მეტამორფოზაფბ-ზე შემხვდა. რა კარგად გაუკეთებია ავტორს <3
პ.ს. ღადაობებიც მოვყვეთ ნელ-ნელა...
მაგალითად, სისტემა აქვთ აწყობილი, რომ ყოველდღე ექიმმა უნდა დაგირეკოს და ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიკითხოს, როგორ მიდის მკურნალობის პროცესი და ა.შ. ჰო და პირველი ორი დღე არავინ მირეკავდა და გადავრეკე 112-ში, რა ხდება არავინ დამიკავშირდა მეთქი, მეორე დღეა და გავარკვევთ აუცილებლადო. მესამე დღე იყო და ჯერ იყო და ქალბატონმა დარეკა ჯანდაცვის სამინისტროდან ვართო, მერე ექიმმა ამა და ამ კლინიკიდანო და საღამოს კიდევ სხვა კლინიკის ექიმმა.
ჰო და ბოლოს ვეუბნები, ჯერ იყო და არავინ მკითხულობდით და ახლა ასეთ ყურადღებასაც არ ვსაჭიროებ-მეთქი.
ნუ, რეალურად მე სხვა რამ მაინტერესებდა, განმეორებითი რამდენ ხანში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დღეს მითხრა, რომ 2 კვირიანი იზოლაციის მერე, განმეორებითი ტესტის გაკეთება რეგულაციების მიხედვით, აღარ არის საჭიროვო... არა და მანამდე 2-ჯერ უნდა დაგიფიქსირდეს უარყოფითი პასუხიო. მოკლედ, რაას გაიგებ?!..
This post has been edited by კომუნისტ on 20 Oct 2020, 01:50