forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (35) « პირველი ... 33 34 [35]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მივიწყებული ქართველი მწერლები, ან ნაკლებად ცნობილები...
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9010
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 18:46  #51934348      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ValenTine_Kelly
QUOTE
სხვათა შორის, ბევრი აწ უკვე დავიწყებული მწერლის წიგნი ზუსტად მაგ დროს მაქვს წაკითხული  არდადეგებზე.

ზუსტად.

ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ბავშვობა უფრო ძიების პერიოდია და ისეთი რამეები შემოგეკითხება ,მოზრდილობაში რომ შეიძლება არც გაეკარო.

პანტელეიმონ ჩხიკვაძის 300 გვერდიანი რომანის წაკითხვა, ქართული ლიტერატურის დიდი მოყვარულისთვისაც კი ძაან ძნელია.

სადღაც ზემოთ იყო ნახსენები ალექსანდრე ჭეიშვილი, რომელიც გერმანიაში გაიქცა და მერე შერისხესო

როგორც ბოლოდროინდელი კვლევებიდან ირკვევა,არსადაც არ გაქცეულა, კაგებემ გააგზავნა , უბრალოდ ფეხი ვერ მოიკიდა ვერსად, უკანაც ვერ დაბრუნდა

და მარტოობაში გარდაიცვალა.

ისე, რაღაც მხრივ ოთარ ჩხეიძეზე შეიძლება ითქვას ,რომ მთლად დავიწყებული თუ არა, არც მთლად პოპულარული მწერალია , ერთადერთი ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა'' აღირსეს ფილმად,

არც სპექტაკლი დადგმულა მის რომანებზე , არც თანამედროვე სკოლის წიგნებშია შესული.

გაგანია კომუნიზმის პერიოდში კაცი ანტიკომუნისტურ რომანებს წერდა.




--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60271
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 19:08  #51934419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rockforever
QUOTE
ოთარ ჩხეიძე

სანამ მისი შვილები ცოცხლები არიან, დავიწყება არ უწერია, მეტი-არ ვიცი smile.gif

QUOTE
არც სპექტაკლი დადგმულა მის რომანებზე , არც თანამედროვე სკოლის წიგნებშია შესული.

QUOTE
არც მთლად პოპულარული მწერალია

მარტივი მიზეზი აქვს მაგას-ენა აქვს ძალიან თავისებური და მოზრდილი ადამიანისათვისაც კი რთულია წასაკითხად და აღსაქმელად, არათუ სასკოლო ასაკის ბავშვისათვის.
მე მაგ მიზეზის გამო არ მიყვარდა.
QUOTE
არც სპექტაკლი დადგმულა მის რომანებზე

პიესები იდგმებოდა ადრე. ახლა ეგენიც აღარ.




--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9010
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2018, 15:18  #51945502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Solveig
QUOTE
მარტივი მიზეზი აქვს მაგას-ენა აქვს ძალიან თავისებური და მოზრდილი ადამიანისათვისაც კი რთულია წასაკითხად და აღსაქმელად, არათუ სასკოლო ასაკის ბავშვისათვის.
მე მაგ მიზეზის გამო არ მიყვარდა.


საბჭოთა ცენზორები ვერ იგებდნენ ალბათ მაგ სტილის გამო და იმიტომ ახერხებდა და ბეჭდავდა

ისე, ძალიან მიკვირს, ბორიაყში 1924 წლის აჯანყება რანაირად ვერ ამოიკითხეს. ხელისგულზე დევს ყველაფერი

1970 წელს მწერალთა კავშირში ჩვეულებრივად გაარჩიეს ნაწარმოები, არავის უთქვამს რომ ანტისაბჭოთაა

უმრავლესობამ შეაქო.

კრიტიკოსები ვახსენე ზემოთ, თამაზ წივწივაძე უცნობილესი რომ იყო და მაგის ლიტერატურული წერილები მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა

ახლაც წერს, მაგრამ აღარავის ახსოვს, ის სტილი თავის დროზე რითიც პოპულარული იყო, მოუძველდა.

ძალიან სუბიექტურად წერდა, აჩემება იცოდა ვინმეების.

დავიწყებული კრიტიკოსები საინტერესო თემაა, მგონი გაოფება არ იქნება თემის.




Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60271
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 Jan 2018, 21:39  #51948005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rockforever

საქართველოში რაღაცებს აპარებდა ხალხი. ისეთ რაღაცებსს, რისი შანსიც ცენტრში არ იყო.

ხანდახან ასწორებს პროვინციობა biggrin.gif

მაგალითისათვის, რა დაემართა კუკარაჩას? (ქეთი დოლიძისას არა, დუმბაძისას). მოთხრობა დიდად პოპულარული გახდა და სპექტაკლადაც კი დადგეს, რომელსაც ბლომად მაყურებელი ჰყავდა. ტელესპექტაკლიც კი გაკეთდა.

ლენინგრადში თუ მოსკოვში დადგა რომელიღაც თეატრმა და სკანდალი მოჰყვა. იმდროინდელი შს მინისტრი ჩურბანოვი აღშფოთებული დარჩა კუკარაჩას საბჭოთა მილიციელისათვის შეუფერებელი საქციელით. ეს რას ჰგავსო! -მრისხანებდა ჩურბანოვი. საბჭოთა მილიციელი სახარებას კითხულობს, გათხოვილ ქალთან "დუშევნი" საუბრებს აბამს, მერე ბანდიტის ხასა შეუყვარდებაო. მისი მეცადინეობით, სპექტაკლი სასწრაფოდ მოხსნეს, ხოლო, კუკარაჩას როლის შემსრულებელი ახალგაზრდა, მაგრამ ჯარის ასაკს კარგა ხნით გადაცილებული მსახიობი სასწრაფოდ "კამანდიროვკაში" გაუშვეს, ჯარში biggrin.gif



QUOTE
კრიტიკოსები ვახსენე ზემოთ, თამაზ წივწივაძე უცნობილესი რომ იყო და მაგის ლიტერატურული წერილები მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა

თამაზ წივწივაძე იყო ბოღმიანი პროვინციალი.
QUOTE
აჩემება იცოდა ვინმეების.

ჰო, ბერულავას იყო გადაკიდებული, მაგალითად.
ცოტა გაწყდა, მეგრული სეპარატიზმი არ გააღვივა. სამეგრელოდან წერილები მოდიოდა-ჩვენი შვილის აუგად ხსენებას არ გაპატიებთო.
უკვე მოგვიანებით, პოლიტიკური პამფლეტების ცხობა რომ დაიწყო, მაგას უკვე კრიტიკაც აღარ ერქვა.

დღევანდელი გადასახედიდან, წივწივაძე აშკარად შავი ლაქაა ისედაც სუსტ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში.

ეგ დარგი ვერ განვითარდა ჩვენში წესიერად. თავიდან დაიწყო, მაგრამ, მერე, გასაბჭოებამ სულ მოშალა ყველაფერი და კრიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი არა ენობრივ-ლიტერატურულ-მხატვრული მხარე, არამედ ავტორის პარტიულობა და პარტიის ხაზთან შესაბამისობა გახდა.
ბესო ჟღენტმა იცოდა ეგ კარგად.
ბენიტო ბუაჩიძეც იყო 30-იანებში, მაგრამ, დახვრიტეს...

ძველი კრიტიკოსებიდან ოტია პაჭკორიას და აკაკი ბაქრაძეს დავასახელებდი. გურამ ასათიანს კიდევ.. კობა იმედაშვილსაც არა უშავდა.

This post has been edited by Solveig on 5 Jan 2018, 22:12
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9010
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 6 Jan 2018, 00:06  #51949094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
QUOTE

ჰო, ბერულავას იყო გადაკიდებული, მაგალითად.
ცოტა გაწყდა, მეგრული სეპარატიზმი არ გააღვივა. სამეგრელოდან წერილები მოდიოდა-ჩვენი შვილის აუგად ხსენებას არ გაპატიებთო.
უკვე მოგვიანებით, პოლიტიკური პამფლეტების ცხობა რომ დაიწყო, მაგას უკვე კრიტიკაც აღარ ერქვა.

დღევანდელი გადასახედიდან, წივწივაძე აშკარად შავი ლაქაა ისედაც სუსტ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში.

ეგ დარგი ვერ განვითარდა ჩვენში წესიერად. თავიდან დაიწყო, მაგრამ, მერე, გასაბჭოებამ სულ მოშალა ყველაფერი და კრიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი არა ენობრივ-ლიტერატურულ-მხატვრული მხარე, არამედ ავტორის პარტიულობა და პარტიის ხაზთან შესაბამისობა გახდა.
ბესო ჟღენტმა იცოდა ეგ კარგად.
ბენიტო ბუაჩიძეც იყო 30-იანებში, მაგრამ, დახვრიტეს...

ძველი კრიტიკოსებიდან ოტია პაჭკორიას და აკაკი ბაქრაძეს დავასახელებდი. გურამ ასათიანს კიდევ.. კობა იმედაშვილსაც არა უშავდა.


ბესოს ნაწერები რაც მაქვს წაკითხული აბსოლუტურად არაფრით გამორჩეული არაა. როგორც კრიტიკოსი საბჭოთა წყობილებას უნდა უმადლოდეს რომ დიდი ცნობადობა ჰქონდა

გავლენიანი კი იყო.

ბენიტო კიტას ძმა არ იყო? კიტას შავი წიგნი მახსოვს facepalm.gif

წყეული იყავი თუ ამ წიგნს წაიკითხავ და ერთ შვილზე მეტს არ იყოლიებო და თვითონ ერთი შვილი ჰყავდა

QUOTE
ჰო, ბერულავას იყო გადაკიდებული, მაგალითად.


ბერულავა ლევან ბრეგაძემ და დოიაშვილმა მაგრად დაიცვეს და სამაგიეროდ გურამ ფანჯიკიძეზე დაწერეს მაგარი წერილი
წივწივაძის სტილში :დ

ტრისტან მახაური მეუბნებოდა ცხონებული, არაფერი კრიტიკოსი არ იყო წივწივაძეო, ჩვეულებრივი შაყირისტიაო.
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60271
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 6 Jan 2018, 01:12  #51949479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rockforever
QUOTE
ბენიტო კიტას ძმა არ იყო? კიტას შავი წიგნი მახსოვს

არ ვიცი, კიტა ბენიტოს ძმა იყო თუ არა. ისე, ერთი სოფლიდან ყოფილან და შეიძლება, იყოს კიდეც.
საზიზღარი წიგნი იყო ის "შავი წიგნი". პირწავარდნილი ნაციზმის აპოლოგია.

QUOTE
ლევან ბრეგაძემ და დოიაშვილმა მაგრად დაიცვეს

მახსოვს ეგ და მერე მაგათ გამოუცხო წერილი წივწივამ: "ამხანაგო ბრეგაძევ, ძმაო, დოიაშვილო".

QUOTE
ტრისტან მახაური მეუბნებოდა ცხონებული, არაფერი კრიტიკოსი არ იყო წივწივაძეო, ჩვეულებრივი შაყირისტიაო.

რა კრიტიკოსი. ნახავდა რომელიმე დაბალი რანგის პოეტს (აბა, ირაკლი აბაშიძეს , მუხარან მაჭავარიანს, მურმან ლებანიძეს და ასეთებს ეგ ვერ შებედავდა) და უხამსი სიტყვებით ლანძღავდა მას და მის შემოქმედებას. ბერულავა რომ მოთხარა, ქვემოთ ცინიკურად მიაწერა-ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ფონდში გადაირიცხოს ჰონორარიო. მაგ ფონდის ხელმძღვანელი ყოფილიყო ბერულავა. "ლიტ. საქართველომ" კიდევ, ვითომ პირი გამოიკეთა და მკითხველებს დაუთმო ერთი გვერდი, რომ შეეფასებინათ ბერულავა-წივწივაძის პოლემიკა. მახსოვს, ასეთი საბავშვო მწერალი იყო, ლავრენტი ჭიჭინაძე (მშვენიერი საბავშვო მოთხრობები ჰქონდა, სხვათა შორის) და იმას ეწერა ძალიან მოკლედ-ხუტა ბერულავას დამცველი მისივე შემოქმედებაა და ასეთი წერილების წერა კი ძალიან გულსატკენიაო.

თავიდან ორიოდე ქართველმოძულის წინააღმდეგ გაილაშქრა, ამით გაიკეთა სახელი და მერე გადავიდა დაუკრეფავებში. ბოლოს უკვე აღვირი აღარ უჭერდა, ათას სიბინძურეს როშავდა.

პ.,ს. ბუაჩიძეზე გამახსენდა გასტონ ბუაჩიძე. ჯერაც ცოცხალი ყოფილა, საფრანგეთში ცხოვრობს თურმე.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%AB%E1%83%94
subterranean
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2623
წევრი No.: 47729
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 7 Jan 2018, 17:05  #51957415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაუფასებელი ქართველი მწერალი ნუგზარ ერგემლიძე boli.gif
http://catalog.nplg.gov.ge/search~S1*geo?/...SORT=D&5%2C5%2C


--------------------
Fy faen! Fy faen! Svarte faen! Faen i hælvete!
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9010
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 7 Jan 2018, 20:30  #51958430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
subterranean
QUOTE
დაუფასებელი ქართველი მწერალი ნუგზარ ერგემლიძე



მაგ კატეგორიას არ ვეხებით, თორემ გივი სიხარულიძის მოთხრობებიც დევს ინტერნეტში

და ლელა კაკულიას პოეზიაც facepalm.gif
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 799
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 7 Jan 2018, 20:38  #51958473      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rockforever
QUOTE
ბერულავა ლევან ბრეგაძემ და დოიაშვილმა მაგრად დაიცვეს და სამაგიეროდ გურამ ფანჯიკიძეზე დაწერეს მაგარი წერილი

ბრეგაძეც და დოიაშვილიც კარგი ლიტერატორები არიან და ფანჯიკიძის რა არ მოეწონათ ? სხვა თუ არაფერი კაცი ფანტასტიკური ჟანრის რომანის ფუძემდებელია ქართულ ლიტერატურაში, მის "აქტიური მზის წელიწადში" კიდევ ძალიან კარგად არის იმ დროის ახალგაზრდობა აღწერილი


--------------------
"ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ასეთი სიტყვები - "ენა, მამული, სარწმუნოება", რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9010
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 7 Jan 2018, 20:57  #51958578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
მენდოსა
QUOTE
ბრეგაძეც და დოიაშვილიც კარგი ლიტერატორები არიან და ფანჯიკიძის რა არ მოეწონათ ? სხვა თუ არაფერი კაცი ფანტასტიკური ჟანრის რომანის ფუძემდებელია ქართულ ლიტერატურაში, მის "აქტიური მზის წელიწადში" კიდევ ძალიან კარგად არის იმ დროის ახალგაზრდობა აღწერილი


ორი რომანი აქვს გარჩეული ბრეგაძეს ,, ეშმაკის ბორბალი'' და ,, სპირალი''

თუ იქნება ინტერესი იქნებ მოვახერხო და დავდო ეგ წერილი.

რაც შეეხება ფანტასტიკური რომანის ფუძემდებლობას, ამ თემაში ვახსენეთ

ალექსანდრე აბაშელი და ივანე ყიფიანი. სწორედ ისინი დგანან ქართული ფანტასტიკური რომანის სათავეებთან.

ოციანი წლებიდან იწყება ქართული ფანტასტიკა.

ივანე ყიფიანი იმ დონეზეა მივიწყებული, ლიტერატურისმცოდნეების და სპეციალისტების უმრავლესობასაც აღარც კი ახსოვს.

Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60271
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 8 Jan 2018, 00:51  #51959878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rockforever
QUOTE
თუ იქნება ინტერესი იქნებ მოვახერხო და დავდო ეგ წერილი.

ძალიან კარგი იქნება, თუ მოახერხებ up.gif

არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 46942
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 9 Jan 2018, 22:44  #51970330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
Solveig
QUOTE
საზიზღარი წიგნი იყო ის "შავი წიგნი". პირწავარდნილი ნაციზმის აპოლოგია.

ეგ წიგნი ყველა მიმართულებით მაქვს წაკითხული (თავიდან ბოლომდე, ბოლოდან თავამდე, ალაგ-ალაგ და მგონი დიაგონალურადაc კი biggrin.gif) და ნაციზმის ვერაფერი აღმოვაჩინე, მე რაიმე გამოვტოვე მანდ? spy.gif


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9010
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 11 Jan 2018, 22:33  #51982593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Solveig
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image




user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image









ბევრი ყოფილა და ნაწილ ნაწილ დავდებ

This post has been edited by rockforever on 11 Jan 2018, 22:48
ინტელიგენტი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 867
წევრი No.: 217733
რეგისტრ.: 28-April 16

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 17:23  #52268934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სოსო პაიჭაძე.
ერთერთი ნიჭიერი 60-70-იანელი. ფსიქოანალიტიკოსი და პორტრეტისტი.
,,სადაით დაეცი'', ,,თბილი, გრძნეული წვიმა'', ,,მეთევზე''...
უსამართლოდ დავიწყებული.

ლადო მრელაშვილი.
სუფთა ქართული მოვლენა. სწორუპოვარი მოქართულე და ფრაზეოლოგი.
,,და შეჰქმნა ღმერთმან კაცი'' - უმაგრესი ქართული რომანი.

ოტია იოსელიანი.
გურამ სხირტლაძე.
გივი მაღულარია.
გიგლა სარიშვილი.
რომან მიმინოშვილი.
და ა.შ...
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1329
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 17:29  #52268966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინტელიგენტი
QUOTE
ლადო მრელაშვილი.

ამის "იყალთოელი ბიჭები" წავიკითხე წლების წინ. კარგი მწერალია მართლაც.


--------------------
ცხოვრება მშვენიერია (...მემგონი).
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (35) « პირველი ... 33 34 [35]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0412 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]