Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ერითროციტების დალექვის სიჩქარე


Posted by: SPC 20 Jan 2007, 20:56
სისხლის საერთო ანალიზში როე როგორ იშიფრება და რაზე მიუთითებს?? და რუსულად როგორ ითარგმნები ეს აბრევიატურა?
გმადლობთ

Posted by: Solveig 20 Jan 2007, 21:27
SPC
როე ანუ რეაქცია ოსაჟდენია ერითროციტოვ ქართულად-ედრ (ერითროციტების დალექვის რეაქცია). იზომება მილიმეტრებით საათში. 1მლ-მდე სისხლი აიწოვება მინის კაპილარში და იდგმება ვერტიკალურად ოთახის ტემპერატურაზე. 1 საათის მერე იზომება პლაზმის სვეტის სიმაღლე.

არსი მარტივია: როცა ერითროციტზე არანაირი ძალა არ მოქმედებს, გარდა სიმძიმისა (სისხლძარღვში კი ერითროციტებზე ბევრი სხვა ძალაც მოქმედებს-ურთიერთქმედება სხვა ერიტროციტებთან, სისხლძარღვის კედელთან და ა. შ.), ისინი ილექებიან. არსებობს დალექვის შემაკავებელი და დამაჩქარებელი ფაქტორები. ეს ფაქტორებია პლაზმის ცილები-ალბუმინები და გლობულინები. ალბუმინები ანელებენ დალექვას, გლობულინები-პირიქით. ამიტომაც ნებისმიერი პროცესი, რომლის დროსაც პლაზმაში გლობულინების კონცენტრაცია მომატებულია (მაგალითად, ანთების დროს- გამაგლობულინების ხარჯზე), ედრ აწეულია.

მამაკაცებში ნორმა უფრო დაბალია ვიდრე ქალებში. ქალის ნორმა 2-15მმ-ა.

Posted by: ტანკე 20 Jan 2007, 21:43
Solveig
QUOTE
როე ანუ რეაქცია ოსაჟდენია ერითროციტოვ ქართულად-ედრ (ერითროციტების დალექვის რეაქცია).

ჰმ biggrin.gif არ ვიცოდი მაგის რუსული ჟარგონი.
მე მაქვს მომატებული როე,სწრაფად ილექებიან ეგ ოხრები

Posted by: SPC 20 Jan 2007, 21:43
Solveig
უღრმესი მადლობა

Posted by: Blind_Torture_Kill 21 Jan 2007, 00:04
არც მე არ ვიცოდი
თენქს ე ელოთ 2kiss.gif

Posted by: SOULFUL 21 Jan 2007, 20:05
SPC
Solveig

ედრ- ეგ ადრე ერქვა, ახლა ედს ქვია, ანუ ერითროციტების დალექვის სიჩქარე! და არა რეაქცია yes.gif


Posted by: შოთა.03. 21 Jan 2007, 20:28
SOULFUL
QUOTE
ანუ ერითროციტების დალექვის სიჩქარე! და არა რეაქცია

სწორი შენიშვნაა.....
ედს და არა ედრ.

Posted by: Solveig 21 Jan 2007, 22:27
SOULFUL
შოთა.03.
QUOTE
სწორი შენიშვნაა.....
ედს და არა ედრ.

ეგრეა, უბრალოდ რაკი თავიდანვე ედრ დაიწერა..რასაკვირველია, რეაქცია მოვლენაა და არც საზომი ერთეულები აქვს, სიჩქარე კი-სიდიდეა და საზომი ერთეული გააჩნია.


Posted by: cesdeba 24 Jul 2012, 12:17

ზოგჯერ ექიმის ოთახიდან გამოვდივარ ისე, რომ "ნეხვატკა" მომყვება. თითქოს ზერელედ მესაუბრება. ქვითარს დაიტოვებს და ღიმილით მომაცილებს კარამდე.

Solveig
ჩემს სისხლის საერთო ანალიზში:
ედს (როე) არის 27 (ნორმა <20),
RDW-CV - 15 (ნორმა 11-14),
RDW-SD - 47 (ნორმა 46).

ვინერვიულო ? user.gif

Posted by: JORAMAN 20 Aug 2013, 21:39
ამ განყოფილებაში ექიმი თუ ვინმე ხართ იქნებ მიპასუხოთ ( არაპროფესიონალებმა და სამედიცინო განათლების არ მქონე პირებმს თავი შეიკავეთ პასუხისგან )


ერითროციტების დალექვის სიჩქარე - ედს ( ვესტერგრინის მეთოდით ) - 1 აჩვენა და შედეგი საგანგაშოა ???



ანალიზის პასუხები როგორია კარგია თუ არა ?


http://radikal.ru/fp/98856d0054e842eabe82f0be2072f075

Posted by: rock in rose 20 Aug 2013, 22:06
JORAMAN

მამაკაცებში ედსის ნორმა 1-დან 15მდეა, ყველაფერი რიგზეა თქვენს შემთხვევაში, ედსიც და სხვა მაჩვენებლებიც.

სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსელის პასუხს თუ მიიღებთ რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: JORAMAN 22 Aug 2013, 16:49
QUOTE (JORAMAN @ 20 Aug 2013, 21:39 )



http://radikal.ru/fp/98856d0054e842eabe82f0be2072f075


ეს მეორეჯერ ჩავიტარე ანალიზი 9 დღის შემდეგ givi.gif


http://radikal.ru/fp/f3434d2116b847169cc2d3da1be3c128

Posted by: tranka 7 Dec 2014, 17:53
ჩემს მეგობარს ედს ქონდა 36

ძალიან მაღალია
თან 2 კვირაა, სუბფებრილური ტემპერატურა აქვს. 36.9-37 ძირითადად
სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს?
შარდის ანალიზმა არაფერი აჩვენა.

გოგოა, 1 თვის წინ გაიკეთა გლანდების ოპერაცია

Posted by: nadiri 7 Dec 2014, 23:21
trank
QUOTE
ავარაუდოდ რა შეიძლება იყოს?

სახსრების
ნაღვლის ბუშტის
ფილტვების
და ა. შ
სხვა რამის ანთება
ექიმს მიმართეთ!!!!!!!!

Posted by: salomeaa 5 Jun 2015, 21:07
გამარჯობა.მამაჩემს აქვს ედს 50.და რა შეიძლება იყოს? მადლობა



Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)