forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თარგმანი და მთარგმნელები, "უცხო ქვეყნადაც ის დაშთების იმავე კენტად"
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 16:33  #9265745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ქვესათაურში გამოტანილი ეს გენიალური სიტყვები მეფე ლირიდაა, აი ესაა ნაღდი ქართული შექსპირი, ასეთი რამე მხოლოდ ქართულად შეიძლებოდა თქმულიყო, მაჩაბლისა და ილიას პირით. biggrin.gif

გახსოვთ ალბათ ის სცენა, კენტს რო ლირი გადაუვლის "გა!... ვფიცავ ზევსსა, არ გადითქვას ეს სიტყვა ჩვენი!" ხოდა მანდ კენტი მაგარ სიტყვას ტოვებს, ქურდულს, მშვიდობით მეფევ, რამე-რუმე, იქეთ კორდელიასაც - გულმართლობით აღმომეტყველოო და ბოლოს:

"ბატონის-შვილნო, გეთხოვებათ თქვენ ყველას კენტი, -
უცხო ქვეყნადაც ის დაშთების იმავე კენტად. (გადის)

ეგეთი სასწაული კენტობის მერე ეს გადის მართლა გულისმომკვლელია biggrin.gif

მოდით ვისაუბროთ მთარგმნელების შესახებ, ზემოხსენებული ორი ბაჯაღლო კაცი, ეფრემ მცირე, მთაწმინდელები, სარგის თმოგველი, ვახტანგი და საბა, გერონტი ქიქოძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ერეკლე ტატიშვილი, დათო წერედიანი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ჯემალ აჯიაშვილი, ჯორჯანელები, გურამ გოგიაშვილი, შოთა ჩანტლაძეც კი თარგმნიდა (კალევალა აქვს ბოლობოლო ნათარგმნი biggrin.gif), ბაჩანა ბრეგვაძე (რომელმაც ლამის ყველაფერი თარგმნა, პლატონიდან დაწყებული - სენტ ეკზუპერით დამთავრებული), გიგლა სარიშვილი, ასმათ ლეკიაშვილი, ელზა ახვლედიანი, ზვიად რატიანი, ირმა ტაველიძე, შოთა იათოვიც კი თარგმნის, საინტერესო ახალი თაობა გვყავს თარგმანში და საშუალო თაობაც მაგარია, მარა რატომღაც ცოტა უცნაურ რამეებს თარგმნიან smile.gif

ერთ პოსტში ყველა გვარს ვერ ჩამოვთვლით, კიდე ბევრი მახსენდება, მარა ყველას ხო არ დავპოსტავ biggrin.gif

უცხოელებში, ედუარდ ფიცჯერალდი, ლეკონტ დე ლილი, პასტერნაკი, ჰოლდერლინი შენხარჩემიბატონი, ნაბოკოვი, რიტა რაიტ-კოვალიოვა, აპტი, ვერც აქ ამოვწურავთ...

მოკლედ, ვისაუბროთ თარგმანზე, მთარგმნელებზე, კონგენიალურ თარგმანებზე, ქართველებზე, უცხოელებზე, დედანზე და მამანზე, კულტურაზე და პასუხისმგებლობაზე, წავიდაააააა biggrin.gif


--------------------
სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად
....................

ბარძგალ-ბარძგალ მივდიოდი მე ნელა
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა...
.....................

ჩვენ, ხინკლებმა, კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა პელმენებს დავუთმოთ??? ბებიამაგათისამ!!!

http://vinoge.com/
TomWaits
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4544
წევრი No.: 20024
რეგისტრ.: 29-May 06

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 16:45  #9265908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფრიად საინტერესო თემაა, თუმცა ისე მეზინება რა დავწერო არ ვიცი

მარა მოვა სასტავი და იტყვის რო რა თარგმანი დასტაევსკი დედანში უნდა წაიკითხოო


ხოდა მე ვეტყვი, მე რომ რუსული არ ვიცი? მოკლედ მე მიყვარს თარგანები, განსაკუთრებით მაშინ თუ კარგია. ნუ რაც უნდა ვაღიაროთ რო იშვიათობაა.

ყველაზე ცუდ თარგმანსაც ვიტყვი თუ ნებას მომცემთ, ეს იყო დოქტორი ფაუსტუსი, საიდან მოჰგონდა ამ კაცს ეს არქაული სიტყვები ჩემთვის Dრესაც გამოცანას წარმოადგენს, ასევე წინადადების კონსტრუქცია სრულიად უცნაური. იქნებ მე ვცდები, თქვენც თქვით ორიოდ სიტყვა ამ თარგმანზე.



--------------------


netarato
მთავარი იდეოლოგი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6044
წევრი No.: 19132
რეგისტრ.: 9-April 06

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 16:53  #9266027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათო აკრიანზე რას იტყვით?


და ერთი რაღაც მაინტერესებს - მისიმა არის თარგმნილი ქართულად? ან ახალი ან ძველი თარგმანი არსებობს?

the_lizard_king

This post has been edited by netarato on 18 Apr 2008, 16:53


--------------------
სახელმწიფო ინტერესები
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 16:54  #9266041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
TomWaits
QUOTE
ყველაზე ცუდ თარგმანსაც ვიტყვი თუ ნებას მომცემთ, ეს იყო დოქტორი ფაუსტუსი, საიდან მოჰგონდა ამ კაცს ეს არქაული სიტყვები ჩემთვის Dრესაც გამოცანას წარმოადგენს, ასევე წინადადების კონსტრუქცია სრულიად უცნაური. იქნებ მე ვცდები, თქვენც თქვით ორიოდ სიტყვა ამ თარგმანზე.


ჯორჯანელს ანუ? მართალი ხარ, მაგ წლებში კარლო ჯორჯანელი სინონიმთა ლექსიკონს აკეთებდა, ხოდა როგორც ჩანს, გადაყვა სიტყვებს biggrin.gif
სექსტეტი
M i s s i s s i p p i


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4808
წევრი No.: 38171
რეგისტრ.: 13-July 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 16:57  #9266077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
netarato

QUOTE
დათო აკრიანზე რას იტყვით?


ან კარგს, ან არაფერს...

თუმცა, მოიცა, აკრიანი ცოცხალია ხო? ხო და მაშინ კატასტროფაა, სრული კოშმარი და მაჯლაჯუნა biggrin.gif


--------------------
Дети _ лишь оправданье нашей наготе...


მე ახლა მარწყვს ვჭამ
TomWaits
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4544
წევრი No.: 20024
რეგისტრ.: 29-May 06

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 16:59  #9266097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabarzgaleba


ცოცხალი ენციკლოპედია ხარ ბარძგალ

ისე კარგ თარგმანზე არ მითქვია, ალბათ გავიფიქრე და აღარ დავწერე. ბოლო დროს წაკითხულ წიგნებში რაც კარგად მახსოვს, ეგ იყო აგვისტოს ნათელი. ცალკე წიგნით და არანაკლებ თარგმანით აღფრთოვანებული გახლდით კითხვისას.
the_lizard_king
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31297
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 17:01  #9266135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
კარგი თარგმანები რაც წამიკითხავს ესენი იყო აკრიანის "თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი", ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი არ მახსოვს ვისია და ფოლკნერის აგვისტოს ნათელი ესეც არ მახსოვს ვისია...
ნუ ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები ძალიან მაგარია, რისი წაკითხვაც დამჭირდა და ისედაც მაინტერესებდა ესენი იყო მაკიაველი, პლატონი (ესენი სპეციალობისთვის) და ბორხესი წავიკითხე კიდევ ბრეგვაძის...
იმ 2 ნაწილის შეძენა მინდა კაი ხანია, ბრეგვაძის თარგმანები რომ არის, შინდისფერი თხელყდიანი წიგნებია
თითო 29 ლარი ღირს ბლიად..


--------------------
Flowerz In My Brain

gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 17:02  #9266146      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
TomWaits
QUOTE
ისე კარგ თარგმანზე არ მითქვია, ალბათ გავიფიქრე და აღარ დავწერე. ბოლო დროს წაკითხულ წიგნებში რაც კარგად მახსოვს, ეგ იყო აგვისტოს ნათელი. ცალკე წიგნით და არანაკლებ თარგმანით აღფრთოვანებული გახლდით კითხვისას.


ზაზა ჭილაძე მართლა კაი მთარგმნელია, ზომიერი, არ ეტანება არქაიზმებს, არც უაზრო გამბედაობით გამოირჩევა, მოკლედ ზუსტიცაა და შთამაგონებელიც.

the_lizard_king
QUOTE
ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი


გია ჭუმბურიძის თარგმანია.

This post has been edited by gabarzgaleba on 18 Apr 2008, 17:04
the_lizard_king
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31297
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 17:13  #9266303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
gabarzgaleba
QUOTE
გია ჭუმბურიძის თარგმანია.

ჰო... დიდად კომპეტენტური არ ვარ თარგმნის შეფასების საკითხში
მაგრამ მე მევასა, არ არის ცუდი თარგმანი
strixnina
Пилите, Шура, пилите!


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 17:33  #9266575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (gabarzgaleba @ 18 Apr 2008, 16:33 )
ქვესათაურში გამოტანილი ეს გენიალური სიტყვები მეფე ლირიდაა, აი ესაა ნაღდი ქართული შექსპირი, ასეთი რამე მხოლოდ ქართულად შეიძლებოდა თქმულიყო, მაჩაბლისა და ილიას პირით. biggrin.gif

გახსოვთ ალბათ ის სცენა, კენტს რო ლირი გადაუვლის "გა!... ვფიცავ ზევსსა, არ გადითქვას ეს სიტყვა ჩვენი!" ხოდა მანდ კენტი მაგარ სიტყვას ტოვებს, ქურდულს, მშვიდობით მეფევ, რამე-რუმე, იქეთ კორდელიასაც - გულმართლობით აღმომეტყველოო და ბოლოს:

"ბატონის-შვილნო, გეთხოვებათ თქვენ ყველას კენტი, -
უცხო ქვეყნადაც ის დაშთების იმავე კენტად. (გადის)

ეგეთი სასწაული კენტობის მერე ეს გადის მართლა გულისმომკვლელია biggrin.gif

მოდით ვისაუბროთ მთარგმნელების შესახებ, ზემოხსენებული ორი ბაჯაღლო კაცი, ეფრემ მცირე, მთაწმინდელები, სარგის თმოგველი, ვახტანგი და საბა, გერონტი ქიქოძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ერეკლე ტატიშვილი, დათო წერედიანი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ჯემალ აჯიაშვილი, ჯორჯანელები,  გურამ გოგიაშვილი, შოთა ჩანტლაძეც კი თარგმნიდა (კალევალა აქვს ბოლობოლო ნათარგმნი biggrin.gif), ბაჩანა ბრეგვაძე (რომელმაც ლამის ყველაფერი თარგმნა, პლატონიდან დაწყებული - სენტ ეკზუპერით დამთავრებული), გიგლა სარიშვილი,  ასმათ ლეკიაშვილი, ელზა ახვლედიანი, ზვიად რატიანი, ირმა ტაველიძე,  შოთა იათოვიც კი თარგმნის, საინტერესო ახალი თაობა გვყავს თარგმანში და საშუალო თაობაც მაგარია, მარა რატომღაც ცოტა უცნაურ რამეებს თარგმნიან smile.gif

ერთ პოსტში ყველა გვარს ვერ ჩამოვთვლით, კიდე ბევრი მახსენდება, მარა ყველას ხო არ დავპოსტავ biggrin.gif

უცხოელებში, ედუარდ ფიცჯერალდი, ლეკონტ დე ლილი, პასტერნაკი, ჰოლდერლინი შენხარჩემიბატონი, ნაბოკოვი, რიტა რაიტ-კოვალიოვა, აპტი, ვერც აქ ამოვწურავთ...

მოკლედ, ვისაუბროთ თარგმანზე, მთარგმნელებზე, კონგენიალურ თარგმანებზე, ქართველებზე, უცხოელებზე, დედანზე და მამანზე, კულტურაზე და პასუხისმგებლობაზე, წავიდაააააა biggrin.gif

ოქრო თემა!
კლასიკურ პერიოდში სულ სამი კაცი მეგულება, ვისი წაკითხვა დღესაც (ალბათ დღეს უფრო) ისეთი სიამტკბილობით და ჰადრენალინით შეიძლება, რო წიგნის რიგ საკვანძო მომენტებში ვინძლო ჰუბორნიაშიც მოგინდეს; და ერთ-ერთი ამ სამი წიგნიდან ("ვეფხისტყაოსნის" და"ამირანდარეჯანიანის" გვერდით) თარგმანია. ვისრამიანი, იასნა. ეგეთი კოკროჭინა პერევოდი იშვიათია.
რაღაი გერონტიც ახსენე... მაგ კაცის ტექსტები - თარგმანებიც, ესსეებიც (შეიძლება ვცდები) ძალიან განსხვავდება იმ დროის ნაწერებისგან. ანუ, სადად და ჭკვიანურად წერს. კაი, შესარგები ქართულით.
დღევანდელი ყმაწვილკაცებიდან baby.gif რატიანზე გეთანხმები. მხეც! მარტო ელიოტი მოისლაბებს, მაგრამ მაგაზე უკეთესი თარგმანი ჯერ არ წამიკითხავს; და სუ სუ ახლებში თუ ვინმე კაი გეგულება მითხარი და მადლიც მოისხი. ინტერესნა.

This post has been edited by strixnina on 18 Apr 2008, 18:43
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 19:28  #9267865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვახტანგ ჭელიძე არ გამომიტოვოთ და არც შემეკამათოთ!
inana
ERDE


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2807
წევრი No.: 15098
რეგისტრ.: 3-December 05

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 20:40  #9268673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabarzgaleba
მთარგმნელებზე პირველი ვინც გამახსენდება, ლოზინსკია.
აქეთ, ჩვენებზე კი, მგონი, მაყვალა მრევლიშვილი არ გიხსენებია. არაჩვეულებრივად თარგმნა ულენშპიგელი.
კარგი თემაა.


--------------------
,,Каждый возвращается домой, как может."
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 20:41  #9268683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
xachapuridze
QUOTE
ვახტანგ ჭელიძე არ გამომიტოვოთ და არც შემეკამათოთ!


ქეც შეგეკამათები და ქეც არ შეგეკამათები biggrin.gif biggrin.gif
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27292
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 21:10  #9268992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
inana
QUOTE
არაჩვეულებრივად თარგმნა ულენშპიგელი

კი, ბავშვობაში ბუნებრივად მიიღო ჩემმა ცნობიერებამ რაც ნიშნავს, რომ თარგმანი კარგია.

ისე, ლავრენტი არდაზიანის ჰამლეტი თუ წაგიკითხავთ ვინმეს....?

მე -- არა.

მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ არის იქ ეგეთი ტექსტები, დაახლოებით:

ჰამლეტი - კლავდიუსს: "რატომ მოჰკალ მამაჩემი, შე რაზბოინიკო, შენა?" biggrin.gif

ხოდა მაინტერესებს, მათლა ასეთი დონეა, თუ არა.
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 21:12  #9269013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა ის საიდანღაა, კოროლო, შე მერზავეცო!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0235 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]