თმა თავზე ძალიან დიდი პლიუსია დამეთანხმებით ალბათ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი მელოტდება და ყველას ნამდვილად არ შვენის ჯეისონობა,მაგრამ მელოტი თავის გარდა არსებობს არანაკლები პრობლემა,კერძოდ ჭაღარა თმები
რა თქმა უნდა,ადრე თუ გვიან ჭაღარა მაინც შემოგეპარება თმაში,მაგრამ ნადრევი ჭაღარა რომ გაქვს აი ეგ არის ისეთივე უსამართლობა,როცა შოკოლადს ჭამ და სუქდები.
14წლის ვიყავი პირველად რომ შევნიშნე ჭაღარა ჩემს ქოჩორში,იმის შემდეგ სტაბილური ზრდა ჰქონდა ჭაღარას და ახლა უკვე პიკს მიაღწია.
ბევრი გოგო მეუბნება ჭაღარა უფრო სიმპატიურს გაჩენსო,მარა მე არ მჯერა.
ნერვებზე მოქმედებს უკვე დილას რომ ვიხედები სარკეში და ზოგერთ ადგილას ძალიან დომინირებს თეთრი თმა.
რას იტყვით გოგოებო მოგწონთ ჭაღარა თმიანი მამაკაცები ?