forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (65) « პირველი ... 63 64 [65]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თანამედროვე ქართული პოეზია, ახალგაზრდა პოეტები
khuntsariaramazi
R


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 184003
რეგისტრ.: 29-March 14

გამოგზავნილია: 22 Dec 2016, 21:31  #49550744      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნატალია ნატალია
შენი თვალებიც მართალია
ყვავილები სიყვარულს გიმზადებენ
ჩემი გულის გზებს სულ მიმართლებენ
შენი სიყვარული დასჯადია
მაგრამ ბოლოს მაინც მართალია

მე შემიყვარდა შენი სახელი
მე შენთქვის ლექსი მაქ სათქმელი
ჩიტები გიმღერიან სიმღერებს
ჩიტები მიგზავნიან სამოთხეში ბილეთებს

გადის გადის გადის დღეები
მე შენს ძებნას არ ვრჩედები
მე ვიცი რომ ისევ წვიმაში დავსველდები
შენს ნატვრას არ გავჩერდები

გადის გადის გადის დღეები
მე შენს ძებნას არ ვრჩერდები
მე ვიცი რომ ისევ წვიმაში დავსველდები
შენს ნატვრას არ გავჩერდები

მე მიყვარს შენი სახელი ნატალია
შენი თვალები ყვავილივით ლამაზია
მე ტკბილ სტყვებს თვალებში გეუბნები
შენ ერთხელაც ჩახუტებას მისურვებდი
შენი თავი იქცა მხოლოდ ოცნებად
რომელიც ფიქრებში ყოველ წამს მეორდება
შენზე მესიზმრება უკვე სიზმრები
მე მჯერა რომ შენ სიყვარულს მპირდები

ნატალია ნატალია
შენი თვალებიც მართალია
ყვავილები სიყვარულს გიმზადებენ
ჩემი გულის სულ მიმართლებენ
შენი სიყვარული დასჯადია
მაგრამ ბოლოს მაინც მართალია

გადის გადის დღეები
მე შენს ძებნას არ ვრჩერდები
მე ვიცი რომ ისევ წვიმაში დავსველდები
მე შენს მონატრებას არ მოვრჩები

მოდის წვიმა
ჩემი სიმღერა შენამდე მივა
მე მჯერა ეს სიყვარული გამოგვივა
თუ ჩვენ იმედი გამოგვიჩნდა

მოდის წვიმა მოდის მოდის წვიმა
ჩემი სიმღერა შენამდე მივა
მე მჯერა ეს სიყვარული გამოგვივა
თუ ჩვენ იმედი გამოგვიჩნდა.




* * *
ნატალია ნატალია
შენი თვალებიც მართალია
ყვავილები სიყვარულს გიმზადებენ
ჩემი გულის გზებს სულ მიმართლებენ
შენი სიყვარული დასჯადია
მაგრამ ბოლოს მაინც მართალია

მე შემიყვარდა შენი სახელი
მე შენთქვის ლექსი მაქ სათქმელი
ჩიტები გიმღერიან სიმღერებს
ჩიტები მიგზავნიან სამოთხეში ბილეთებს

გადის გადის გადის დღეები
მე შენს ძებნას არ ვრჩედები
მე ვიცი რომ ისევ წვიმაში დავსველდები
შენს ნატვრას არ გავჩერდები

გადის გადის გადის დღეები
მე შენს ძებნას არ ვრჩერდები
მე ვიცი რომ ისევ წვიმაში დავსველდები
შენს ნატვრას არ გავჩერდები

მე მიყვარს შენი სახელი ნატალია
შენი თვალები ყვავილივით ლამაზია
მე ტკბილ სტყვებს თვალებში გეუბნები
შენ ერთხელაც ჩახუტებას მისურვებდი
შენი თავი იქცა მხოლოდ ოცნებად
რომელიც ფიქრებში ყოველ წამს მეორდება
შენზე მესიზმრება უკვე სიზმრები
მე მჯერა რომ შენ სიყვარულს მპირდები

ნატალია ნატალია
შენი თვალებიც მართალია
ყვავილები სიყვარულს გიმზადებენ
ჩემი გულის სულ მიმართლებენ
შენი სიყვარული დასჯადია
მაგრამ ბოლოს მაინც მართალია

გადის გადის დღეები
მე შენს ძებნას არ ვრჩერდები
მე ვიცი რომ ისევ წვიმაში დავსველდები
მე შენს მონატრებას არ მოვრჩები

მოდის წვიმა
ჩემი სიმღერა შენამდე მივა
მე მჯერა ეს სიყვარული გამოგვივა
თუ ჩვენ იმედი გამოგვიჩნდა

მოდის წვიმა მოდის მოდის წვიმა
ჩემი სიმღერა შენამდე მივა
მე მჯერა ეს სიყვარული გამოგვივა
თუ ჩვენ იმედი გამოგვიჩნდა.



HurricaneKat.
ანტიმატერია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3698
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16

გამოგზავნილია: 4 Jan 2017, 13:25  #49629122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ეს ლექსი მაშინ დაიწერა როცა ლექსს ლექსის ფორმა ქონდა, მოთხრობას მოთხრობის და აბზაცებად დაყოფილ ტექსტს ლექსი კი არა ჩანახატი ერქვა yes.gif

აქ გაზაფხული გვიან დაიწყო. გადააშავეს ქარებმა
ეზო. ვერ წამოვედი, პირისპირ შევრჩი დაუსრულებელ
წვიმების სეზონს. მე მომენატრე, რადგან ცივ ლოგინს
სამარესავით თვითონვე ვითხრი, ჩაკეტილი ვარ, ვეღარ
მივმხდარვარ - ეს ზღუდე არის თუ კარის წირთხლი.
რა დაიწყება ამ კარებს იქეთ, რა დაიწყება ამ სახლის გარეთ,
ბაბუაწვერა, რომელიც უხმოდ შენკენ მოჰყვება აპრილი ქარებს
თუ ეს წერილი, ან იქნებ ჭინჭრის სუსხიანი და მაღალ კანჭი,
ან სულაც ბუზი, ბუზი, რომელიც სარკმელს ეხლება უგონო ტანჯვით,
ეს მე არ ვიცი; მე ვიცი მხოლოდ, ტანზე გეხვევა ქარების ქაცვი,
ვერ მოასწარი წვიმას სახლამდე, დგახარ ქუჩაში და გაწვიმს... გაწვიმს...

ვეღარ ვახერხებ, რომ მოგეშველო, მოგონებების ტაბლასღა ვუზი,
თუმც კი არ ვზივარ, სარკმელს ვეხლები, მიწას ვაწყდები, როგორც ეს ბუზი.
მაგრამ გლუვია ეს მიწა, ვით გული... მე გამოვყვები საწვიმარ ღრუბელს და
შენს ფეხებთან ჩამოვიშლები, როგორც საწყალი, მტვრიანი გუბე.
ნუ მერიდები, ნურც მე, ნურც ქუჩას, ხეებს, რომ დგანან ფუჭად მკვეხრები,
ტანთ გაიხადე, შემოდი ჩემში, მე თავზე თბილად გადაგეღვრები...

ჭუჭყიანი ვარ? რა მოხდა მერე, ჭუჭყიანია თვით იორდანეც,
მოინათლები ჩემში და ასე განვიწმინდებით ალბათ ორთავე.
და წახვალ სახლში, ტანს გაიმშრალებ, სახეზე ღამის საცხსაც წაიცხებ,
მერე დაჯდები სარკმელთან ჩუმად და ჩემთვის წინდის ქსოვას დაიწყებ.
ბევრს უქსოვია შენამდეც კარგად, დამსგავსებია ნაცარს თუ ნახშირს,
მაგრამ ძვირფასო, ოდისევსები არ ბრუნდებიან ყოველთვის სახლში.
მე აქ ვარ, აქ ვარ, სხვენზე ვებმები, როგორც ობობას მაცდური ქსელი,
მერე ამ ქსელში ბუზივით ვბზუი, შენ კი ვიღაცა სხვა გიწერს წერილს...

ჩაკეტილი ვარ, ხალხია გარეთ... და ეს ერთგული, ნაცადი ღობე
რა შეუვალი სიმკაცრით მიჯნავს ჩემს ერთიბეჭო ეზოს და სოფელს.
მე სოფლის თავში არ ვსახლობ სულაც, ჩემს თავს ვეყუჟვი, ვით სხივი ეკვდერს,
ალბათ ამიტომ - გამეტებული - ყოველთვის სოფლის ფეხებთან ვეგდე.
არ ვწუხვარ, თუ კი ქვეყნის ნახირმა ჩემი მინდორი გულქვად მითელა...
გადამთელავდნენ, მეორე წუთას ფეხზე ვიდექი, ვით მატიტელა...

ახლა კი მიჭირს... უნდა დავგლიჯო ამ ქსელის ცივი უნაყოფობა,
თორემ შეხედე, ეს სიყვარული მიახლოვდება, როგორც ობობა...

რა სურს ობობას? - სისხლი და ხორცი, ან იქნებ ფუყე სიზმრების ქაფი...
სად გავექცევი, როს მი ფეხებზე გამობმულ ვარ ათასი ძაფით...

წვიმს პენელოპე... მე ხსოვნის ტაბლას შემოჩვეული ნაღველით ვუზი...
მე თვითონა ვარ ობობას ქსელი და ამ ქსელშივე გაბმული ბუზი.


--------------------
¡No pasarán!

No one saves you !
solali
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 165
წევრი No.: 148773
რეგისტრ.: 13-May 12

გამოგზავნილია: 4 Jan 2017, 14:33  #49629504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მომწონს ^^


თაროდან დამცქერის წიგნების არმია,
ღამეა ოთხ საათს აკლია წუთები,
იმდენად დამჩემდა ხმამაღლა ფიქრი რომ
ჩემივე თავისგან თავადვე ვწუხდები.

ვიხსენებ რას აღარ, ნაპოვნს თუ დაკარგულს,
ტვინს ვტენი მრავალჯერ გასროლილ აზრებით,
გამხელილ გრძნობებზე პასუხი მაკვირვებს –
თქვენ მხოლოდ უბრალო რიგითი ბრძანდებით!

თითები არ მყოფნის იმ ხალხის სათვლელად
რომლებზეც წლებია რაც აზრი ვიცვალე,
რამდენი ცოცხალი დღეს ჩემთვის მკვდარია,
ზოგისთვის კი თავად მე გარდავიცვალე.

და მაინც ჩვეულად მიდიან დღეები...
საკუთარ სტროფებში შტერს ვხედავ (ხან ჭკვიანს)
სიგარეტს ვაყოლებ რითმებთან თამაშს და
კვლავ ვუსმენ ყოველდღე ირაკლი ჩარკვიანს.

დავით სულთანიშვილი
lasho1993
ლაშა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 717
წევრი No.: 171929
რეგისტრ.: 17-August 13

გამოგზავნილია: 17 Dec 2017, 04:40  #51847784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როდესაც მუზა ქრება პროზა მიდის
როდესაც ჩემი მზე სადღაც ჩადის და ჩადის
მთვარეც ქრება ღამეც გადის
უცებ ჩნდება ლანდად დამდის
იელვებს ფიქრში,მგოსანი დარდის
დარდი ლღვება ცრემლში გარბის...
ცრემლი რჩება, მუზა ქრება პროზა მიჰქრის...
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 17 Dec 2017, 08:09  #51847863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გარეთ ქროდა ზამთრის ქარი.
ზამთრის ქარი გაყინულ მტვერს აყრიდა გამვლელებს სახეში.
ის იჯდა მეგობართან და სვამდა ღვინოს.
მეგობართან იყო ღვინო და იყო სითბო.
მეგობართან იყო მეგობარი და იყო ღვინო და იყო სითბო.
ხოლო ფანჯრებს იქით მოჩანდა გვიანი ღამე
და ისმოდა ძლიერი ქარი.
ძალიან გვიანი ღამე მოჩანდა ფანჯრებში,
მაგრამ მას მაინც არ უნდოდა სახლში წასვლა.
მას არ უნდოდა სახლში წასვლა,
რადგან მას სიამოვნებდა სითბო
და სიამოვნებდა მეგობარი
და სიამოვნებდა ღვინო
ის სვამდა ღვინოს
და მასში თბილად და სასიამოვნოდ იღვიძებდნენ მიტოვებული იმედები.
დიდი ხნის წინ მიტოვებული იმედები.
ახლა ეს სულაც აღარ იყო მტკივნეული.



--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @
lasho1993
ლაშა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 717
წევრი No.: 171929
რეგისტრ.: 17-August 13

გამოგზავნილია: 18 Dec 2017, 16:02  #51855264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შენზე ფიქრში გადიოდა დღეები,
გაზაფხულდა აყვავილდნენ ხეები
ნაზი დროება, დარაზმული წუთები
მიტევს მიტევს და უეცრად ვდუნდები...

ზაფხულის ცხელი დღე პაპანაქება
იელვებს ქრება იქლვებს ქრება
ჩვენი გულის სხივი-ნათება
ზაფხულიც გადის დღეები მირბის დრო არ ჩერდება

შემოდგომის ფოთლებს უხვად უძღვნიან
ლექსებს და ტკივილს ჩვენი წარსულის
ფოთლები მარტონი თქვს ვეღარ უვლიან
და ცვივა ცვივა ფანტელი გრძნობების

შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ქროდა
მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ, სულ არ მეშინოდა
ახლა მარტო ვარ და მარტოობა მიყვარს
რითმებში ვიპოვე შვება და კვამლში ვფანტავ ნაღველს.

tomorrowman
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 227471
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 4 Jan 2018, 07:57  #51937343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლამაზად მიმზერს შენი თვალები,გულში კი ვფიქრობ შეგეზარები?
გიცქერ და ვხვდები შენზე ოცნება, ცოდვაა ჩემი დაუვიწყარი .
სულში ჩამძვრალი შენი არსებით მაბნევ და მახვევ ცოდვის ტრიალში.
შენი ქმნილება სულდგუმულობს ჩემში, გულს მიძგერს სულს კი აცოცხლებს,
თუ კი ცოდვაა ჩვენი ალერსი, მაშ ღმერთი ასე მწარედ რატომ გვამოწმებს?
ცა ფერსაც იცვლის ,მიწა ყვავდება და ის სურნელი ვარდის ბუჩქიდან შენსას როდეს შეედრბა?
ნიშანი ღმერთის აბა სხვა ვისი , ჩვენი გულები ერთი გახდება.ოდეს კი შენი ღიმლი, ჩემს დანახვაზეც ათამაშდება.


პ.ს რ"ი"აც არის ეს არის.

Pistons04
შოლა ამეობი!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1077
წევრი No.: 237654
რეგისტრ.: 30-October 17

გამოგზავნილია: 11 Jan 2018, 13:59  #51979433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
> თანამედროვე ქართული პოეზია, ახალგაზრდა პოეტები

არ მომწონს sad.gif


--------------------
https://forum.ge/?showtopic=34992454&view=findpost&p=52011754
თარხუჯი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 239463
რეგისტრ.: 6-January 18

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 17:52  #52220675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Pistons04
QUOTE

QUOTE
> თანამედროვე ქართული პოეზია, ახალგაზრდა პოეტები

არ მომწონს


თამარ ბოლქვაძეს გირჩევდით:
http://urakparaki.com/?m=7&WUID=2841&sm=1


* * *
ასევე ეს
http://urakparaki.com/?m=7&WUID=3609&sm=1
ეს ჩემი ფავორიტია:
ბალადა ბერზე (რამოდენიმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანის თხოვნით ვდებ ამ ლექსს)

I

დღე იყო ცივი და უტყუარი,
ამინდმა ზეცა კარგა ხანს ნაღმა,
მერე კი როგორც უცხო სტუმარი,
პირველი თოვლი დაკბინა ძაღლმა.
ხოლო ქარიშხალს _ ამინდის ბოცმანს,
თითქოსდა სურდა ბიბლიის კითხვა
და ეკლესიის ეზოში ლოცვა,
მივიწყებული ლექსივით ითქვა.
ავსებდა ზეცა საღამოს ხურჯინს,
გელოდებოდი ხელში ტიტებით,
შენ კი იდექი მუნჯივით მუნჯი
და ცრემლში ტაძრის ეზოს იტევდი.


I I

გიცქერდი, როგორც ქალაქს ტურისტი
უცქერს, ვერა და ვერ ჩაგიკალი
გულში, მერე კი შენი გულისთვის,
თითქმის ოთხი თვე მეცვა სტიქარი,
რომ დამეოკა ჩემი - მინდები
შენდამი, თუმცა ვეღარ გეღირსე
და მაგონდება რომ მაგ თითების
სურნელი ჰქონდა იმ დღეს სეფისკვერს,
როცა ღრუბლები - როგორც მგზავრები,
ხატავდნენ თავის თავს და ალიონს,
როცა ბავშვები გამოჯავრებით
ამბობდნენ - ნახე, მუნჯი ქალიო...
და იცინოდნენ... და შენ და თოვლი
იყავით თითქოს გარიყულები,
მრევლს კი ვარდისფერ ბურთებად აჩნდა
სახეზე სუსხის ალიყურები.


I I I

გაზაფხულს მიჰყვა სითბო და მარტის
გიჟი ამინდი, ერკელიები,
მე ვლოცულობდი და ამის გარდა,
მაინც ვერაფრით ვერ გელეოდი,
ხოლო აპრილში ისევ ისეთი
იყავი - მარტო, უფრო მარტივი,
სველი თვალებით წირვას ისმენდი
და ხატის გვერდით ჩანდი ხატივით
და სწორედ მაშინ მორიგი ფიცი,
უფლის წინაშე დავდე ხელახლა,
რომ წავიდოდი ტაძარში მიწყივ
ბერად, შენ ოღონდ გელაპარაკა.
ასე გათენდა აღდგომის დილა,
როგორც მორიგი კვირის ციტატა,
მე - ქრისტე აღსდგა - გითხარი ფრთხილად,
შენ მიპასუხე - ჭეშმარიტადო
და თითქოს გული გამისკდა, შემდეგ
გაკვირვებულნი დავრჩით ორივე,
ასე ვიგონებ იმ წამებს დღემდე
მე უკვე უფლის მონა - მორიგი.



IV

ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის,
სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით,
მაგონდებოდი და გარდერობი
შენზე ლექსებით ავავსე თითქმის.
ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებს
მოწყენილი და დაღლილი ერთობ,
ლოცვისას წამით გამექცა თვალი
და მონაზვნებში გიცანი!...
ღმერთო.
გარეთ ამინდი იდგა უხეში,
სულში წვეთავდა თითქოს მირონი,
შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში,
მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი.


V

ასე გავიდა ორმოცდაათი
წელი, ფიქრებით, ლოცვით, ჭიდილით
და ამ უაზრო დროის ნარატივს,
გადადებული შევრჩი ხიდივით.
მახსოვს ცასავით ჩაქრა თვალები,
ცაც ჩამოვარდა თითქოს ციდანვე,
იმ ღამით შენი გარდაცვალების
ამბავი როცა ამოიტანეს...
შემდეგ დავტოვე უფლის საუფლო
და გავიყოლე წარსულის გემო
და იმ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობ
და იმ დღის შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!...
თარხუჯი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 239463
რეგისტრ.: 6-January 18

გამოგზავნილია: 26 Feb 2018, 21:13  #52257872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

QUOTE
თამარ ბოლქვაძე

სადაც არა ხარ...

შენ მიყვებოდი ამბებს ჩემამდელს,
მე კი შენამდელ აზრთან ვდაობდი.
განცდა მწვდებოდა ლამის ყელამდე,
ისე მარტივი თავისთაობით...
მერე შეწყვიტეს თხრობა ტუჩებმა,
და მხოლოდ მზერა ალაპარაკდა.
ყურთან კი ფიქრმა წაიჩურჩულა,
-კარგი იქ არის, სადაც არა ხარ!..
დრომ გაიხსენა წუთი მსგავსების,
ეს უკვე იყო-ს მინიშნებებით,
ნახევარ მთვარეს სურდა ავსება
იმ ცალი გვერდის, ღამის ვნებებთან...
ყვებოდა წამი ამბავს წუთებთან,
შეჩერების რომ იყო თანახმა.
ფიქრი კი ცდილობს ჩემს დარწმუნებას,
რომ იქ უფრო სჯობს, სადაც არა ხარ!..
watch_out_someone_is_in_the_room
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 825
წევრი No.: 70346
რეგისტრ.: 4-September 08

გამოგზავნილია: 26 Feb 2018, 23:34  #52258716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაშა მაზანაშვილები დაყარეთ ბრაცი და ბაბულიკური პოეზია


--------------------
-------------------------------
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (65) « პირველი ... 63 64 [65]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0413 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]