forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (43) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> არჩევნის თავისუფლება, პარადოქსი #1
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29625
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 02:38  #4699040      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დათიკო
QUOTE
შენთვის არაა ცნობილი!

გასაგებია რომ არაა ჩემთვის ცნობილი, რადგან ცნობილი არაა ეგ იმას ნიშნავს რო არჩევანი მაქვს თუ რა? მე იმას ვამბობ რომ თუკი არჩევნის შედეგი ვინმესთვის მაინც ცნობილია, ასეთ არჩევანს აზრი არ აქვს, რადგან მიუხედავად იმისა რას აირჩევ შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული (ანუ ცნობილია)

QUOTE
ღმერთი არასოდეს დაატეხავს თავზე ადამიანს ისეთ განსაცდელს, რომლის გადალახვაც შეუძლებელია ადამიანისთვის.

აკი ყველაფერი ღვთის ნებაა? და ეგეთი გადაულახავი განსაცდელებიც ხო ღვთის ნებაა? ანუ იცის რო ვერ გადალახავ და მაინც გატეხს თავზე.

Torvalds

QUOTE
ეს ადრე დავწერე და აქ გავიმეორებ.
ყოველთვის ჯერ მიზეზი უნდა იყოს და მერე - შედეგი.
ვთქვათ, უნდა არჩევანი გააკეთო ბოროტსა და კეთილს შორის.
შენი ნება არის მიზეზი, ხოლო გაკეთებული არჩევანი - შედეგი.
თუკი ვიღაცამ წინასწარ იცის, რომელ არჩევანს გააკეთებ (ანუ შედეგი), მაშინ ეს შედეგი წინ უსწრებს შენს ნებას - ანუ მიზეზს.
ამ პოსტულატის, ანუ მიზეზ-შედეგობრივი თანმიმდევრობის, დარღვევით, არათუ სამოთხის, ჯოჯოხეთის და ცოდვის არსი ცამტვერდება, არამედ კეთილისა და ბოროტის, როგორც დაპირისპირებული პოლუსების არსებობაც კი სრული უაზრობა ხდება, რადგან თუ ჩვენ მხოლოდ უკვე დაწერილ სცენარს ვთამაშობთ, რატომ უნდა მოგვეთხოვოს პასუხი იმაზე, რასაც ჩავიდენთ? თუ ჩვენ არ გვაქვს სიკეთესა და ბოროტს შორის არჩევანის თავისუფლება და მხოლოდ მარიონეტები ვართ, როგორ შეიძლება ჩვენს ქმედებებზე პასუხი ვაგოთ? მაშინ რა აზრი აქვს, საერთოდ, ღმერთის (ან ეშმაკის) არსებობას?!


ეგ იქეთ იყოს და საერთოდ სიცოცხლეს რა აზრი აქვს მაშინ?


--------------------
რეგვენებს რომ ფრენა შეეძლოთ, აქაურობა აეროპორტი იქნებოდა ☁️
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28114
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 03:04  #4699151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Internet_Contraband
QUOTE
გასაგებია რომ არაა ჩემთვის ცნობილი, რადგან ცნობილი არაა ეგ იმას ნიშნავს რო არჩევანი მაქვს თუ რა? მე იმას ვამბობ რომ თუკი არჩევნის შედეგი ვინმესთვის მაინც ცნობილია, ასეთ არჩევანს აზრი არ აქვს, რადგან მიუხედავად იმისა რას აირჩევ შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული (ანუ ცნობილია)

იგივეს მიმეორებ, და მეც იგივეთი გიპასუხებ, რადგან შენი შეკითხვა არაა კორექტული.
ის რომ ღმერთმა იცის ადამინის საბოლოოო ბედი არ ნიშნავს იმას რომ ადამიანის თვითუფლებრიობას აზრი ეკარგება. ადამინმა რომ არ იცის საკუთარი ბოლო, აი, ეს არის მთავარი!
QUOTE
აკი ყველაფერი ღვთის ნებაა?

დიახ!
QUOTE
და ეგეთი გადაულახავი განსაცდელებიც ხო ღვთის ნება

არასწორია.
გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. ადამინი თუ მოინდომებს, უფლის შემწეიობით აუცილებლად გადალახავს.
მე ვქთვი, რომ ღმერთი არ დაატეხს თავზე ადამინას ისეთ განსაცლდელს, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნება ამ ადამიანისთვის.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
მირიან
დასტოინად!


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2804
წევრი No.: 735
რეგისტრ.: 17-March 02

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 03:15  #4699179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Torvalds
შენ ნამეტანი გიყვარს "ზუსტი მეცინიერება"
აქ რწმენაზეა საუბარი.
წამდა ტიტანს-ნიუტონს და ათეისტი იყო აინშტაინი (თუმცა ეს ბოლომდე გაურკვეველია, რანცხა სიბერეში აურიაო ასეცაა ცნობილი biggrin.gif), რწმენა ან არის ან არა, რა განაღვლებს ვერ გავიგე?! biggrin.gif


--------------------
ბლიად...
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29625
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 04:10  #4699309      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დათიკო
QUOTE
იგივეს მიმეორებ, და მეც იგივეთი გიპასუხებ, რადგან შენი შეკითხვა არაა კორექტული.
ის რომ ღმერთმა იცის ადამინის საბოლოოო ბედი არ ნიშნავს იმას რომ ადამიანის თვითუფლებრიობას აზრი ეკარგება. ადამინმა რომ არ იცის საკუთარი ბოლო, აი, ეს არის მთავარი!

არა კორექტული არ არის, უბრალოდ შენ ჩემი აზრების მდინარებას ვერ მიყვები... აი მაგალითად...

უნდა აირჩიო პრეზიდენტი და გეუბნებიან რომ:

ა) თუ აირჩევ დაგერხევა იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი არის დესპოტი და გაწამებს.
ბ) თუ არ აირჩევ იცხოვრებ ბედნიერად.

თავიდანვე ცხადია და ცნობილია რომ პრეზიდენტს მაინც აირჩევენ. თუმცა შენ ეს არ იცი

შენ გეუბნებიან გამოიყენე თავისუფალი არჩევნის ნება და აირჩიე რომელიმე.

შენ ამ დროს თავისუფალი არჩევანი გაქვს, მაგრამ მე გეკითხები - აზრი ააქვს?

QUOTE
არასწორია.
გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. ადამინი თუ მოინდომებს, უფლის შემწეიობით აუცილებლად გადალახავს.
მე ვქთვი, რომ ღმერთი არ დაატეხს თავზე ადამინას ისეთ განსაცლდელს, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნება ამ ადამიანისთვის.

ხო, მაგრამ ადამიანი მოინდომებს თუ არა ესეც ხომ ღვთის ნებაა? ხო იცის ღმერთმა ადამიანი მოინდომებს თუ არა? ხო იცის რომ რომელიღაცა შემთხვევაში არ მოინდომებს და მიუხედავად ამისა მაინც მოუვლინა.

მირიან
როგორ ბრძანდებით ბატონო მირიან? smile.gif
Torvalds
Benevolent Dictator for Life


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 756
წევრი No.: 25854
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 05:36  #4699378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო
QUOTE
რატომ გგონია რომ ეგ ”მათემატიკური” გათვლები და ლოგიკა ვრცელდება რელიგიაშიც?
მასეთი რამ დასაშვებია მატერიალიზსტური თვალსაზრისით, ხოლო რელიგიური შეხედულებით, სრულიად საპირისპირო რამესთან გვაქვს საქმე.


მირიან
QUOTE
აქ რწმენაზეა საუბარი.


აბსოლუტურად გეთანხმებით ერთსაც და მეორესაც - რწმენა სულ სხვა რამ არის და არ შეიძლება მისი ცოდნასთან გაიგივება და აღრევა, ისევე როგორც რელიგიისა - მეცნიერებასთან, მაგრამ თქვენ ერთი რამ გეშლებათ - არ შეიძლება იმის თქმა, რომ რწმენა ლოგიკის კანონებს არ ექვემდებარება - ანუ, მიუხედავად იმისა, მე ცოდნის მოედანზე ვთამაშობ, თუ რწმენის მოედანზე, ლოგიკის კანონები ორივე შემთხვევაში ძალაშია - ანუ, ცოდნის და რწმენის შემთხვევაში მოთამაშეები არიან განსხვავებულები და არა ლოგიკის კანონები.
სხვა სიტყვებით, არ შეიძლება ადამიანის რელიგიურ რწმენაში ურთიერთგამომრიცხავი დოგმები ერთდროულად არსებობდნენ.
მაგალითად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა, თუკი მას ყველაფერი არ შეუძლია.
ჰო, მაგაზე ერთი კარგი რამ გამახსენდა - ესეც ადრე მაქვს დაპოსტილი:
იცი, რატომ იყო ფილმ "მატრიცას" მეორე სერია წარუმატებელი?
სცენარისტებმა ვერ გათვალეს და ნეო ყოვლის შემძლე გახადეს - ფილმმა მაშინვე დაკარგა ყოველგვარი აზრი. მაგალითად, ერთ სცენაში, რომელიც თითქმის 15 წუთი გრძელდება, ნეოს თავს დაესხმებიან აგენტები და დაიწყება ხელ-ჩართული ჩხუბი. აგენტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს - გვგონია, რომ ეს-ეს არის ნეოს დაამარცხებენ და დაატყვევებენ. ამ დროს, უცებ, ჰოპ, და ნეო ჰაერში აფრინდება! აგენტებმა კიდე ფრენა არ იციან - ასე დაუსხლტება მათ ხელიდან. ამ დროს ძალაუნებურად გიჩნდება შეკითხვა - ამ კაცმა თუ ფრენა იცოდა, თავიდანვე ვერ აფრინდა?! არ ეზარებოდა 15 წუთი ხელ-ფეხის ქნევა?!
ზუსტად იგივე პონტია ღმერთის ყოვლის შემძლეობა და ყოვლის მცოდნეობა - ოღონდ იმ გასხვავებით, რომ ეგ პროცესი, რომლის სცენარი წინასწარაა დაწერილი და ჯერ არ დამდგარი შედეგიც - უკვე ცნობილი, უსასრულობა გრძელდება და არა 15 წუთი.
ღმერთი, ალბათ, მოწყენილობისაგან აღარ არის - როგორია, განუწყვეტლივ თამაშობდე ისეთ თამაშს, რომლის ყველა სვლა და საბოლოო შედეგი წინასწარ უკვე იცი.


--------------------
Linus' Law:
"Given enough eyeballs, all bugs are shallow."
აჩრდილი
El Camino


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16201
წევრი No.: 1651
რეგისტრ.: 25-January 03

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 09:16  #4699457      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Internet_Contraband
ღმერთისთვის(ანდა აბსოლუტისთვის) არ არსებობს დრო და სივრცე. შენ მოგინდომებია შენი ადამიანური გონებით ჩაწვდე ჩაუწვდომელს.
истинный первородный грех заключается в ограничении абсолюта.©რიჩარდ ბახი
ჰოდა გაუცნობიერებლად მაგას აკეთებ შენც და ყველა ისიც ვინც მსგავსი პროტესტის გრძნობის გამოა ათეისტი wink.gif

This post has been edited by აჩრდილი on 31 Jan 2007, 09:19


--------------------
The woods are lovely, dark and deep,
But I have promises to keep,
And miles to go before I sleep,
And miles to go before I sleep.
©Robert Frost
მამაო ენუქი
აკადემიკოსი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23151
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 09:20  #4699465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართალია აი კაცი, ამ ქვეყანაზე ნიავიც არ უბერავს ღმერთის გარეშე და თუ ღმერთისთვის ცნობილია შენი საბოლოო ადგილი არანაირი არჩევნის უფლება არ გვაქვს ზნაჩიტ ჩვენ, ისევე როგორც არ ქონდა იუდას მაგალითად, დაწერილია რომ ადამიანი გასცემს კაცის ძეს, მაგრამ ვაი იმას ვინც ამას გააკეთებსო.

ანუ დაიბადე და ღმერთმა იცის რო ჯოჯოხეთისთვის ან სანმოთხისთვის ხარ განწირული, ზნაჩიტ ცხოვრებაში ვერ მოიქცევი ისე რომ შეცვალო შენი ბედი. სადღაა მაშინ არჩევნის თავისუფლება ? biggrin.gif

This post has been edited by mamaoenuqi on 31 Jan 2007, 09:27
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28114
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 14:22  #4701317      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Internet_Contraband
QUOTE
თავიდანვე ცხადია და ცნობილია რომ პრეზიდენტს მაინც აირჩევენ.

არასწორი მსჯელობაა.
პრეზიდენტი შეიძლება მოკვდეს მანამდე და შესაძლებელია რევოლუციაც მოხდეს, შესაძლებელია ვულკანი ან მიწისძვრა მოხდეს. მოკლედ, ეგ მიწიერი, ამქვეყნიური ცოდნაა, რომელიც არ წარმოადგენს 100 პროცენტიან აღსრულებად ფაქტს. აი, ღმერთმა კი 100% იცის რაც მოხდება და ვერაფერი შეცვლის ამას. მხოლოდ შენ არ იცი ბოლოს რა მოგელის.
QUOTE
მიუხედავად იმისა, მე ცოდნის მოედანზე ვთამაშობ, თუ რწმენის მოედანზე, ლოგიკის კანონები ორივე შემთხვევაში ძალაშია

ვერ დაგეთანხმები. რელიგია სავსეა არალოგიკური მომენტებით. თუნდაც ავიღოთ ღმერთის დაუსაბამობა, უბიწოდ ჩასახვა, ამაღლება, აღდგომა და ნებისმიერი სხვა სასწაული.

მთელი აზრი ქრისტიანული რელიგიისა და ადამიანტა ცხონებისა მდგომარეობს იმაში რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა თავის ხატად, ის განღმრთობისთვისაა შექმნილი. ხოლო განღმრთობა იგივე ცხონება, შეუძლებელია მოხდეს თვითუფლებრიობის გარეშე. ადამიანი არ არის საგანი, ის ღვთის ხატია. ღვთის ბუნება კი ნებით თავისუფალია.

QUOTE
ზუსტად იგივე პონტია ღმერთის ყოვლის შემძლეობა და ყოვლის მცოდნეობა - ოღონდ იმ გასხვავებით, რომ ეგ პროცესი, რომლის სცენარი წინასწარაა დაწერილი და ჯერ არ დამდგარი შედეგიც - უკვე ცნობილი, უსასრულობა გრძელდება და არა 15 წუთი. ღმერთი, ალბათ, მოწყენილობისაგან აღარ არის - როგორია, განუწყვეტლივ თამაშობდე ისეთ თამაშს, რომლის ყველა სვლა და საბოლოო შედეგი წინასწარ უკვე იცი.

ღმერთისთვის უცხოა ყოველგვარი ადამიანური გონებრივი მსჯელობა. ის მასზე აღმატებულია. სწორედ იმიტომ ჰქვია ღმერთს ღმერთი რომ მას შეუძლია შექმნას ისეთი ქვა რომელსაც ვერ ასწევს - ეს ადამიანია. ის რომ მან ადამინი შექმა თავისუფალი ნებით, თუმცა მიუხედავად ამისა ნამდვილად იცის თუ სად მოხვდება საბოლოოდ ეს ადამიანი. ეს ადამანური ლოგიკისთვის სრულიად უცხოა.

მოდით ვნახოთ რას ამბობს წმ. იოანე დამასკელი:

”მათგან, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გარკვეული ნაწილი სათავეს ანუ მიზეზს იღებს იქედან, რაც ჩვენზეა დამოკიდებული (კერძოდ, ესაა ჩვენეულ საქმეთა საზღაური როგორც აწინდელ, ისე სამომავლო საუკუნეში), სხვა ყველაფერი კი საღვთო განზრახვას ექვემდებარება”.

ანუ ადამიანი თავად, თვითუფლებრივად იმსახურებს იმას, როგორც მოქმედებს.

”ყოვლის შესაქმე ღვთისგან არის, ხრწნილება კი ჩვენი უკეთურების გამო მოიწია როგორც სასჯელი და სარგებელიც. „ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია, არც ცოცხალთა დაღუპვა ახარებს მას“ (სიბრძნე სოლ. 1,13). უმალ ადამიანისგანაა სიკვდილი (ესე იგი, ადამის ცთომილებისგან), ისევე როგორც სხვა სასჯელნი”.

წმ. იოანე დამასკელი გვეუბნება - სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნიაო!!! როგორ მოგწონთ ეს?

ბოლოს კი ამატებს: ”აღნიშნულის გარდა სხვა ყველაფერი ღმერთს უნდა განეკუთვნოს”.

ახლა რაც შეეხება თავად თვითუფლებრიობას...
აი, რას ამბობს ამიშ შესახებ იგი:

”მსჯელობა თვითუფლებრივის შესახებ (ანუ იმის თაობაზე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული) უპირველესად იმის გამოძიებით უნდა დავიწყოთ, არის თუ არა რაიმე ჩვენზე დამოკიდებული, რადგან ბევრი ვინმეა, ვინც ამას ეწინააღმდეგება. შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რისი უფლებამოსილება გვაქვს. ბოლოს, გამოსაკვლევი იქნება მიზეზი, თუ რის გამო შეგვქმნა ჩვენ თვითუფლებრივნი შემოქმედმა ღმერთმა.

ყველა მოვლენის მიზეზად ან ღმერთს ამბობენ ან აუცილებლობას ან სვეს ან ბუნებას ან ბედს ან კიდევ ხდომილებას. მაგრამ: ღვთის საქმეა არსება და წინაგანგება; აუცილებლობისა - მარადის იგივედ მყოფთა მოძრაობა; სვისა - აუცილებლობის ძალით სრულყოფა იმისა, რაც მისგანაა (რადგან სვეც აუცილებლობას განეკუთვნება); ბუნებისა - წარმოქმნა, ზრდა, ხრწნა, მცენარეები და ცხოველები; ბედისა - იშვიათობანი და მოულოდნელობანი (რადგან ბედს განსაზღვრავენ, როგორც თანხვდომასა და თანხვედრას ორი მიზეზისას, რომელთაც არჩევანისგან აქვთ დასაბამი და რომლებიც ჩვეულებრივისგან განსხვავებულ რამეს სრულყოფენ.

აი, ამგვარად ამბობენ ისინი. მაგრამ რომელ მათგანს დავუქვემდებაროთ ადამიანთაგან [ნამოქმედარნი], თუკი ადამიანი თვითვე არ არის მიზეზი და სათავე საქმისა? მართლაც, არც ის შეიძლება, რომ ღმერთს განვუკუთვნოთ ზოგი მისი უშვერი და უსამართლო საქმე, არც აუცილებლობას (რადგან ამგვარი საქმეები მარადის იგივედ მყოფთა თვისება არაა), არც სვეს (რადგან სვეს ეკუთვნის არა ის, რაც შესაძლებელია, არამედ ის, რაც აუცილებელია), არც ბუნებას (რადგან ბუნების საქმეა ცხოველები და მცენარეები), არც ბედს (რადგან ადამიანთა საქმეები იშვიათი და მოულოდნელი არ არის), არც ხდომილებას (რადგან უსულოთა და პირუტყვთა შემთხვევებს ამბობენ ხდომილების კუთვნილებად). ამრიგად, რჩება ის, რომ ვინც საქმეს აკეთებს, ესე იგი, თვით ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმეების სათავე და მათზე უფლებამოსილი.

კიდევ, თუ ადამიანი არანაირი საქმის სათავე არ არის, ზედმეტი ყოფილა მისთვის განმზრახველობა, რადგან რაში გამოიყენებდა იგი განზრახვას, თუ არანაირი საქმის ბატონ-პატრონი არ იქნებოდა? ყველა განზრახვის საგანი ხომ საქმეა უკიდურესი უგუნურება იქნებოდა, თუკი ზედმეტად წარმოგვიჩნდებოდა ის, რაც ადამიანის ნიჭთა შორის უმშვენიერესია და უპატიოსნესი. ასე რომ, თუკი რაიმეს განიზრახავს ადამიანი, საქმისათვის განიზრახავს, რადგან სწორედ საქმისთვისაა და საქმის გამოა ყოველი განზრახვა”.


Int3lig3nt
მორალისტი, ფარისეველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11924
წევრი No.: 3300
რეგისტრ.: 30-October 03

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 14:48  #4701441      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
დაიბადა ადამიანი...
ამ დროს უკვე გარკვეული აქვს ღმერთს მისი მთელი ცხოვრება, ხო?
და გაავლო ამ ადამიანის ცხოვრების ხაზი, რომელიც ხან სწორია, ხან მრუდე, ხან ტეხილი.
ადამიანი თავისი ნებით, მაგრამ ხომ მაინც ამ ხაზს მიყვება?
ანუ ეს უკვე ბედია და ამას არაფერი არ შეცვლის.

This post has been edited by Int3lig3nt on 31 Jan 2007, 14:49
აჩრდილი
El Camino


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16201
წევრი No.: 1651
რეგისტრ.: 25-January 03

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 15:02  #4701553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Int3lig3nt
ეხ ინტელ, სად არი შენი ინტელექტი biggrin.gif
QUOTE
ღმერთისთვის(ანდა აბსოლუტისთვის) არ არსებობს დრო და სივრცე.

ამიტომ
QUOTE
უკვე გარკვეული აქვს ღმერთს მისი მთელი ცხოვრება

ამის მტკიცება მხოლოდ ადამიანისთვის გასაგებ-მოსახერხებელი თარგმანია რეალური სიტუაციისა.

ადამიანის მიერ მცდელობა ბოლომდე ჩაწვდეს და ლოგიკურად გაიაზროს ეგ ყველაფერი - დაახლოებით იგივეა რაც პრიმატს მოთხოვო ადამიანის ინტელექტის ქონა biggrin.gif
net
Go Georgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9767
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 21:24  #4704604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Internet_Contraband
QUOTE
1. თუ ღმერთმა ყოველთვის ყველაფერი იცის.
2. გამოდის როდესაც ვიბადებით წინასწარ იცის ჯოჯოხეთში მოვხვდებით თუ სამოთხეში.
3. რაღა აზრი აქვს არჩევნის თავისუფლებას?


არჩევანის თავისუფლება ნიშნავს, რომ შენ გაქვს შესაძლებლობა მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება ანუ თავად გადაწყვიტო შენი ბედი.

არის აქ ვინმე იმით უკმაყოფილო, რომ მას გააჩნია თავისუფალი ნება - არჩევანის თავისუფლება?

თუ გვინდა რომ ყველაფერ ამას შევხედოთ ღმერთის პოზიციიდან, ალბათ გაგვიჭირდება, თუმცა შეგვიძლია ვცადოთ. ამისთვის პირველ რიგში აქსიომად უნდა მივიღოთ, რომ "დრო" ეს მხოლოდ მატერიალური სამყაროსთვის დამახასიათებელი რამაა, ხოლო ღმერთისთვის "დრო" არ არსებოს, ანუ როგორც ბიბლია ამბობს "ღმერთისთვის ერთი დღე არის როგორც ათასი წელი და ათასი წელი როგორც ერთი დღე"
აჩრდილი
El Camino


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16201
წევრი No.: 1651
რეგისტრ.: 25-January 03

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 23:07  #4705579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
net
ჰაი ჰაიდა საღოლ რესპუბლიკელო biggrin.gif
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29625
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 23:19  #4705687      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აჩრდილი
QUOTE
ღმერთისთვის(ანდა აბსოლუტისთვის) არ არსებობს დრო და სივრცე. შენ მოგინდომებია შენი ადამიანური გონებით ჩაწვდე ჩაუწვდომელს.
истинный первородный грех заключается в ограничении абсолюта.©რიჩარდ ბახი
ჰოდა გაუცნობიერებლად მაგას აკეთებ შენც და ყველა ისიც ვინც მსგავსი პროტესტის გრძნობის გამოა ათეისტი

მე სულაც არ ვცდილობ ჩავწვდე ჩაუწვდომელს, მე უბრალოდ ვცდილობ გავარკვიო თუკი მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა რატომ არსებობს მასში პარადოქსები და ასე ვთქვათ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.

რელიგია უნდა გასცემდეს ყველა კითხვაზე პასუხს და აგერ უბრალო ლოგიკაში არ ჯდება.

დათიკო
QUOTE
არასწორი მსჯელობაა.
პრეზიდენტი შეიძლება მოკვდეს მანამდე და შესაძლებელია რევოლუციაც მოხდეს, შესაძლებელია ვულკანი ან მიწისძვრა მოხდეს. მოკლედ, ეგ მიწიერი, ამქვეყნიური ცოდნაა, რომელიც არ წარმოადგენს 100 პროცენტიან აღსრულებად ფაქტს. აი, ღმერთმა კი 100% იცის რაც მოხდება და ვერაფერი შეცვლის ამას. მხოლოდ შენ არ იცი ბოლოს რა მოგელის.

მე მაგალითი მოვიყვანე, რა შუაშია რო შეიძლება მოკვდეს? კაი დაუშვი რომ არ მოკვდება არც მიწისძვრა მოხდება და არც რევოლუცია, მაგას რა მნიშვნელობა აქვს კითხვას უპასუხე რა მნიშვნელობა აქვს მერე რა მოხდება? ეგ სულ სხვა საკითხია შენ ის მითხარი "სხვა თანაბარ პირობებში" თუ აქვს აზრი შენ არჩევანს?

დანარჩენი წავიკითხე და არანაირ კავშირში არ იყო ჩემს კითხვასთან ასე რომ კომენტარის გარეშე ვტოვებ.

net
რაშია საქმე იცი? მე არ მაინტერესებს არსებობს თუ არა დრო, არ მაინტერესებს შევხედო ამას ღმერთის მხრიდან და საერთოდ

ნუ მიგყავთ მსჯელობა სხვა მხარეს!!!

მე ერთი კითხვა მაქვს:

თუ ღმერთისთვის წინასწარ ცნობილია არჩევნის შედეგი - რა აზრი აქვს რას აირჩევ? თავს ვიტყუებთ?

სცადეთ და მიპასუხეთ, ოღონდ ისე რომ სხვა საკითხე არ გადახტეთ და ისე რომ არ მითხრათ "შეუცნობელია გზანი ღვთისანი" რამე ისეთი რომ ადამიანურ ლოგიკაში ჩაჯდეს რადგან ბიბლიას ადამიანი კითხულობს და ღმერთსაც ადამიანი განადიდებს და მის მიერ აღიარებული მართლმადიდებულ ქრისტიანობაში არ უნდა იყოს არალოგიკური ჩავარდნები და წინააღგმდეგობები.

ოფტოპიკების გარეშე - გთხოვთ
joto
tux


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7284
წევრი No.: 20972
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2007, 23:24  #4705739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Internet_Contraband
QUOTE
მოკლედ შენ ვერ მპასუხობ. კარგი.

შეიძლება ჩემი პასუხი არადამაკმაყოფილებელია, ეს არაა მთავარიsmile.gif არც შენი კითხვაა ჭეშმარიტებასთან თუნდაც ახლოსsmile.gif ადამიანები შემოსაზღვრული ვართ ჩვენს მკაცრად დაწესებულ ზღუდეში, საიდანაც ვიხედებით ძალიან ვიწრო ჭუჭრუტანიდან. რასაც ვერ ვხედავთ და ვერ ვეხებით, ხშირად არც გვწამს... პირველ რიგში ამას ჩემს თავზე ვამბობ, იმიტომ, რომ მეც მქონია შემთხვევები, როცა გამკენწლავდა ურწმუნოება.. ყველაფერი გაცილებით მარტივია, თუნდაც ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ ავხედავთ და უძირო და უსასრულო კოსმოსს რომ შევავლებთ თვალს! აი, მაშინ ჩანს რა უსუსურები ვართsmile.gif ჩვენი მზის სისტემის გამოკვლევამდე ვინ იცის ჯერ კიდევ რამდენი საუკუნე გაივლის და ამ დროს ესეთი სისტემები უსასრულოა... აქ დაიწერა დროის აღქმის ადამიანურ და ღმრთისეულ კონცეფციაზე. ორივე ხელით ვეთანხმები! ჩვენი წარმოდგენები და შეხედულებები ჩვენს საკუთარ თავზე, ხშირ შემთხვევაში ძალიან აჭარბებს ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, ეს თუნდაც ელემენტარულ მიწისძვრის, ქარიშხლის, ვულკანის და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ნათლად ვლინდება.. ასე რომ Не исповедими пути господа бога нашего! ძალიან ნუ გავიჭყლიტავთ ტვინს, მაინც ვერ დავინახავთ ვერაფერს ჩვენი თვალებით, იმიტომ, რომ მართლა რეალური და წმინდა- უხილავიაwink.gif ყველაფერს მატერიალიზმამდე ნუ დავიყვანთ... ეს ეხება როგორც დროს, ასევე ყველა იმ ფაქტორს, რასაც კი ახსნა არ აქვს, და არც უნდა ოქნდეს! "ნეტარ არიან ურწმუნონი, ვისაც არ უნახივარ და ისე მიწამეს", გვმოძღვრავს იესოsmile.gif

This post has been edited by joto on 31 Jan 2007, 23:26


--------------------
როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
ნიკო გომელაური
აჩრდილი
El Camino


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16201
წევრი No.: 1651
რეგისტრ.: 25-January 03

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 00:23  #4706323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მე უბრალოდ ვცდილობ გავარკვიო თუკი მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა რატომ არსებობს მასში პარადოქსები და ასე ვთქვათ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.

რელიგიას აქვს 2 მხარე მეგობარო: გარეგანი და შინაგანი.
პარადოქსები არსებობს იმ ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს გაიგოს ღმერთი თავისი, ადამიანური გონებიდან გამომდინარე.
რწმენაო. რწმენა თქვენ ლობიოს ჭამა გგონიათ? რწმენა ეს ისაა რაც აკავშირებს რელიგიის გარეგან, რიტუალურ, და შინაგან მხარეებს.
შინაგანი მხარის ენა ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია.
კიდევ ერთხელ: შენ ცდილობ ჩაწვდე აბსოლუტს პრიმატის პოზიციიდან(ნე ვ აბიდუ).
დაფიქრდი smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (43) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0310 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]