forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (85) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩვენი საყვარელი ლექსები,, VII ნაწილი
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17692
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

  გამოგზავნილია: 29 Aug 2014, 22:33  #42075863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1. ჩვენი საყვარელი ლექსები
2. ჩვენი საყვარელი ლექსები
3. ჩვენი საყვარელი ლექსები
4. ჩვენი საყვარელი ლექსები
5. ჩვენი საყვარელი ლექსები
6. ჩვენი საყვარელი ლექსები


წინა თემის ტოპ მპოსტავები:

nini gogo
merciamercia
Algophobia
In_private
MaverickAbnormal
wuma
საკურა.
skvincha
varisvincvar
burnchurch




პოეზია

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

პაოლო იაშვილი


მე-7 ნაწილი გახსნილად გამომიცხადებია ^_^ bis.gif

მოდერ, ჩამისწორე რა, მე-7 ნაწილი უნდა ეწეროს სათაურში, შემეშალა : ))
Ania

This post has been edited by merciamercia on 29 Aug 2014, 22:44

მიმაგრებული სურათი
dru57th.jpg
-Beka-
ვითომ?


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3350
წევრი No.: 122273
რეგისტრ.: 8-October 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2014, 03:46  #42078160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მუხრან მაჭავარიანი - ეს ისე

თავს საკუთარს
(არც ეცადო),
გაექცევი ვერსაით!
არა! -
თუ არ დამიჯერებ, -
მოდექი და ეცადე!
ვინ ხარ,
რა ხარ,
რისთვის,
რატომ?! -
ნათელია მზესავით...
ისე,
თუმცა,
კაცმა რომ თქვას,
ახლა რა დროს ეს არი!

http://gpoets.blogspot.com/2014/08/blog-post_489.html
nini gogo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20964
წევრი No.: 155446
რეგისტრ.: 24-October 12

გამოგზავნილია: 30 Aug 2014, 13:13  #42080137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,

love.gif love.gif


სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი – სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.


გალაკტიონ ტაბიძე(1915)
Bobgure
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2014, 16:57  #42082248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთ-ერთი მაგარი პოეტია, ტრისტან (ბერდია) არაბული, წაიკითავ თუ არა მის რომელიმე ლექსს, ხვდები რამხელა პოეტური ნიჭი, სიმართლე, სიყვარული და კაცობაა ამ ადამიანში.

დავდებ მის რამოდენიმე ლექსს.


ჩემი ცხოვრების კიბეზე,
სულ აღმა – დაღმა დავალ
და თავი ჩემი ვერ რჩება
საკუთარ თავთან დავას.
ვერაფრით შევაგნებინე,
იყოს, რაც იყო, იყო.
წარსულს ვერ მოატრიალებ
შენ ჩემო თავო ბრიყვო!
როდემდე უნდა მოუნდე
უკვე განვლილის ქილიკს,
საით მიყავხარ, ის კითხე
კლდეებზე გაბმულ ბილიკს.
იქნებ აროდეს შემცდარხარ,
იქნებ კიდევაც შეცდი,
ბედის მორჩილი ხომ არ ხარ,
ცდება ის, ვინაც ბედს ცდის.

----------


დილა გუროში

მზეწვია მზესთან მაწვევს და
ცასწავალა ცად მპატიჟებს,
ჩიტებო რამ გადაგრიათ,
ან რად გსურთ რომ მე გავგიჟდე?
არ იცით,რომ ვერ ვიცხოვრებ
საცა არ გავჩნდი, იმ ბუდით,
სად წამომსვლელი მე მნახეთ,
მიწას ვარ ჯაჭვით მიბმული.
იფრინეთ ფრთახატულებო,
იწივწივეთ და ცას წადით,
მე კი მადლობა ჩიტებო,
რომ მინახულეთ წასვლამდის.


------


არაგვის პირზე ნისლები
ცხვრის ფარასავით დაყრილან,
მთების უბეში შეყუჟულს
თქვენი ღიმილი მაკლია.

ცისკარი ცერზე დავისვი,
ღამე ბეჭებით მიჭირავს,
თქვენს უნახაობას ვჩივი,
თორემ სხვა არა მიჭირს რა.

(ეს ლექსი მან თავის მეგობრებს მიუძღვნა).


--------------------
------------------------------------------------
მამაო ენუქი
აკადემიკოსი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24548
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05

გამოგზავნილია: 30 Aug 2014, 17:04  #42082313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნეტავ ისეთი ### მამაცა,
რომ მზეს შიგ გულში გავთხარო..
გადავტყნა მთელი ქვეყანა,
შავქმნა ახალი სამყარო !


--------------------
ყლის მჭრელი არსება მართავს დღეს ქართულ პლიტიკას :babu:
Если человек не курит и не пьет, поневоле задумаешься, уж не сволочь ли он? (с) რაჟდენ პავლოვიჩი.
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17692
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2014, 00:21  #42086654      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამაო ენუქი
ოო, კარგი რა, კარგი biggrin.gif
გააფუჭე პირველი გვერდი user.gif
მამაო ენუქი
აკადემიკოსი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24548
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05

გამოგზავნილია: 31 Aug 2014, 10:38  #42088549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merciamercia
რატო რა, ლექსი არ არის, თუ მე არ მიყვარს ? boli.gif
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17692
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2014, 12:51  #42089659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამაო ენუქი
QUOTE
რატო რა, ლექსი არ არის, თუ მე არ მიყვარს  ? 

არც ლექსია და არც შენ გიყვარს და საერთოდაც მამაო კაცს არ გეკადრება biggrin.gif
მამაო ენუქი
აკადემიკოსი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24548
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05

გამოგზავნილია: 31 Aug 2014, 13:09  #42089816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merciamercia
კაი, მაშინ მაგ ლექსის ხაიამისეულ ვარიანტს დავწერ :დ

რომ მქონდეს ძალა ღვთის და არა ადამის ძისა,
მე ზეცის ჩარხებს დავამხობდი დავცემდი ძირსა,
და სხვას შევქმნიდი რომ ხალხს ეგრძნო თავისუფლება,
რომ ქვეყნად ბოლო მოღებოდა ვარამს და ჭირსა.
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17692
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2014, 15:23  #42091023      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამაო ენუქი
QUOTE
რომ მქონდეს ძალა ღვთის და არა ადამის ძისა,
მე ზეცის ჩარხებს დავამხობდი დავცემდი ძირსა,
და სხვას შევქმნიდი რომ ხალხს ეგრძნო თავისუფლება,
რომ ქვეყნად ბოლო მოღებოდა ვარამს და ჭირსა. 


up.gif
ეგრე არ ჯობია? mad.gif


***
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ, მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ...

This post has been edited by merciamercia on 31 Aug 2014, 15:33
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 1 Sep 2014, 04:41  #42098444      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამის გახსნილი არ მინდა,ალისას გაახსნევინეთ mad.gif

არყისფერია ცა
არყისფერია მიწა
ვწევარ სნაგარში
ვტენი შაშხანას
და
ფეხი მეღრძო

This post has been edited by George Best :) on 1 Sep 2014, 04:42


--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @
nini gogo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20964
წევრი No.: 155446
რეგისტრ.: 24-October 12

გამოგზავნილია: 1 Sep 2014, 13:13  #42100451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შენ სიყვარულში თმობით და თმენით
ცნობილი გავხდი როგორც სანთელი
რინდებს და თავზე ხელაღებულებს
ღამეს ვუნათებ როგორც სანთელი.

არ ეკარება არც ერთი წამით
ჩემ თვალებს ძილი დღისით თუ ღამით
და განშორების სნებით და შხამით
ვიწვი და ვდნები როგორც სანთელი.

მე მაკრატელმა შენზე სევდისამ
გადმიჭრა ძაფი მოთმინებისა
მედება ალი შენი ვნებისა
და ჩუმად ვიწვი როგორც სანთელი.

ალზე დამეწვა ყველა სურვილი
დამდინდა ცრემლი ოქროცურვილი
ვერ დავიურვე გული ურვილი
ოდნავღა ვკრთივარ როგორც სანთელი.

ცრემლში ჩაძირულს ცეცხლი მედება
უკვე არღა რა მეიმედება
ცრემლის კიდეზე ალი მენთება
და ვიღვენთები როგორც სანთელი.

მკლავს განშორების მანძილი ვრცელი
მსურს განვანათო ეს ღამე ბნელი
შენგან მოფრენილ ფარვანას ველი
ვთრთი და ვკანკალებ როგორც სანთელი.

უშენოდ ჩემთვის სუფევს წყვდიადი
შენ ხარ იმედის სხივი დიადი
აღმობრწყინდები ვით განთიადი
და მე მივქრები როგორც სანთელი.

ჩემი თმენის მთა გადმოქცეულა
და დარდის ხელში ცვილად ქცეულა
ეს ცვილი ცრემლად გადმომცვრეულა
და მიტომ ვდნები როგორც სანთელი.

ვგრძნობ რომ ფუჭია ეს ჩემი გარჯა
ვიწვი და ჩემი საშველი არ ჩანს
უკანასკნელი წამიღა დამრჩა
და ჩავიწვები როგორც სანთელი.

ო, ნეტავ წამით მაინც მაღირსა
აღმობრწყინება შენი სახისა
ოღონდ გამხადე ღირსი ნახვისა
და მერე დამწვი როგორც სანთელი.

ჰაფეზ, ცრემლებით აგევსო თვალი
ლამის მაგ ცრემლმა ჩაგიქროს ალი
ჩამოღვენთილი და ნამტირალი
უკვე ჩამწვარხარ როგორც სანთელი.

sad.gif
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9292
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 1 Sep 2014, 17:32  #42103268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.
ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.
ან უარესი: განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.
არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან
ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.
არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:
ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.
შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ.
დუმილი – მხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი.
ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების.
შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს


--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17692
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 2 Sep 2014, 12:50  #42111159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა



სონეტი 18

ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,
მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება,
მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,
ზაფხული გადის – ხანმოკლეა მისი არსება.
ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,
მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება,
რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს,
მარად ვის ძალუძს სილამაზის შენარჩუნება?!
მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება,
შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება,
თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება,
რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად.

ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,
მუდამ იქნები ჩემი ლექსით უკვდავყოფილი.



Shall I compare thee to a summer's day?
Thou art more lovely and more temperate.
Rough winds do shake the darling buds of May,
And summer' s lease hath all too short a date,
Sometime too hot the eye of heaven shines,
And often is his gold complexion dimmed;
And every fair from fair sometime declines,
By chance, or nature' s changing course, untrimmed:
But thy eternal summer shall not fade,
Nor lose possession of that fair thou ow' st,
Nor shall death brag thou wand'rest in his shade,
When in eternal lines to time thou grow' st.

So long as men can breathe or eyes can see,
So long lives this, and this gives life to thee.


იყოს ამ თემაშიც chups.gif

This post has been edited by merciamercia on 2 Sep 2014, 12:50
Bobgure
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10

გამოგზავნილია: 2 Sep 2014, 15:36  #42112886      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
- ღმერთო, გამოდი!
ჩემი ლოცვა ასე იწყება,
ქუჩებს და სახლებს სუნი ასდით სასაფლაოსი,
არც გაჭირვება, არც შიმშილი არ გვავიწყდება,
ტკივილიც გვახსოვს, ომიც იყო, იყო ქაოსიც.
- ღმერთო გამოდი!
აღარ გვინდა დამალობანა,
დაღამდა უკვე, გვეშინია ვერ ვახელთ თვალებს,
ხან ჯვარცმობანა გვეთამაშე, ხან ომობანა,
მერე დაბნელდა, ჩვენც დავწექით ან დავიმალეთ.
- ღმერთო გამოდი!
გამიყვანე დედამიწიდან,
ვადაგასული ხელისგულზეც ვეღარ ტრიალებ,
შენ არ გამოჩნდი, შიმშილისგან როცა გვიჭირდა,
როცა ტალღებმა ღრუბელივით გადაგვიარეს.
სახლებიც გვახსოვს მომლოდინე ბავშვებით სავსე,
- ღმერთო გამოდი!
ჩემი ლოცვა მთავრდება ასე.

გიორგი არაბული
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (85) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0215 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]