forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფანტასტიკა, III თავი
4L3X
I'm a supa craze memba!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9908
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 16:41  #51795939      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

დიდი ხანია კაცობრიობას აწუხებს კითხვები რა იქნება შორეულ მომავალში, რა იქნებოდა რომ რაღაცა მომხდარიყო ან არ მომხდარიყო წარსულში, როგორი იქნებოდა პარალელური რეალობები. ამ კითხვების ფუნდამენტზე შეიქმნა ლიტერატურაში, კინომატოგრაფიაში, თეატრში, ფერწერაში და სხვა ხელოვნების ფორმებში სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, მისტიკა, ჰორორი და ა.შ რომლებიც თავისმხრივ კიდევ მრავალ განშტოებათ იტოტება.

ზოგი ფიქრობს რომ ეს ჟანრები მხოლოდ XVII-XIX საუკუნეში წარმოიშვა თუმცა შეუძლებელია ამ ჟანრების პრეკურსორების უგულვებელყოფა. ყველაზე პირველ ფანტასტიკურ ნაწარმოებათ ითვლება ყველაზე პირველი დაწერილი ეპოსი, "გილგამეშიანი" (ჩვ. წ. აღრ-მდე 2150-2000 წელი). ძველი ინდური ეპოსებში "რიგვედა" (1700-1100 წ ჩვ. წ. აღრ-მდე) და "რამაინა" (V-IV სს ჩვ. წ. აღრ-მდე) მოთხრობილია ცაში მფრინავ აპარატებზე, წყალქვეშა ნავებზე, და კოსმოსური ხომალდებზეც კი. ნახსენებია იარაღები რომლებიც მიწასთან ასწორებდა ქალაქებს. ხოლო "მაჰაბჰარატა"-ში (ჩვ.წ. აღრ-მდე) პერსონაჟი მიფრინავს ზეცაში ბრაჰმასთან სასაუბროთ და როდესაც უკან დაბრუნდება აღმოაჩენს რომ მრავალ საუკუნეს ჩაუვლია უკვე. ამ წიგნის ავტორი სულ მცირე ინტუიციურად მაინც გრძნობდა სინათლის სიჩქარით ფრენის შედეგებს.

user posted image

ძველ ბერძენ ავტორს არისტოფანეს ორი ნაწარმოები აქვს რომლებშიც ის მოგვითხრობს თუ როგორ იმგზავრა მფრინავი ხომალდით "ღრუბლები" (423 ჩვ. წ. აღრ-მდე) და "ფრინველები" (414 ჩვ.წ.აღრ-მდე). ანტიკური ხანის ნაწარმოებებიდან არ შეიძლება გამოვტოვოთ პლატონის ნაწარმოებებში "ტიმეუსში" და "კრიტიასში" ნახსენები ატლანტიდაც, ატლანდტიდელები უგანათელებულესი და ძალიან დაწინაურებულები იყვნენ. ატლანტიდას დაღუპვაც ეპიკური დასასრულია. ოვიდიუსის "მეტამორფოზა" (ჩვ. წ. აღრ-ით 8 წელი). ძალიან საინერესოა II საუკუნის ავტორის ლუციანე სამოსატასელის ნაწარმოები "ნამდვილი ისტორია" Vera Historia სადაც გმირები ჯერ ჰიბრალტარის სრუტეს ცდებიან და ატლანტიკის ოკეანეში ხვდებიან კუნძულზე ხოლო შემდეგ ქარიშხალი მათ მთვარეზე ატყორცნის და აქ იწყება უკვე თითქმის თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკა: პირველი კონტაქტი, მთვარის და მზის ხალხების კოსმოსური ბრძოლა ვენერას ხელში ჩასაგდებად და ა.შ.

ყველასათვის ცნობილი "ათასს და ერთ ღამეში" გვხვდებიან რობოტები, აუტომატონები, უცხო სამყაროებში მოუგზაურობა, უტოპიური საზოგადოებები, წყალქვეშ გონიერი არსებების ყოფნა და ა.შ. შუა საუკუნეების ევროპულ ლიტერატურაშიც არის ნახსენები აუტომატონები და რობოტები. სანამ შუა საუკუნეებს გავცდებოდე და ადრეულ თანამდეროვე ერას მივადგებოდე მინდა 1-2 სიტყვით დავწერო ფანტასტიკის ქვეჟანრზე ალტერნატიულ ისტორიაზე. ჩვ. წ. აღრ-მდე I საუკუნეში გამოჩენილმა რომაელმა ისტორიკოსმა ტიტუს ლივიუსმა დაწერა Ab Urbe Condita Libri სადაც ერთ ნაწილში აღწერილია ალექსანდრე მაკედონელის ალტერნატიული ლაშქრობა. ალექსანდრე აღმოსავლეთში კი არა არამედ დასავლეთში ლაშქრობს და აღწევს იტალიამდე სადაც რომაელები მას რათქმაუნდა დაამარცხებენ. მეორე ნაწარმოები დაწერილია 1490 წელს Tirant lo Blanch სადაც ბრიტანელი რაინდი ჩადის ბიზანტიაში, ხდება დიდი თავადი და ამარცხებს თურქებს და ამით გადაარჩენს კონსტანტინოპოლს და ბიზანტიის იმპერიას. ჰომეროსის "ოდისეა" და "სინდბად ზღვაოსანი" შეგვიძლია მივიჩნიოთ "დაბალი ფენტეზის" წინამორბედებათ.

გადავინაცვლოთ XVI-XVIII საუკუნეებში. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ტომას მორის "უტოპია" (1516) სადაც აღწერილია ერთ კუნძულზე მცხოვრები იდილიური საზოგადოება, ჟანრი უტოპია და მისი ანტიპოდი დისტოპია სწორედ მორის ნაწარმოებიდან მოდის. XVII საუკუნის შუა ხანებში ბევრი ნაწარმოები დაიწერა მთვარეზე მოგზაურობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანები არიან იოჰან კეპლერის Somnium (1634) რომელიც კარლ საგანის და აიზეკ აზიმოვის აზრით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის პირველი წიგნი იყო. სულ მალე მას მოყვა ფრენცის გოწინის "კაცი მთვარეზე" (1638) და სირანო დე ბერჟერაკის "მთვარის სამეფოთა და იმპერიათა კომიკური ისტორია" (1656) რომელიც ნასაზრდოებია ლივიუსის "ნამდვილი ისტორიის" მიერ. ამავე დროშია დაწერილი ვილიამ შექსპირის "ქარიშხალი" (1610) ჯონათან სვიფტის "გულივერის მოგზაურობები" (1726) და ვოლტერის Micromégas (1752)
თუ XVII საუკუნეში პოპულარული იყო თემა მთვარეზე მოგზაურობის შესახებ XVIII საუკუნეში უკვე დედამიწის ცენტრში მგზავრობა იპყრობს ხალხის წარმოსახვას. სიმონ ტისო დე პატოტის La Vie, Les Aventures et Le Voyage de Groenland du Révérend Père Cordelier Pierre de Mésange (1720), ლუდვიგ დე ჰოლბერტის "ნილს კლიმის მიწისქვეშა მოგზაურობები" (1741) და ჯაკომო კაზანოვას Icosameron (1788) ამ თემას ეხება.

user posted image

1818 წელს, მერი შელის მიერ შექმნილ ფრანკენშტეინს შეგვიძლია თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის საფუძველი ვუწოდოთ. "ფრანკენშტეინი, ანუ თანამედროვე პრომეთე" შეიცავს როგორც წმინდა საი-ფაი, აგრეთვე საშინელებათა და გოთიკურ ელემენტებს. მერი შელის ქმნილება დღემდე ჟანრის კლასიკად რჩება და მრავალ სხვა ავტორზე ახდენს გავლენას.
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში კი, უკვე ჩნდება სტივენ კინგის ლიტერატურული მამა, ჰორორის ფუძემდებელი და ჟანრის ამერიკური ლიტერატურის კალაპოტში ჩამყენებელი - მისი უდიდებულესობა ედგარ ალან პო, რომლის ნაშრომებიც ძირითადად მაინც ჰორორის ტიპისაა.

user posted image

რაც შეეხება, კონკრეტულად სამეცნიერო ფანტასტიკას, რომელიც ამ პერიოდში უფრო და უფრო იმატებდა მკითხველებს, უდავო მოთავე და დღემდე ერთ-ერთი საუკეთესი "ფანტასტი" გახლდათ ფრანგი „ჯადოქარი“ - მუსიე ჟიულ ვერნი, რომელზეც, მართალია პომ დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ვერნმა თავისი მწერლობა უფრო სხვა კუთხით წაიყვანა, ვიდრე ეს ბნელი მისტიკურ-გოთიკური სიუჟეტები იყო. ერთი მხრივ, ჟიულ ვერნი ითვლებოდა და დღემდე ითვლება საბავშვო ლიტერატურის მწერლად, თუმცა მის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევები ტექნიკურ დარგში, და ამავე ტექნიკის სამომავლო განვითარების წინასწარმეტყველებები, რომლებიც ერთიანად შერწყმული იყო უმარტივესად გადმოცემულ მხატვრულ სიუჟეტებთან, ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის, როგორც კერძო ჟანრის (გამოცალკევებული სათავგადასავლო ლიტერატურიდან) დამაარსებელი, სწორედ ჟიულ ვერნი გახლავთ. აღნიშვნის ღირსია მისი პირველი რომანი - Paris au XX ième siècle (პარიზი მეოცე საუკუნეში), რომელიც 1863 წელს დაიწერა, თუმცა 1994 წლამდე გამოცემა არ "ეღირსა". ნაწარმოები მოგვითხრობს შორეული 1960 წლის მოვლენებს, რომლებშიც უდიდესი როლი აქვს ავტომობილებს, ელექტრონულ პლატფორმებს, კომპიუტერის-მსგავს საბანკო დანადგარებს და ა.შ.

user posted image

ფრანგების დარად, არც ინგლისელები უჩიოდნენ ფანტაზიას. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთი მოიცვა "ფანტასტიკური ლიტერატურის ბუმმა". ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია დღევანდელი ჰალკის წინამორბედი - რობერტ ლუი სტივენსონის "დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი", აქვეა დიდი ჰერბერტ უელსი, რომელმაც ჟიულ ვერნის კვალს გაყოლა არჩია და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაიბუდა. უელსის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებიეა - "დროის მანქანა", "სამყაროთა ომები", "უჩნარი კაცი" და "პირველი ადამიანები მთვარეზე". სათაურებიდანაც კი ჩანს, რომ უელსი დიდ მწერალთან ერთად დიდი ფუტურისტიც იყო და მისი იდეების ნაწილი დღეს უკვე განხორციელებულია. ნაწილი კი, თავის დროს ელოდება. (მაგალითად გამაუჩინარებელი ხსნარი).

შეუძლებელია ვილაპარაკოთ XX საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურაზე და არაფერი არ ვთქვათ ჩეხ მწერალზე კარელ ჩაპეკზე რომელმაც მოიფიქრა სიტყვა "რობოტი" მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია R.U.R. (Rossumovi Univerzální Roboti) (1920) ხოლო მეორე "ომი სალამანდრებთან" (1936) ორივე ნაწარმოები მოგვითხორბს იმაზე თუ როგორ იმონებს ადამიანი ერთ შემთხვევაში არა ადამიანებს და რა შედეგები მოსდევს შემდეგ ამას.

XX საუკუნის დასაწყისმა, ევროპული იმპერიების ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოშლამ, I მოსფლიო ომის სისატიკემ, შაუბრალებელი ტოტალიტაული რეჟიმების (ფაშიზმის და კომუნიზმის) აღმოცენებამ, ახალი დიდი ომის მოლოდინმა კაცობრიობაში მომავლისადმი შიში და უნდობლობა გააჩინა. ამ დროს მხრები გაშალა ახალმა ქვეჟანრმაც "დისტოპია". თუ უტოპია ხვალინდელ დღეს იმედიანად უყურებს დისტოპია უიმედოთ და შიშით არის მისდამი განწყობილი. ამ ჟანრის უდავო მამამთავრად ითვლება ევგენი ზამიატინის "ჩვენ" (1920) მაგრამ ჟანრს ნამდვილი წარმატება მოუტანა ოლდოს ჰაქსლის "მამაცი ახალი მსოფლიო" (1932) დაჯორჯ ორველის "1984"-მა (1949).

1945 წელს ხიროსიმას და ნაგასაკის სრული განადგურება 2 ატომური ბომბით და შემდეგ ორი ზესახელმწიფოს აშშ-ს და სსრკ-ს ბირთვული დაპირისპირება ცივ ომში შესანიშნავი ნიადაგი აღმოჩნდა პოსტ-აპოკალიფსის ჟანრისათვის. როგორი იქნება ცხოვრება მას შემდეგ როდესაც ატომური ბომბები წვიმასავით წამოვა? მოკლე პასუხია საშინელი თუ საერთოდ შესაძლებელი იქნება. გრძლათ ამ კითხვაზე პასუხს ხელოვნების ყველა ჟანრმა სცადა პასუხი გაცემა. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადრინდელი ნაწარმოები ამ ჟანრის არის ამერიკელი ლეი ბრაკეტის "გრძელი ხვალინდელი დღე" (1955) ხოლო ყველაზე უფრი ახალი რაც მახსენდება არის ანდრეი გლუხოვსკის მეტროს ტრილოგია.

1950-იანებში ასპარეზზე გამოდის დიდი ავტორი აიზეკ აზიმოვი. თუ ჩაპეკის გავლენით ათწლეულების განმავლობაში როტოტები რკინის ურჩხულებად გამოყავდათ რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანებს აზიმოვმა კარგათ შეგვახედა რობოტების აზროვნებაში და გვანახა რომ რაც რობოტების ბოროტებად აღვიქვმადით იყო მხოლოდ მათი ცივი ანგარიშიანი გონების არასწორი აღქმა. რობოტების თემის გარდა აზიმოვმა თავი კოსმოსური იმპერიებითაც გაითქვა თავის ნაწარმოებთა სერიაში "Foundation" და "Galactic Empire"
სწორედ ამავე დროს ჯორჯ ტოლკინი სრულიად ცვლის ფენტეზის ჟანრს და გამოსცემს მის "ბეჭდების მბრძანებელს" ფენტეზი იყო ტოლკინმანდე და მის შემდეგ. თუ ტილკინამდე ფენტეზი იყო უბრალოდ ზღაპართა კრებული. ჯორჯმა შექმნა უზარმაზარის თვითმყოფადი სამყარო თავისი ისტორიით, ენებით, რელიგიებით და ა.შ ელფები, გნომები, დვარფები, ორკები და ა.შ ჯადოსნური არსებები რომლესაც ჩვენ ვხედავთ იგივე წიგნებში, ფილმებში, თამაშებში და ა.შ არიან "ბეჭდების მბრძანებლიდან" აღებული არქეტიპების გადმომღერბები. კლაივ ლიუის არ გაუმართლა რომ იგივე დროში მოუწია მოღვაწეობა. მისი "ნარნია" ასევე ითვლება საკულტო ფენტეზით მაგრამ ის ყოველთვის მეორე იქნება.

1960-1980 წლები იყო ჩემი აზრით სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ოქროს ხანა ამ წლებში დაიწყეს წერა რობერტ ჰაინლაინმა, არტურ კლარკმა, ურსულა ლე გუინმა, როჯერ ზელაზნიმ, ფრენკ ჰერბერტმა, ფილიპ დიკმა, ლარი ნივენმა, ფრედერიკ პოლმა, ჯერ ჩვენთან დაუფასებელმა კლიფორდ სიმაკმა და სამუელ დელანიმ. მათ აღწერეს კოსმის უკიდეგანობა, ხელოვნურად შექმნილი მსოფლიოები, გამოიკვლიეს საზოგადოების და ინდივიდის ადგილი შორეულ მომავალში. ამ დროში ფანტასტიკა სრულიად არაფრით არ იყო შეზღუდული არც ფანტაზიით და არც ძველი იდეების გადაღეჭვით. ყველა მხარეზე გაბედულად ფართოვდებოდა და დეტალურად იკვლევდა უმცირესსაც კი. ყველაფერი ახალი იყო მაშინ, ყველა მხარეს გამოუკვლევი ჰორიზონტები მოჩანდა.

1980 წლიდან იწყება კიბერპანკის ერა. ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპიტერების უფრო და უფრო გამოჩენამ ბიძგი მისცა ამ ჟანრის აღმასვლას. ამ ჟანრის opus magna-თ ითვლება ვილიამ გიბსონის Neuromancer რომელიც სულ მალე ქართულადაც ითარგმნება. მე პირადათ ვერ ვიტან ამ წიგნს, და მის გამო სრულიად ხელი ჩავიქნიე გიბსონზეც და მთლიანად კიბერპანკის ჟანრზე.

user posted image

1990-ანებიდან მოყოლებული სამეცნიერო ფანტასტიკაში პატარა კრიზისია. არის გამონათებები აქა იქ მაგრამ მთლიანობაში ეპოქის შემქმნელი ავტორები და ნაწარმოებები არ ჩანს. სულ სხვანაირად არის საქმე ფენტეზიში აქ ეჯიბრებიან კიდევ ერთმანეთს. დავიწყოთ ჯორჯ მარტინით. ტოკინის შემდეგ ჟანრში მეორე რევოლუცია "ურცხვმა ბერიკაცმა" მოახდინა თავისი "ყინულისა და ცეცხლის სიმღერით" მას მხარის აუბა პატრიკ როტფუსმა "მეფის მკველელის ქრონიკებით", ბრანდონ სნდერსონის "ნისლშობილი", ჯო აბერკომბის "პირველი კანონი", ანჯეი საპკოვსკის "მხედვარი" როულინგის "ჰარი პოტერი" (სასიამოვნოა რომ ყველა ზემოთ ჩამოთვილი ითარგმნა ან ითარგმნება ქართულად).

არის 3 ლიტერატურული ჯილდო რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სპეკულაციური ფიქციისათვის. ესენი არიან ჰუგოს ჯილდო, ნებულას ჯილდო, ლოკუსის ჯილდო, BSFA და ა,შ.

user posted image

სასარგებლო ბმულები:
დიჯითალი და ცელსიუს233

ფან-კლუბები:
https://www.facebook.com/groups/221482871270356/?fref=ts
https://www.facebook.com/groups/1390797121228669/?fref=ts

წინა თემები
ფანტასტიკა და ფანტასტები
ფანტასტიკური ქრონიკები

This post has been edited by 4L3X on 7 Dec 2017, 16:54


--------------------
მოსკოვი უნდა დაეცეს!!!

საზოგადოების სიმწიფე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის, თავის ყველაზე დაუცველ წევრებს

აღთქმულ მიწამდე მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულები აღწევენ

თანამედროვე კაცობრიობის ორი ყველაზე დიდი საფრთხე, რადიკალური ისლამი და რაშიზმი!!!
fork
ოთხკბილა!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2988
წევრი No.: 202766
რეგისტრ.: 22-May 15

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 16:57  #51796038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდეთ ერთი...
QUOTE
გნომები, დვარფები

ეს ერთი ჩორტი არაა?
ცუდია მხედვარი და ჯადოქრის კანონები რომ შეჩერებულია....
უახლოეს თვეებში არაფერი შეიძლება ეშველოს მაგას?

This post has been edited by fork on 7 Dec 2017, 16:58


--------------------
earth is not my location
მხოლოდ ტანიქუეტილზე!!!
Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul,
Ash nazg thrakatulûk agh burzum-ishi krimpatul.
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10175
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 17:08  #51796112      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შემოგიერთდებით, რაც დრო გადის უფრო ვაფასებ ამ ჟანრს და ვეცნობი პერიოდულად.


Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3099
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 19:10  #51796782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგია ახალი თემა up.gif

პატრიცია მაკკილიპის The Riddle-Master of Hed წავიკითხე. ცოტა არ იყოს და უცნაური ფენტეზია.
საკმაოდ განსხვავდება ჟანრის სხვა წარმომადგენლებისგან
QUOTE
ელფები, გნომები, დვარფები, ორკები და ა.შ ჯადოსნური არსებები

არ ფიგურირებენ. წიგნის ბოლოს ბევრი კითხვა დარჩა და იმედია შემდეგ წიგნებში პასუხი გაეცემა.
არ ვიცი რამდენად სპოლიერია მაგრამ მაინც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by Joiner on 7 Dec 2017, 19:13


--------------------
It's not the answers that matter, it's the questions.
Charles_Forstman
ადვოკატი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 425
წევრი No.: 223114
რეგისტრ.: 24-August 16

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 19:12  #51796793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გიერთდებით

ძალიან მაგარი ჟანრია. წინა თემებში პოსტების კითხვისას, ბევრი საინტერესო მწერალი და ნაწარმოები აღმოვაჩინე
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10175
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 19:42  #51796972      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰიპერიონის დაწყება მინდა და როგორია ვისაც წაკითხული აქვს ? რომელიმე სხვა ნაწარმოებს გავს ?
_GHOST_
Luke, I'm your father!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19653
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 20:19  #51797167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
senpai
დეკამერონს. biggrin.gif


.........


--------------------
Lorelei,A poet of tragedies, scribe I lauds to Death,Yet who the hell was I to dare?......

If we can't drink when we are alive, then how the hell can we drink when we are dead...
OHOI_IKA
ოძეკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11952
წევრი No.: 46366
რეგისტრ.: 10-November 07

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 20:37  #51797282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგ ყველაფერი კაი, მაგარი თემაა და რომელიმე "მეფეთა გზას" კითხულობთ?
შეფასება მაინტერესებს


--------------------
Thank you oh lord. For the white blind light.
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17096
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 21:05  #51797430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (OHOI_IKA @ 7 Dec 2017, 20:37 )
ეგ ყველაფერი კაი, მაგარი თემაა და რომელიმე "მეფეთა გზას" კითხულობთ?
შეფასება მაინტერესებს

კაი გამარჯობა შენი
პირველი წიგნი წავიკითხე (პატარა მიმოხილვა აქ - https://www.goodreads.com/book/show/7235533...e-way-of-kings) და ძალიან ძალიან მომეწონა.

შემდეგი ორისთვის დროს ვინახავ user.gif

აქაურები კითხულობენ კიდევ 1-2 კაცი სთრომლაითს
გამოჩნდებიან




ფიქს
გილოცავთ ახალ თემას
ბლომად აგვეთვისებინოს ახალი წლიდან ჟანრი და გემრიელ შენაძენებს გისურვებთ popcorn.gif

This post has been edited by Henyd0r1 on 7 Dec 2017, 21:06


--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
MasterJC
♐+♑


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21070
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 21:23  #51797522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
ვფიქსირდები
ახალ თემას გილოცავთ და დიდი მადლობა თემის ავტორს
Magicman
პირში ეტყვი?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5404
წევრი No.: 149108
რეგისტრ.: 17-May 12

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 21:39  #51797609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსსსსს boli.gif

მხედვარის მადლი შეგეწიოთ love.gif


--------------------
ადმინ შენი დედის მოსავალი გაანადგურა აზიურმა ფაროსანამ შე სირო შენ
© Jacques_Cousteau

ახალწელს მაგარი ნაშები გამეჩითენ ორნი კლუბში მარა ###ქალები ხოდა ორივე დავიკიდე და სახლში წყნარად მივანძრიე
© გეტო
OHOI_IKA
ოძეკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11952
წევრი No.: 46366
რეგისტრ.: 10-November 07

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 22:01  #51797754      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Henyd0r1
QUOTE
კაი გამარჯობა შენი
პირველი წიგნი წავიკითხე (პატარა მიმოხილვა აქ - https://www.goodreads.com/book/show/7235533...e-way-of-kings) და ძალიან ძალიან მომეწონა.

საახალწლოდ ვაპირებ ჩავუჯდე და მაინტერესებდა აზრები. შენი რევიუ წავიკითხე smile.gif
თრობის სტილი ნისლქმნილის სტილში აქვს?

პმ გახსენი ბიჯო
Coach
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7298
წევრი No.: 132247
რეგისტრ.: 8-June 11

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 23:02  #51798145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა თემაში ნახსენები ვარსკვლავებიდან დაბრუნება წავიკითხე ლემის.
გაასწორა up.gif
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 30593
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 23:25  #51798271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გილოცავთ და ჩემს თავსაც ვულოცავ ახალ თემას.

სულ ჰიუგოები, ნებულები, კლარკები და ა. შ. bis.gif bis.gif bis.gif

4L3X

როგორ მოახერხე და სტანისლავ ლემი არსად ახსენე, გული დამწყდა ძალიან. sad.gif

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ,,სოლარისის" ავტორი არხსენებას იმსახურებს?

This post has been edited by ქაფქიანა on 7 Dec 2017, 23:38


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17096
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 09:18  #51799461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (OHOI_IKA @ 7 Dec 2017, 22:01 )
Henyd0r1
QUOTE
კაი გამარჯობა შენი
პირველი წიგნი წავიკითხე (პატარა მიმოხილვა აქ - https://www.goodreads.com/book/show/7235533...e-way-of-kings) და ძალიან ძალიან მომეწონა.

საახალწლოდ ვაპირებ ჩავუჯდე და მაინტერესებდა აზრები. შენი რევიუ წავიკითხე smile.gif
თრობის სტილი ნისლქმნილის სტილში აქვს?

პმ გახსენი ბიჯო

კი, მისთბორნს ჰგავს, თუმცა უფრი ელანტრისს - მის პირველ რომანს. და აქვს აი იმენა ჯორდანისეული ეპიკურობა, რა. და, რათქმაუნდა, ღირსეული ფლოთთვისთებით და რამე
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0352 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]