forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (70) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> = ახალი წიგნები Vol.2 =, ახლად გამოცემული წიგნები, ანონსები და ა.შ.
vaho
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10033
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06

გამოგზავნილია: 5 Apr 2017, 00:03  #50298312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
_________________________________


+
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1261
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 6 Apr 2017, 15:29  #50308905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

„ლიტერატურულ ოდისეაში“ ქართულ ენაზე თარგმნილი კიდევ ერთი ახალი ავტორი გელოდებათ.

ისმაილ კადარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა მეოცე საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში. ალბანელ მწერალს სახელი მისმა სადებიუტო რომანმა, 1963 წელს გამოცემულმა „მკვდარი არმიის გენერალმა“ მოუტანა, რომელიც 1999 წელს Le Monde-მა საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს შორის მოიხსენია.

კადარეს ტექსტები მსოფლიოს 40-მდე ენაზეა თარგმნილი და რომანები „მკვდარი არმიის გენერალი“, „გახლეჩილი აპრილი“, „ალყა“ „სამთაღიანი ხიდი“ და სხვ. მსოფლიო ლიტერატურის მონაპოვრად ითვლება. მწერალს 2005 წელს Booker-ის პირველი საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა. მას ასევე აქტიურად განიხილავენ ნობელის პრემიის პოტენციურ ლაურეატად ლიტერატურის დარგში.

„ლიტერატურულ ოდისეაში“ ისმაილ კადარეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანს, „გახლეჩილ აპრილს“ შემოგთავაზებთ. ეს არის წინასწარვე სასიკვდილოდ განწირული ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომლის ცხოვრებასაც ჩაკეტილი საზოგადოება და მთის მკაცრი კანონები თუ ადათები განსაზღვრავს.

26 წლის ჯორჯი ძმის მკვლელის სისხლს აიღებს და საპასუხოდ ისიც უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახმა. „კანუნის“ მიხედვით მას ოცდაათი დღის სიცოცხლეღა დარჩენია, რომელიც აპრილში იწურება...

This post has been edited by merkantila on 6 Apr 2017, 15:30


--------------------
No one writes to the colonel..

"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."
Wrest
Currahee


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5760
წევრი No.: 104501
რეგისტრ.: 9-November 09

გამოგზავნილია: 6 Apr 2017, 17:32  #50309680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
გახლეჩილი აპრილი

საინტერესო ჩანს..
ვაჟამ ხოარ შთააგონა ნეტა თავისი "სტუმარ-მასპინძლით"? biggrin.gif


--------------------
Through Honor We Thrive!
Your heart is free! Have the courage to follow it.

holden kolpildi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20838
წევრი No.: 136294
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 7 Apr 2017, 20:46  #50318202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კრისტინ ჰანას "ბულბული" 24 აპრილიდან
ფასი 14.99

მიმაგრებული სურათი
17799999_1474683549269429_1003110070920645988_n.png
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1261
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 10:56  #50321025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image


ინშაააალაჰ

ელენე ახვლედიანის თარგმანი "ინტელექტის" კანტორაში
4L3X
I'm a supa craze memba!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10374
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 10 Apr 2017, 14:02  #50336019      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ხუან რულფოს რომანის პრეზენტაციაზე.


--------------------
მოსკოვი უნდა დაეცეს!!!

საზოგადოების სიმწიფე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის, თავის ყველაზე დაუცველ წევრებს

აღთქმულ მიწამდე მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულები აღწევენ

თანამედროვე კაცობრიობის ორი ყველაზე დიდი საფრთხე, რადიკალური ისლამი და რაშიზმი!!!
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1261
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 10 Apr 2017, 21:26  #50339000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
პეტერ ბიქსელი
„ფრაუ ბლუმი. კაცმა რომ თქვას. სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს“

გამომცემლობა „ინტელექტი“
ფასი: 12 ₾

შვეიცარიელი მწერალი და პუბლიცისტი პეტერ ბიქსელი დაიბადა 1935 წლის 24 მარტს ლუცერნში.

ადრეულ ასაკშივე აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს ჟურნალ-გაზეთებში. აღიარება და რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მოუტანა 1964 წელს გამოცემულმა მოთხრობების კრებულმა ფრაუ ბლუმი, კაცმა რომ თქვას, სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს.

21 მინიატურისგან შემდგარ ამ პატარა წიგნში ავტორი უაღრესად სადად, ლაკონიურად, ზოგჯერ თითქოს გულუბრყვილოდაც კი გვესაუბრება განზომილებითა და მასშტაბით ჭეშმარიტად ეპიკურ თემებზე: გაუცხოებასა და მარტოობაზე, ბედნიერებასა და სიბერეზე, სიყვარულსა და სიძულვილზე...

გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ
წიგნს ერთვის სოფო კირთაძის ილუსტრაციები
* * *
user posted image

მიხეილ კვესელავა
„ნიურნბერგის პროცესი“
ფასი: 20 ₾
გამომცემლობა: „ინტელექტი“
ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდა ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეები.
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ კვესელავა მუშაობდა ამ პროცესისათვის საგამომძიებლო მასალის მომამზადებელ ჯგუფში... მონაწილეობდა მესამე რაიხის მთავარსარდლისა და იდეოლოგის – გერინგისა და როზენბერგის დაკითხვებში... ესწრებოდა დამნაშავეთა გასამართლებას... შეხვდა „შინაური ემიგრაციის“ წარმომადგენლებს, მწერლებს – კელერმანს, ნობელის პრემიის ლაურეატ გერჰარტ ჰაუპტმანს...
მიხეილ კვესელავას წიგნი ცდაა იმისა, მოძებნოს პასუხი კითხვაზე – რატომ და როგორ დაატეხეს ფაშისტებმა ამდენი უბედურება მსოფლიო ხალხებს და საკუთარი ქვეყანაც დაღუპეს. იგი ამისთვის იკვლევს ომის ფსიქოლოგიას, არა მარტო გონებრივ, არამედ ზეგონებრივ მიზეზებსაც...

This post has been edited by merkantila on 10 Apr 2017, 21:27
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9003
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 11 Apr 2017, 15:04  #50343594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image


საშინელებათა ჟანრის ორი სახელგანთქმული მწერლის ამ ნამუშევარმა, რომელიც პირველად 1984 წელს გამოქვეყნდა, მალე მოიპოვა აღიარება და არაერთი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. უჩვეულო, დაძაბული სიუჟეტი, რომელსაც დღემდე თვალს ვერ სწყვეტს მკითხველი, ერთგულებასა და შიშზე მოგვითხრობს. ყოვლისმომცველი ბოროტების წინაშე მდგარი თორმეტი წლის ბიჭის ამბავი „თილისმას“ მართლაც გამოარჩევს ფენტეზის ჟანრში დაწერილი სხვა ნაწარმოებებისგან. ჯეკ სოიერი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, სიკვდილისაგან იხსნას დედა, წარმოუდგენლად საშიშ გარემოში ხვდება. უდანაშაულო მსხვერპლით, ურჩხულებით, მისტერიითა და დაუჯერებელი ხიფათით სავსე სამყაროში გადარჩენა მისი უმთავრესი ამოცანაა.

ძალიან მალე, სერია „13''-ში
* * *
user posted image

ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით!
ფასი: 9.95


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1261
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 12:52  #50350612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image


გერჰარტ ჰაუტმანი
„კარნავალი“

ფასი: 12.00 ₾
გამომცემლობა „ინტელექტი“

„ჰაუპტმანი სოციალური თანაგრძნობის პოეტია“ – იძულებული ვარ,მეც გავიმეორო ეს საყოველთაოდ მიღებული შეხედულება.ოღონდ სიტყვები: „საწყალი,რამდენის გადატანა მოუხდა!“ გამოხატავს არა თანაგრძნობას,რომელიც ჩვენ მიერ ასე დაფასებული მისი შემოქმედების სულს წარმოადგენს,არამედ თვით ტანჯვას,მის კოშმარულ ზმანებათა აუტანელ ტანჯვა-ვაებას,დროდადრო რომ მძლავრ ხატოვანებას აღწევს პოეზიის ძლევამოსილების წყალობით“, – თომას მანი.
Eeescadaaa
I don't give a damn


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17857
წევრი No.: 193663
რეგისტრ.: 9-November 14

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 23:56  #50355390      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

რაღაც ჩამკვდარია წიგნობა თუ მეჩვენება?

იმედია მაისისთვის ინახავენ
Ras_al_Ghul
უბიკი™


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 4382
წევრი No.: 210076
რეგისტრ.: 11-November 15

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 22:21  #50368719      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Eeescadaaa
QUOTE
რაღაც ჩამკვდარია წიგნობა თუ მეჩვენება?

იმედია მაისისთვის ინახავენ


მეგონა მე ვიყავი პასიურად ინტერნეტში, და მეჩვენებოდა მაგრამ მართლა შენელებულა როგორც ჩანს smile.gif))


--------------------
¡A POR LA DUODÉCIMA!

"Now you're looking for the secret. But you won't find it because of course, you're not really looking. You don't really want to work it out. You want to be fooled."

"Fear is the mind-killer"
4L3X
I'm a supa craze memba!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10374
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 23:21  #50369196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სიმშვიდეა ქარიშხლის წინ yes.gif
Eeescadaaa
I don't give a damn


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17857
წევრი No.: 193663
რეგისტრ.: 9-November 14

გამოგზავნილია: 15 Apr 2017, 00:26  #50369744      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (4L3X @ 14 Apr 2017, 23:21 )
სიმშვიდეა ქარიშხლის წინ yes.gif

იმედიაა biggrin.gif


---------------------------------
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 30786
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 15 Apr 2017, 09:17  #50370875      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბათუმმა "პიკნიკი გზის პირას" დაანონსა.


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
Ras_al_Ghul
უბიკი™


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 4382
წევრი No.: 210076
რეგისტრ.: 11-November 15

გამოგზავნილია: 17 Apr 2017, 21:05  #50384909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Top თრილერის ახალი წიგნი 1 მაისიდან

ხუთი წლის წინ ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დიდებული ქორწილი უნდა გამართულიყო, მაგრამ პატარძალი გაქრა...
თუ გაიქცა და სადღაც ცხოვრობს თავისთვის ბედნიერად?.. ან იქნებ მოკლეს?! მაგრამ ვინ?! მისმა საქმრომ ხომ არა, რომელიც უკვე დაქორწინებულა დაკარგული საცოლის მეგობარზე?! აი, ამ მტანჯველ კითხვებზე პასუხის მიღება სურთ გამქრალი პატარძლის მშობლებს, მეგობრებსა და ლორი მორენს თავის შოუში "ეჭვქვეშ"

ფასი: 11.99

user posted image
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (70) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0278 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]