE | და კიდევ, სად და როგორ აპირებთ შეკვეთების შოვნას? |
თავს გავირეკლამებთ არქიტექტურულ კომპანიებში, მეგზევეებთან და ასეთნაირ ხალხთან ვისაც ლითონ კონსტრუქციებზე პროექტები უნდათ. ერთი უკვე ვიშოვეთ. დიდი არაფერია მარა დასაწყისში რო ეგრევე გამოძვრა რაღაც მე პირადად მიხარია.
სესხზე მეც ვიფიქრე. მაგრამ სესხი რო ავიღოთ რამე უნდა ჩაიდოს კიდეც. რა ჯანდაბა ჩავდო როცა არაფერი არ მაქვს. ის ვალებიანი ხალხი კიდე რამდენს აიღებენ სესხს?
ახლა ჯერ აქ ვართ სადაც ვართ მანამ გაგვიშვებენ სამსახურიდან, სახლებში კიდე რასაც შევძლებთ ვიმუშავებთ, რასაც გაწვდება ჩვენი ლეპტოპები. 1 ს აქვს მარტო ძლიერი კომპი და იმის იმედზე. მერე ნელნელა იმედია ვიშვით რამეს.
მე იმედი მ ქონდა რომ აქ მირჩევდნენ ვთქვათ ან რამე გრანტის მაგვარი თუ არისთქო ან სახელმწიფო პროგრამა თუ არის და არ გამიგია რომელიც ასეტი წამოწყების დროს გვერდში დამიდგებათქო.
როგორც მივხვდი ან ვინმეს უნდა ვესესხო ან წილში ჩავისვა და მტელი ცხოვრება ტყუილად უხადო მერე ფული ან ბანკის ვალი ავიღო.
წილში რო ვინმე ჩავისვა იმდენი შემოსავალიც არ მეჭყანება რომ არა უშავს რა ხელფასიც დამრჩეს და თან იმასაც წილი ვუხადო, ერთიორმა მითხრა რარაც და მინიმუმ 60% უნდათ. 1000 ლარიდან 600 იმას რო მივცე მხოლოდ იმის გამო რომ კომპი მიყიდა თავის დროზე და თან ეგ წლები გაგრძელდეს ჩემთვის პირადად მიუღებელია. ბანკიდან სესხი რომ ავიღო კიდე არც ერთი ბანკი არ იძლევა სესხს ისეთნაირად რომ მართლა იმ პროცენტებში ჩაჯდე რაც აიღე, თანაც აქ ლოდინის რეჟიმში ვართ. შეიძლება ზედიზედ 10 პროექტი დამეცეს და დროარ მქონდეს გამიმართლოს და შეიძლება 10 თვეც ისე ვიჯდე და პურის ფული მქონდეს სასესხებელი. მერე ბანკის ვალი რითი დავფარო? ეგ დამპლები კიდე რო იღებ სესხს უკვე იქვე თანხას გატოვებინებენ.
რავი თუ გამოვა ნელნელა ფულის დაგროვება კი ბატონო. თუ არა და არ ვიცი რა იქნება
--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
|