forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (19) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> "მეფის მკვლელის ქრონიკა" / The Kingkiller Chronicle, Patrick Rothfuss
024
-----


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14435
წევრი No.: 14894
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 5 Nov 2015, 15:12  #46138215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფენტეზი სერიის - "მეფის მკვლელის ქრონიკა" ავტორი ამერიკელი პატრიკ როტფუსია, რომელმაც თავისი საგა ორიგინალი ტრილოგიის სახით ჩაიფიქრა. 2007 წელს გამოიცა ტრილოგიის პირველი წიგნი - "ქარის სახელი", 2011 წელს მისი გაგრძელება - "ბრძენკაცის შიში", მკითხველები კი მას შემდეგ დღემდე ელიან ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის გამოსვლას, რომლის სამუშაო ვარიანტია - "ქვის კარი".

user posted image

პატრიკ ჯეიმს როტფუსი 1973 წლის 6 ივნისს ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში დაიბადა, ამავე ქალაქში დაამთავრა უნივერსიტეტი და რაღაც პერიოდი ჟურნალისტადაც მუშაობდა. 1999 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ როტფუსი იწყებს მასწავლებლობას და 2002 წელს იგებს პრემიას "მომავლის მწერლები". მისი სადებიუტო რომანი კი ("ქარის სახელი") მხოლოდ 2007 წელს გამოიცა. 2012 წელს როტფუსი იწყებს ყოველთვიურ პოდკასტს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ისეთი ავტორები როგორებიც არიან ტერი ბრუკსი და ბრენდან სანდერსონი. ჯამში 8 ეპიზოდი ჩაიწერა. 2014 წელს როტფუსი ჯეიმს ერნესტთან კოლაბორაციის შედეგად ქმნის აბსტრაქტულ სტრატეგიულ თამაშს - Tak, რომელიც მის მომდევნო წიგნს - "ბრძენკაცის შიში" ეფუძნება. 2015 წელს როტფუსი და მაქს ტემკინი ქმნიან მორიგ პოდკასტს, სადაც ერთმანეთს ტელეფონით ურეკავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ. პატრიკს ჰყავს ორი ბიჭი, რომელთა სახელებსაც როგორც წესი, ინტერნეტში არ ამჟღავნებს. თავის ბლოგზე კი მათ უწოდებს ოოტ და ქიუთი სნოო-ს. ცხოვრობს სახლში, რომელიც მისმა მეგობარმა გოგომ, სარამ იყიდა. ჩართულია ქველმოქმედებაშიც, სხვა მხრივ კი ძირითადად წერს. აქტიურობს სოციალურ ქსელებშიც - https://www.facebook.com/Patrick.Rothfuss/?fref=ts / https://twitter.com/PatrickRothfuss?ref_src...7Ctwgr%5Eauthor

user posted image

მეფის მკვლელის ქრონიკა მრავალმხრივ გამორჩეული საგაა. ერთი შეხედვით ეს არის კლასიკური ფენტეზი მაგიის ელემენტებით და ჩამთრევი სიუჟეტით, თუმცა როტფუსს ყველა სხვა ავტორისგან გამოარჩევს მისი ტექსტისადმი დამოკიდებულება. უზომო შრომის შედეგად შექმნილი ერთმანეთზე ლამაზად გადაბმული ეპიზოდები და საერთო ჯამში ჩამოყალიბებული ულამაზესი სამყარო, რომელიც პოეზიის ნიმუშს უფრო ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებს. წიგნი აგებულია მთავარი პერსონაჟის ქვოს ირგვლივ, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, ვითომდა არაფრით გამორჩეული წითური ყმაწვილია. "ქარის სახელის" დასაწყისში მკითხველი ეცნობა უკვე დაბერებულ ქვოს, რომელიც თავის ფუნდუკს მართავს და არსაიდან გამოჩენილ მემატიანეს თავისი ცხოვრების შესახებ უყვება. აქვეა მისი მარჯვენა ხელი - ბასტი. ქვო კი ახლა ქოუთის სახელით ცხოვრობს. ტრილოგიის თითოეული წიგნი ერთი დღის განმავლობაში მის მიერ მოთხრობილი ამბავია. თუმცა უცნაურია ის, რომ წარსულის ამბები იმდენად დაძაბულ გარემოს ქმნის, რომ ძნელი ხდება დაუკავშირო აწმყოს და მიხვდე, რა რის გამო ხდება, ვინ არის მეფე, ვინ არის მისი მკვლელი, ვინ არის ბასტი, რა მოხდა წარსულში და რატომ შეამოკლა ქვომ თავისი სახელი. ზოგადად ძალიან ძნელია ილაპარაკო მეფის მკვლელის ქრონიკაზე ისე, რომ არ წამოგცდეს სპოილერი და რომელიღაც იდუმალება არ გაამხილო. არადა ერთი შეხედვით ამ ყველაფერს მთავარი გმირი თავადვე, პირველი გვერდებიდან აკეთებს.

user posted image

წიგნი გაყოფილია ორ სიუჟეტურ ხაზად. შესაბამისად, შინაარსობრივად პერიოდულად თხრობა ბრუნდება აწმყოში, რომელსაც მოცულობით ბევრად მცირე დრო აქვს დათმობილი, თუმცა ამის საპირისპიროდ იმდენად საინტერესოა, რომ მთავარ კითხვის ნიშნებს სწორედ ეს ეპიზოდები აჩენს. წარსულში კი ქვოს ოჯახური ტრაგედია შეემთხვევა, აქ ჩნდებიან რაღაც მითიური ვილანები - ჩანდრიანები და იწყება მარტოსული ახალგაზრდის ფათერაკებით სავსე ცხოვრება. ის იწყებს დიდ ქალაქში მარტო ცხოვრებას, ხურდების შეგროვებას და წვალებით სასწავლებელში მაგიის დაუფლებას. ქვო ერთგვარი მუსიკოსიცაა, რაც ხშირად ეხმარება პურის ფულის შოვნაში. ტრილოგიის პირველი წიგნის უმეტესი ნაწილი მის საუნივერსიტეტო ცხოვრებას მოიცავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს ამ ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა დეტალს - ერთგულ მეგობრებს, უიმედო სიყვარულს, გენიალურ პედაგოგებს და სქელჯიბიან მოწინააღმდეგე კურსელს. მოკლედ, აქ ყველაფერია, ნელ-ნელა ეს ყველაფერი იხლართება და დასკვნით ნაწილში ისეთი პასაჟი შემოდის, რომ ერთი სული გაქვს მეორე ნაწილი დაიწყო.

user posted image

როტფუსის ნაშრომში დიდი როლი უკავიათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. ქვო (ქოუთი), ერთი მხრივ ამ საქმეში გამოუცდელი ახალგაზრდაა, მის ირგვლივ კი მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან დამატყვევებელი ქალები, რომელთა ადამიანური ბუნებაც ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია. ერთ-ერთი ასეთი ქალი სახურავზე მცხოვრები აურია, რომელსაც ხშირად სტუმრობს ქვო, ამარაგებს სურსათით და ქვოს გარდა როტფუსსაც ძლიერ უყვარს ის. ტრილოგიის მიღმა დაწერილი ერთ-ერთი სპინ-ოფ ნოველა ხომ მთლიანად მას ეხება - "სიჩუმის ფრთხილი გამოხედვა".

ძალიან საინტერესო ეპიზოდს ქმნის როტფუსი ყოველი დღის/წიგნის დასაწყისში და ბოლოში. გვიყვება სამგვარ სიჩუმეზე, რომელსაც მოცული აქვს ქვოს (ახლა უკვე ქოუთს) აწმყო. თითქოს სწორედ ამ ეპიზოდებში აგდებს ის იმ პატარ-პატარა მინიშნებებს, რომლებიც საერთო ლაბირინთის გაკვალვაში უნდა დაგვეხმაროს.

როტფუსის ტრილოგიაზე სინემატიკაში უფლებები მოიპოვა ლაიონსგეითმა და მასზე ფილმის გადაღებაც იგეგმება, ქართულ საგამომცემლო სივრცეში კი უფლებების მფლობელია გამომცემლობა "წიგნები ბათუმში". ამ ეტაპზე გამოსულია პირველი წიგნი და მეორე წიგნის პირველი ნაწილი.

მოკლედ, ყველანი ხელების ფშვნეტით ველოდებით ტრილოგიის დასასრულს და იმედია ძალიან არ დააგვიანებს.

p.s. მეფის მკვლელის ქრონისტი - ზარმაცი პატრიკ როტფუსი - http://celsius-233.blogspot.com/2015/10/rothfuss.html


პირველი გვერდის გაფორმებისთვის მადლობა Henyd0r1love.gif

This post has been edited by Ras_al_Ghul on 13 Jan 2017, 23:46
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17177
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 5 Nov 2015, 17:50  #46139283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგია თემა,მაგრამ.იმდენი მკითხველი არჰყავს და ფანტასტიკის თემაში ვწერთ ხოლმე. რავ, იმედია არ ჩაიკარგება ეს თემა :დ


--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
024
-----


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14435
წევრი No.: 14894
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 6 Nov 2015, 11:05  #46145083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Henyd0r1


ხო, ეგეც მართალია...

აგერ ჩემი ტემა, ესეც ჩაიკარგა არადა ჩემი აზრით ზალიან მაგარი წიგნია, 5 წიგნია ჯამში...

Джин Вулф

Джин Вулф (post #30578826)

This post has been edited by 024 on 6 Nov 2015, 11:05
EliasWar
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 838
წევრი No.: 144307
რეგისტრ.: 12-March 12

გამოგზავნილია: 6 Nov 2015, 21:04  #46150275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავი აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან სუსტი წიგნია საერთო ჯამში, მხოლოდ რამდენიმე სცენაა ყურადღების ღირსი.
024
-----


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14435
წევრი No.: 14894
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 20 Nov 2015, 13:41  #46263943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
==========================================================

მიმაგრებული სურათი
IMG_2021.JPG
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17177
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 20 Nov 2015, 14:56  #46264604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (024 @ 20 Nov 2015, 13:41 )
==========================================================

პირველი არ მაქვს, ის 2 - კი.
პარნასი დამპირდა, შევუკვეთეთო და ვიყიდი პირველსაც
OHOI_IKA
ოძეკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11996
წევრი No.: 46366
რეგისტრ.: 10-November 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2015, 18:39  #46266533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მალე იქნება ქართულად <3

თარგმანი გამოდის უმაგრესი. თვითონ მწერალი ძალიან ეხმარება თავისი ყოველდღიური რჩევებით მთარგმნელ-რედაქტორს და მალე ვიხილავთ ქართულად smile.gif


--------------------
Thank you oh lord. For the white blind light.
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17177
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 21 Nov 2015, 10:57  #46271087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (OHOI_IKA @ 20 Nov 2015, 18:39 )
ძალიან მალე იქნება ქართულად <3

თარგმანი გამოდის უმაგრესი. თვითონ მწერალი ძალიან ეხმარება თავისი ყოველდღიური რჩევებით მთარგმნელ-რედაქტორს და მალე ვიხილავთ ქართულად smile.gif

აი, მაგის სწორად გადათარგმნა იქნება საშვილიშვილო საქმე
შეიძლება მეტყველებაში რამდენიმე ისეთი ნეოლოგიზმი დამკვიდრდეს, გეგონოს ძველქართული სიტყვა არისო.
024
-----


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14435
წევრი No.: 14894
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 20 Jan 2016, 15:06  #46775559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავამთავრე - მე მომეწონა - ზოგიერთი მომენტი გაწელიად მომეჩვენა - თუმცა ჯამში მაინც კაია - ველოდები ტრილოგიის მესამე ნაწილს - 2016 დაწერსო სადღაც ვნახე...
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17177
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2016, 13:51  #46784215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი როტფუსები

user posted image
Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3332
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 21 Jan 2016, 13:53  #46784230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რახან ქართულად გამოდის გადავწყიტე დაველოდო.


--------------------
It's not the answers that matter, it's the questions.
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17177
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2016, 17:16  #46786258      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Joiner

დაელოდე დაელოდე. კარგი გამოვა.
მე უბრალოდ, 2 წიგნი ადრე მქონდა ნაყიდი და დამენანა მიგდება :დ ბარემ ეკსმოს გავყვები ბოლომდე.
Demetrius
ფორუმზე დაობებული Member-ი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8983
წევრი No.: 43674
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2016, 14:36  #47240380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეორე წიგნს ვკითხულობ ახლა
არ მცალია და ცოტათი ნელა მივდივარ
მეჩვენება, რომ კვლავ გაწელილია, თუმცა რატომღაც ეს ნაწილი უფრო მომწონს

იმედი მაქვს, რომ დენა სადმე ხევში გადაიჩეხება და მოკვდება.
ჯერ-ჯერობით ფავორიტი პერსონაჟი მასტერ ელოდინია და ნუ სიმის მიამიტობაზეც ძაან ვხალისობ.

წიგნის ქალ პერსონაჟებს რაც შეეხება:
დევი up.gif up.gif up.gif ყოველ თავზე რომელშიც ის ჩანს დიდი ხალისით და სიამოვნებით ვკითხულობ.
ფელა, High school sweerheart-ის თემაა, თუმცა საკმაოდ კარგი ტიპია

დენა წავიდეს, მოკვდეს სადმე. ახლა, ამბროზისთან ურთიერთობებიღა აკლდა, მთლად რომ შემძულებოდა.



ერთი რამ არ მესმის. როგორც ჩანს მეორე წიგნში მაქსიმუმ უნივერსიტეტიდან თუ გააგდეებენ, და დანარჩენი მოვლენები როდისღა უნდა მოხდეს?
მეფის მკვლელის ქრონიკები ჰქვია და მეფე საერთოდ არ ჯანსbiggrin.gif
სამოქალაქო ომი როდის უნდა დაიწყოს და კვოტმა რა როლი უნდა ითამაშოს იქ?
ჩანდერინების ამბავი გაირკვევა?

ეს ყველაფერი ერთ წიგნში ნამდვილად ვერ ჩაეტევა. მითუმეტეს მწერლის წერის გაწელილი მანერას თუ მივიღებთ მხედველობაში
* * *
პირველი წიგნის მინი რევიუს ბარემ გადმოვაკოპირებ. მეორე წიგნი ჯერ-ჯერობით მირჩევნია, თუმცა, აღნიშვნის ღირსია, რომ პირველის დასაწყისი საერთოდ სხვა ლეველზეა, დანარჩენ წიგნთან შედარებით, მათ შორის მეორე ნაწილთანაც (so far)

ავამთავრე, The Name of The Wind, და ძალიან შერეული, ათქვეფილი შთაბეჭდილება დამრჩა.

ასე მეგონა რომ წინგს სხვადასხვა ავტორი წერდა. რაღაც მომენტებში გენიალური იყო, ზოგან კი პატარა ბავშვიც რომ არ იკადრება ისე იყო დაწერილი.

უცნაური ისაა, რომ მიუხედავად იმისა რომ წიგნი საკმაოდ მოცულობითი იყო, სიუჟეტი ძალიან ნელა, ზანტად განვითარდა, და შეიძლება ითქვას რომ არ განვითარდა კიდევაც. რა გავიგეთ, საბოლოოდ პირველი წიგნის ბოლოს? არც არაფერი. ეს ყველაფერი თავშივე გვითხრეს და მერე თითქოსდა არც არაფერი, ადგილი იტკეპნა. სხვა ავტორი ამას მაქსიმუმ 200 გვერში ჩაატევდა.
ახლა ქრონოლოგიურად რომ დავყოთ ნაწილები.
დასაწყისი, სანამ ბავშვობის ამბავი მოყოლაზე გადავიდოდნენ პრაქტიკულად გენიალური იყო. ზოგადად ტავერნის ამბები რამდენიმე თავით აღემატებოდა ყველა დანარჩენს.
ბავშვობა, უნირსიტეტში მისვლამდე, ნორმალურად იყო გაკეთებული, შეიძება ითქვას რომ კარგიც. ცოტა გაწელილი, მარა მაინც საინტერესოდ იკითხებოდა.
უნივერსიტეტი, ჰარი პოტერის ქოპიკეტი მეგონა, თავისი დრაგო მალფოით. არაუშავდა, მარა პერსონაჟების სიმრავლე დამაკლდა. ხომ შეიძლებოდა იგივე, სიმ და ვილი ცოტა უკეთ გაგვეცნო? ან თუნდაც მასტერები. დასტურდება ის, რაც თავსივე თქვი. წიგნზე ვიცით ის,რომ არაფერი არ ვიცით.
დენას ნაწილი, თავისი ბოდიალით და დრაკონთუთ, იყო კოშმარი. აი, რამ დააწერინა ეს? არადა პირველი ნაწილის შემხედვარე გაქანება აკლია-თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი. დენა ხომ საერთოდ ნამდვილი ჯოჯოხეთის მაშხალაა. ნებისმიერი ფემეილი სჯობს მაგას.

ბოლოსკენ უკვე არაუჭირდა, კარგიც კი იყო. მეტი ტავერნის ამბავი და ბასტის პერსონაჟის ოდავ გახსნა, საინტერესო იყო.

მოკლედ 7/10-დან ახლობლობაში და უკეთესი გაგრძელების იმედით biggrin.gif biggrin.gif

IT WAS NIGHT AGAIN. The Waystone Inn lay in silence, and it was a silence of three parts. The most
obvious part was a hollow, echoing quiet, made by things that were lacking. If there had been a wind it
would have sighed through the trees, set the inn's sign creaking on its hooks, and brushed the silence
down the road like trailing autumn leaves. If there had been a crowd, even a handful of men inside the
inn, they would have filled the silence with conversation and laughter, the clatter and clamor one expects
from a drinking house during the dark hours of night. If there had been music .. . but no, of course there
was no music. In fact there were none of these things, and so the silence remained.



--------------------
Remember that all through history the way of truth and love has always won. There have been tyrants and murderers and for a time they seem invincible but in the end, they always fall (c) Mahatma Gandhi


馬鹿は死ななきゃ治らない。
4L3X
I'm a supa craze memba!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10374
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 26 May 2016, 22:41  #47923115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეგიძლიათ უცებ დაწეროთ რაზეა (ვიცი რომ ფენტეზია) და რატომ არის კარგი?


--------------------
მოსკოვი უნდა დაეცეს!!!

საზოგადოების სიმწიფე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის, თავის ყველაზე დაუცველ წევრებს

აღთქმულ მიწამდე მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულები აღწევენ

თანამედროვე კაცობრიობის ორი ყველაზე დიდი საფრთხე, რადიკალური ისლამი და რაშიზმი!!!
Demetrius
ფორუმზე დაობებული Member-ი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8983
წევრი No.: 43674
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 26 May 2016, 22:46  #47923187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
4L3X
QUOTE
შეგიძლიათ უცებ დაწეროთ რაზეა (ვიცი რომ ფენტეზია) და რატომ არის კარგი?


GOT-ის და ჰარი პოტერის სინთეზი წარმოიდგინე biggrin.gif biggrin.gif

თუ რომელიმე ამ ორიდან მოგწონს, ესეც მოგეწონება biggrin.gif biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (19) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0258 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]