forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვისაც იაპონური პოეზია გიყვართ, i loved her like leaves
Aurellius
À la recherche du temps perdu


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4189
წევრი No.: 100994
რეგისტრ.: 27-September 09

გამოგზავნილია: 17 May 2011, 14:45  #25501799      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველ რიგში ბოდიშს მოვუხდი ფორუმელებს რომ ასე გაუთვითცნობიერებელი იაპონურ პოეზიში ვიწყებ ამ თემას.და მადლობას - კაკინომოტო ჰიტომაროს smile.gif

არის ასეთი ლექსი "i loved her like the leaves" რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში. მე კი შემოგთავაზებთ Geoffrey Bownas-ის თარგმანის ნაწყვეტს .

იაპონელებს იცით რომ სხვადასხვა სახის ლექსები აქვთ ,ზემოთაღნიშნული ეკუთვნის ჩოკას(Choka) ,ამ სტილის პოეზია გამოირჩევა იმით რომ თითოეული ლექსი მთავრდება ერთგვარი "ქვე-ლექსით" ,ერთგვარი შეჯამებით,რომელსაც "envoys" ეწოდება.

ნაწყვეტი არის სწორედ ეს "envoys" ლექსიდან " i loved her like the leaves"

The autumn moon
We saw last year
Shines again:but she
Who was with me then
The years separate forever.

On the road to Fusuma
In the Hikite Hills,
I dug my love-s grave.
I trudge the mountain path
And think : "Am I living still"?

...

თუ არ დაგეზარებათ თქვენთვის ღირებულ იაპონურ პოეზიას სიამოვნებით გავეცნობი თქვენივე კომენტარებითურთ smile.gif ამიტომ "დაპოსტეთ" ! smile.gif

This post has been edited by Aurellius on 17 May 2011, 14:47


--------------------
I stepped forth from the shadows to the marketplace
moonlight
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1692
წევრი No.: 46945
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 17 May 2011, 14:58  #25501964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძველი გუბურა
ბაყაყი ჩახტა წყალში:
ტყაპ ! გაისმა სიჩუმეში.


ქუხილის შემდეგ,
ცა ცისფერია
შეღამებამდე.


სეტყვა დაიწყო. .
ქლიავი უკვე კალათაშია
შუადღეს აქეთ.


აყიყინებულ ბაყაყთაგან,
ნეტავ ერთს მაინც
ჩასძინებოდა.



ბორცვს მივუყვები სევდიანი
და, საოცრებავ,
უდარდელად ყვავის ასკილი!


,...



tuk.gif

თუ კაცს პოეზია სწყურია მისწრებაა!
Aurellius
À la recherche du temps perdu


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4189
წევრი No.: 100994
რეგისტრ.: 27-September 09

გამოგზავნილია: 17 May 2011, 15:05  #25502090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ბორცვს მივუყვები სევდიანი
და, საოცრებავ,
უდარდელად ყვავის ასკილი!


კაფკას უყვარს ხოლმე ასეთი რამეები smile.gif ადამიანების ტრაგედიას და აპათიურ განწყობას ბუნება აინუშიაც არ აგდებს smile.gif


moonlight
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1692
წევრი No.: 46945
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 17 May 2011, 15:21  #25502357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ცხელმა აბანომ,
მინდორს მოსწყვიტა
ფაფუკლოყება გლეხის გოგონა.





...
რომბის ფორმებად
მოედინება მდინარეზე
წაქცეული მარტის წვიმები...

smile.gif



QUOTE
ადამიანების ტრაგედიას და აპათიურ განწყობას ბუნება აინუშიაც არ აგდებს



-.''ბუნება მბრძანებელია, იგი მონაა თავისა''
smile.gif
wuma
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 152562
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 12:49  #32429798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰე რა თემა ვიპოვე


ამ ბეწვის ხიდს,
ველურმა სურომ,
მთელი ცხოვრება შემოახვია.


არ გინდა მოხვიდე და ნახო
მარტოობა? მხოლოდ ერთი ფოთოლი
კირის ხიდან.


მთვარით გათანგულნო!
ამოისუნთქეთ!
ღრუბელი მოდის!

მაცუო ბაშიო


--------------------
was born to fly
Kate789
Batman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18947
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 16:29  #32432592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
აჰჰჰ,როგორ მიყვარს ჰაიკუები love.gif






--------------------
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.
nat_nat777
deadened child


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2110
წევრი No.: 74981
რეგისტრ.: 17-November 08

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 16:36  #32432667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა კარგი თემაა : ) დაველოდები მე თქვენს პოსტებს...love.gif love.gif

იაპონური ნოველები, მოთხრობები, რომანები მიყვარს. პოეზიას ცუდად ვიცნობ...

მხოლოდ რამდენიმე ტანკა მაქვს წაკითხული : ))




გაივლის დრო და -
ჩამოჭკნებიან ულმობლად ეს ყვავილები,
დროს გადაჰყვება დაუნდობელს მათი სიტურფე…
მეც ჩამოვჭკნები,
ჟამთა დინება გაახუნებს ჩემს სილამაზეს… smile.gif


--------------------
. . . ფანჯარა იყო - საშინლად ბნელი, ოთახი იყო - საშინლად პატარა, გარეთ დღე იყო - გველივით ჭრელი და მზე - ძალიან , ძალიან ცხრათვალა!
MOLA
Alcoholic From ქიზიყი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21304
წევრი No.: 13863
რეგისტრ.: 23-October 05

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 22:13  #32437219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ცივი ქარია
მწუხრის ზარი ცაზე მიცურავს


--------------------
Legendary

იმენნა ქიზიყელი

–––

________________________
___|____|___|___| ___|____|_
_|____|_____|____|____|____
___|____|___|____|____|____
Nnino
ღრმად პროვინციელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 22:23  #32437363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ _
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო!

* * *
სადღაც კუნძულზე
აღმოსავლეთ ოკეანეში
წყლისპირას ვზივარ თვალცრემლიანი
და პაწაწინა კიბორჩხალას
ვეთამაშები.


* * *
ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

* * *
გამეღვიძება _
დიდხანს ვწევარ თვალგახელილი...
ეს ჩვეულება ბავშვობიდან გამომყოლია...
რა სამწუხარო ჩვეულებაა!
მაინც ნუ მეტყვი საყვედურს, დედავ!

* * *
უსულო ქვიშავ,
შენ მუდამ ხარ სევდის მომგვრელი!
ხელს რომ მოგიჭერ, _
ჩუმი შრიალით
მყის თითებს შუა გაიპარები.

* * *
გრიგალმა სოფელს გადაუარა
და ერთ ღამეში
სილამიწის გორაკი დადგა...
საფლავი?
ვისთვის?


* * *
პატარა ცრემლი დაეცა მიწას,
პატარა,
როგორც ქვიშის მარცვალი...
მაგრამ რა მძიმე
იყო ის ცრემლი!

* * *
ო, ცრემლი, ცრემლი! თუ არის ქვეყნად
ამაზე დიდი საკვირველება...
თუ გულმა დარდი
ცრემლს გაატანა,
დაუბრუნდება ისევ სიცოცხლე!

* * *
“განა ამისთვის
ღირს კი სიკვდილი?”
“განა ამისთვის
ღირს კი სიცოცხლე?”
ო, მიანებე თავი ამ კამათს.

* * *
მთაზე ავედი,
მაღალ მწვერვალზე
და ქუდი ჩუმად დავუქნიე...
ვის? თვით არ ვიცი,
და მერე ისევ ჩამოველ მთიდან.

* * *
დიდი ხანია
ოცნებად მქონდა _
წავსულიყავი სადმე რკინიგზით.
აი, ჩამოვხტი მატარებლიდან
და აღარ ვიცი, საით წავიდე.


* * *
ერთხელ შევედი ცარიელ სახლში
და იქ მოვწიე ცოტა თამბაქო...
როგორ მინდოდა
ვყოფილიყავ
მარტო, სულ მარტო!

* * *
მინდა ჩავეფლო ბუმბულა თოვლში,
ჩავმალო სახე
ალმოდებული...
ასეთ სიყვარულს
დრო ვერ დააჭკნობს!


* * *
წვიმს უბედურად,
და ჩემი სახლიც
მოწყენილია,
ჩამოსტირის ყველას თავპირი...
ნეტავი მალე გადაიკაროს!


* * *
წავიდა, გაჰქრა დრო ბედნიერი,
როცა მიყვარდა
სხვათა კარზე დაკაკუნება,
რომ ხელგაშლილი
შემგებებოდნენ.


* * *
კომას ნისლიან ველ-მინდორზე
სადგურის ახლოს
მღერის ათასი ჭრიჭინობელა...
ვინ მეტყვის, რატომ?
რა ემღერებათ?


* * *
ფართოდ გაღებულ
სარკმელში მოსჩანს
ჩემთვის უცნობი
მასწავლებელი...
ეს იყო ჩემი კლასი ოდესღაც.


* * *
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ _
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო!


* * *
სამშობლო მთები!
მათ რომ გავცქერი,
რად მიჭირს მაშინ
ხმის ამოღება!
დიდ სილამაზეს სიტყვა რად უნდა!


* * *
იმ ქალიშვილის
დავიწყება არ შემიძლია,
მე რომ ტირილით
ერთი მუჭა
ქვიშა მაჩვენა.


* * *
ხუთი წელია
ეს გაშლილი ცა არ მინახავს...
როგორ გავძელი
უამისოდ
ამდენი ხანი!


* * *
თითქოს ძველისძველ
მეგობარს შევხვდი,
ისე მახარებს
ბუტბუტი
წყლისა.


* * *
ერთ დროს
სიცრუეს ხშირად ვამბობდი,
განა მქენჯნიდა მაშინ სინდისი!
გამახსენდება _
ჭირის ოფლში გავიწურები...




* * *
სასაცილოა?
არ მეცინება.
რა ხანია ვეძებ ამ დანას,
ის კი თურმე
ხელში მიჭირავს.


* * *
ქალიშვილს ვკითხე:
“არ გინდოდა, რომ მომკვდარიყავ?”
“ამას შეხედე?” _
სთქვა და მაჩვენა
ლამაზ კისერზე ჭრილობის კვალი.


* * *
როცა მოგიწევს
ემსახურო
ჭირვეულ რეგვენს,
რა საშინელი გეჩვენება
მთელი ქვეყანა!

* * *
“ერთი უქნარა გიჟი პოეტი!”
ის კაცი გულში ასე მეძახის.
დღეს ჩემი საქმე
ისე წავიდა,
რომ სწორედ მისგან ვისესხე ფული.

* * *
ნეტავი მომცა ისეთი საქმე,
რომ მიხაროდეს
მისი კეთება...
მერე თუნდ მოვკვდე _
აღარ დავეძებ.

* *
მეგობარს გული გადავუშალე...
და მომეჩვენა:
ამ საუბარში
რაღაც დავკარგე და გავღარიბდი...
მყისვე დავტოვე მისი ოთახი...

* * *
როცა გვიანღამ სამუშაოდან
მძინარე სახლში
დავბრუნდებოდი,
შვილს ავიყვანდი ხელში უმალვე...
ერთხელ სიკვდილმა მიმასწრო მასთან!

* * *
ფანჯრის მინები
დაბინდული
წვიმის წვეთებით!
რა ნაღვლიანი ფანჯარაა,
ო ღმერთო ჩემო!


* * *
“მძულს, მეზიზღება უმოქმედობა
ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის!”
ასე ვსთქვი ერთხელ
და იმის შემდეგ
აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.


ისიკავა ტაკუბოკუ

გენიალურია!

This post has been edited by Nnino on 5 Aug 2012, 22:24


--------------------
სულ ვამბობდი, ცხოვრებაში მთავარია ტანკები-მეთქი, - ავიაცია ყოფილა!

რა უყავ ჩემს წილ სინათლეს, ღმერთო,
მეც ხომ მინდა, რომ მივიდე სახლში?!

ღმერთო, მიხსენი მეგობრებისაგან, მტრებს თავადაც გავუსწორდები...
kranci



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3548
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11

გამოგზავნილია: 6 Aug 2012, 00:08  #32438811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nnino
ის პატარა მინიატურული წიგნი გაქვს შენც?user.gif

სადგურიდან
შინ მიმავალმა
მდინარის პირას,
წაბლის ხის ქვეშ
ავიღე კენჭი.

user.gif
wuma
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 152562
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 6 Aug 2012, 18:29  #32447873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალუბლის თვალწინ
ღრუბლის კვამლში
ჩაიძირა ეული მთვარე.


ეს სულერთია –
დასავლეთი თუ აღმოსავლეთი,
ყველგან თანაბარი ცივი ქარია.


როცა უკუნში სანთელი აანთე,
თითქოსდა ხელით
ელვა გეჭირა.


კვლავაც დგებიან
ბინდში მიმქრალი ქრიზანთემები,
მიწას წვიმით დაჭედებულნი.


ასეთ ცივ წყალში,
თოლიას ვეღარ დაუძინია
და ტალღებზე ფხიზლობს.

გვიან შემოდგომაზე
მომავალის სჯერა
მწვანე მანდარინს.

უშნო ყვავი,
ისიც ლამაზია ზამთრის დილას,
უმანკო თოვლზე.

მაცუო ბაშიო
Nnino
ღრმად პროვინციელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08

გამოგზავნილია: 6 Aug 2012, 19:36  #32448834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kranci
yes.gif

მეგობრის სატრფომ (აწ უკვე ყოფილმა ქმარმა) მისახსოვრა 21 წლის იუბილეზე. smile.gif



This post has been edited by Nnino on 6 Aug 2012, 19:43
wuma
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 152562
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 6 Aug 2012, 19:57  #32449082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
* * *
კამკამა ცაზე მისცურავს კვამლი.
მისცურავს მარტო,
თანდათან დნება...
ვინ მომაგონე, გამქრალო კვამლო!
ჩემივე თავი?

* * *
როგორ შემაკრთო!
მან გამახსენა
ის ერთი კოცნა დაუვიწყარი...
ქუჩაზე ჭადარს მოსწყდა ფოთოლი
და ლოყას ჩემსას შეეხო ფრთხილად.

* * *
ვარ მოწყენილი,
რომ ჩემს გარშემო
ვერ ვხედავ ახლა ხასხასა ფერებს.
გავგზავნე კაცი,
ის მიყიდის წითელ ყვავილებს!


* * *
ვიჯექ ოთახში მარტო,
ბნელოდა.
უეცრად ვხედავ _
ჯოხს დაბჯენილი
კედლიდან ჩუმად გამოდის დედა.

* * *
ხშირად ქუჩაში გავალ უმიზნოდ,
ეგრე უმიზნოდ
შინ დავბრუნდები!
სიცილს მაყრიან
ტოლ-მეგობრები...

* * *
მოწმენდილია ცა შემოდგომის,
ირგვლივ არა სჩანს ღრუბლის ნაფლეთიც.
გიყურებ,
როგრო მარტო ხარ, ცაო!
ყორანმა მაინც გადაიფრინოს.

ისიკავა ტაკუბოკუ
kranci



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3548
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11

გამოგზავნილია: 6 Aug 2012, 22:20  #32450992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nnino
QUOTE
მეგობრის სატრფომ (აწ უკვე ყოფილმა ქმარმა) მისახსოვრა 21 წლის იუბილეზე. 

smile.gif) კარგი წიგნია, მე მარჯანიშვილზე ვიყიდე და სანამ სახლამდე ავედი მთლიანად წავიკითხე გზაში biggrin.gif

ათი წელია, მე ვლაპარაკობ
და გაზაფხულის ვარსკვლავები
მისმენენ ჩუმად.

ტანაკა

BATONI-DAVITI
Chilly Gonzales (mmm)


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10474
წევრი No.: 71246
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 7 Aug 2012, 19:55  #32463106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
როცა გვიანღამ სამუშაოდან
მძინარე სახლში
დავბრუნდებოდი,
შვილს ავიყვანდი ხელში უმალვე...
ერთხელ სიკვდილმა მიმასწრო მასთან!



ეს მართლა გენიალური ლექსია

რამხელა სევდაა ამ 5 სტროფში


--------------------
in love with incredible...

Смейся, и весь мир будет смеяться вместе с тобой. Заплачь — и ты заплачешь в одиночестве.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0233 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]