#56492682 · 1 Jul 2020, 10:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ, უფრო გაზრდილია სნობიზმი ადამიანებში. ჩემი დაკვირვებით, ადამიანების მიდრეკილება სნობიზმისადმი პირდაპირპროპორციულია მათი აღზრდა-განათლების, რომელსაც ერთვის ტექნოლოგიური პროგრესი, როგორც ხელშემწყობი. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, აღზრდა-განათლება სულ უფრო და უფრო "დაბლა" მოდის და იზრდება სნობური დამოკიდებულება საგნებისადმი, მოვლენებისადმი.
QUOTE | ხელოვნებით ტრფობა თუ სნობიზმი? |
ხელოვნებით, ან ზოგადად რაიმე მოვლენით რომ დატკბე ბოლომდე, უნდა გქონდეს რაიმე ბაზისი, საფუძველი, რასთან მიმართებაშიც შენი სიამოვნება იქნება კორელაციაში. იკითხავთ, თავიდან ბაზისი არავის გააჩნიაო. კი ბატონო, ამიტომაც საწყის ეტაპზე ეს ტკბობა არის უმწიფარი, რომელიც ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, სულ უფრო გემრიელი ხდება. ეს მოვლენა შეიძლება შევადაროთ მაგალითად ჯაზს, ჯაზურ/ბლუზურ იმპროვიზაციას, რაც, ჩემი აზრით, მუსიკის და მელოდიურობის პიკია. მაგრამ სნობიზმამდე ერთი ნაბიჯი რჩება, სულ უფრო ვუახლოვდებით, რაც უფრო "ვმწიფდებით" ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით. აი, აქ არის საკითხი tricky. სნობი ადვილად შეიძლება იყოს როგორც მენტალურად "გლეხი", ასევე მაღალ საფეხურზე მდგომი არისტოკრატიც.
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|