forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (65) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თანამედროვე ქართული პოეზია, ახალგაზრდა პოეტები
Tiko-Tiko
-----------


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7626
წევრი No.: 5313
რეგისტრ.: 31-May 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:20  #2136016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კარგი ბიჭია
ოღონდ ბუღაძის და ა.შ. ძმაკაცია

ვიხუმრე არისტაფან!: gigi.gif

This post has been edited by Tiko-Tiko on 16 Nov 2005, 17:21


--------------------
Chevаliers de la table ronde, goûtons voir si le vin est bon. Goûtons voir, oui oui oui, goûtons voir, non non non, goûtons voir si le vin est bon ! ;)
NinaNoir
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3098
წევრი No.: 10066
რეგისტრ.: 10-May 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:21  #2136021      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tiko-Tiko
მე კიდევ მართლა მაღიზიანებს ეგ ჯგუფი...ყველგან რომ ეჩრებიან და მოკლედ რა...რა ჩემი საქმეა რაც უნდათ ის უქნიათ...

This post has been edited by NinaNoir on 16 Nov 2005, 17:22


--------------------
:2kisskiarada1000kiss:
ხორხე
ჩვენ გაკვირდებით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 63563
წევრი No.: 9889
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:24  #2136038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
KAVALLA
QUOTE
_მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ მე ამ აზრს არ ვათანხმები და ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს გამონათქვამი სრული უაზრობაა!!!

თუ არ ეთანხმები ეს როგორ გავიგოთ?
QUOTE
ისე რაღაც სიმართლის ნაწილიც არის მასში.
smile.gif


--------------------
არსად არ გარბის ის დაკარგული ტერიტორიები (c) ialoni

===
ギギ
humanoidi
ერმონიული


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37517
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:25  #2136043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ქალები

ქალები იცვლიდნენ თმის ფერს
და ბავშვის გაჩენას ნატრობდნენ,
პრინცებზე ხედავდნენ სიზმრებს,
დღისით კი არაფერს ამბობდნენ.

ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,
დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს,
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ.

გაგა ნახუცრიშვილი

This post has been edited by humanoidi on 16 Nov 2005, 17:26


--------------------
No alarms and no surprises, please...
NinaNoir
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3098
წევრი No.: 10066
რეგისტრ.: 10-May 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:27  #2136051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
humanoidi
გაგა ნახუცრიშვილი მე ძალიან მომწონს...."შუქნიშანი" ქვია მგონი ერთ მის ძალიან კარგ ლექსს
KAVALLA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 242
წევრი No.: 14581
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:27  #2136054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეიძლება საშინელი პიროვნება იყოს არაჩვეულებრივი ლექსების ავტორი, ან კარგი მხატვარი, ან კარგი მოქანდაკე და ა.შ.
მოკლედ სულ არ მაინტერესებს ეგ ჯგუფი სად ეჩრება, მე მაინტერესებს რას წერენ და რას მთავაზობენ მე - მკითხველს.
საერთოდ მე ვემხრობი აზრს, რომ ხელოვანის პიროვნება მხოლოდ იმისთვის უნდა გაიცნო, რომ ახსნა მისი ფენომენი.
ისე, მთლად ფენომენებზე საუბარიც ადრეა ქართულ პოეზიასთან მიმართებაში, მგონი....


--------------------
femme fatale
humanoidi
ერმონიული


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37517
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:31  #2136071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
NinaNoir
QUOTE
"შუქნიშანი" ქვია მგონი ერთ მის ძალიან კარგ ლექსს

smile.gif

შუქნიშანი

უკვე მოგონება მივეც ანათემას,
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი,
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა
ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,
მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში, თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
შენკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.
Tiko-Tiko
-----------


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7626
წევრი No.: 5313
რეგისტრ.: 31-May 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:31  #2136074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამდენ კამათს იქნებ მეტი თვალსაჩინოებისთვის ლექსები დაგვედო,ა?biggrin.gif
KAVALLA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 242
წევრი No.: 14581
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:32  #2136075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაგა ნახუცრიშვილი მეც ძალიან მაგრა მომწონს, ძალიან მაგრა....
და ბევრი ორიგინალური აზრი მომდის თავში, როცა მის ლექსებს ვკითხულობ.
humanoidi
ერმონიული


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37517
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:36  #2136103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
***
ხანდახან უნდა იწამო სროლის,
რომ გაიფანტოს ცხოვრების ბოლი,
წაიღოს ყველა უნიჭო როლი,
წაიღოს ცრემლი...
ცრემლები დაღლის, გაურკვევლობის,
შეცდომების თუ დაუდევრობის,
ხანდახან მაინც იწამე სროლის.

ესეც ნახცოა. smile.gif
Tiko-Tiko
-----------


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7626
წევრი No.: 5313
რეგისტრ.: 31-May 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:38  #2136120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
humanoidi
კარგიაsmile.gif
მაგრამ მე ამას უფრო ორიგინალური აზრების გროვად აღვიქვამ,ვიდრე პოეზიად.
forever`s_NEVER
sherpa


******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 6995
წევრი No.: 359
რეგისტრ.: 1-October 01

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:42  #2136142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
http://literatura.ge სავსეა თანამედროვე პოეზიით და პოეტური მცდელობებით.

ისე, მე ზვიად რატიანის შემოქმედება მომწონს. შეიძლება იმიტომ რომ პირველად როცა მოვისმინე ოდნავ "ჰაი" ვიყავი და კარგად მოვიდააა..... rolleyes.gif biggrin.gif


--------------------
- fit in off area
Tiko-Tiko
-----------


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7626
წევრი No.: 5313
რეგისტრ.: 31-May 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:42  #2136143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კიდევ დაყარეთ რა ლექსები,მაგრა მაინტერესებსsmile.gif

forever`s_NEVER
QUOTE
http://literatura.ge სავსეა თანამედროვე პოეზიით და პოეტური მცდელობებით.

კარგი რა,ვის აქვს მაგის ნერვებიbiggrin.gif

This post has been edited by Tiko-Tiko on 16 Nov 2005, 17:44
KAVALLA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 242
წევრი No.: 14581
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:44  #2136152      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კიდე რა, კიდე გამოგზავნეთ რა ლექსები....
ოღონდ მარტო ნახუცრიშვილი არ გვინდა რა!
სხვებიც სხვებიც!
humanoidi
ერმონიული


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37517
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:48  #2136173      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Tiko-Tiko
თავად უნდა მოუსმინო როგორ კითხულობს. მუსიკაა. wink.gif

არა მეგობარო
(გიო იოსელიანის ხსოვნას)

არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება - მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,
არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ონება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.

This post has been edited by humanoidi on 16 Nov 2005, 17:52
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (65) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0274 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]