forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (65) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თანამედროვე ქართული პოეზია, ახალგაზრდა პოეტები
KAVALLA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 242
წევრი No.: 14581
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:50  #2136178      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზვიად რატიანი მართლა ძალიან მაგარია.
რატიანის "მოსასხამი" და "დაორთქლილი მინების ღამე" თუ წაგიკითხავთ?


--------------------
femme fatale
humanoidi
ერმონიული


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37517
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:53  #2136193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
მოვითხოვ BEKO-ს შემოსვლას თემაში. smile.gif


--------------------
No alarms and no surprises, please...
Tiko-Tiko
-----------


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7626
წევრი No.: 5313
რეგისტრ.: 31-May 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:53  #2136194      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
humanoidi
ამის რითმა/რიტმი კი მომეწონაyes.gif
კიდე რა ჰუმ2kiss.gif

არიქა,თანამედროვე ქართული პოეზიაო და დაყარეთ ეს "თანამედროვე ქართული პოეზია".

This post has been edited by Tiko-Tiko on 16 Nov 2005, 17:59


--------------------
Chevаliers de la table ronde, goûtons voir si le vin est bon. Goûtons voir, oui oui oui, goûtons voir, non non non, goûtons voir si le vin est bon ! ;)
humanoidi
ერმონიული


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37517
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 17:59  #2136230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Tiko-Tiko
ერთიც და სხვა პოეტებიც მერე:

***
უძლური სინათლის ქალაქი
ქუჩები უფერო ფერის,
სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი,
სულ ყველა სულ ყველას მტერი.

იქ, სადაც არ ხდება სიახლე,
არავის არა აქვს ბედი,
იქ სადაც იციან სიმართლე,
მაგრამ არ იციან მეტი.

იქ, სადაც ცვლილების სურვილი,
არავინ გაივლო თავში,
არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი,
მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.

და თითქოს ჩრდილები დადიან,
უაზრო წრეწირებს ჰკრავენ,
იქ, სადაც არაფერს სჩადიან,
უბრალოდ ცხოვრებას ჰკლავენ.

იქ, სადაც თენდება არასდროს,
ღამეში ეძებენ გროშებს,
ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ,
ჰაერი, ჰაერი დროზე!

This post has been edited by humanoidi on 16 Nov 2005, 18:02
NinaNoir
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3098
წევრი No.: 10066
რეგისტრ.: 10-May 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 18:00  #2136235      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გრძნობავ,გამიძელი... მომენატრე ოდნავ,
годы пролетели словно мимолётно.
გული გამი/სალა ნაზი და მიმყოლი,
чувство навещала нас душевной боли.
დილამ დაგვაცილა... დაგვაღამდეს დროზე.
Я тебя забыла-ты не помнишь тоже.
* * *
ქალებიც წერენ რაღაცეებს wink.gif

***
ქვა ხარ...
გულიც გაქვს,
მაგრამ თითქოს ვერაფრით გძლიე!
ნუ გაქვს იმედი,ბოლოს მაინც დაეცა ტროა.
შემოგეჭრები პალატებში თამამს და ძლიერს,
...დამნებდი, დროა!

ნინო მაღრაძე


--------------------
:2kisskiarada1000kiss:
kardu
რუხი მარგინალი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 57588
წევრი No.: 979
რეგისტრ.: 30-May 02

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 19:04  #2136587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვააა ნახე თანამედროვე ქართული პოეზიაოsmile.gifsmile.gifsmile.gif


--------------------
Mein Name sei Pinochet

sapienti sat
cesdeba
UXO


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2892
წევრი No.: 7372
რეგისტრ.: 19-November 04

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 19:15  #2136626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.

მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.

მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ, სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.

"ნანკა"


--------------------
Just leave me in luxury's lap.


საბუნია
Down Is The New Up


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 22:29  #2137413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · yim · msn
cesdeba
humanoidi

up.gif


--------------------
Hello I am Simon, the smart one!
ARIEL
თბილი ქარი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5963
წევრი No.: 14485
რეგისტრ.: 12-November 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2005, 23:04  #2137632      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კოტე ყუბანეიშვილზე რას იტყვით?........
"რადროს ლექსია, როცა გეფსია"......... კარგი ლექსია! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif up.gif


--------------------
"ვინ მოიგონა ეგ აკრძალვა იმას არ ეღირსოს მოჭერა მის ცხოვრებაში..."-098




Все, что мы видим и чем кажемся,
Всего лишь сон во сне.

Shen Arieli xar tu Arioli?
Lotosi
დოროთეა


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1292
წევრი No.: 5254
რეგისტრ.: 26-May 04

გამოგზავნილია: 17 Nov 2005, 02:07  #2138605      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
თანამედროვე ქართული პოეზია, ახალგაზრდა პოეტები


უკაცრავად, თანამედროვე ქართულ პიეზიაში, მარტო ახალგაზრდა პორტები შედიან? wink.gif
ერთი-ორსი დავდებ. თანამედროვე, მაგრამ არა ახალგაზრდა პოეტებისას smile.gif

***
სიკვდილი მგლოვიარეა,
მე წამიყვანს და შენ არა.
მიწით იფარავს სახე ტანს,
მე დამეყრება, შენ არა.
გამომეტირა ღრუბელი,
მე დამაწვიმა, შენ არა.

ვარსკვლავნი, სულის სანთლები,
მე მიქრებიან, შენ არა.
სიკვდილმა გლოვის პერანგი,
მე გამიმზადა, შენ არა.
სიცოცხლეს, ლამაზ გაზაფხულს,
მე დავავიწუდი, შენ არა.

სიკვდილი გონიერია,
მე მომინატრებს, შენ არა!


* * *
მეკითხებიან ნაცნობნი:
გულს რად გატყვია იარა,
ცოცხალი, რომ ვარ გიკვირდეთ,
გულის წყლულები კი არა.

ფიქრთა ამდენა ტრიალში,
ვეღარა გამიგია რა.
ეს არის წყლულის მიზეზი,
გულამან დამიზიანა.

ფიქრებმა მასვეს სამსალა,
სიკვდილმაც დაიგვიანა,
თენების სიომ დაჰბერა,
ფოთოლმა დაიშრიალა.

არა მშველს, მარტო ფიქრები,
არა სჩანს გამოსავალი,
ვერ მოვიცილე საგონი,
გზა ვერ ვიპოვე სავალი.

ვიღაცამ შორით მიძახა,
დაგიფასდება გვიანა,
აქით რო გაგისტუმრებენ,
მიწას, რო მოგაყრიანა!


--------------------
eZie sasufeveli RvTisa . . .

cxovreba cxonebisTvis . . .

BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10223
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 17 Nov 2005, 11:34  #2139335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
humanoidi
QUOTE
მოვითხოვ BEKO-ს შემოსვლას თემაში. 


ჯონდი მოკვდა, ბაღათურია lol.gif

მაგარია ნახცო smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.
KAVALLA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 242
წევრი No.: 14581
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 17 Nov 2005, 13:00  #2139563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა შუაშია ჯონდი? ისე ვიხალისე მაგარი...
ნახცო მაგარია და ისე ნინო მაღრაძე არ მოგეწონათ?
აი კიდევ მისი ერთი ლექსი:

მე სულ წყვილი მინდა
და მხვდება სულ ცალი,
ცხოვრებაა კინო -
ტიტრებს მივუსწარი.
cesdeba
UXO


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2892
წევრი No.: 7372
რეგისტრ.: 19-November 04

გამოგზავნილია: 17 Nov 2005, 13:00  #2139568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
"ნანკა"-ს ლექსები მეილზე გამომიგზავნა მეგობარმა. ლინკიც, მაგრამ დავკარგე.
ხომ არ იცით რამე მასზე?

რომ არ გტკენოდა,გაგეფინე წაქცეულს მინდვრად,
რომ არ გწყენოდა,გადავმალე ღიმილქვეშ ცრემლი,
როგორც ოცნება, საგულეში მესახლე მკვიდრად,
და შენს სიყვარულს დამღეროდა გრძნობათა მრევლი.

და განშორება უუძლურეს სიტყვებად დარჩა,
და ცისსაყართან ირეოდნენ ღრუბლები ეჭვთა,
და მეწამულად ბრიალებდა დედოფლის ფარჩა
და ცერზე შენგან ნაბოძები მიმინო ეჯდა.

და სიყვარულზე დაგეშილი ფრინველის მზერით,
ეფერებოდა ციცაბოებს ნაცრისფერ კლდეთა,
სათავადოსკენ ნამუსრევი მიქონდათ ძღვენი
და არსაკიძეს დასტიროდა ბებერი მცხეთა...

***

ჩემს საამებლად ზოგჯერ ერთი ყვავილიც კმარა,
ქალი რა არის,აკოცებ და გონიდან წაშლი,
გაყინულ მკერდზე ედელვაისს იხუტებს შხარა
და ბებერ ბუხარს ეფიცხება ბებერი მახვში.

ფეხქვეშ იშლება აზელილი მიწასთან თოვლი,
ჩაიკარგები,თუ გავარდა ერთი ჩქამი, და...
ვაჟკაცობაში ეჯიბრება შვიდიოდ კომლი,
ედელვაისი მომიტანონ უნდა შხარიდან.

მე კი შენს თვალებს,ცხოვრებისგან გადაღლილ თვალებს,
რა უნდა მომცენ,ქვეყნად რომელ ყვავილში გავცვლი,
გადუღეღია გულისპირი სვანეთის ღამეს
და მერე მთვარე დაუხლია ვნებისგან დაცლილს.

KAVALLA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 242
წევრი No.: 14581
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 17 Nov 2005, 13:05  #2139581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა ბარემ ესეც შემიფასეთ!

მიმიღე! როგორც მგზავრი ყარიბი
შენს ქვეყანაში,
ტაბლა დამიდგი შენი მკლავით
მომკულ ყანაში!
მე ვარ სტუმარი ზეციური,
თუმცა უფრთებოდ,
რაა ხვავი და ჭირნახული
შენთვის უჩემოდ?!
გამიღე! ყველა დაბეჭდული
დღემდის საუნჯე,
თაყვანი ეცი ჩემს კაბაზე
დამსხდარ ფასკუნჯებს!
მე ვარ პირველი ათინათი,
უცხო მთიები
შენ კი ხელმწიფე,
სულაც მწყემსი გადამთიელი.
მიმიღე! როგორც ანგელოზი,
მაგრამ უფრთებოდ,
რადგან სიცოცხლე უდაბნოა
შენთვის უჩემოდ!

ნ.რ.

* * *
ნანკა ძალიან მაგარია, მეც დავიწყებ მის ძებნას, აქამდე მასზე არაფერი მსმენია!
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10223
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 17 Nov 2005, 18:17  #2140997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
KAVALLA
QUOTE
რა შუაშია ჯონდი? ისე ვიხალისე მაგარი...

ეგ ჰამანოიდმა იცის biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (65) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0285 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]