forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (35) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მივიწყებული ქართველი მწერლები, ან ნაკლებად ცნობილები...
Bruno Dumont
ჰენრი პუშელი


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8270
წევრი No.: 93001
რეგისტრ.: 5-June 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 04:03  #27124765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ ეს თემა რისთვის.
არიან ქართველი მწერლები,რომლებსაც ყველა კითხულობს და ყველა ამბობს ,რომ ძალიან მაგრები არიან და რომ ეცემიან მათზე,ასევე ამბობენ რა საყვარელია გურამიკო და ა.შ.
ვიცით ყველამ ჭილაძეზე,ქარჩხაძეზე,დოჩანაშვილზე,გამსახურდიაზეც და დაჟე ჯავახიშვილზე.
მაგრამ
ქართულ ლიტერატურაში ,მათ გარდა იყვნენ და არიან მწერლები,რომლებმაც საინტერესო,ზოგმა კარგი,ზოგმა ცუდი,ზოგმაც საინტერესო რამე შექმნა.
ეს თემა იმისთვის,რომ დავწეროთ ასეთ მწერლებზე,მირჩიეთ,გვირჩიეთ,მწერლები,რომლებიც ამ ფორუმზე და ზოგადადაც არ არის ხალხში ფართოდ გავრცელებული და რომლის წაკითხვაც ღირს,ქართული ლიტერატურის მოყვარულებს გამო(გვ)ადგებათ.

მაგალითად ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი,ჯემალ თოფურიძე.

http://lib.ge/body_text.php?9913 გამოუსწორებელი
http://lib.ge/body_text.php?9912 დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია
http://lib.ge/body_text.php?9912

ასევე გურამ გეგეშიძე,რომელიც ცნობილია,თუმცა არა დიდი დოზით.
რომანი სტუმარი მეოცე საუკუნის საუკეტესო ქართული რომანების ოცეულში ნაღდად შევიყვანდი,ასევე აქვს სხვადასხვა რამეები დაწერილი,გამორჩეული კაცი იყო კომუნისტების დროს,არ შეტენვით ასე რო ვთქვა,კარგი მწერალი.

და რავი,ვინც და როგორც გაგახსენდებათ,დაწერეთ,გვირჩიეთ,ვილაპარაკოთ ქართულ ლიტერატურაზე.

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას,სარკესთან ერთად მოყვებოდა ირაკლი ლომოურის წიგნი,ერთ-ერტი მოთხრობა უსუი-ძალიან კარგი რამეა(კოკოჩაშვილმა ფილმიც გადაიღო)...
მოკლედ მგონი ავსხენი რატოა ეს თემა...


--------------------
- რას ვერ აპატიებდით დინამოს?
- ტორპედოსთან წაგებას@სპორტი
garota de ipanema
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 805
წევრი No.: 133952
რეგისტრ.: 20-July 11

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 11:46  #27126472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ მომწონს მე გეგეშიძე.........................................:|...............


--------------------
....შინაგანი სამყაროც ჰქონდა.....

...დავიწყეთ ნელი, პირქუში, საუცხოო სექსი.................

ბუკოვსკი....: )))

....მომკლეს დეიდა ვენე.............

ვგიჟდები ბიჭი რო კარგად გუგლავს (c)_marishka_
irusha
მაშასადამე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9142
წევრი No.: 84820
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 11:53  #27126552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გამოუსწორებელი
დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია


დიდი ვერაფერი... იმჰო.. ))

ეგეთი რაღაცეები ბავშვობაში მაღელვებდა, მატირებდა, მასევდიანებდა და მაფიქრებდა... ახლა მეტია ცოტა საჭირო..
ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა და ისევ და ისევ.. biggrin.gif


--------------------
Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны.

ეს კაცი უცნაურს ეძახდა ყველაფერს, რაზეც ჭკუა ვერ მიუწვდებოდა და ამიტომაც, სულ მუდამ უცნაურობებით იყო აღსავსე მისი ცხოვრება...

Can you imagine what I would do if I could do all I can?
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 12:10  #27126767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bruno Dumont
QUOTE
მაგალითად ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი,ჯემალ თოფურიძე.

ერთხელ გავიჩითე ანდრო ბუაჩისძის ლექციაზე (ლომჯარას ლექტორი იყო ), ჰოდა ანდრო ბაზრობდა თოფურიძეზე... თოფურიძის პერსონაჟები , ყოველთვის სინდისის კარნახით მოქმედებენ, ბოლომდე ინარჩუნებენ რაღაც მაღალს და ამიტომ ეძნელებათ ცხოვრებაო. მათი სიკვდილი მათივე სიცოცხლის აპოტეოზია, რომელიც სხვათა არსებობას ჰფენს მკაფიო ნათელსო...

This post has been edited by George Best :) on 30 Aug 2011, 12:10


--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @
Bruno Dumont
ჰენრი პუშელი


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8270
წევრი No.: 93001
რეგისტრ.: 5-June 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 17:37  #27132100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალექსანდრე ორბელიანი
http://lib.ge/authors.php?600

თვითონ როგორც მწერალი დიდი ვერაფერი,მაგრამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე,ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი,თეკლე ბატონიშვილის შვილი,მამამისი ბოზი იყო,კახეთის აჯანყებისას 1812 წელს ჩააძაღლეს აჯანყებულებმა,თვითონ ალექსანდრე 32 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მოთავე იყო ოტხიდან,გადასხლების მერე ბდაბრუნებული,ლამის ერთადერთი იყო,რომელიც რუსებთან სამხედრო სამსახურში არ შესულა,არასდროს "ეტენებოდა" რუსებს,სადაც შეეძლო პირიქით სულ საწინაამღდეგოს ამბობდა(ჯავახიშვილს არსენა მარაბდელში აქვს ასეთი ეპიზოდი,მელიტონა ბარათაშვილი და სხვები,ალექსანდრეს "აწვებიან",დაცინიან,მის აშკარა სიძულვილს რუსების მიმართ),შეურიგებელი ,ერთია გადასახლების მერე მეტისმეტად მფრთხალი იყო.ილიასთან,სერგი მესხთან და სხვა ახალგაზრდებთან,პირველი იყო ვინც მხარში დაუდგა,მასთან იკრიბებოდნენ და რამე,დიდ პატივს სცემდნენ,განსაკუთრებით აკაკი,ბევრი მოგონებაც აქვთ მასე.თავისი თაობიდან ყველას უყვარდა,მაგრამ ყველა გაურბოდა,ან რცხვენოდათ ან ეშინოდათ,გრიგოლ ორბელიანს მაგრად უყვარდა,დიდ პატივსაც სცემდა,სადღეგრძელოს სწორედ მისი ქებით იწყებს,ძველთაგან ჩვენ შემოვრჩითო.ალექსანდრეს დიდი წვლილი მიუძღვის ცისკარისადმიც,ივანე კერესელიძე ამ ჟურნალს ხშირად საკუტარი ხარჯებით გამოსცემდა,როცა მაყუთს ვერ შოულობდა ეხმარებოდა ხოლმე.
როსტომ ჩხეიძეს(ასევე ძალიან საინტერესო ადამიანი,ოთარ ჩხეიძის(არც ეგ არის მაინცდამაინც გავრცელებული,არადა არანაკლები დონის მწერალია ვიდრე ვთქვათ ოთარ ჭილაძე) შვილი,მრავალი საინტერესო ბიოგრაფიის და გამოკჯვლევის ავტორი,მას და მის ძმას პაატას ინგლისურიდან ბევრი მნიშვნელოვანი რამე აქვთ ნათარგმნი,ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თომას ელიოტი,ასევე საუბრები უილიამ ფოლკნერტან,პატარა გამოცემა) აქვს ძალიან კარგი ბიოგრაფია მასზე,მხატვრულ-ისტორიული,ალექსანდრე ორბელიანი ქვია,ზემოთ მოყვანილი ამბების გარდა ძალიან ბევრი საინტერესო რამეა,თავისი ისტორიული კონტექსტით.
ასევე საინტერესო რამეები აქვს ვახტანგ კოტეტიშვილს(ვახუშტის მამა,საინტერესო ლიტერატურათმცოდნე,კარგი ადამიანი,37 -ში დახვრიტეს)ალექსანდრეზე.
მოკლედ საინტერესო და კარგი პიროვნება იყო,ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული მთლიანად მეცხრამეტე საუკუნეში და არა მარტო,როცა არ დამეზარება ვინმეზე დავწერ კიდე biggrin.gif

George Best smile.gif
მათვის ვინც მამამ მიატოვა,მაგაზე ეკრანიზაციაც არის,ქართული კინოს ერთიან თემაში გდია.
დიდი სიამოვნებით გადავიღებდი დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია,და დარწმუნებული ვარ მაგარი გამოვიდოდა.

This post has been edited by Bruno Dumont on 30 Aug 2011, 17:39
garota de ipanema
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 805
წევრი No.: 133952
რეგისტრ.: 20-July 11

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 17:46  #27132237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისა................
QUOTE
გამსახურდიაზეც და დაჟე ჯავახიშვილზე.

ესრარი.....................:სპყ:
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 18:00  #27132426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
garota de ipanema
QUOTE
ისა................

QUOTE
გამსახურდიაზეც და დაჟე ჯავახიშვილზე.


ესრარი.....................:სპყ:

ჰო რა... mad.gif
Ocelot
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27630
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 18:55  #27133215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საფო მგელაძე
ჩაჩიბაია მულტიკოვა
ვახტანგ ბარათაშვილი
იროდიონ სონღულაშვილი
მიხეილ კვესელავა
გოგლა ლეონიძე
ნიკოლოზ გაბაონი
გიზო ნიშნიანიძე
თედო სახოკია
ფუცუ დგებუაძე-ფულარაია
შალვა დადიანი


აქედან ზოგი მეტ-ნაკლებად ცნობილია (პირველი ხუთი), პროსტა ჭილა-ქარჩა-დოჩაზე მძრეველთა არმიის ფონზე, იჩრდილებიან.
Bruno Dumont
ჰენრი პუშელი


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8270
წევრი No.: 93001
რეგისტრ.: 5-June 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 19:16  #27133508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ocelot
QUOTE
აქედან ზოგი მეტ-ნაკლებად ცნობილია (პირველი ხუთი), პროსტა ჭილა-ქარჩა-დოჩაზე მძრეველთა არმიის ფონზე, იჩრდილებიან.

ეგრეა,ბევრია კიდე,მარა მძრეველთა არმიას მარტო ზემოთჩამოთვლილი ხალხი გონია მწერლები.
garota de ipanema
xachapuridze
QUOTE
ისა................
QUOTE
გამსახურდიაზეც და დაჟე ჯავახიშვილზე.
ესრარი.....................:სპყ:
ჰო რა...

მაინც ვერ დავა თქვენამდე,არ ვთვლი საჭიროდ ავსხნა biggrin.gif

რევაზ გაბრიაძე,ასევე კარგი მწერალია,პოპულარული კი არის,მაგრამ სერეკილების დამსახურება უფროა.
თან ტემა რატომღაც კინომატოგრაფიაში აქვს biggrin.gif

QUOTE
თანამედროვე ქართულ ლიტერატურას,სარკესთან ერთად მოყვებოდა ირაკლი ლომოურის წიგნი,ერთ-ერტი მოთხრობა უსუი-ძალიან კარგი რამეა(კოკოჩაშვილმა ფილმიც გადაიღო)...
QUOTE
გია ლომაძე გაგიგიატ?...

გაგვაგებინე.

This post has been edited by Bruno Dumont on 30 Aug 2011, 19:18
garota de ipanema
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 805
წევრი No.: 133952
რეგისტრ.: 20-July 11

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 19:17  #27133517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მიხეილ კვესელავა

QUOTE
გოგლა ლეონიძე

.............ამატ დაანებეტ...ტავი....მივიწყებული არარიან......ეგენი....................:დ.........გია ლომაძე გაგიგიატ?.........:O
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59647
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 19:19  #27133549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
გურამ გეგეშიძე

რაღაცნაირი განწყობა მაქვს ამ მწერლის მიმართ. აქვს რაღაც საინტერსო მიგნებები, მაგრამ მეორე მხრივ, ყოველთვის მაღიზიანებდა ბედისწერის და სიზმრების როლის გადაEჭარბებულად ხაზგასმა.

"ხმა მღაღადებლისადან" კარგი სატელევიზიო მოსაპნო ფილმი გამოვიდოდა. მართლა კარგი...დავით კლდიაშვილის მოგონებებიდან აქვს ეპიზოდები აღებული, როცა იმდროინდელ ბათუმზე წერს.

QUOTE
საფო მგელაძე
ჩაჩიბაია მულტიკოვა
ვახტანგ ბარათაშვილი
იროდიონ სონღულაშვილი
მიხეილ კვესელავა
გოგლა ლეონიძე
ნიკოლოზ გაბაონი
გიზო ნიშნიანიძე
თედო სახოკია
ფუცუ დგებუაძე-ფულარაია
შალვა დადიანი



ეს ხალხი რა პრინციპით უნდა შეყარო ერთად, არ ვიცი...ზოგი მათგანი სულად არ ყოფილა მწერალი..

QUOTE
საფო მგელაძე

იყო ქართველი მწერალი და ჟურნალისტი, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი. ამიტომ, ქალებში იყო მისი რომანები ძალიან პოპულარული...ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა "ლიანა ლორდია" და "ქარიშხლის ფრთებზე".
სამწუხაროდ, არ აპატიეს რაღაც-რაღაცების ხმამაღალი მხილება და სასტიკი წამებით მოჰკლეს 37 წელს, საავადმყოფოში...

QUOTE
ჩაჩიბაია მულტიკოვა

ეს ვინაა biggrin.gif

QUOTE
ვახტანგ ბარათაშვილი

აბსოლუტურად არაფრით ცნობილი.

QUOTE
იროდიონ სონღულაშვილი

იყო ქართველი ხელოვნებათმცოდნე და ძალიან კარგი სპეცი თავისი საქმის....მუზეუმსი მუშაობდა მთელი თავისი დღე და მოსწრება. ერთადერთი რომანი დაწერა "მირანდუხტ იადხმობილი" და ისიც მისი სიკვდილის შემდეგ იპოვეს, რამდენაც ვიცი.


QUOTE
მიხეილ კვესელავა

შესანიშნავი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი...ასევე "კაგებეს" მაიორი biggrin.gif
მაგრამ მართლა ძალიან ნიჭიერი და მოაზროვნე ადამიანი.."ასერგასის დღე" ყველაზე ცნობილია, მე მგონი...ძალიან კარგი წიგნია. აქვს კიდევ გამოკვლევა "ფაუსტური პარადიგმები" (სამწუხაროდ, არ მაქვს წაკითხული). მხატვრული ნაწარმოები არ დაუწერია.

QUOTE
გოგლა ლეონიძე

ეს ადამიანი არის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი და ნაკლებად ცნობილებში როგორ უნდა მოაყოლო, არ ვიცი.

QUOTE
ნიკოლოზ გაბაონი

იხილეთ იროდიონ სონღულაშვილი.
ლავრენტი არდაზიანის უდიდეს გავლენას განიცდის მისი "აივნიანი ქალაქი".

QUOTE
გიზო ნიშნიანიძე

გაუგებარია, რა უნდა ამ სიაში და თან, გიორგი ლეონიძის შემდეგ biggrin.gif

QUOTE
თედო სახოკია

ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, მთარგმნელი (იტალიურიდან და ფრანგულიდან) და ლიტერატურათმცოდნე. მხატვრულ ლიტერატურას საერთოდ არ ქმნიდა.

QUOTE
ფუცუ დგებუაძე-ფულარაია

იხილეთ საფო მგელაძე. იგივე ყაიდის იყო ზუსტად. საბედნიეროდ, ცოტა უკეთესი ბედი ერგო, ვიდრე ცხონებულ საფოს.

ფუცუ ძველი სოციალ-დემოკრატი იყო და 21 წელს ლოიალურად შეხვდა, მაგრამ შემდგომში შანსს არ უშვებდა ხელიდან, არ ეგინებინა ძველი პარტაიგენოსეებისათვის..სტალინს აფთარი შეარქვა (ჩუმად, რასაკვირველია).
მისი ოჯახი დააწიოკეს. 2 ძმა რეპრესიებში მოაყოლეს.
თავად ფუცუ ბავშვთა სახლის დირექტორი იყო და მთელი თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის ჰონორარს იმ ბავშვთა სახლს ახმარდა.

QUOTE
შალვა დადიანი

საინტერესო და კოლორიტული პიროვნება, მაგრამ სუსტი, როგორც მწერალი.

დღეს აღარანაირი ლიტ. ღირებულება არ აქვს არც მის რომანებს, არც პიესებს. მე მგონი, მხოლოდ რომანსი "მხოლოდ შენ ერთს" აღმოჩნდა ყველაზე გამძლე, არადა, აკაკიმ ლაზათიანად გააკრიტიკა თავის დროზე-ეგ რა ლექსიაო biggrin.gif

This post has been edited by Solveig on 30 Aug 2011, 19:22


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
Ocelot
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27630
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 19:45  #27133944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
ბრავო, ბრავო boli.gif მაგრამ
QUOTE
ჩაჩიბაია მულტიკოვა


ეს ვინაა

QUOTE
ვახტანგ ბარათაშვილი


აბსოლუტურად არაფრით ცნობილი

spy.gif
ეს რა იყო ეხლა? biggrin.gif პირველს აქვს რომანი "თავზარდაცემული", საკმაოდ პოპულარული. მეორეს "ჰავაის ბულბული", ასევე ძაან ცნობილი. დაჟე ჯონი ვოქერს მოსწონს მგონი biggrin.gif
QUOTE
გოგლა ლეონიძე


ეს ადამიანი არის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი და ნაკლებად ცნობილებში როგორ უნდა მოაყოლო, არ ვიცი

დასერჩე ერთი და ნახავ რამდენ პოსტს ამოგიგდებს აქ biggrin.gif შენ რო იცი კიდე ვიღაც ხუთმა კაცმა, ეგ არაფერს ცვლის.
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59647
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 19:50  #27134000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ocelot
QUOTE
გოგლა ლეონიძე

QUOTE
დასერჩე ერთი და ნახავ რამდენ პოსტს ამოგიგდებს აქ  შენ რო იცი კიდე ვიღაც ხუთმა კაცმა, ეგ არაფერს ცვლის.

არგუმენტია-ქვას გახეთქას და რაღა მეთქმის biggrin.gif biggrin.gif


Bruno Dumont
QUOTE
მათვის ვინც მამამ მიატოვა,მაგაზე ეკრანიზაციაც არის,ქართული კინოს ერთიან თემაში გდია.



ფილმი დიდი არაფერია მაინცდამაინც,. წიგნი კი საინტერესო იქნებოდა.

რევაზ ინანიშვილმა მოკლედ თქვა-ეს მოთხრობა მსოფლიო და ევროპულ ანთოლოგიებს გაუძლებსო. არ ვიცი, რა არის ასეთი.

ისე, საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა თოფურიძე...სხვათა შირის, ნოდარ დუმბაძის სიძე იყო.

This post has been edited by Solveig on 30 Aug 2011, 19:58
Bruno Dumont
ჰენრი პუშელი


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8270
წევრი No.: 93001
რეგისტრ.: 5-June 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 20:11  #27134279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დასერჩე ერთი და ნახავ რამდენ პოსტს ამოგიგდებს აქშენ რო იცი კიდე ვიღაც ხუთმა კაცმა, ეგ არაფერს ცვლის.

ყველაფერს რო ტავი გაანებო სკოლაში ასწავლიან ეგ უკვე პოპულარობას თუ არა,ცნობას მაინცც ნიშნავს.
და აბულაძის ნატვრის ხეც.
რაის მივიწყებული ან ნაკლებ პოპულარული biggrin.gif

Solveig
QUOTE
ისე, საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა თოფურიძე...სხვათა შირის, ნოდარ დუმბაძის სიძე იყო.

ავტოავარიაში როგორც ვიცი,დაახლოებით ისე მოუვიდა,დიოსკურიაში,რომ არის.

user posted image

ესეც მოკლე ბიოგრაფია.
ჯემალ თოფურიძე

დაიბადა 1947 წელს, ახალი წლის ღამეს.
მამა: ვახტანგ თოფურიძე _ თავისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო არქიტექტორი და მშენებელი.
დედა: გუგული დიასამიძე – ექიმი.

ცხოვრობდა თბილისში _ ვერაზე. სწავლობდა თბილისის 51-ე და ბათუმის პირველ საშუალო სკოლებში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში. 1974-78 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1975 წელს იქორწინა მანანა დუმბაძეზე. 1976 წელს შეეძინათ ვაჟი ნოდარ თოფურიძე.
1978 წლის 22 აპრილს ჯემალ თოფურიძე ტრაგიკულად დაიღუპა.

1974-78 წლებში ლიტერატურულ ჟურნალ “ცისკარში” დაიბეჭდა მისი მოთხრობები “ნუციკო ემხვარი”, “ლექსო”, “თედოს ოცნება”, “დაბადება”., “კაცი” და სხვები. მოთხრობა “მარტო” დაიბეჭდა გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”. 1978 წელს, გარდაცვალებიდან ერთ თვეში, “ცისკარში” გამოქვეყნდა ჯემალ თოფურიძის ყველაზე ცნობილი მოთხრობა “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია”. იმავე წელს ამ მოთხრობას მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო მოთხრობისათვის.

1979 წელს გამომცემლობა “მერანმა” გამოსცა ჯემალ თოფურიძის პირველი წიგნი: მოთხრობების კრებული “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია”. 1983 წელს “მერანმა” ამ წიგნის რუსული თარგმანიც გამოსცა. 1994 წელს “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” ადრე გამოუქვეყნებელ სამ მოთხრობასთან ერთად გამომცემლობა “საქართველომ” დასტამბა. 2003 წელს გამოვიდა ჯემალ თოფურიძის მეოთხე წიგნი, სახელწოდებით “გამოუსწორებელი”. მასში ძველ მოთხრობებთან ერთად ხუთი გამოუქვეყნებელი მოთხრობა დაიბეჭდა.

2007 წელს დაბადებიდან 60 წლის აღსანიშნავად ჯემალ თოფურიძის მეუღლემ, მანანა დუმბაძემ, გამომცემლობა “მერანის” ბაზაზე გამოსცა “ჯიბის წიგნი”, რომელიც მწერლის სრულ შემოქმედებას მოიცავს.

http://armuri.4forum.biz/t695-topic

ინგლისურადაც ყოფილა დიოსკურია ნათარგმნი.
xachapuridze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07

გამოგზავნილია: 31 Aug 2011, 01:36  #27139552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bruno Dumont
QUOTE
მაინც ვერ დავა თქვენამდე,არ ვთვლი საჭიროდ ავსხნა

ნუ იღრიჭები უშნოდ! vik.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (35) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0306 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]