forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (43) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> არჩევნის თავისუფლება, პარადოქსი #1
აჩრდილი
El Camino


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16141
წევრი No.: 1651
რეგისტრ.: 25-January 03

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 00:24  #4706334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მე უბრალოდ ვცდილობ გავარკვიო თუკი მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა რატომ არსებობს მასში პარადოქსები და ასე ვთქვათ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.

რელიგიას აქვს 2 მხარე მეგობარო: გარეგანი და შინაგანი.
პარადოქსები არსებობს იმ ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს გაიგოს ღმერთი თავისი, ადამიანური გონებიდან გამომდინარე.
რწმენაო. რწმენა თქვენ ლობიოს ჭამა გგონიათ? რწმენა ეს ისაა რაც აკავშირებს რელიგიის გარეგან, რიტუალურ, და შინაგან მხარეებს.
შინაგანი მხარის ენა ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია.
კიდევ ერთხელ: შენ ცდილობ ჩაწვდე აბსოლუტს პრიმატის პოზიციიდან(ნე ვ აბიდუ).
დაფიქრდი smile.gif


--------------------
The woods are lovely, dark and deep,
But I have promises to keep,
And miles to go before I sleep,
And miles to go before I sleep.
©Robert Frost
agr_bak
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24895
წევრი No.: 19691
რეგისტრ.: 12-May 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 02:57  #4707469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დათიკო
გაიხარე. სასიამოვნოა შენი პოსტების კითხვა.

Internet_Contraband
ახლა შენ ნუ მიწყენ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ არ გინდა გაიგო სხვისი აზრი და ჯიუტად იმეორებ იგივეს.
შენს შეკითხვაზე სხვადასხვა კუთხით ამომწურავად გიპასუხა თითქმის ყველამ. აგერ მეც შევეცდები მაქსიმალურად ''ადვილად'' ვთქვა.

ღმერთს თითოეული ადამიანისთვის ''სცენარი'' კი არ აქვს დაწერილი . ის გაძლევს სიცოცხლეს, გონებას და ორ გზას ერთს ჯოჯოხეთში მიყავხარ, მეორეს სამოთხეში. თანაც გასწავლის, რომელ გზას რა შედეგი მოაქვს. შენ თუ მცდარ გზას დააგები ყველანაირად ხელს გიწყობს (ხან განსაცდელის, ხან სიკეთით, ხან რაღაც სხვა მოვლენის სახით) რომ სწორ გზაზე გადმოგიყვანოს. ახლა შენ თუ მაინცდამაინც გაჯიუტდები და არასწორად იცხოვრებ რაღა მნიშვნელობა აქვს იმან იცის თუ არა შენი ბოლო, მაინც ცუდად დაასრულებ ხომ?
შენ თუ სწორად იცხოვრებ, შენი ნებით შენი ჭკუით მაშინ არანაირად არ მოხვდები ჯოჯოხეთში
მე ვხვდები შენ რასაც ამბობ მგონი: რომ ღმერთს მივყავართ იქეთ საითაც მან წინასწარ დაგვიდგინაო.
წინასწარ მას არ დაუდგენია შენთვის ადგილი , ეს ზუსტად რომ ბოლოს ხდება როგორც შენ იცხოვრებ იმის მიხედვით.

იმედია გასაგებად გამოვთქვი ჩემი აზრი.


--------------------
ანგარიშის ნომრები ევა ბებოსთვის


GE87TB7000000365145310
თინათინ მაჭავარიანი
სვიფტი TBCBGE22
თინათინ მაჭავარიანი
--------------
emoney
361111687
Zyklon
BE NEGATIVE


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 47694
წევრი No.: 1631
რეგისტრ.: 21-January 03

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 03:44  #4707630      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთელი ამ ბორშის მიზეზი არი უბრალო: როდესაც რელიგიები ყალიბდებოდა, ადამიანები არ სვამდნენ ეგეთ კითხვებს.
შესაბამისად ეგეთი მომენტები არ გაიცხრილა და დარჩა.
როდესაც ადამიანები მივიდენ იმ დონემდე, რო მასობრივად დაიწყეს ეგეთი კითხვების დასმა, გვიანი იყო.

გვაქვს ეხლა თავშესაქცევი სიტუაცია, ნებისმიერი თინეიჯერი უსვამს ჩამჭრელ კითხვას ნებისმიერ ბრძენკაცს და ამ ბრძენკაცს სიტყვის ბანზე აგდების გარდა არაფერი შეუძლია.



--------------------
არა არს ღმერთი თვინიერ მორგოტისა და საურონი მოციქული მისი
***
მორწმუნე თომა
***
ვი გათ ნო თრაბლზ,
ლაიf იზ დი ბაბლზ,
ანდადასი
agr_bak
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24895
წევრი No.: 19691
რეგისტრ.: 12-May 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 03:53  #4707649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Zyklon
კარგია თუ ასეთი ჭკვიანი თინეიჯერები გვყავს, თუმცა მე სამწუხაროდ საპირისპიროს ვხედავ, თუნდაც ამ ფორუმზე მათი პოსტების წაკითხვის შემდეგ.
(რა თქამ უნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხარო რეალობაა და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის რომ თვითონ თავი ზედმეტად ჭკვიანებიც კი ჰგონიათ)
Zyklon
BE NEGATIVE


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 47694
წევრი No.: 1631
რეგისტრ.: 21-January 03

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 04:11  #4707683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
agr_bak
კი ბატონო, მართალს ბაზრობთ yes.gif
მარა აქ სხვა რამეზეა საუბარი
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29611
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 04:12  #4707685      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
joto
QUOTE
შეიძლება ჩემი პასუხი არადამაკმაყოფილებელია, ეს არაა მთავარი არც შენი კითხვაა ჭეშმარიტებასთან თუნდაც ახლოს ადამიანები შემოსაზღვრული ვართ ჩვენს მკაცრად დაწესებულ ზღუდეში, საიდანაც ვიხედებით ძალიან ვიწრო ჭუჭრუტანიდან. რასაც ვერ ვხედავთ და ვერ ვეხებით, ხშირად არც გვწამს... პირველ რიგში ამას ჩემს თავზე ვამბობ, იმიტომ, რომ მეც მქონია შემთხვევები, როცა გამკენწლავდა ურწმუნოება.. ყველაფერი გაცილებით მარტივია, თუნდაც ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ ავხედავთ და უძირო და უსასრულო კოსმოსს რომ შევავლებთ თვალს! აი, მაშინ ჩანს რა უსუსურები ვართ ჩვენი მზის სისტემის გამოკვლევამდე ვინ იცის ჯერ კიდევ რამდენი საუკუნე გაივლის და ამ დროს ესეთი სისტემები უსასრულოა... აქ დაიწერა დროის აღქმის ადამიანურ და ღმრთისეულ კონცეფციაზე. ორივე ხელით ვეთანხმები! ჩვენი წარმოდგენები და შეხედულებები ჩვენს საკუთარ თავზე, ხშირ შემთხვევაში ძალიან აჭარბებს ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, ეს თუნდაც ელემენტარულ მიწისძვრის, ქარიშხლის, ვულკანის და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ნათლად ვლინდება.. ასე რომ Не исповедими пути господа бога нашего! ძალიან ნუ გავიჭყლიტავთ ტვინს, მაინც ვერ დავინახავთ ვერაფერს ჩვენი თვალებით, იმიტომ, რომ მართლა რეალური და წმინდა- უხილავია ყველაფერს მატერიალიზმამდე ნუ დავიყვანთ... ეს ეხება როგორც დროს, ასევე ყველა იმ ფაქტორს, რასაც კი ახსნა არ აქვს, და არც უნდა ოქნდეს! "ნეტარ არიან ურწმუნონი, ვისაც არ უნახივარ და ისე მიწამეს", გვმოძღვრავს იესო

ანუ ბრმად გწამს იმისი რისი ახსნაც არ შეგიძლია და რაც ალოგიკურია და თავისივე დებულებებში ურთიერთგამომრიცხავი?

აჩრდილი
QUOTE
პარადოქსები არსებობს იმ ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს გაიგოს ღმერთი თავისი, ადამიანური გონებიდან გამომდინარე.
რწმენაო. რწმენა თქვენ ლობიოს ჭამა გგონიათ? რწმენა ეს ისაა რაც აკავშირებს რელიგიის გარეგან, რიტუალურ, და შინაგან მხარეებს.
შინაგანი მხარის ენა ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია.
კიდევ ერთხელ: შენ ცდილობ ჩაწვდე აბსოლუტს პრიმატის პოზიციიდან(ნე ვ აბიდუ).
დაფიქრდი

გასაგებია, მაგრამ მე პრიმატი ვარ და მგონი გაუგებარი არაა რომ პრიმატის პოზიციიდან ვმსჯელობ ხო? ხოდა ამ პრიმატის პოზიციიდან ისეთი დიადი რამე როგორიცაა რელიგია და რომლისაც უნდა მწამდეს არის ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებით სავსე.

ეს ისე

ახლა კიდევ ერთი. უკვე ზემოთაც ავღნიშნე და აქვე ვიტყვი რომ არ მაინტერესებს მე ის რომ მე იმდენად დებილი ვარ რომ ვერ გავიგებ ღმერთის გზას და მის გადაწყვეტილებებს, ამაზე არც მაქვს პრეტენზია. უბრალოდ მე სხვა რამეზე მაქვს თემა გახსნილი და პასუხი მინდა ამ თემაზე რა შუაშია აქ ეს ოფტოპიკები ვერ ვხვდები... იქნებ უბრალოდ პასუხის გეშინიათ?

agr_bak

QUOTE
ახლა შენ ნუ მიწყენ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ არ გინდა გაიგო სხვისი აზრი და ჯიუტად იმეორებ იგივეს.
შენს შეკითხვაზე სხვადასხვა კუთხით ამომწურავად გიპასუხა თითქმის ყველამ. აგერ მეც შევეცდები მაქსიმალურად ''ადვილად'' ვთქვა.

ღმერთს თითოეული ადამიანისთვის ''სცენარი'' კი არ აქვს დაწერილი . ის გაძლევს სიცოცხლეს, გონებას და ორ გზას ერთს ჯოჯოხეთში მიყავხარ, მეორეს სამოთხეში. თანაც გასწავლის, რომელ გზას რა შედეგი მოაქვს. შენ თუ მცდარ გზას დააგები ყველანაირად ხელს გიწყობს (ხან განსაცდელის, ხან სიკეთით, ხან რაღაც სხვა მოვლენის სახით) რომ სწორ გზაზე გადმოგიყვანოს. ახლა შენ თუ მაინცდამაინც გაჯიუტდები და არასწორად იცხოვრებ რაღა მნიშვნელობა აქვს იმან იცის თუ არა შენი ბოლო, მაინც ცუდად დაასრულებ ხომ?
შენ თუ სწორად იცხოვრებ, შენი ნებით შენი ჭკუით მაშინ არანაირად არ მოხვდები ჯოჯოხეთში
მე ვხვდები შენ რასაც ამბობ მგონი: რომ ღმერთს მივყავართ იქეთ საითაც მან წინასწარ დაგვიდგინაო.
წინასწარ მას არ დაუდგენია შენთვის ადგილი , ეს ზუსტად რომ ბოლოს ხდება როგორც შენ იცხოვრებ იმის მიხედვით.

იმედია გასაგებად გამოვთქვი ჩემი აზრი.

კი, მაგრამ საქმე რაშია იცი? საკუთარ აზრში მოდიხარ წინააღგმდეგობაში, მე არსად მითქვამს ღმერთს სცენარი აქვს მეთქი დაწერილი.
აი შენ ამბობ: "შენ თუ სწორად იცხოვრებ, შენი ნებით შენი ჭკუით მაშინ არანაირად არ მოხვდები ჯოჯოხეთში" და ამით მთელი მართლმადიდებლობის აზრის და არსის წინააღგმდეგ მიდიხარ, რადგან თუ ღმერთმა წინასწარ იცის რომ ჯოჯოხეთში მოხვდები შენ მერე გინდა სწორად იცხოვრე და გინდა არასწორედ მაინც ჯოჯოხეთში მოხვდები, აი ამაშია საქმე...

და კიდევ იმაში რომ შენ გაჯიუტდები თუ არა ეგეც ღმერთის გადასაწყვეტია და უკვე გადაწყვეტილიცაა რადგან წინასწარ იცის!!!

ვერ ვხვდები ნუთუ ასე გაუგებრად ვწერ?

დაფიქრდი:

1. ღმერთმა იცის რომ ჯოჯოხეთში მოხვდები
2. რა აზრი აქვს გაჯიუტდები და ცუდად იცხოვრებ თუ სწორად იცხოვრებ?

აი ამაშია საქმე მანდ იჭრებით ყველა და ცდილობთ რაღაცა სხვაზე გადაიტანოთ მსჯელობა!!!

არჩევანს აზრი ეკარგება თუკი შედეგი ცნობილია წინასწარ!!!


--------------------
რეგვენებს რომ ფრენა შეეძლოთ, აქაურობა აეროპორტი იქნებოდა
Zyklon
BE NEGATIVE


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 47694
წევრი No.: 1631
რეგისტრ.: 21-January 03

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 04:18  #4707691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პასუხი არის მარტივი : შედეგი წინასწარ ცნობილი არ არის givi.gif
agr_bak
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24895
წევრი No.: 19691
რეგისტრ.: 12-May 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 04:37  #4707713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Zyklon
1.კი არ ვბაზრობ- ვსაუბრობ.
2. რაც შეეხება შედეგს: ვისაც გვჯერა გაგვატარეთ
------------------------------------------------------------
Internet_Contraband
პრობლემა იმაშია, რომ ძალიან მიწიერად უდგები ამ საკითხს. შენ ეძებ ისეთ ლოგიკას, რომელიც უბრალოდ არ არსებობს.
ასეთი ლოგიკით თავი მარიონეტი გამოგყავს რაც მორწმუნე ადამიანისთვის მიუღებელია და ამიტომ ეს კამათი დაუსრულებელი გამოვა. საერთოდ რელიგიაზე კამათი მგონი არასდროს დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით. აქ ორი მხარეა ან გწამს და გჯერა ან არა.

მე მორწმუნე ვარ და ერთი ვიცი თუ სიკეთით ვიცხოვრებ, სიკეთითვე გარდავიცვლები და არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა უფალმა რა იცის წინასწარ ჩემს მომავალზე. უფალი მკითხავი არაა, ყველაფერი მისი ნებაა და მისი ნება ბოროტება არასდროს ყოფილა. ამის მწამს და ასე ვცხოვრობ.
რომც არ აღმოჩნდეს იმქვეყნიური ცხოვრება მერე (სიტყვაზე ვამბობ) რა მნისვნელობა აქვს, აქ რასაც ვიცხოვრებ, ხომ კარგად ვიცხოვრებ.
ნუთუ ეს ასეთი რთულია?

არააჩევანის უფლება არ მაქვსო რომ ამბობ. კარგი დავუშვათ და არ გაქვს. გაუნძრევლად აპირებ ყოფნას? საგანი უნდა გახდე?
ხომ უნდა გაიარო ეს ცხოვრება ასე თუ ისე და რა გინდა სიკვდილის მერე რას ეძებ ჯერ მანამდე გაარკვიე ყოველდღე როგორ გესიამოვნება ყოფნა. სულ რომ არ არსებობდეს ღმერთი მაშინ გაქვს არჩევანის უფლება?
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29611
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 05:17  #4707760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
agr_bak
QUOTE
პრობლემა იმაშია, რომ ძალიან მიწიერად უდგები ამ საკითხს. შენ ეძებ ისეთ ლოგიკას, რომელიც უბრალოდ არ არსებობს.
ასეთი ლოგიკით თავი მარიონეტი გამოგყავს რაც მორწმუნე ადამიანისთვის მიუღებელია და ამიტომ ეს კამათი დაუსრულებელი გამოვა. საერთოდ რელიგიაზე კამათი მგონი არასდროს დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით. აქ ორი მხარეა ან გწამს და გჯერა ან არა.

მე მორწმუნე ვარ და ერთი ვიცი თუ სიკეთით ვიცხოვრებ, სიკეთითვე გარდავიცვლები და არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა უფალმა რა იცის წინასწარ ჩემს მომავალზე. უფალი მკითხავი არაა, ყველაფერი მისი ნებაა და მისი ნება ბოროტება არასდროს ყოფილა. ამის მწამს და ასე ვცხოვრობ.
რომც არ აღმოჩნდეს იმქვეყნიური ცხოვრება მერე (სიტყვაზე ვამბობ) რა მნისვნელობა აქვს, აქ რასაც ვიცხოვრებ, ხომ კარგად ვიცხოვრებ.
ნუთუ ეს ასეთი რთულია?

არააჩევანის უფლება არ მაქვსო რომ ამბობ. კარგი დავუშვათ და არ გაქვს. გაუნძრევლად აპირებ ყოფნას? საგანი უნდა გახდე?
ხომ უნდა გაიარო ეს ცხოვრება ასე თუ ისე და რა გინდა სიკვდილის მერე რას ეძებ ჯერ მანამდე გაარკვიე ყოველდღე როგორ გესიამოვნება ყოფნა. სულ რომ არ არსებობდეს ღმერთი მაშინ გაქვს არჩევანის უფლება?

რაშია საქმე იცი... ეს თემა მაგის გასარკვევად არ გამიხსნია... სხვა რაღაც ვიკითხე და იმაზე მინდა პასუხი, შენ რაც გაინტერესებს შეგიძლია ცალკე თემა გახსნა.
Zyklon
BE NEGATIVE


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 47694
წევრი No.: 1631
რეგისტრ.: 21-January 03

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 05:30  #4707769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
agr_bak
QUOTE
რაც შეეხება შედეგს: ვისაც გვჯერა გაგვატარეთ

მიბრძანდით ბატონო smile.gif
მხოლოდ ერთი კითხვა, რა გჯერათ, ის, რომ შედეგი ცნობილია?


მიწიერი და ადამიანური ლოგიკის გამოსადეგობა-გამოუსადეგრობას რაც შეეხება.

თუკი ადამიანის მიწიერი ლოგიკა და მისი ასე ვთქვათ მეთოდები მართალი და სანდოა იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ამ ლოგიკის მეშვეობით მივიდა ღმერთის არსებობის აზრამდე, მაშინ, რატომღა არის ეს ლოგიკა და მისი მეთოდები მტყუანი და არასანდო იმ შემთხვევაში, როდესაც მათივე საშუალებით ღმერთის არარსებობის აზრამდე მივედით?

Olaizola
Red & Black


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22411
წევრი No.: 16269
რეგისტრ.: 16-January 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 07:42  #4707805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამაგიეროდ ათეისტებს გაქვთ არჩევანი.




ვანილა სკაი


--------------------
ეს ის არ არის რაც შენ გგონია...

მიხვედრილობა: ყველაზე კარგი თვისებაა ადამიანში :yes:

www.hattrick.org
Borussia Tbilisi

ტიტულები : საქართველოს ჩემპიონი !! თასი !! (20 სეზ), III.7 (11სეზ), III.14 (13სეზ) II.1 (16სეზ)
Torvalds
Benevolent Dictator for Life


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 756
წევრი No.: 25854
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 10:31  #4708048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქვე ერთი "პატარა" კითხვა - თუკი ღმერთი სიკეთეა და ყოვლის შემძლეა, საერთოდ რატომ არსებობს სატანა, როგორც ბოროტების განსახიერება? სხვა სიტყვებით - თუკი სიკეთე ყოვლისშემძლეა, რატომ უწევს საერთოდ ბრძოლა ბოროტებასთან? წარმოიდგინეთ 2 დაპირისპირებული მხარე, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთ მხარეს შეუძლია ყველაფერი - ამ შემთხვევაში ბრძოლა სრული უაზრობაა - ყოვლისშემძლე მხარეს უბრალოდ შეუძლია მოისურვოს, რომ მისი მოწინააღმდეგე საერთოდ გაქრეს, შესაბამისად, ბრძოლა საერთოდ არ იქნება საჭირო.
გინდა რელიგიური კუთხით შეხედე და გინდა - მატერიალისტურით, ფაქტია, რომ ეს ასე არ არის - მიმდინარეობს განუწყვეტელი და დაუნდობელი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის - სწორედ ამ ბრძოლაში მონაწილე ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება არის ადამიანის მთავარი უფლება. ა პრიორი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ სიკეთე, ანუ ღმერთი ყოვლის შემძლე არ არის - ანუ მას რაღაც-რაღაცეები არ შეუძლია. და რატომ არ შეიძლება ამ რაღაც-რაღაცეებიდან ერთ-ერთი შედეგის წინასწარ არცოდნა იყოს? უფრო მეტიც, თუკი ბრძოლაში მონაწილე რომელიმე მხარემ შედეგი წინასწარ იცის, ბრძოლაში მონაწილეობას, ისევე, როგორც თავად ბრძოლას აზრი ეკარგება. არადა, როგორც უკვე ვთქვი - ბრძოლა მიდის ხალხო, მიდის!
მოკლედ - მორწმუნე ხალხმა უნდა გააკეთოთ არჩევანი - ან უნდა თქვათ, რომ არანაირი ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის არ მიდის და უფრო მეტიც, დაპირისპირებული პოლუსები სიკეთისა და ბოროტების სახით საერთოდ არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი, ან უნდა აღიაროთ, რომ ღმერთი არც ყოვლის შემძლეა და არც ყოვლის მცოდნე!
არჩევანი თქვენზეა - "ორივენიცა" არ გამოვა - ან ერთი უნდა აირჩიოთ, ან - მეორე!
სწორედ ეს არის 2 ურთიერთგამომრიცხავი დოგმა, რომელთა ერთდროულად დაშვება შეუძლებელია.


--------------------
Linus' Law:
"Given enough eyeballs, all bugs are shallow."
ნიკუშა_მარქსი
მემარცხენე რადიკალი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14234
წევრი No.: 22606
რეგისტრ.: 21-August 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 10:53  #4708163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ღმერთი ისეთივეა როგორიც საზოგადოება, როდესაც ბიბლიიის ადრეული რედაქცია მუშაობდა მაშინ არც სატანა არსებობდა და სხვანაირად ხსდნიდნენ ბევრ რამეს, ხოლო შემდგეგი რედაქციები თავის პონტში ასწორებდნენ ხოლმე მასალებს,


არჩევანის უფლებაც მოგვიანებით გაჩენილი ფენომენია, ისევე როგორც ერთი კონკრეტული ჩაგრული ერის ღმერთი რომელიც ყოველდღე ეცხადებოდა საკუთარ ხალხ და ჭკუას არიგებდა და იმის მერე ყველას ვისაც გამოეცხადა ფსიქიატრიულში გააგრძელა საუბარი.


--------------------
http://witeli.blogspot.com/ ჩემი ბლოგი

რა უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ სადაც ღარიბები მდიდრებს ინახავენ(ჯოზეფ სტიგლიცი)
Jebrail
Lazy


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18679
წევრი No.: 2710
რეგისტრ.: 17-September 03

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 11:21  #4708300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


QUOTE
ის გაძლევს სიცოცხლეს, გონებას და ორ გზას ერთს ჯოჯოხეთში მიყავხარ, მეორეს სამოთხეში.


QUOTE
ეს უფლისთვისაა ცნობილი წინასწარ, მაგრამ შენთვის ხომ არაა ცნობილი?


==>> ისიც ცნობილია ჩაიდენ ამა თუ იმ ქმედებას თუ არა , რას აირჩევ ისიც ცნობილია ==>> არჩევანის ტავისუფლება არა დემოკრატია smile.gif

( ნუ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში ღმერთი თუ არსებობს )

This post has been edited by Jebrail on 1 Feb 2007, 11:22
Perfect_Circle
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8906
წევრი No.: 14236
რეგისტრ.: 4-November 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2007, 11:26  #4708336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საერთოდ რატომ არის საქართველოში ასე რომ
ბავშვი რომ იბადება ეგრევე ნათლავენ?
არჩევანის საშუალება რატომ არ აქვს ბავშვს?
ახლა მე 12 წლის ვიყავი რომ მოვინთლე, და იმ მონათვლის აზრს ჩემვის დღესაც ვერ ვხვდები...


--------------------
ისე კომპიუტერებიდან Kaspersky ის ანტივირუსები წაშალეთ? რუსულად ნათარგმნი ფილმები? რუსულ ბანერებს ხომ არ ათვალიერებთ თქვე რუსების აგენტებო თქვენა! @ Internet_Contraband
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (43) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0224 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]