Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > როდის განიხილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?


Posted by: Captain Cassius Calhoun 30 Nov 2022, 10:41
როდისაა განხილვა ევროკავშირში საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ? და რა შანსები გვაქვს?

Posted by: Hermosa 30 Nov 2022, 11:39
QUOTE (Captain Cassius Calhoun @ 30 Nov 2022, 10:41 )
როდისაა განხილვა ევროკავშირში საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ? და რა შანსები გვაქვს?

მალე მალეეე ზეგა ზეგააა

gigi.gif

Posted by: vinsaniti 30 Nov 2022, 12:06
QUOTE
როდისაა განხილვა ევროკავშირში საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ?

აროდის

Posted by: Captain Cassius Calhoun 30 Nov 2022, 12:08
დეკემბერში უნდა იყოს შუალეუდური დასკვნა თუ ივნისში?

Posted by: DORO 30 Nov 2022, 12:12
ბოლოს მაინც მოგვცემენ .

ლისბოადან ტბილისამდეო უკვე დაჯდა ეს იდეა.

Posted by: iverski 30 Nov 2022, 12:17
წესით მეოთხე წელი უნდა იყოს ახუიწელნიო, ასე უთქვამთ ევროპარლამენტში

Posted by: Frankens†ein 30 Nov 2022, 12:26
ნეტა ევროკავშირში შესვლას ვიმსახურებდეთ და არც სტატუსი მინდა მაგათი და არც წევრობა biggrin.gif

აი ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, აფხაზეთის და ოსეთის აღიარებაც მისაღები იქნებოდა...

სანამ რუსეთი არსებობს, დაბრუნების შანსი 0-ია და რუსეთი რო აღარ იარსებებს, აღიარებულის დაბრუნებაც შეიძლება მერე, ევროკავშირის დონის ქვეყანა თუ ვიქნებით...

შეიძლება კი არა, აქეთ გვეხვეწებოდნენ შეიძლება და არ ვინრუნებდეთ biggrin.gif

Posted by: Niku7a 30 Nov 2022, 12:38
QUOTE
და რა შანსები გვაქვს?


Posted by: Trump 30 Nov 2022, 12:47
Frankens†ein
QUOTE
ნეტა ევროკავშირში შესვლას ვიმსახურებდეთ და არც სტატუსი მინდა მაგათი და არც წევრობა



მე მგონი ნამეტანი თვითგვემაა.
ბულგარეთში, სოფიაში ისეთი უბნებია ნამდვილი გეტოები, პოლიციაც რო ერიდება შესვლას
ბოშების ფონიჭალები, წამალს კი არა ტანკს იყიდი,მაგრამ ხო არიან ევროკავშირში ? არიან 2007 დან
კორუფციის რეიტინგი ნახე და ა.შ..
გეოგრაფიულად აწყობთ და მანდ არიან..



Posted by: Frankens†ein 30 Nov 2022, 13:08
Trump
QUOTE
ბულგარეთში, სოფიაში ისეთი უბნებია ნამდვილი გეტოები, პოლიციაც რო ერიდება შესვლას
ბოშების ფონიჭალები, წამალს კი არა ტანკს იყიდი,მაგრამ ხო არიან ევროკავშირში ? არიან 2007 დან

ხო და ფორმალურად ეგეთი ევროკავშირის წევრობის დედა ვატირე...
ევროკავშირი ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის თუ საფრანგეთის მსგავსი ქვეყანა გვინდა.
თორემ ეგ შენი ნახსენები ბულგარეთი როა, მასეთი ქვეყანა რომ გვქონდეს, მაგიტომ?
ეგეთი გვაქვს ისედაც biggrin.gif
დღეს რო ევროკავშირის წევრი გაგვხადონ პირდაპირ, ხვალ უკეთეს ქვეყანაში გაიღვიძებ? biggrin.gif
ერთადერთი სარგებელი ის იქნება, რომ წახვალ შენც და ნახევარი მოსახლეობაც საქართველოდან ევროპის რომელ ქვეყანაშიც გინდა იქ და ლეგალურად ცხოვრების/სწავლის/მუშაობის უფლება გექნება...
თორემ თვითონ საქართველოსთვის რა შეიცვლება დღეს ფორმალური სტატუსით, წევრები ვიქნებით თუ არა...

ნატო სხვა თემაა.
დღეს რო ნატოში მიგვიღონ, ნიშნავს რომ ხვალ უსაფრთხოების გარანტიები გვაქვს.
და დღეს ევროკავშირის წევრობა არაფერს ნიშნავს ხვალ...



პ.ს. კიდე კაი არ მოგვცეს წელს ეგ სტატუსი.
თორემ გადაგვაყოლებდა ქოცხელისუფლება მაგ წარმატებას..)
მოლდოვისთვის რა შეიცვალა უკეთესობისკენ სტატუსი რომ მიიღეს smile.gif
დღეს უკეთესი ცხოვრებაა ვიდრე შარშან ამ დროს? smile.gif

Posted by: edding345 30 Nov 2022, 13:12
Frankens†ein
QUOTE
ევროკავშირის დონის ქვეყანა თუ ვიქნებით...

რა დონე აქვს სლოვაკეთს?

Posted by: qitesa___ 30 Nov 2022, 13:14
რა კითხვებს სვამთ, ქართველები არა ხართ?

ნამდვილ ქართველს უნდა აინტერესებდეს შემდეგი კითხვები:
სად წავიდა მიჰას მოპარული 19 მილიარდი.
როგორ დაატრენინგა ოპომედიამ ხაშურელი მრევლი მონაზონზე საძალადოდ.
როგორ მოტეხა ფეხი ნიტო ბოკერიამ, ნიტო უგულავამ პატრიარქს. თუ ხელი.
როგორ გვითრევდენ უკრაინა და ამერიკა და ნაცები (!!!) ომში და როგორ არ მისცა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ამის საშუალება.
როგორ გაყიდეს ნაცებმა გარეჯი.
როგორ ყიდდნენ ნაცები ნამახვანს.
როგორ გეგმავენ ნაცები ქართული გენის გადაშენებას.
და ა.შ.
რა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საერთოდ ნაკურთხი არის ეგ ვაფშე, მაქედან დავიწყოთ რა!

Posted by: Frankens†ein 30 Nov 2022, 13:17
QUOTE (edding345 @ 30 Nov 2022, 13:12 )
Frankens†ein
QUOTE
ევროკავშირის დონის ქვეყანა თუ ვიქნებით...

რა დონე აქვს სლოვაკეთს?

სლოვაკეთის და ბულგარეთის ##$##$#$.
საქართველო მირჩევნია მაგათ...
ჩვენ ევროკავშირი იმიტომ, გვინდა, რომ ისეთი ცხოვრება გვქონდეს, როგორც გერმანელებს, ბელგიელებს ან ესპანელებს აქვთ yes.gif

Posted by: Trump 30 Nov 2022, 13:23
Frankens†ein
QUOTE
თორემ ეგ შენი ნახსენები ბულგარეთი როა, მასეთი ქვეყანა რომ გვქონდეს, მაგიტომ?
ეგეთი გვაქვს ისედაც



მინდა ზუსტადაც.
ევროკავშირის პასპორტია, სავაჭრო ხელშეკრულებები, სხვა ათასნაირი შეღავათები
აბა ქართველები ევროკავშირში შესვლით ფრანგები ვერ გავხდებით.

Posted by: utilizatori 30 Nov 2022, 13:37
ევროკავშირის მიერ წამოყენებული რომელი პირობები შევასრულეთ?

რომელიმე შევასრულეთ?

ყველა უნდა შეგვესრულებინა თუ მხოლოდ ერთიც კმაროდა?

როგორც ვიცი ერთი პირობაც არ შეგვისრულებია

ხოდა რას ელოდებით ერთი შემახსენეთ სად უნდა მიგვიღონ ან რატომ უნდა მიგვიღონ?

Posted by: iverski 30 Nov 2022, 14:21
ბულგარეთი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
არ მეგონა მსოფლიოში მსგავსი გატახსირებული ქვეყანა თუ არსებობდა
საქართველოში მანქანით მოვდიოდი და ჯერ მაგატი საზღვარი და მესაზღვრეები, მერე გზები, მერე ქალაქები, მანქანები მდგომარეობა facepalm.gif
ეს რა ვნახე
sad.gif

დიდად არც სერბეთისაგან დავრჩი აღფრთოვანებული
აი სლოვენია იყო დიდი სიურპრიზი
ნუ მანქანიდან დანახულზე ვსაუბრობ რა biggrin.gif

Posted by: Captain Cassius Calhoun 30 Nov 2022, 15:25
Frankens†ein
QUOTE
აი ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, აფხაზეთის და ოსეთის აღიარებაც მისაღები იქნებოდა...

სამაჩაბლოს გარეშე საქართველო ჩათვალე უმომავლო ქვეყანაა. შიგ საქართველოს გულშია სამაჩაბლო და ოთხ რეგიონს ესაზღვრება. თუკი სამაჩაბლოზე კონტროლს ვერ დავიბრუნებთ უსაფრთხოების გარემოს ვერასდროს შევქმნით.

აფხაზეთი ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობითაა გამორჩეული, მაგრამ სამაჩაბლო სტრატეგიულ-ეგზისტენციალური თვალსაზრისითაა გადამწყვეტი.

QUOTE
ევროკავშირი ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის თუ საფრანგეთის მსგავსი ქვეყანა გვინდა.

ეს ასეა. ამას დავუმატებდი იმასაც, რომ ევროკავშირში შესვლით ჩვენ ცივილიზებულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში და რეგიონში კიდევ უფრო მიმზიდველი და მძლავრები გავხდებით.

Trump
QUOTE
ბულგარეთი

ბულგარეთი რომ ევროკავშირი იქნება...
გეოგრაფიამ თავზე დაუგდო ევროკავშირი მაგ თურქულ-სვლავურ ხალხს. ჩვენ კი ამ მხრივ მეზობლად თურქეთ-რუსეთ-სომეთ-აზერბაიჯანი გვარგუნა და ევროპასთან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს.

Posted by: kalekalebind 30 Nov 2022, 15:28
QUOTE (edding345 @ 30 Nov 2022, 13:12 )
Frankens†ein
QUOTE
ევროკავშირის დონის ქვეყანა თუ ვიქნებით...

რა დონე აქვს სლოვაკეთს?

სლოვაკეთი რეებს აწარმოებს ჯერ ის გამოიკვლიე და დაკვალიანდები მერე მაგ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც

მე რომ სლოვაკეთს ვიცავ

მაგის გამო შეგეცით ყოველო ქოც ნაცო

help.gif help.gif facepalm.gif

Posted by: Trump 30 Nov 2022, 15:30
Captain Cassius Calhoun
QUOTE
ბულგარეთი რომ ევროკავშირი იქნება...



მაგას ვამბობ
მეტ-ნაკლებად ჩამძღნერებული ევროპული ქვეყანაა
აღარაფერს ვლაპარაკობ მაკედონია და კოსოვოებზე.
საერთო ეროვნული მიზნებით და კარგი, ცვალებადი, დემოკრატიული კოალიციური მთავრობებით 40 წელიწადში გავასწრებთ მაგ ქვეყანას.

Posted by: დიდიმინდორი 1 Dec 2022, 00:29
Trump
QUOTE
საერთო ეროვნული მიზნებით და კარგი, ცვალებადი, დემოკრატიული კოალიციური მთავრობებით 40 წელიწადში გავასწრებთ მაგ ქვეყანას.

რა ორმოცი წელი. წესიერი კურსის პირობებში 10 წელიც არ დაგვჭირდება. 40 წელში ახლანდელი ტემპით დავეწევით.

სხვათაშორის რუმინეთი ეკონომიკურად ძალიან წამოიწია და დასაფასებელია. მიშას დროს მსოფლიოში მეორე ქვეყანა იყო ეკონომიკური ზრდის ტემპით.

Posted by: Ambitious_Person 1 Dec 2022, 00:37
საქართველოს ტერიტორიის გაყიდვა ნდომებია ერთ იუზერს

თუ ოდესმე საქართველომ აფხაზეთი აღიარა იმ დღეს დამთავრდება საქართველოს არსებობა

არ აქვს მნიშვნელობა ფასი რა იქნება , ქართველს თავში როგორ უნდა მოუვიდეს აღიარებაზე დაფიქრებაც კი


Posted by: Pioneer 1 Dec 2022, 00:45
კაი ბულგარეთს ესნობებით, სლოვაკებს უკვე ძაან ნამეტანია biggrin.gif
ლოჯიები მაინც არ აქვთ მიშენებული მაგათ და გარაჟები ჩადგმული. არც ბულგარალებს.


მაგრამ იმაში მართლები ხართ, რომ ევროკავშირის ტრაკად ყოფნა არაფერი ბედენა არაა.
გვაქვს თეორიული პოტენციალი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე მდიდრები და სვეცკები ვიყოთ, მაგრამ მაგას ჭირდება 10% ზრდა ყოველ წელს ჩაუგდებლად 20 წელი.
მაგის დამდები ჩვენ არ ვართ.

Posted by: sanakoev 1 Dec 2022, 00:45
QUOTE
ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, აფხაზეთის და ოსეთის აღიარებაც მისაღები იქნებოდა...

უნიჭო და ზარმაცი ხალხისგან მომისმენია იგივე მოსაზრება.

Posted by: KOLKHI 1 Dec 2022, 00:47
Captain Cassius Calhoun

იყო უკვე და არაო...

აქ ზოგიერთი ისეთ კომენტარს დებს ცუდ მოცეკვავეს ყვერები ხელს უშლიდაო ეგ ამბავი მახსენდება.



Posted by: დიდიმინდორი 1 Dec 2022, 01:11
QUOTE
ლოჯიები მაინც არ აქვთ მიშენებული მაგათ და გარაჟები ჩადგმული. არც ბულგარალებს

როგორ არ აქვთ, ლოჯებიც აქვთ და გარაჟბიც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმათ კულტურა თუ არ აქვთ, მდებარეობა მაინც უწყობს ხელს, აქ ჩვენ კულტურა ხომ არ გვაქვს, ამავდროულად არ გვაქვს არც მდებარეობა. Არადა პირიქით უნდა ვყოფილიყავით, არახელსაყრელი, ყველასთვის საინტერესო და ჩვენთვის არახელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენი კულტურით და განვითარებით უნდა დაგვებალანსებინა. მაგრამ არ მოვინდომეთ და ვერ მოვახერხეთ. ხოდა ეს მომენტები პოლიტიკაშიც გადავიტანოთ და ვნახავთ, რომ იმას ვიღებთ რაც გვეკუთვნის.

ზოგადად კავკასია და ბალკანეთის ორივე ველური ჩამორჩენილი რეგიონებია, როგორც მენტალობის, ასევე ეკონომიკით. კავკასია უფრო ჩამორჩენილია, მაგრამ მისი ყველაზე განვითარებული ნაწილი საქართველოს სახით საშუალო ბალკანური დონეა, მაგალითად როგორიცაა სერბეთი, მაკედონია, მონტენეგრო ბულგარეთი. ამ ოთხიდან მხოლოდ ერთია ევროკავშირში და რა ლოგიკით უნდა მიიღონ საქართველო? Ცოტა არალოგიკურია.

Posted by: Pioneer 1 Dec 2022, 01:17
დიდიმინდორი
QUOTE
როგორ არ აქვთ, ლოჯებიც აქვთ და გარაჟბიც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმათ კულტურა თუ არ აქვთ, მდებარეობა მაინც უწყობს ხელს, აქ ჩვენ კულტურა ხომ არ გვაქვს, ამავდროულად არ გვაქვს არც მდებარეობა.

ჩემი აზრით მდებაროება უკეთესი გვაქვს, კულტურაც მაგათზე მეტი (სერბების გარდა). ამიტომ შეგვიძლია გავუსწროთ.
ევროკავშირი მიზანი არ უნდა იყოს, ის ერთ ერთი საშუალებაა განვითარების. მაგალითად ირლანდია ტრაკში იყო ათასი წელი და ეს ბოლო ათწლეული გაიქაჩა და არა ევროკავშირით, არამედ იმით რომ სწორი პოლიტიკა გაატარეს და გიგანტი Iთ კომპანიები მოიზიდეს.

ლოჯიები და გარაჟები არ აქვთ, ნაცხოვრები ვარ მანდ უველგან.

Posted by: KOLKHI 1 Dec 2022, 01:46
სრულიად სიბეცეა ბულგარეთთან საქართველოს შედარება. კი ბატონო, აგერ მივუერთდეთ ევრაზიის კავშირს და ვიქნებით მაგათში შვეიცარია თუ არა იტალია მაინც.

აქ ხო საუბარია საქართველოს ისტორიულ ადგილზე მსოფლიო რუკაზე და გვაქვს ამბიცია რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი.

და მთავარი, სხვას ვის ხედავთ უკეთეს მოკავშირედ თუ არა ევროკავშირს? რომელ ქვეყანას, გაერთიანებას, სახელმწიფოს.

ბევრი რო არ მივაცვ-მავაცვათ, შეეშვით ამ უშინაარსო შედარებებს აღმ. ევროპის ქვეყნებთან და ეს მოჯმული რაც არის მაგის გატანაზე იფიქრეთ.


Posted by: Trump 1 Dec 2022, 10:06
KOLKHI
QUOTE
სრულიად სიბეცეა ბულგარეთთან საქართველოს შედარება



სიბეცე ასეთი პოსტები უფრო არის.
ევროკავშირიდან რომელიმე ქვეყანა თუ არის მოჩანჩალე და ვინმეს შეიძლება დავეწიოთ,ზუსტად ბულგარეთია
თავისი კორუფციით,კრიმინალური გაგებით და ა.შ

QUOTE
ჩემი აზრით მდებაროება უკეთესი გვაქვ


უკეთესი მდებარეობა რატო გვაქვს? სომხებს და აზერებს რო ვესაზღვრებით?

ბულგარეთს იქით საბერძნეთი აქვს შემოიტანე და გაიტანე რაც გინდა, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი..
ტურისტები მაღალ გადამხდელუნარიანი ყავთ და ჩვენ გვეყოლება დიდი ხანი რუსი,სომეხი და აზერი.

* * *
დიდიმინდორი
QUOTE
რა ორმოცი წელი. წესიერი კურსის პირობებში 10 წელიც არ დაგვჭირდება. 40 წელში ახლანდელი ტემპით დავეწევით.



10 წელში არა 1.5 წელში

Posted by: Pioneer 1 Dec 2022, 10:26
Trump
QUOTE
უკეთესი მდებარეობა რატო გვაქვს? სომხებს და აზერებს რო ვესაზღვრებით?

უკეთეს და უფრო პერსპექტიულ სავაჭრო გზაზე ვართ, ვიდრე ბულგარეთი.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)