ვაცის ნადიმზე, კაცო?
რა იყო მანდ სასაცილო, მართლა ვერ ვხვდები. სასაცილო კი არა, წამებას იმდენად ნატურალური ხერხებით აღწერს,. რომ ლამის გული გამიჩერდა.
სხვათა შორის, კრიტიკოსებმაც "დასცხეს" მაგის გამო-იმდენადაა გადაყოლილი წვრილმანების აღწერას, რომ ნაწარმოების მთავარ "ღერძს" აცილებს შეძრწუნებულ მკითხველსო. მეც ვეთანხმები ამაში.
სამწუხაროდ, არ ვფლობ ესპანურს, რომ ორიგინალს შევადარო თარგმანი.
ინგლისური და რუსული თარგმანები შემიდარებია და აღმომიჩენია ხოლმე უზუსტობები. მაგალითად, ამ რამდენიმე თვის წინ სელინჯერის "ბანანათევზის ამინდი" წავიკითხე ინგლისურად (ქართული ზეპირად მახსოვდა ლამის, ბავშვობაში ვერც დავთვლი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული) და კურიოზული შეცდომები იყო დაშვებული.
მაგალითად, shorts and undershirts რატომღაც "პერანგებად და საცვლებად" არის ნათარგმნი. არადა, ჩვეულებრივი მოკლე შარვალი იგულისხმება, დღეს რომ სულაც "შორტს" ვეძახით. ან, რა გასაკვირია, რომ ზღვაზე დასასვენებლად წასულ კაცს შორტები ჰქონოდა ჩემოდანში?
ან კიდევ, სულაც უარესი. სიმორმა ბარგი გადაქექა და, ორიგინალი გვეუბნება, რომ Ortgies caliber 7.65 automatic ამოიღო. ქართულად ეს თარგმნილია, როგორც 7-65-კალიბრიანი რევოლვერი

Ortgies caliber 7.65 automatic არ არის რევოლვერი. I მსოფლიო ომისდროინდელი ნახევრადავტომატური პისტოლეტია, გერმანული წარმოების, რომელიც აშშ-შიც პოპულარული იყო. ვინმე იტყვის-დიდი ამბავიო. რა მნიშვნელობა აქვს, რით მოიკლავდა სიმორი თავსო. არადა, აქვს მნიშვნელობა. პისტოლეტის მაგიერ, დამბაჩა, რევოლვერი ან ავტომატი არ უნდა დაწერო, სისტემურად განსხვავდება ეს იარაღები ერთმანეთისაგან.
ეს თარგმანი ძველი შესრულებულია, უკვე "ცივი ომის" ხანაში და რთულია, ყველაფერში გაამტყუნო მთარგმნელი. ვინც ამ საქმეს ეჭიდება, ფაქტიურად, ენციკლოპედიური ცოდნა უნდა ჰქონდეს და იმ დროის მთარგმნელები ცუდ დღეში იყვნენ მაგის გამო, რადგან, უცხო ქვეყნებს ეგენი არ იცნობდნენ. ნანახიც კი არ ჰქონდათ ის ქვეყანა, რომლის ენასაც სწავლობდნენ თსუ-ში ან "უცხო ენებში" და მის თანამედროვე კულტურასაც ცუდად იცნობდნენ ხოლმე. დღევანდელ მთარგმნელებს უკვე აღარ ეპატიებათ ასეთები. ინტერნეტი არსებობს, ბოლოს და ბოლოს.. "გუგლი" და სხვა საძიებო სისტემები, ბლოგები, ვიკიპედია და რა აღარ. პლუს, არის საშუალება, რომ გარკვეული დრო იცხოვრო იმ ქვეყანაში, რის ენასაც სწავლობ და ყოფასაც გაეცნო და ენაც უკეთ შეისწავლო. ძველ მთარგმნელებს, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას, თედო სახოკიას, გასტონ ბუაჩიძეს ნამდვილად ჰქონდათ ეს უპირატესობა (ბუაჩიძე სულაც ნახევრად ფრანგი იყო-დედით).
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!