forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (80) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩვენი საყვარელი ლექსები,, VII ნაწილი
nini gogo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20962
წევრი No.: 155446
რეგისტრ.: 24-October 12

გამოგზავნილია: 2 Sep 2014, 23:17  #42117280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასე წავიდა ღამე,

ასე მოვიდა დილა,

ასე ნაბავდი თვალებს,

ასე მაქციე ჩრდილად.



ასე ვხვდებოდით უხმოდ,

ასე დავშორდით ჩუმად.

ასე მწყურიხარ ახლაც,

ასე დავტირი გაყრას.


მირზა გელოვანი
wuma
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 152562
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 4 Sep 2014, 19:08  #42136844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარმენი

მწიფობის სუნი ასდით ბალახებს,
მწიფობის სუნში თვრება ბალახი,
ამხელს და თითქოს მაინც არ ამხელს,
რომ კიდევ რჩება გადასალახი
ერთი ნაბიჯი_ყველაზე მძიმე,
ყველაზე ტკბილი და მაცდუნები,
მწიფობის სუნში ჩამოღვრილ წვიმებს
მაღლა აკავებს ალღო ბუნების

ყველაზე ადრე ღამდება შენთვის,
რადგან შენ იცი სიბნელის ძალა,
რომელსაც მდუღარ ძარღვებში მალავ,
რომელიც ჰაერს შუქივით ერთვის.
შენ შეგიძლია ყველაზე ადრე
იგრძნო ღალატის ჩურჩული გულთან,
რადგან არასდროს დაეძებ საყრდენს
და სისხლში სიტყვებს არასდროს ურთავ.
შენი სიტყვები სისხლია თავად,
ისინი ჰგვანან მდინარეს,რომელიც წავა
და სიყვარულიც წავა აგრეთვე.

კარმენ,მე მახსოვს,როგორ მელოდი
და როგორ კვნეტდი ბალახის ღერებს ,
მკერდს გიწამლავდა ის მელოდია,
ჩემმა თითებმა რომ იგრძნეს მერე .
წვიმები უკვე მხვდებოდნენ გზაში,
დავიწყებოდა გზები წვიმასაც
და მე გუმანით ვგრძნობდი წინასწარ
ჩემს დამარცხებას_ტკბილსა და საშიშს.
მე მივაღწიე მინდვრის პირამდე,
როგორც მლოცველმა ნესტიან ეკვდერს,
ისიც ვიცოდი,რომ გამწირავდი.
და განწირული ბალახში ვეგდე.
კარმენ შენ ყველა ქალის სანაცვლოდ
ჩამჭიდე ხელი და გამიტაცე
ჩამჭიდე ხელი და გამიტაცე,
წვიმა ვიყავი და წვიმამ დამაზრო,
წვიმა ვიყავ ვიქეც მიწაზე.
კარმენ, შენ ყველა ქალის ტუჩებით
მკოცნიდი, როგორც ალი მთუთქავი,
მკერდს მიშიგნავდა ვნება უჩვევი
და ყველა ქალის სუნთქვით სუნთქავდი.
წვიმამაც განაგებ დაიგვიანა,
ღრუბელმაც განგებ რაღაც ანიშნა
და, როცა ჩემი იყავ მთლიანად,
შემოეხვიე მინდორს ზარნიშად.
მე ორი მრგვალი სამოთხის გულში
ჩავყვინთე მაშინ და სამოთხემაც
გაიზიარა ჩემი მოთმენა,
დაკოცნა ჩემი თვალები მრუში.
კარმენ, მე ვგრძნობდი, რომ ვარსებობდი,
რომ მეც ვმღეროდი იმ სიმღერასთან
და ყველა ქალის ვნებით შებორკილ
სხეულს იმათი ხარკიც ემართა.
უმალ იმ მიწის წვიმაც მოვიდა
და ძარღვებივით ლურჯი რუები
თავბრუდამხვევ და გამაბრუებელ
სიზმრებს აფრთხობდნენ სიმარტოვიდან.
იქ ეგდო შენი პატარა ჩანთა,
მრგვალი სარკე და მაღალი წინდა
და იმ სარკეში თვალნათლივ ჩანდა,
რომ მხოლოდ ჩვენთვის ქუხდი და წვიმდა.
რომ მოდიოდა სიცოცხლე ცალკე,
ჩვენ კი სხვა მხარეს ვეძებდი ნაპირს,
გადაბრუნებულ მიწას და სარკეს
სხვა ვარსკვლავების ეხვია ქაფი.
კარმენ, იქნებ მე გადაგარჩინე,
რომ იმ სარკეში არ ჩამიხედავს,
რადგან სხეული გრძნოდა საშინელ
შუქს, რომ დამფლეთდა ბოლოს ისედაც.

შენ ვერასოდეს დაგაბრუნებენ
იმ ძველ საწოლში, ღმერთო, რატომღაც
შენ ყველა კაცის გვერდით მარტო ხარ
და არასოდეს ებრძვი ცდუნებებს.
შენ ყველა კაცთან ნაწილ და ნაწილ
კვდები, ცისკრისას რომ გადნე სუმთლად,
ჯერ მოუსვლელი წვიმები გაწვიმს,
ჯერ დაუმდგარი ზაფხული გთუთქავს.
შენ არასოდეს ითხოვ შენდობას,
რადგან საკუთარ სიმართლეს ებრძვი,
მხრებზეც არავინ ჩამოგეყრდნობა,
არ დაიჩოქებს არავინ შენს წინ.
და არც გჭირდება ბევრჯერ ნათრევი
ერთგულების და ტრფობის სიტყვები,
ვერ დაისერავ მკლავს სამართებლით,
შენ დამთავრების შემდეგ იწყები.
შენ მართალი ხარ ჭრილობისათვის,
შენი სიტყვები ჰგვანან მეომრებს,
რადგან ცხოვრება რასაც გასწავლის,
შენ უკვე იცი და იმეორებ.
ხან ცხელ ლოყაზე გისვამენ ნახშირს,
ხან გახსენდება, რომ მოკვდი გუშინ
და გადადიხარ ქალიდან ქალში
როგორც მზის სხივი სხეულიდან სხეულში.

თითქოს ლღვებოდა ეგ თბილი ტანი,
ეგ თბილი წელი, ეგ თბილი ძუძუ,
გახარებული ამხელა ღამით
თვალის გუგებში ვქოლავდი უძლურ

წმინდანის ცრემლს და სინანულს, მაგრამ
სანამდე უნდა ჰგვემო და ჰქოლო
სისხლი, რომელიც გაყვირის მხოლოდ,
რომელსაც ცხელი ზის დაღი აკრავს.
ბოლოს ყველაფერს ფასი დაედო,
რაც ბუნდოვანი იყო აქამდე
და ვარსკვლავებიც მოკვდნენ საერთოდ
ანდა სამყაროს იქით დაქანდნენ.
შენ მომაწოდე წყალი, რომელსაც
ტუჩებს ვერავინ ვერ აკარებდა,
შენი ხმაც უფრო იქით მომესმა,
უფრო შორიდან და შენს გარედან.
მაინც დავლიე და მოვიწამლე.
რაღაც უკვდავი შხამით ნაკვები,
შორი მანძილი იყო მიწამდე
ხოლო შენამდე-უფრო ნაკვები.
იქ ანათებდა შენი ბაგენი,
როგორც სამსხვერპლო ქვაზე ნიშანი
და მივხვდი, მაინც რომ მოგაგენი,
შენი სურნელიც რომ შევიცანი.

თენდება...გაბნევს უხი სინათლე
და ქრიზანთემას მინდვრის სუნი სდის,
შენ ვერ გაგწირეს სიყვარულისთვის,
შენ მხოლოდ პეშვი სითბო ინატრე.
თენდება.. რბილად ცახცახებს ნეკნი,
რა ქნას სურვილმა, გზადაკარგულმა,
და, როგორც ფოთლს ფოთოლი, ვეკვრი
გრიგალს, რომელიც ტანში დაბრუნავს.
მივფრინავ, თუმცა უმოძრაოდ ვარ,
რაღაცას მცხრალი მთვარეც მანიშნებს
და მოქირქილე სულის საოხად
ხელებს ჯვარივით ვაწყობ ბალიშზე.
შენ იყურები აღლა და მაღლა
და თითქოს უკვე გარბიხარ ჩვენგან,
როგორც ნახევარადჩაძირულ გემბანს,
ისე სასტიკად და დამღუპველად,
რომ გრძნობ: თვალებში, გულში, სიზმარში
გაგიჟებული ქარი უბერავს.
მეც შენთანა ვარ! ჩვენ გავასწარით
საკუთარ ნაბიჯს და გზას გვიღობავს
დამიზნებული ყელზე ბაწარი:
მოვალეობა და გულგრილობა.
შენ გაიმარჯვე! მე შენთანა ვარ,
სიკვდილის წრიდან ვცდილობთ გაძვრენას,
შენ გაიმარჯვე, უფრო ტამამდ!
არ შეგაშინოს იმ სიმკაცრემაც,
რომელსაც როგორც სასჯელს მოველით,
რაც გვიქადაგა ყველა ქადგა,
რა უცნაურად გვტკივა ყოველი
კოცნა და თითზე თითის გადაბმა,
რა ეშველება მითხარი, კარმენ,
ჩვენს ვნებებს ციცქნა ქალაქის თალწინ,
მოგვიხურავენ დაცინვით კარებს,
ვერ შეგვიფარებს ვერავინ აწი.
ვინ გაიმეტებს ორიოდ ლუკმა
სიმარტოვეს და სიჩუმეს ჩვენთვის,
წყეული მთვარეც ანათებს უქმად,
ყველა ხის ძირთან მიგვასწრებს ღმერთი,
და ყველა სარკმელს ბნელით შებურავს
რომ ყველა ცაზე ჩაქრეს მთიები,
ჩვენ გავიმარჯვეთ, გამარჯვებულებს
სიყვარულს არარ გვაპატიებენ.

ბაძაღუა თამაზ


--------------------
was born to fly
nini gogo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20962
წევრი No.: 155446
რეგისტრ.: 24-October 12

გამოგზავნილია: 4 Sep 2014, 22:50  #42138865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
„აღვძრნა ბაგენი, ბრგვნილად მაგენი გულისხმის-ყოფით შესხმად ქებისა

მაღლისა, მხნისა, ბრძენთა სეხნისა, აღმოთქმად ვიწყო ნეტა რებისა?

გოლებრ მწთოლვარე, არად მკმოლვარე სამართლად ღირსი ნეტარებისა.

არა სთნავს რისხვა. გესმის? -არი სხვა: ნამდვილ ჩვეული მოწყალებისა.“

იოანე შავთელი
zviadcardio
ვინმე მესხი / ტაო-კლარჯელ-არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4126
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 5 Sep 2014, 21:04  #42147850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სანათა - ვლიან ნისლები...

იალნოზეო ივრისწყლისები,
ნაფაქიზევი მარმაშისები,
ფერად-ფერადი სადაფისები,
ჟამიჟამ წვიმა-ავდარისები,
შენზე ოცნების დასაწყისები,
სუყველა შენი საკადრისები,
საარაგვოსკე ვლიან ნისლები..


--------------------
> ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია © შოთა
> სამაგიეროდ, - ჩემში რაც არი, - სხვისი არაა ერთი მისხალი © მუხრანი
> ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა, სხვა ვერავინ, ვერასოდეს იტყვის! © სულაკაური
> European Heart Rhythm Association (EHRA) Certified GEORGIAN Expert
>RitmArt.ge
Bobgure
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 00:39  #42150171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zviadcardio

მაგრად მიყვარს მეც მარიამის ლექსები.


ეგება

ფშავს მივალ, ავცდი შარახევს,
მზესთან სიტყვა მაქვს დარისა,
მუქოს მელიან სწორები,
სული წინ მიიჩქარისა...

გზა-გზა მხვდებიან ხევსურნი,
იელის ბანგით მთვრალები,
ქალთარაფერას, შავქალას
მათკენ მიმირბის თვალები...

გულისგულ შამიწრიალებს,
ოცნება ბევრის ღამისა:
ეგება დამხვდე ორწყალთან,
ფშავისკე აღარ გამიშვა...


--------------------
------------------------------------------------
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17482
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 00:57  #42150324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანანურთან


შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე",
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.

გაჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.


ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.


ტიციან ტაბიძე
<3
Bobgure
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 01:08  #42150421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ოო ტიციანი სულ სხვა თემაა, დიდი თემა, დიდი პოეტი და მაგარი პოეტი..

დადა მანიფესტი

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა #####ან!!!…
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები…
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს,
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში… შეღებილი ინით თათარი
აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.

22 ოქტომბერი, 1923წ. თბილისი
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17482
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 01:31  #42150586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bobgure
QUOTE
ოო ტიციანი სულ სხვა თემაა, დიდი თემა, დიდი პოეტი და მაგარი პოეტი..

ნამდვილად.


წიგნიდან ,,ქალდეას ქალაქები"

გაფიზის ვარდი მე პრუდომის
ჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.

და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.

გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.

და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი
მომესმებოდა.

ვიცი, რომ მოვა საყვარელი,
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე
დაუთოველი.

მეც წავუკითხავ და ვუმღერებ
ჩემს ქალდეაზე,
ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს
ჩვენ სილამაზე.

ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,
ვსტირი ანტრაქტებს.
დავიწყებული ძველი სიტყვების
ვგრძნობ ანდამატებს.

და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად,
გაშლილი, ლაღი,
უხმო ბულბულსაც დამაფასებს
ქართული ბაღი...


ტიციან ტაბიძე

This post has been edited by merciamercia on 6 Sep 2014, 01:31
zviadcardio
ვინმე მესხი / ტაო-კლარჯელ-არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4126
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 02:41  #42150958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Bobgure
+1000
განუმეორებელი ხიბლი აქვს.


დავტოვებ კიდევ ერთ ლექსს:

მანანა ჩიტაშვილი


გაზაფხული ქართლში

ეჩურჩულება ქარი ისლიანს,
მზე ნორჩ მურყანებს მოსავს ფერადით,
გაღმა სერებზე თეთრი ნისლია,
თუ ანგელოზებს დარჩათ პერანგი?!
აქ სულ სხვაგვარი შუქით ვინთები,
სხვა ძალით მხმობენ აქეთ მთები და
თბილად მიმზერენ ქართლის მინდვრები
ბალახის მწვანე წამწამებიდან.
ჩემი სიმდიდრე და საესავი
არც ის მთაა და არც ეს მურყანი, _
გზისპირს ქალი დგას ატმის ხესავით
და თბილ ხელებში ბავშვი უყვავის.
Bobgure
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 03:54  #42151163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საოცარი პოეტი გვყვავს მანანა ჩიტიშვილი.

ძალიან მიყვარს მისი ეს ლექსი


თიბათვე

სოფლად ხურს თონე და ღუის ვარცლი,
პირბადრი ქალი გადივლის ბოგირს...
ერთი კვირაა მთას თიბავს კაცი _
დანატრებული დიაცის ლოგინს.
ღამით მჭკნარ ბალახს მოპოტნის მუჭი,
სურვილს და ვნებას ამძაფრებს მთვარე...
ყველა ღიღილო _ ნაზი და ლურჯი,
აგონებს ქალის ნამიან თვალებს.
მორჩა... ჩამოლევს ფერდობს ძუნძულით,
თავს მიჰხრის, სერზე გადივლის სანამ _
როგორც დიაცის სავსე ძუძუნი,
მინდორში თივის ზვინები ჩანან.
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8690
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 09:44  #42151699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ნეგატივი. 20 წლის შემდეგ



ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.
ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ,
განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.
ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.


– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.


– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.

---------------------
– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,
სარწმუნოება...
შავლეგ, შენი...
სულ შენი, შენი,
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს...
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითქმის ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

-----------------------
– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ...
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.

ზვიად რატიანი


--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
nini gogo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20962
წევრი No.: 155446
რეგისტრ.: 24-October 12

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 10:29  #42151885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საზეპირო სიყვარულით

rolleyes.gif

ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია,
ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი,
ჩემი სამშობლო იალაღია,
ზედ საამური ხარობს ჯეჯილი,
და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, -
ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს!

ლ. ასათიანი
Bobgure
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 17:16  #42155111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას

მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!

მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!

მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!

მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინისმსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს,
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
თბილისის ცას და თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი.

მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!

მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!

მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ ან საით წავალ, _
და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

1940

ლადო ასათიანი
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8690
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 18:45  #42155755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim


ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე

1962 წელს რიო დე ჟანეიროს მახლობლად
ცეცხლმოდებული თვითმფრინავი ოკეანეში
ჩავარდა. პროფესორმა ჟორდანიამ თავისი
მაშველი რგოლი ერთ უბილეთო გოგონას
დაუთმო, თვითონ კი ცურვა არ იცოდა და დაიღუპა.




I

მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,
ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.

ჯგლეთა...ყვირილი...ჩოჩქოლი...და განწირულთა შიში
ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.

ისვრის შტურმანი ბრძანებებს... მაშველ რგოლივით ისვრის,
ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.

კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ,
ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.

და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,
ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.

უბილეთოა გოგონა... და უპირველეს ყოვლის,
არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.

ვიღაცამ რგოლი მოიხსნა...თავი გადადო მსხვერპლად...
და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.

II

„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით,
ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით,
საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით,
მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით
ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები,
მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.

III

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის,
ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ,
არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.

მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა,
ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად,
და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?

თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან
მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.

მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის,
მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით.

P.S. "გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი, ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი!"
nini gogo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20962
წევრი No.: 155446
რეგისტრ.: 24-October 12

გამოგზავნილია: 6 Sep 2014, 22:52  #42158046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან
მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.



მშვიდობით, მშვიდობით… კმარა!
მომბეზრდა ტკბილიც და მწარეც.
და, სხვისთვის იქროლოს ქარმა,
და, სხვისთვის ანათოს მთვარემ.
მე უკვე ჩავკეტე კარი -
სხვა კაცად ვიქეცი თითქოს -
ძაღლივით დავტოვე გარეთ,
რაც იყო, რაც უკვე იყო…

ოთარ ჭილაძე
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (80) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0332 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]