forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (11) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 10 წიგნი, რომლებიც გინდათ, რომ ითარგმნოს ქართულად
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 216
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 00:09  #49385129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vaho @ 30 Nov 2016, 21:29 )
QUOTE
ერნესტ ჰემინგუეის “ვის უხმობს ზარი” და ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნები”


ყველა ყველა და ეს ორი რად გინდა, გაფიცებ მარტა მიულერს.

თვითონ ავტორებმა მოიხადეს ბოდიში, ესენი არ უნდა დაგვეწერა, გვაპატიეთო...

პირველ რიგში, მიყვარს ეს ორი ავტორი მათი ზოგიერთი სხვა ნაწარმოების გამო.

მარტა მიულერი არ ვიცი biggrin.gif და ერნესტ ჰემინგუეის "ვისთვის რეკს ზარი" და ჯონ სტაინბეკის "მრისხანების მტევნები" მათ შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება.

ჯონ სტაინბეკს "მრისხანების მტევნები"-ს გამო გადასცეს პულიცერი პრემია 1940 წელს; ხოლო 1962 წელს ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ნობელის პრემია მწერალს გადაეცა ძირითადად ამ დიდი ნაწარმეობის გამო. მგონი ყველა "100 საუკეთესო წიგნის" სიაში შედის, მათ შორის: 1998 წელს "Modern Library"; 1999 წელს "Le Monde"; 2003 წელს "BBC Big Read"; 2005 წელს ჟურნალი "Time"; 2009 წელს Daily Telegraph. დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება ერნესტ ჰემინგუეის რომანზე "ვისთვის რეკს ზარი".

ძალიან მაინტერესებს სად წაიკითხე, რომ ამ მწერლებს ბოდიში მოეხადოთ აღნიშნული ნაწარმოებების გამო.
* * *
QUOTE (Joiner @ 30 Nov 2016, 20:45 )
სანდერსონის მისთბორნის ტრილოგია.

აზიმოვი არ წამიკითხავს. რობოტების თემა დიდად არ მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვა ვცადო.

თვითონ სანდერსონი კარგ ტიპად მეჩვენა (მის საჯარო ლექციას მოვუსმინე ინტერნეტში), მარგამ ტრილოგიის პირველი წიგნი წავიკითხე და არ მომეწონა. არასაბავშვო ენა აქვს და თემებიც ერთი შეხედვით სერიოზულია (პოლიტიკური, ფილოსოფიური და სხვ.), მაგრამ, ჩემი აზრით, ტრილოგიის პირველი წიგნი მსუბუქია და ასე ვქვათ, არადამაჯერებელი და ეჭვი მაქვს ტრილოგიის შემდეგი ორი წიგნიც მსგავსია.

This post has been edited by rodo on 1 Dec 2016, 00:37
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 00:49  #49385454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rodo
QUOTE
ონ სტაინბეკს "მრისხანების მტევნები"-ს გამო გადასცეს პულიცერი პრემია 1940 წელს; ხოლო 1962 წელს ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ნობელის პრემია მწერალს გადაეცა ძირითადად ამ დიდი ნაწარმეობის გამო. მგონი ყველა "100 საუკეთესო წიგნის" სიაში შედის, მათ შორის: 1998 წელს "Modern Library"; 1999 წელს "Le Monde"; 2003 წელს "BBC Big Read"; 2005 წელს ჟურნალი "Time"; 2009 წელს Daily Telegraph. დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება ერნესტ ჰემინგუეის რომანზე "ვისთვის რეკს ზარი".

ისე,რა მაინტერესებს,შენ წიგნებს კითხულობ ხოლმე,თუ საიტებზე წიგნების აღწერებს,რა პრემიები მიცეს და მაგეებს?
მეორე თემაში ვაწყდები უკვე შენ პოსტს,სადაც წიგნზე მტკიცების სახით მოგყავს რომელიღაც საიტი,ან გამოცემა
შენი აზრი არ გაქვს,რო რამე biggrin.gif?
მოდერნ ლაიბრარიმ 1999 წელს თუ განაცხადა რო სტაიენბეკი კაი მწერალია,შენ,მე და ტრიფონიას რა?მგონი მთავარი წიგნში ისაა,მე,შენ და ტრიფონიას მოგვწონდეს


--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 216
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 09:03  #49386516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
smile.gif+1 Dec 2016, 00:49 -->
QUOTE (George Best smile.gif @ 1 Dec 2016, 00:49 )

ისე,რა მაინტერესებს,შენ წიგნებს კითხულობ ხოლმე,თუ საიტებზე წიგნების აღწერებს,რა პრემიები მიცეს და მაგეებს?
მეორე თემაში ვაწყდები უკვე შენ პოსტს,სადაც წიგნზე მტკიცების სახით მოგყავს რომელიღაც საიტი,ან გამოცემა
შენი აზრი არ გაქვს,რო რამე biggrin.gif?
მოდერნ ლაიბრარიმ 1999 წელს თუ განაცხადა რო სტაიენბეკი კაი მწერალია,შენ,მე და ტრიფონიას რა?მგონი მთავარი წიგნში ისაა,მე,შენ და ტრიფონიას მოგვწონდეს

წინა პოსტს ვუპასუხე, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ნაწარმოებების გამო ავტორებს რამე კი არ დაუწუნეს, არამედ ბევრი პრემიები გადასცეს და, რომ ეს წიგნები ბევრ რეიტინგულ სიაში მოხვდა.

ამ თემაში იმაზე ვწერდი, რომ არ წამიკითხავს ამ ორი მწერლის ზემოთ აღნიშნული ნაწარმოებები (ერნესტ ჰემინგუეის "ვისთვის რეკს ზარი" და ჯონ სტაინბეკის "მრისხანების მტევნები"), მაგრამ მათი სხვა ნაწარმოებები მიყვარს და კონკრეტულად, ამ ორმა წიგნმა ჩემი ყურადღება მიიქციეს დიდი აღიარებისა და გამოხმაურების გამო. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულად ახალი გამოცემა არ გვაქვს.

ალბათ, არ წაგიკითხავს ამ თემაში ჩემი წინა პოსტები.

This post has been edited by rodo on 1 Dec 2016, 09:14
HurricaneKat.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4191
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 09:20  #49386556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვა მიშიმას გამოცემა კარგი ამბავია yes.gif
უბრალოდ
იაპ. ლიტერატურა ძალიან სპეფიციკურია, ევროპულ ლითრიჩაზე გაზრდილებისთვის
აი ეგ მიშიმას პლიადა ევროპულ+იაპონურ ჟანრებს უთავსებდა ერთმანეთს და ცოტა ნიტოდ გამოსდიოდათ
არც აქეთ არც იქით რომ არ არიან
ჩემი მოკრძალებული აზრით

"მრისხანების მტევნები" თუ ძალიან ცინცხალი არ გინდა არის 2000 იანებში გამოსული
პ.ს. მე პირადად საბჭოთა გამოცემების თარგმანები მირჩევნია თანამედროვეს, ძალიან "მშრალად" თარგმნიან, მინიმალური ლექსიკით

George Best smile.gif
რას ერჩი საიტებზე დადებულ სიებს და პრემიებს
მშვენიერი გიდია არჩევანის გასაკეთებლად + გემოვნების და წარმოდგენის შესაქმნელად, 1000 ჯურის მაკულატურა რომ არ მოსინჯო
პოსტ ფაქტუმ გადაწყვეტთ
QUOTE
მგონი მთავარი წიგნში ისაა,მე,შენ და ტრიფონიას მოგვწონდეს
მოგეწონათ შენ და ტრიფონიას თუ არა yes.gif
ანუ ხელს არ უშლის მოწონება-არ მოწონებაში
თუ მოდის და მეტიჩრობის გამო არ კითხულობ biggrin.gif

This post has been edited by HurricaneKat. on 1 Dec 2016, 09:23
Eddie the Head
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1739
წევრი No.: 172731
რეგისტრ.: 3-September 13

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 09:59  #49386668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
rodo
QUOTE
ელექრონული სახით არის, მაგრამ რამდენადაც ვნახე არ არის გამოცემული.


სახლში მიდევს კაცო biggrin.gif
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 216
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 10:23  #49386756      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Eddie the Head @ 1 Dec 2016, 09:59 )
rodo
QUOTE
ელექრონული სახით არის, მაგრამ რამდენადაც ვნახე არ არის გამოცემული.


სახლში მიდევს კაცო biggrin.gif

მეც მივაგენი ( http://laterna.ge/?cat=38&show=3802#.WD_BdLJ96Hs ). მადლობა. wink.gif
* * *
QUOTE (HurricaneKat. @ 1 Dec 2016, 09:20 )
"მრისხანების მტევნები" თუ ძალიან ცინცხალი არ გინდა არის 2000 იანებში გამოსული
პ.ს. მე პირადად საბჭოთა გამოცემების თარგმანები მირჩევნია თანამედროვეს, ძალიან "მშრალად" თარგმნიან, მინიმალური ლექსიკით.

პირველ რიგში, მადლობა კომენტარისთვის. smile.gif

გეთანხმები, ბევრი კარგი (ზოგიერთი ძალიან კარგი) ძველი თარგმანი არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით, იგივეს თქმა შეიძლება ბევრ ახალ თარგმანზეც. ძველ წიგნებთან დაკავშირებით, რომლებიც აღარ გამოიცემა, პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი ძნელი საშოვნელია, სადმე ბუკინისტებთან, თუ არ წააწყდი.

This post has been edited by rodo on 1 Dec 2016, 10:23
forever`s_NEVER
sherpa


******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 6996
წევრი No.: 359
რეგისტრ.: 1-October 01

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 11:49  #49387318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
კარლოს რუის ზაფონის ტრილოგია "მივიწყებული წიგნების სასაფლაო" - რომელშიც შედის ''ქარის აჩრდილი", ''ანგელოზის თამაში" და ,,ზეცის ტყვე".
გამოვიდა ბოლო წიგნი ,,სულების ლაბირინთი'', რომელიც ჯერ ინგლისურადაც არ არის თარგმნილი.


--------------------
- fit in off area
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 23:33  #49393255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1- პრუსტის ,,დაკარგული დროის ძიებაში"- შვიდივე ნაწილი. ოღონც, პირველი ტომიდან რომ დაიწყონ თარგმნა (და არა მეოთხედან) და სასურველია, თუ ერთი და იგივე ჯგუფი თარგმნის.
2-თომას მანის ,,იოსები და ძმანნი მისნი" (დალი ფანჯიკიძე თუ ცოცხალია, თარგმნოს, კარგად გამოსდის smile.gif )
3- ფოლკნერიც მინდა,ბევრი ფოლკნერი, ოღონც კ ა რ გ ი თარგმანი.
4-სელინის - სიკვდილი კრედიტით (როგორც ვიცი, სულაკაური თარგმნიდა)
5-ჰაინრიხ ბიოლის კარგი თარგმანებიც მინდა.
6-ჟან ჟენეს- კერელი.
7-ჰაქსლის- ,,კუნძული" და "The Doors of Perception"
8-ფაულზის- The magus
9-ჰერტრუდა სტაინის - ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია.
10- მახაბხარატა- ბაქეთლისტში მაქვს smile.gif მაინტერესებს, რატომ ითვლება მსოფლიო შედევრად და უნდა დავაგემოვნო.



--------------------
I share therefore I am.
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 216
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 2 Dec 2016, 18:19  #49398704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Heart_of_Darkness @ 1 Dec 2016, 23:33 )
1- პრუსტის ,,დაკარგული დროის ძიებაში"- შვიდივე ნაწილი. ოღონც, პირველი ტომიდან რომ დაიწყონ თარგმნა (და არა მეოთხედან) და სასურველია, თუ ერთი და იგივე ჯგუფი თარგმნის.
2-თომას მანის ,,იოსები და ძმანნი მისნი" (დალი ფანჯიკიძე თუ ცოცხალია, თარგმნოს, კარგად გამოსდის smile.gif )
3- ფოლკნერიც მინდა,ბევრი ფოლკნერი, ოღონც  კ ა რ გ ი  თარგმანი.
4-სელინის - სიკვდილი კრედიტით (როგორც ვიცი, სულაკაური თარგმნიდა)
5-ჰაინრიხ ბიოლის კარგი თარგმანებიც მინდა.
6-ჟან ჟენეს- კერელი.
7-ჰაქსლის- ,,კუნძული" და "The Doors of Perception"
8-ფაულზის- The magus
9-ჰერტრუდა სტაინის - ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია.
10- მახაბხარატა- ბაქეთლისტში მაქვს smile.gif მაინტერესებს, რატომ ითვლება მსოფლიო შედევრად და უნდა დავაგემოვნო.

მაგარი წიგნები და ავტორები ჩამოთვალე. მახაბხარატა, სელინი, ჰაქსლი, თომას მანი, პრუსტი +1

"იოსები და ძმანნი მისნი" იმხელაა ზომით, რომ მისი თარგმნა და გამოცემა ძალიან რთულ ამოცანად მიმაჩნდა, მანამ სანამ არ გამოსცეს ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა", იგივე თომას მანის "დოქტორ ფაუსტუსი" და "ჯადოსნური მთა", ხოლო ახლახანს, გამომცემლობა "არეტე"-მ გამოსცა უშველებელი წიგნი "ატლანტმა მხრები გაშალა"; ამიტომ "იოსები და ძმანნი მისნი" გვჭირდება ქართულად.

ფოლკნერის მგონი ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები თარგმნილია. ფოლკნერის მოთხრობა "ვარდი ემილისათვის" არ გვაქვს მგონი ქართულად.

პრუსტის "დაკარგული დროის ძიებაში" ვერ გავიგე ლოგიკა, თუ რატომ დაიწყეს მაინც და მაინც მეოთხე ტომიდან. ეს უფრო კარგი ნაწილია, თუ სახელი ჟღერს ეპატაჟურად?

ჯერ მინდა ოლდოს ჰაქსლის "მამაცი ახალი სამყარო" წავიკითხო და შემდეგ "The Doors of Perception". კასტანედა არ იყო პირველი და ერთადერთი ვინც პეიოტის კაკტუსში არსებულ მესკალინს (ფსიქოდელიური სუბსტანცია) იყენებდა ცნობიერების ასამაღლებლად და შემდეგ საკუთარი გამოცდილება აღწერა.

უცნაურია, რომ ჯოზეფ კონრადის "Heart of Darkness" ("წყვდიადის გული") არ დაასახელე შენს ათეულში. smile.gif

This post has been edited by rodo on 2 Dec 2016, 18:32
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 2 Dec 2016, 21:13  #49399882      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rodo

"იოსები და ძმანნი მისნი" დიდი ალბათობით, არასდროს იქნება ქართულად,
ნამდვილად არ არის მომგებიანი პროექტი.
სპეციფიკური მკითხველი სჭირდება, შესბამისი განწყობის მქონე და ტვინის ბურღვის სურვილით.
ისეთ რეკლამას ვერ გაუკეთებენ, რომ ,,ტოპ თრეილერის" გაყიდვებს ცოტათი მაინც მიუახლოვდეს.

ფოლკნერი ვიცი, რომ არის. უბრალოდ, რაც არ ავიღე ხელში, პირველი ხუთი გვერდის წაკითხვის შემდეგ ვერ ვამუღამებ თარგმანს.
შეიძლება იმიტომ, რომ აგვისტოს ნათელი ინგლისურად წავიკითხე და ახლა, თავში მაქვს ავარდნილი smile.gif
არ გამოვრიცხავ.

ჰაქსლისზე საუბრისას კასტენადას მოყვანა, ცუდ მაგალითად მიმაჩნია.
ატანა არ მაქვს კასტენადასი, ვითომ მწერალია, ვითომ დიდი განაზრებებით.

აქ მხოლოდ ის წიგნები დავწერე, რომელიც უცებ გამახსენდა.


კონრადი კი თინეიჯერული სიყვარულია.
მაშინ ლორდ ჯიმიც უნდა დამეწერა.

Florbelle
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2273
წევრი No.: 196644
რეგისტრ.: 16-January 15

გამოგზავნილია: 2 Dec 2016, 21:24  #49399974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რასელასი
ხსენება არაა სემუელ ჯონსონის არსად საქართველოში არადა ეგეთი მოაზროვნე სულ რამოდენიმე იყო მსოფლიოს ისტორიაში
მარტო ქვოთებისგან ერთი მაგარი წიგნი გამოვა ვინმემ რო შეკრიბოს და გამოსცეს
Ika39
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 226529
რეგისტრ.: 30-November 16

გამოგზავნილია: 3 Dec 2016, 02:05  #49402405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თამაშის ჩემი წესები - პიერლუიჯი კოლინა
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 216
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 3 Dec 2016, 13:05  #49403916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Heart_of_Darkness @ 2 Dec 2016, 21:13 )
rodo

"იოსები და ძმანნი მისნი" დიდი ალბათობით, არასდროს იქნება ქართულად,
ნამდვილად არ არის მომგებიანი პროექტი.
სპეციფიკური მკითხველი სჭირდება, შესბამისი განწყობის მქონე და ტვინის ბურღვის სურვილით.
ისეთ რეკლამას ვერ გაუკეთებენ, რომ ,,ტოპ თრეილერის" გაყიდვებს ცოტათი მაინც მიუახლოვდეს.

ფოლკნერი ვიცი, რომ არის. უბრალოდ, რაც არ ავიღე ხელში, პირველი ხუთი გვერდის წაკითხვის შემდეგ ვერ ვამუღამებ თარგმანს.
შეიძლება იმიტომ, რომ აგვისტოს ნათელი ინგლისურად წავიკითხე და ახლა, თავში მაქვს ავარდნილი smile.gif
არ გამოვრიცხავ.

ჰაქსლისზე საუბრისას კასტენადას მოყვანა, ცუდ მაგალითად მიმაჩნია.
ატანა არ მაქვს კასტენადასი, ვითომ მწერალია, ვითომ დიდი განაზრებებით.

აქ მხოლოდ ის წიგნები დავწერე, რომელიც უცებ გამახსენდა.


კონრადი კი თინეიჯერული სიყვარულია.
მაშინ ლორდ ჯიმიც უნდა დამეწერა.

გეთანხმები არაკომერციული წიგნია. მაგრამ შემდეგ მიჩნდება შეკითხვა "დოქტორი ფაუსტუსი" კომერციულია ან "ატლანტმა მხრები გაშალა" ან "გარგანტუა და პანტაგრუელი"?

This post has been edited by rodo on 3 Dec 2016, 13:06
burke
ჟგუტის კოლოფი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6181
წევრი No.: 108032
რეგისტრ.: 31-December 09

გამოგზავნილია: 3 Dec 2016, 13:12  #49403954      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
QUOTE
The Doors of Perception"


ეს რუსულად წავიკითხე
წიგნად მგონია რომ დიდი ვერაფერია
მესკალინი თუ მივიღე და გავედი ღრუბლებში არც წიგნი მინდა და არც დვერი ვასპრიაწია

70 იანებში ამ წიგნზე ბუმი იყო
წელსა რატომღაც არააქტიურმი მგონია უკვე

ანუ მაშინ რაც უცხო ხილი იყო ახლა უკვე კარგად დავიწყებულია


--------------------
მერე რა, რომ სველია სველი იასამანი, არტემა მაინც ბოზია
Alisaka
Beautiful disaster ♏


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1973
წევრი No.: 192222
რეგისტრ.: 7-October 14

გამოგზავნილია: 3 Dec 2016, 13:22  #49404012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სტრუგაცკები - პიკნიკი გზის პირას

ამას ხომ აპირებენ?კიარადა,ზუსტად ვიცი,აპირებენ,ადრე დაიწერა კიდეც,რომელი გამომცემლობა აპირებს,არ მახსოვს
ან სულაკაური,ან ბათუმი.
QUOTE
ჟაპრიზოს The Lady in the Car with Glasses and a Gun.

popcorn.gif
QUOTE
4-სელინის - სიკვდილი კრედიტით (როგორც ვიცი, სულაკაური თარგმნიდა)

ითერგმნება კი


ბარემ აქვე ვიკითხავ,ღრუბლის ატლასის თარგმნა დიდი ხნის წინ დაიწყო სულაკაურმა და რას შვრება? : დ
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (11) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0336 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]