forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) « პირველი ... 2 3 [4] 5   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სალმან რუშდი, სად ვიპოვო?
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1295
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 23 May 2017, 17:45  #50621553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ras_al_Ghul

საინტერესოა ძალიან, მსუბუქია და კარგი საკითხავი..

user posted image


This post has been edited by merkantila on 23 May 2017, 17:47


--------------------
No one writes to the colonel..

"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."
Ras_al_Ghul
უბიკი™


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 4476
წევრი No.: 210076
რეგისტრ.: 11-November 15

გამოგზავნილია: 23 May 2017, 19:14  #50622043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkantila

თენქს love.gif


--------------------
"Now you're looking for the secret. But you won't find it because of course, you're not really looking. You don't really want to work it out. You want to be fooled."

"Fear is the mind-killer"
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1295
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 23 May 2017, 22:11  #50623011      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ras_al_Ghul
არაფრის ^_^

გუშინ დავიწყე და უკვე 255 გვერდზე ვარ..
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1295
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 26 May 2017, 22:15  #50641761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახლა, როცა მაშინდელ მოვლენებს შორიდან ვუყურებთ და ზურგს დიდი ჯაფით შეძენილი ცოდნაც გვიმაგრებს, რთული არაა დავასკვნათ, რომ უკიდურესი ძალადობისკენ, ყველაფერზე ბატონობის სურვილში რომ გამოიხატება და ზოგჯერ უხეშად ტერორიზმის სახელით მოვიხსენიებთ, ყოველთვის უფრო ის მამრები იყვნენ მიდრეკილნი, რომლეთაც უმანკოება ჯერ არ დაეკარგათ ან სექსუალური პარტნიორის პოვნა ვერ მოახერხეს. სასოწარკვეთა, რომელიც მამაკაცური ეგოს შელახვას ახლავს თან, მრისხანებად და შეურაცხყოფად იქცევა. როცა ახალგაზრდა მარტოხელა კაცები სიყვარულს, უარეს შემთხვევაში თანაგრძნობას და ყველაზე უარეს შემთხვევაში სექსუალურ პარტნიორს პოულობენ, მათ უკვე აღარ აღელვებთ ასაფეთქებლად გამზადებული ქამრები, ბომბები და სამოთხეში მომლოდინე ქალწულები. ისინი სიცოცხლეს ირჩევენ. მაშინ, როცა მომაკვდავ მამრებს ჯინების საყვარელი გართობა აკლდებათ, ისინი ორგაზმის მისაღწევ ალტერნატიულ გზებს ეძებენ. სიკვდილი, რომელიც ყველა კუთხეში მარტივად ხელმისაწვდომია, ხშირად მიუწვდომელი სექსის ჩანაცვლების შესაძლებლობა გახლავთ.
Homo Erotikus
perverted mind


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6245
წევრი No.: 127914
რეგისტრ.: 25-February 11

გამოგზავნილია: 26 May 2017, 22:24  #50641813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ახლა, როცა მაშინდელ მოვლენებს შორიდან ვუყურებთ და ზურგს დიდი ჯაფით შეძენილი ცოდნაც გვიმაგრებს, რთული არაა დავასკვნათ, რომ უკიდურესი ძალადობისკენ, ყველაფერზე ბატონობის სურვილში რომ გამოიხატება და ზოგჯერ უხეშად ტერორიზმის სახელით მოვიხსენიებთ, ყოველთვის უფრო ის მამრები იყვნენ მიდრეკილნი, რომლეთაც უმანკოება ჯერ არ დაეკარგათ ან სექსუალური პარტნიორის პოვნა ვერ მოახერხეს. სასოწარკვეთა, რომელიც მამაკაცური ეგოს შელახვას ახლავს თან, მრისხანებად და შეურაცხყოფად იქცევა. როცა ახალგაზრდა მარტოხელა კაცები სიყვარულს, უარეს შემთხვევაში თანაგრძნობას და ყველაზე უარეს შემთხვევაში სექსუალურ პარტნიორს პოულობენ, მათ უკვე აღარ აღელვებთ ასაფეთქებლად გამზადებული ქამრები, ბომბები და სამოთხეში მომლოდინე ქალწულები. ისინი სიცოცხლეს ირჩევენ. მაშინ, როცა მომაკვდავ მამრებს ჯინების საყვარელი გართობა აკლდებათ, ისინი ორგაზმის მისაღწევ ალტერნატიულ გზებს ეძებენ. სიკვდილი, რომელიც ყველა კუთხეში მარტივად ხელმისაწვდომია, ხშირად მიუწვდომელი სექსის ჩანაცვლების შესაძლებლობა გახლავთ.

სწორხაზოვანი ანალიტიკური გაზეთის აბზაცს გავს, სათაურით ტერორიზმის სათავეებთან user.gif

This post has been edited by Homo Erotikus on 26 May 2017, 22:25


--------------------
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არ ვარ მარქსისტი! © კარლ მარქსი (1882)
გარყვნილნო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
არა მასტურბაციას!
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1295
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 26 May 2017, 22:57  #50642070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უფრო ეპატაჟური დასკვნაა, ვიღაც უნდა გააღიზიანოს, უფრო სწორედ ზუსტად მას აღიზიანებს ვინც არის კიდევაც ამ აბზაცის პროტაგონისტი, ერთი სიტყვით ზუსტად მიდის ადრესატამდე....
* * *
მოკლედ რუშდის ფეტვის შესახებ

ინდოეთში, ისლამურ ოჯახში დაბადებულმა ბრიტანელმა მწერალმა სალმან რუსჰდიმ 1988 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა რომანი “სატანური ლექსები”. წიგნის გამოქვეყნებისთანავე, მკრეხელური შინაარსის გამო ისლამურ სამყაროში საპროტესტო ტალრა აგორდა. სალმან რუშდი ყურანისა და წინასწარმეტყველ მაჰმადის დაგმობაში დაადანაშაულეს. 1989 წლის 14 თებერვალს აიათოლა ხომეინმა გამოსცა ფეტვა (მუფტის, ფაკიჰის ან ალიმის მიერ მირებული გადაწყვეტილება ისლამში), რომლის თანახმად, წიგნის ავტორს ჩადენილი დანაშაულისთვის საკუთარი სიცოცხლით უნდა ეგო პასუხი. საერთაშორისო პრესა აღნიშნული დადგენილების შესახებ გაზეთების პირველი გვედებიდან იუწყებოდა. სტატიებში ყურადღება იყო გამახვილებული საკითხისადმი არატოლერანტულ მიდგომასა და მუქარაზე, რამაც მწერლის შემდგომ ცხოვრებას სამუდამო დაღი დაასვა.



THE GUARDIAN (1989 წლის 5 თებერვალი)
“აიათოლა ხომეინის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შემდეგ რუშდი იატაკქვეშეთში გადადის” . ბირტანულმა გაზეთმა აიათოლას მიერ გამოცემულ ფეტვას შესახებ ისლამური თემის წევრტა მიერ გამოთქმული შეხედულებები და ბრიტანეთის სამთავრობო უწყებებისგან გავრცელებული განცხადებები გამოაქვეყნა. ამავე სტატიაში მკითხველი ბრიტანელი მწერლის განცხადებასაც გაეცნო, რომელშიც რუშდი ნაწარმოების მკრეხელურ ხასიათს უარყოფდა.
EL MERCURIO , 1989 წლის 15 თებერვალი:

“ხომეინირომანის ავტორისა და რედაქტორის მოკვლას ითხოვს” . ჩილეში გამომავალმა გაზეთმა აიათოლა ხომეინის მიერ გამოცემული განკარგულება გამოაქვეყნა. აქვე, სტატიის ავტორი მწერლის შემოქმედებისა და კონკრეტულად ამ რომანის შესახებ აქვდის მკიტხველს ინფორმაციას. სხვა გაზეთებისგან განსხვავებით, EL MERCURIO ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მუქარა რუშდის რომანის რედაქტორზეც ვრცელდებოდა.



LA VANGUARDIA 1989 წლის 15 თებერვალი
“ხომეინმა ბრძანა, იპოვონ და სიკვდილით დასაჯონ ინდოელი მწერალი სალმან რუშდი”
ამგვარი სათაურით გამოქვეყნდა სტატია LA VANGUARDIA-ში . მკითხველს დეტალურად აცნობენ “მთელი სამყაროს მუსლიმანებისადმი მიმართვის” ტექსტს, სადაც აიათოლა მოითხოვს დაუყონებლივ აღასრულონ სასიკვდილო განაჩენი მწერლის მიმართ, რომელმაც, ესპანური გაზეთის ცნობით, უკვე მიმართა ბრიტანეთის პოლიციას დახმარებისთვის.
POUGHKEEPSIE JOURNAL, 1989 წლის 15 თებერვალი
“ხომეინმა მკრეხელური წიგნის ავტორის სიკვდილით დასჯა ბრძანა” . აშშ-ს ერთერთი უძველესი და ავტორიტეტული გამოცემა ხომეინის გადაწყვეტილების სამართლიანობას ეჭქვეშ აყენებს და ყურადრებას ამახვილებს ავტორის რეაქციაზე, რომელიც “სრულიად სერიოზულად” მოეკიდა აღნიშნულ ფაქტს და რომანის პრეზენტაციისთვის ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

ARBEITER ZEITUNG 1989 წლის 17 თებერვალი
“რუშდის მოკვლისთვის დაწესებული ჯილდო 32 მილიონს შეადგენს” . ხომეინის მიერ გამოტანილი განაჩენიდან მესამე დღეს, ავსტრიული გაზეთი ისლამურ სამყაროში განვითარებული მოვლენის ანალიზს აკეთებს. ARBEITER ZEITUNG-ი რუშდისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად პაკისტანსა და სხვა ისლამურ ქვეყნებში დარაზმული “სიკვდილის ბრიგადების” შესახებ ირწმუნება.

GAZZETE DE LAUSANNE 1989 წლის 16 თებერვალი : “სატანური ლექსები” და მუსლიმანთა რისხვა”
შვეიცარიული გამოცემა ბრიტანეთში მცხოვრებ მუსლიმანთა სათვისტომოს განწყობებზე მოუთხრობს მკითხველს და ისლამისტთა მმიერ რომანის წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტებს აანალიზებს.
სერაფიტი
maggie


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4288
წევრი No.: 113021
რეგისტრ.: 17-February 10

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 01:02  #51983432      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"სატანური ლექსები" არ მოგვეძევება ქართულად, ხომ?


--------------------

“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11309
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 01:18  #51983526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სერაფიტი
QUOTE
"სატანური ლექსები" არ მოგვეძევება ქართულად, ხომ?

კი არის, მარა ეშმაკისეული აიები ქვია ქართულ თარგმანში.
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 216
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 18:34  #51987067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"შუაღამის შვილები" დავიწყე და ვერაფერი ვერ გავიგე. შემდეგ ორიგინალს გადავხედე და მშვენივრად იკითხება. ეტყობა ცუდი თარგმანია, ხო?
სერაფიტი
maggie


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4288
წევრი No.: 113021
რეგისტრ.: 17-February 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 00:04  #51988722      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rodo


ახლა ვკითხულობ. ზოგი ეპიზოდის გადაკითხვა მიწევს ხოლმე, თუმცა უფრო მწერლის სტილს ვაბრალებ, ვიდრე თარგმანს.
შესაძლოა, ვცდები. ორიგინალი არ მინახავს.
ისე, ჯერჯერობით მომწონს.




senpai

ახ, გმადლობთ. ვიცოდი ეგ წიგნი, "აიები", მაგრამ ვერ მივხვდი, რომ იგივე "სატანური ლექსებია" smile.gif
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 30005
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 8 Jul 2018, 17:45  #53055763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ფლორენციელის ქართულ გამოცემას ბოლოში ბილიოგრაფია არ აქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნეტა რა იფიქრა რედაქტორმა,ტო ტოვებდა .კიდე კაი რუსულად წავიკითხე,ხუიოზნაეტ რა არის კიდე გამოტოვებული


--------------------
Badges? We don't need no stinkin' badges!

"ნახეთ , მძღნერის თემა რომ დამიხურეს ?" (c) Corvette
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1348
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 9 Jul 2018, 23:43  #53064398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (narmonana @ 8 Jul 2018, 17:45 )
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ფლორენციელის ქართულ გამოცემას ბოლოში ბილიოგრაფია არ აქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif  ნეტა რა იფიქრა რედაქტორმა,ტო ტოვებდა .კიდე კაი რუსულად წავიკითხე,ხუიოზნაეტ რა არის კიდე გამოტოვებული

არადა, ამ წიგნზე ჩაქნეული მქონდა ხელი.
წაკითხვის შემდეგ, იმ იშვიათ წიგნებს მივაკუთნე, რომელსაც თავიდან დიდი ინტერესით ვკითხულობდი,
მაგრამ ბოლოს ვერც გავიაზრე რა სისულელე წავიკითხე და რაზე დავკარგე დრო.
ახლა, ქართველ რედაქტორს დავაბრალებ
და როდისმე ახლიდან წავიკითხავ, სხვა ენაზე.
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 30005
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 10 Jul 2018, 11:48  #53066125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
მეც ვერ გადავირიე სიმართლე რომ გითხრა,ალბათ მაინც რეგიონალური რომანია,ინდუსები და ირანელები და აღმოსავლელი ხალხი უფრო დაუმუღამებს.

მაგრამ მაინც მომეწონა მთელი ეს მაგიური რეალიზმები,სიმულაკრები და ამბები...უფრო კარგად რომ ვიცოდე აღმოსავლეთის კულტურა,უფრო გამისწორდებოდა.
jurnalistka
Woland's kitten


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16665
წევრი No.: 19254
რეგისტრ.: 13-April 06

გამოგზავნილია: 10 Jul 2018, 13:33  #53066818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
narmonana
QUOTE
ფლორენციელის ქართულ გამოცემას ბოლოში ბილიოგრაფია არ აქვს    ნეტა რა იფიქრა რედაქტორმა,ტო ტოვებდა .კიდე კაი რუსულად წავიკითხე,ხუიოზნაეტ რა არის კიდე გამოტოვებული


არაფერიც არ არის გამოტოვებული.
აგენტმა რა ოფიციალური ფაილიც გამოუგზავნა გამომცემლობას, იმის მიხედვით არის გაკეთებული.


--------------------
Daisy, if anything should ever separate us, you must think of me at my best, old boy.

--♪♫♪♫♪♫♪♫--

ამ ბარში მარტო შენს გოგოს კოცნიან ;)
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 30005
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 10 Jul 2018, 13:42  #53066867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jurnalistka
QUOTE
არაფერიც არ არის გამოტოვებული.

რავი,შეამოწმე უცხოური გამოცემები და ნახავ,რომ ყველგან აქვს დართული ბიბლიოგრაფია

ესეიგი ბრაკი ფაილი გამოუგზავნეს.......ანუ იმენა რუშდის ბრალი ყოფილა

This post has been edited by narmonana on 10 Jul 2018, 13:46
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) « პირველი ... 2 3 [4] 5  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0269 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]