forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (80) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩვენი საყვარელი ლექსები,, VII ნაწილი
In_private
- - - - -


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 859
წევრი No.: 168773
რეგისტრ.: 13-June 13

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 09:30  #42191531      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენგან წავედი,გულიც წაგართვი
უჩემოდ ცხოვრებას თავი ვერ გაართვი,
გიყვარდი მუდმივად გიყვარვარ ახლაც
მხოლოდ ის გინდა , რომ გყავდე კარგად.
ვერ ბედავ მოსვლას, შორიდან მათბობ
გინდა რომ გყავდე ყოველთვის ახლოს.
სულ ჩემზე დარდობ, სულ ჩემზე ფიქრობ
დაუფიქრებლად ყველაფერს მითმობ.
შენთვის ძნელია ჩვენი სიშორე
მაგრამ რატომღაც მაინც მიშორებ.
არ ვიცი რატომ, არ ვიცი რისთვის
თუმცა ვხედავ რომ ჩემთვის იბრძვი.
შენ ჩვენს წარსულზე ოცნება გართობს
ჩემი გულისთვის სიცოცხლეს დათმობ.
ზოგჯერ სიკვდილზე ფიქრსაც კი იწყებ.
სიცოცხლეს ვერ თმობ იცი რომ გიწყენ.
არ მკითხავ რას ვგრძნობ, ან რას განვიცდი?
იქნებ მიყვარხარ და შენ არ იცი?!
იქნებ არასდროს მასვენებს ფიქრები,
იქნებ სუნთქვაზე მეტადაც მჭირდები?!


--------------------
people change and things go wrong, but always remember, life goes on
nini gogo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20962
წევრი No.: 155446
რეგისტრ.: 24-October 12

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 10:50  #42191993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


დავდივარ უხმოდ სიყვარული დამაქვს მთვარეულს
გაუმაძღარი აფთარივით სხეულს ვიფლითავ
მერე ნაბადად მოვიხურავ თვალებს ღამეულს
და შენი სულის სახარებას გადავიკითხავ...
მიყვარხარ მაგრამ მშიერი ვარ ამ სიყვარულით
დაწინწკლულ ცაზე ირმის ნახტომს ავედევნები,
რადგან სამყარო უყკვე არის გადასანთლული ,
შემომიწირავს ზვარაკივით ჩემი ლექსები...
დღე ჩაიკეცა წაბარბაცდა სადღაც იმედი
გამხმარ სხეულზე ხემ აიკრა სველი ფოთოლი,
შენი სამყაროს კიბეებთან უკვე მივედი
და დავანგრიე ბაბილონის ჩემი გოდოლი...
ფაფარაყრილი შემოდგომა ზამთრისკენ მიხმობს .
სევდიან ხმაზე წკაპუნებენ დროის წვეთები,
როცა გიყურებ ვით ატილა ყოველდღე მიპყრობს,
შენი თვალები ჯადოსნური სულზე შეხებით...
ღვითოებს ვურწევ დედამიწას ხელისგულებით
მთვარეს დავჭედავ ნალებით და არ გავაჭენებ,
ზეცას დავკეცავ ისე როგორც ძველი ფურცლები,
მზესთან ავალ და ღამეს მასთან გადავათენებ...
ცისფერ ოცნებებს ფრანით ისევ ვაგზავნი ცისკენ
და მიაქვთ ფრანებს სიყვარული უმისამართოდ ,
მეკი ტკივილებს ჩემი სულის ტკივილებს ვისმენ
ამ ტკივილებით ვარსკვლავები მინდა ავანთო...
დავდივარ უხმოდ სიყვარული დამაქვს მთვარეულს ,
გაუმაძღარი აფთარივით სხეულს ვიფლითავ ,
მერე ნაბადად მოვიხურავ თვალებს ღამეულს
და შენი სულის სახარებას გადავიკითხავ...

ბადიშ ხურსილი
Apoptosis
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1367
წევრი No.: 190641
რეგისტრ.: 31-August 14

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 11:02  #42192072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წითელქუდა

რის მჩაგვრელი,
რა მჩაგვრელი,
ტყეში გოგო
თავის იღბალს უცდიდა.
მონადირემ
გაჭრა მგელი,
წითელქუდა
არ გამოდის მუცლიდა.

ჯ. ჩარკვიანი

This post has been edited by Apoptosis on 10 Sep 2014, 11:02


--------------------
საწყენად რომ მეთქვა მიხვდებოდი.
¤Gallardo¤
უაზრო მოაზროვნე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 675
წევრი No.: 152736
რეგისტრ.: 7-August 12

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 12:27  #42192784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დახტოდა დაჭრიჭინობდა
ჭრიჭინობელა პატარა
სანამ არ დაიღალა
და კამაზმა გადაუარა up.gif


--------------------
Monitor: LG Flatron 22'
CPU: Intel Core i5 6600K 3.5GHz 6MB Cache Quad Core SR2BV Intel® HD Graphics 530
MB: Asus H110 M-K 1151 Socket DDR4
RAM: Kingston HyperX Fury 8GB (1 x 8G) DDR4 2133 (288-Pin) RAM HX
VGA: CoMinG SooN
PSU: Replace Power Supply RP-ATX-850W for Cool Power

"ლიბრა"
გაკონტრევოლუციონერებულებისთვისაც
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 191056
რეგისტრ.: 10-September 14

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 14:04  #42193866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიწაა ქართული სახელად სოჭი!!!

მიწაა ქართული, სახელად სოჭი
მას შემოესია მტერი და ქოჭი
ქართველნო!!! ბრძოლა არაა ფუჭი
ეჰეი დავიბრუნოთ ჩვენი სოჭი!!!
ახტა გოჭი დახტა გოჭი
მტერს მოვუტყან დედისპროჭი up.gif
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14855
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 15:33  #42194827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lue_Anderson
ეს ჯერ მხოლოდ გაფრთხილებაა.


--------------------
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..

მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge
სნეგირი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7932
წევრი No.: 132220
რეგისტრ.: 7-June 11

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 15:40  #42194912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მტიკვა, მტკივა, მტკივა, მტკივა,
ვერ გავიგე რატომ მტკივა...

ავტორი არ მახსოვს...
MR_ABCD
дшау шы дшау


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2817
წევრი No.: 117064
რეგისტრ.: 13-June 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 15:50  #42195035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეძინება ამის დედაც
სამსახურში ვზივარ
ოხ რა ტკბილად დავიძინებ
სახლში როცა მივალ




მართლა ოღონდ sad.gif


--------------------
Careful what you wish, you just might get it
Careful what you wish, you may regret it
MrJay
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 403
წევრი No.: 133586
რეგისტრ.: 10-July 11

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 15:50  #42195041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მჯერა ახდება ჩემი ოცნება
არრა მინდა მე სხვა რა
როცა ფერდობზე ნისლი ჩამოწვა
ზურამ ზეინაბს სთხარა.


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------
beer+beer=2beer
2beer=Heaven
Expecto Patronum
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 158043
რეგისტრ.: 25-December 12

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 15:52  #42195066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ქარი..
ქრის.........
ქრის.
ქროდა.
ქარი მიჰქროდა
აქეთაც მოჰქროდა
ზოგადად,ქროდა..
მე მაწევს ლოდად.
და ოქროს ზოდად
ხოდზე ვარ,ხოდად
ქალური ყოფა
ბებერი სწიოპა
ლამაზი ხოფა.
<3
ძალიან მიყვარს smile.gif))
* * *
თქვენის ნებართვით,კიდევ ერთს დავდებ
მირდატ კვიციანის ათტომეულიდან, ''ოღნაშო ხოფურცქვინადანაა''
თუ არ იცით ეს პოეტი,აუცილებლად ნახეთ,საოცარია მისი ლირიკა smile.gif)))


გუშინ წავიქეცი..
ოი,როგორ წავიქეცი..
ფეხი წამოვკარ ქვასა

ჰოი ბედკრულო,
ჩემო ერთგულო,
მარტოსულობის ხასავ

მე არ მაჩერებს,
ოჰ,ვერ მაჩერებს
უშენობისა ჩრდილი

უმალ წავედი,
და მოგიტანე
ხასხასა მე შენ ხილი

მერე შევხსენი
უმალ შევხსენი
დაკერებული ღილი

იქვე მოვუსპე
შენს ბაგეებში
ნაზად დასული ძილი

და არ მეგონა,
ჰოი,მეგობარო
თუ იყავ ეგრე ფრთხილი

შენმა ყვირილმა
იმა ყვირილმა
დააფრთხო ზობლის ვირი

მას მერე დამდევს
მე უბედურსა
ჩექმით ნატარი ჭირი

This post has been edited by Expecto Patronum on 10 Sep 2014, 16:04


--------------------
in the silence true consecration comes...
fallow
Fk off , u fking fktard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8747
წევრი No.: 124626
რეგისტრ.: 8-December 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 17:11  #42195933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ოთარ ჭილაძე - დროს როცა უნდა ჯვამს



დრო მიდის დრო მიდის
ოქროსფრად კამკამა
წყაროსთან ჩავედი
ოჰ რა ნაზია მთვლემარე ბალახი
ფერადკანიანს გავარტყი ნამიანს
და მაინც,
დროს როცა უნდა ჯვამს...


--------------------
ანა ჯამბულოვნა ჩაკვეტაძე ხომ გაგიგია..ეგეც მასე ფიქრობს...და თან ამატებს რომ თუ ამ თამაშს წააგებს ბერდიხი, მასზე წარმოდგენა დამეკარგებაო...ისეთი დარწმუნებული კომენტარებია, რომ მეც დავუჯერე..(c)konti



EveryBody Dies, Some just need A little bit help
ブラインド
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 523
წევრი No.: 190968
რეგისტრ.: 8-September 14

გამოგზავნილია: 10 Sep 2014, 17:11  #42195935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
3 წლისამ სარკის პატარა ნატეხი იპოვა –

ალესილ დანას ჰგავდა:

რომ ჩახედავდა,

მარტო თვალები გამობრიალდებოდა ხოლმე.

მოსწონდა.

7 წლისა იყო,

როცა პირველად მიხვდა,

რომ მართლა ქალად დაიბადა:

იმ დღეს მისი ძმები ტყეში გაიპარნენ თოფის სასროლად.

როგორ არ ეხვეწა,

მაგრამ მაინც არ წაიყვანეს.

9 წლისას მკერდი დააჩნდა,

თხილისოდენა,

წვეტიანი ჭიკარტებივით.

12 წლისა ახურებულ ლოყას გრილ მინას მიადებდა

და უსხეულო ზმანებებში ვიღაც მომთენთავ მოლანდებებს გაუყუჩდებოდა,

დაბერილი ნესტოებითა

და ბორნის ბაგირივით დაჭიმული ტანით.

14 წლის რომ გახდა,

უკვე ნამდვილი ქალი იყო

და მის თითოეულ ნაბიჯს

ღამის ტყის იდუმალი შრიალი

და უფსკრულის სიახლოვის თავბრუდამხვევი სუნი დაჰყვებოდა.

16 წლის მეზობელ სოფელში გაათხოვეს

ჩაფსკვნილ,

ჯმუხ,

მუდამ ტაოტში ამოსვრილ ტრაქტორისტზე:

პირველ ღამეს ძალიან ეტკინა.

მეორე ღამესაც.

მერე და მერე შეეჩვია.

17, 19, 21, 23, 25 და 27 წლისამ შვილები დააჩინა:

4 ბიჭი და 2 გოგო.

29 წლის იყო,

როცა მისი ნაბოლარა ბიჭი,

საკალანდოდ,

ცეცხლიდან წუთის წინ გადმოდგმულ,

ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა:

3 დღე იწვალა და მერე მოკვდა.

30 წლისამ გაიგო,

რომ ქმარი მეზობლის ქვრივთან დაძვრებოდა.

როგორ უნდა გახარებოდა,

მაგრამ არც სწყენია:

ახლა ღამღამობით მაინც ისვენებდა.

32 წლის იყო,

სოფლის სასაფლაოზე პატარა სამლოცველო რომ გაიხსნა:

უფრო ინტერესით შევიდა,

ვიდრე რწმენით.

სანთელიც დაანთო,

ოღონდ ვერ უშველა.

35 წლისას თავისი ნაბოლარა ბიჭი დაესიზმრა:

ისევ იმხელა იყო,

მაგრამ უკვე გამართულად ლაპარაკი ესწავლა.

ვითომ ეუბნებოდა, -

აქ სულ მარტო ვარ, დედა,

მოდი და სახლში წამიყვანეო.

თავის 37-ე დაბადების დღეს

(არც კი ახსოვდა,

იმ დღეს მისი დღეობა თუ იყო),

ჩამავალი მზით გასისხლიანებულ ცაზე გაუშტერდა თვალი.

მერე უცებ მიწაზე დაემხო

და ერთად წასკდა,

რაც ცრემლი დაგროვებოდა:

პატარა ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა

და საკუთარ თავს უწყრებოდა, -

გაჩერდი, შე სულელო, გაჩერდიო.

იმავე წელს მისი ქმარი ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

ტრაქტორი წყალმა წაიღო.

ეს გადაარჩინეს,

მაგრამ წელს ქვემოთ მოწყდა

და ლოგინიდან აღარც წამომდგარა:

თვალის გახელიდან თვალის დახუჭვამდე ყვიროდა და ცოლს აგინებდა.

38 წლისამ უფროსი გოგო გაათხოვა მეზობელ სოფელში:

სიძეს მიკროავტობუსი ჰყავდა

და თბილისის რეისზე მუშაობდა.

40 წლისა ნათესავის ქელეხში დამანახეს ბიძაშვილებმა, -

აბა, თუ იცნობ,

ვინ არისო.

მერეც ვერ ვიცანი,

როცა მითხრეს,

ვინც იყო:

იქამდე მომკვდარიყო,

ვიდრე 45 წლისას საშვილოსნოს კიბო დაემართებოდა

და 2 ზამთრის შემდეგ მოკვდებოდა
tasuka
i am the one who knocks


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3519
წევრი No.: 100832
რეგისტრ.: 25-September 09

გამოგზავნილია: 11 Sep 2014, 23:35  #42210449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყივჩაღის პაემანი

…ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა…
მუხრანელი

ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..


--------------------
В самом деле, нет ничего досаднее, как быть, например, богатым, порядочной фамилии, приличной наружности, недурно образованным, неглупым, даже добрым, и в то же время не иметь никакого таланта, никакой особенности, никакого даже чудачества, ни одной своей собственной идеи, быть решительно как и все
Bobgure
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10

გამოგზავნილია: 12 Sep 2014, 02:43  #42211892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ემიგრანტი

შენ ათას ცხრაას ოცდაოთხის დეკემბრის მერე
ცხოვრობ პარიზში,გადმოხვეწილ მოძმეთა გვერდით,
ნოსტალგიური ნოველების დაგჩემდა წერა,
გული იმდენად ჩქარა ფეთქავს,მოძველდა მკერდი.

შიში ხანდახან,სირცხვილი კი ნაკლებად ჭამე,
ხშირად ფანჯარას გამოაღებ(საამოდ გრილა)...
ორგაზმივით რომ განიცადა უმთვარო ღამემ,
მარტის პირველი ორშაბათის მზიანი დილა,

მოგაწვა დარდი.(რა აზრი აქვს შიშისგან თრთოდე),
თუმცა იმედის არ დაუშვი ალამი დაბლა,
შუა მონმარტრზე მოგენატრა მეგრული ოდა,
ჯანდაბას ყველა ვერსალი და ელემი-კებლე,

ჯანდაბას ძვირად შეკერილი (ჩოხასთან) ფრაკი,
ყველა გვირგვინი,ეპოლეტი,მედალი,მიტრა.
პაპის აკლდამას სქელი ხავსი მოედო რაკი,
სიზმარში პაპამ საყვედური ადვილად გითხრა.

ამ ვიწრო ჩიხში ყოველ ღამე ხმარებით დაღლილ,
რომ მოეთხუპნა ყველა ფერის აკვარელს კალთა,
პაბლო პიკასო სეირნობდა(პატარა ძაღლით)
თავისზე მაღალ(თავნახევრით) საყვარელ ქალთან...

ორმოცდაორი წელიწადი სირბილით,ქშენით,
შფოთით წითელი იმპერიის ელოდე დაშლას,
ყველა იმედი ბოლოს კვდება,თუმცა კი შენი-
ფრანგულ მიწაზე დაქცეული ლუდივით დაშრა.

(როცა იხსენებ,ყველა გრძნობა გულივით მიგდის,
ოდიშურ ცას რომ ვარსკვლავები წრიულად ება)
ვერა და მაინც ვერ ეღირსე სიბერით სიკვდილს,
ჩაგიმონტაჟეს წყეულ ფილტვში წყეული კიბო.

ვერ ეღირსები (იცი) გულზე მამულის მიწას,
დაღლილი სულით მტრებისაკენ მოძულედ ილტვი
და მთელ სხეულზე მარხვასავით ტკივილებს იცავ,
მერე იმდენად სწრაფად სუნთქავ,მოძველდა ფილტვი!

ბექა ახალაია


--------------------
------------------------------------------------
незабудка
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1951
წევრი No.: 191066
რეგისტრ.: 10-September 14

გამოგზავნილია: 12 Sep 2014, 23:48  #42220641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის.
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი;
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.

/გალაკტიონ ტაბიძე/


--------------------
If you remember me, then I don't care if everyone else forgets.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (80) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0305 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]