forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ყველას საყურადღებოდ! ყველამ უნდა წაიკითხოს!, მერე არ თქვათ არ წამიკითხავსო!
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28051
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 22:04  #17537933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ რამდენად პრობლემურია რელიგია-ფილოსოფიის განყოფილებაა.
ამის გამო მიწევს ხოლმე ხისტი მოდერირება და ძალიან ბევრი იუზერიც მემდურის ამის გამო.

1. ეს ბოლო პერიოდია საკმაოდ მომრავლდა უცენზურო გამონათქვამები რომლებიც ტრანსლიტის მეშვეობით ინიღბება და მათი ავტორები აცხადებენ რომ ისინი ამ სიტყვების წერისას არავის შეურაცხყოფენ.
მინდა გამოგიცხადოთ, რომ ამის შემდეგ გაათმაგდება კონტროლი მსგავს სიტყვებზე და არ ააქვს მნიშვნელობა თქვენი უცენზურო სიტყვა ვინმეს შეეხება და შეურაცხყოფს თუ არა - თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ ვორნს.
ანუ, გავმეორდები, ყველანაირი უცენზურო გამონათქვამი სასტიკად აკრძალულია ამ განყოფილებაში!

2. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირიბი შეურაცხყოფები, როდესაც ესა თუ ის იუზერი აცხადებს რომ ამა თუ იმ იუზერის პოსტი არის "სისულელე", "სიბნელე", "უვიცობა" და ა.შ.
ამით ისინი აცხადებენ, თითქოს არავის აყენებენ შეურაცხყოფას, სინამდვილეში კი ამგვარი მიმართვა ირიბად ეხება პოსტის ავტორს და მაგალითად თუ ამ პოსტში წერია "სისულელე, მისი ავტორი ავტომატურად ხდება ამ "სისულელის" ავტორი და შესაბამისად სულელი გამოდის.
ბევრჯერ მსმენია თავის მართლება, რომ "მე არ მიწოდებია მისთვის სულელიო", სინამდვილეში კი მსგავსი მიმართვით ის შეურაცხყოფს ადრესატს.
ამის გამო ვინც მსგავს რამეს დაწერს ის მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას და მისი პოსტი წაიშლება, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაივორნება.

3. ყოვლად დაუშვებელია პროვოკაციული (პირდაპირი და ირიბი) პოსტინგი. ეს ისედაც წერია ფორუმის წესებში, მაგრამ ვინაიდან ამას არ ექცევა საკადრისი ყურადღება, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოვაცხადო.
პროვოკაციაში იგულისხმება სალაზღანდარო ხასიათისა ან ცინიკური პოსტები, რომელიც უეჭველად გამოიწვევს ადრესატის გაღიზიანებას და პროვოცირებას იმაზე რომ პოსტის ავტორს აგრესიულად უპასუხოს.
მსგავსი შემთხვევის დროს პროვოკაციული პოსტები წაიშლება, ავტორი მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში კი დაივორნება.

4. შეურაცმყოფელი და უცენზურო ფრაზების, ხელმოწერების და "იუზერ ტაიტლების" ციტირება ისეთივე დარღვევაა როგორც ჩვეულებრივი უცენზურო პოსტინგი და მასზე მოხდება შესაბამისი რეაგირება ვორნის სახით.

ჯერ-ჯერობით ეს არის რისი თქმაც მინდოდა.

ყველა ვინც ამ განყოფილებაში დაპოსტავს, აუცილებლად უნდა გაეცნოს წესების ამ
დაზუსტებებს.

აღნიშნული პოსტი დაილინკება
განყოფილების წესებში

This post has been edited by დათიკო on 20 Jan 2010, 22:13

მიმაგრებული სურათი
new_rules.jpg


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 22:48  #17538915      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim
დახურეთ განყოფილება საერთოდ მაშინ! დაიმატეთ კიდევ სამი კომოდერატორი მმკ-დან და პირდაპირ გადადით დაპატიმრებაზე, თუნდაც იმისათვის რომ სხვა ადამიანის ბოდიალს გაბედულად სისულელე უწოდო.

ეს დიქტატურული ნააზრევი კოლეგიალობის მხრივ შეთანხმებულია ადმინისტრაციასთან და მეორე მოდერატორთან? თუ სულიწმინდის ნებით არის გამოხატული?

აი ეს არის პოლიტიკის მოდერატორთა ახალი ეთიკის კოდექსი და კარგი იქნებოდა ცოტა რამ შენც დაგესწავლა აქედან:

მოდერატორთა ეთიკის კოდექსი

შესავალი:
პოლიტიკის მოდერატორად დაინიშნება ან აირჩევა მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც გაიზიარებს კოდექსს და ამას დაადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით.

გარდა ფორუმის წესების და კოდექსის დაცვისა, მოდერატორი ვალდებულია საკუთარი პოსტინგით და მოდერირებით უზრუნველყოს განყოფილებაში სასიამოვნო და კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნა. მისი პოსტები მწვავე თემებში უნდა ემსახურებოდეს, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას და არა მათ შექმნას, ან გამწვავებას.
ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია ფორუმის წევრებთან გამომწვევი, ცინიკური, აგდებული დამოკიდებულება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს, მოდერატორის სტატუსის არამიზნობრივი გამოყენება.


1. მოდერატორი ვალდებულია დაიცვას და უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება; აღკვეთოს იუზერის შეურაცხყოფა ან დისკრიმინაცია რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
მოდერატორს არ აქვს უფლება ადმინისტრაციული მეთოდების ან ტექნიკური პრივილეგიის გამოყენებით, ლობირება გაუწიოს, საკუთარ რელიგიურ ან პოლიტიკურ შეხედულებას. მან უნდა იხელმძღვანელოს ფორუმის ზოგადი წესებით, მოცემული კოდექსით და თავისუფალ საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმებით.



2. მოდერატორი რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს იუზერს, გამოიწვევს პროვოკაციას, ან ჩაიდენს ნებისმიერ ქმედებას რომელიც დასჯადია ფორუმის მოხმარების წესებით, ჩამოქვეითდება და გახდება კომოდერატორი, განმეორების შემთხვევაში კი საერთოდ გათავისუფლდება უფლებამოსილებისგან.



2.1 მოდერატორის მიერ უფლებამოსილების გადაცდენა და ბრალეულობის დადგენა განისაზღვრება, ფორუმის ზოგადი წესებით და მოცემული კოდექსით. ამ პროცესში მონაწილეობას იღებს პოლიტიკის განყოფილების ყველა მოდერატორი, სუპერმოდერატორი და ფორუმის ადმინისტრატორი.

2.2 მოდერატორის ბრალეულობის დადგენა მოხდება დანარჩენი მოდერატორების მიერ კითხვაზე: "დაარღვია თუ არა X მოდერატორმა ეთიკის კოდექსი" პასუხის გაცემით. ყველა მოდერატორი ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია პასუხით "კი" ან "არა".

2.3 მოდერატორის უფლებამოსილების შეჩერების ან მისი დასჯის გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკის განყოფილების მოდერატორების მინიმალური უმრავლესობის, ფორუმის ადმინისტრატორის და სუპერმოდერატორის მიერ.

2.4 ფორუმის ნებისმიერი მომხმარებლის პრეტენზია იმსახურებს ყურადღებას და შესაძლებელია გახდეს მოდერატორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მიზეზი.

2.5 ფორსმაჟორული (წინასწარ შეთანხმებული) სიტუაციის გარდა, სხვა განყოფილებების მოდერატორებს ეკრძალებათ პოლიტიკის განყოფილებაში ადმინისტრირება, ან იუზერების დასჯა.

3. ფორუმის წესები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ერთნაირად ვრცელდება როგორც იუზერებზე ასევე მოდერატორებზე.

3.1 ფორუმის ცნობად ნიკებს, ჰონორარი მემბერებს , ყოფილ მოდერატორებს ან მოდერატორებთან დაახლოებულ პირებს, მოდერატორებმა ზუსტად ისევე უნდა მოსთხოვონ წესების დაცვა, როგორც სხვა იუზერებს.

3.2 მოდერატორებს ეკრძალებათ როგორც საკუთარ, ასევე სხვა მოდერატორების მიერ დახურულ თემებში პოსტვა და მათი გახსნა/დახურვა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

3.3 კატეგორიულად იკრძალება ფორუმის წევრის IP მისამართის ფორუმის რიგითი წევრისთვის, ან სხვა გარეშე პირისათვის გადაცემა ადმინისტრაციის, ან სპეციალური ორგანოების მიერ ოფიციალური მოთხოვნის გარეშე.

3.4 სხვა განყოფილების მოდერატორისთვის, პოლიტიკის განყოფილების მოდერატორის მიერ, მომხამრებლის IP მისამართის ან პიროვნების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა, უნდა მოხდეს მხოლოდ ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პირადი მიზნებით.

3.5 აკრძალულია დახურულ ფორუმში (დირ. კაბინეტი) მიღებული ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა.

4. ნებისმიერი თემა შესაბამისობაში უნდა იყოს იმ განყოფილების პროფილთან და სპეციფიკასთან, სადაც ის იხსნება.
მაგ. მატჩები უნდა განიხილებოდეს სპორტში, მუსიკა მელომანიაში, შიშველი ქალები კი ლუდხანაში ან აბანოში. (გამონაკლისი შეიძლება გახდეს, თემა, რომელიც ჯერ კიდევ კოდექსის ძალაში შესვლამდე არის გახსნილი და პოლიტიკის განყოფილების ისტორიის ნაწილია.)

(ეს პრინციპი ხელს შუწყობს განყოფილების დეცენტრალიზაციას და პოლიტიკის განყოფილების წევრების ფორუმის სხვა განყოფილებებთან ინტეგრაციას).

5. ფორსმაჟორული სიტუაციის გარდა, თემის დახურვის, გადატანის , დაყოფის ან შეერთების დროს, მოდერატორი ვალდებულია მოახდინოს თვითიდენტიფიკაცია და იმავე თემაში მიუთითოს მოქმედების მიზეზი.

5.1. ნებისმიერი აქტუალური (მწვავე) თემის სხვა განყოფილებაში გადატანა წინასწარ უნდა შეთანხმდეს ადრესატი განყოფილების მოდერატორთან.

6. კატეგორიულად იკრძალება ფორუმზე ბილწსიტყვაობა - არ აქვს მნიშვნელობა შეცვლილი სიტყვა იქნება თუ პირდაპირ.
წესის დარღვევად ჩაითვლება, უცენზურო ლექსიკის, განსაკუთრებით კი კონკრეტული ადრესატის მქონე შეუარცხყოფის როგორც დაპოსტვა, ასევე პროფილში თუ სიგნატურაში გამოყენება.

7. გარდა 2-ე პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, სხვა განყოფილების მოდერატორის მიერ, პოლიტიკის განყოფილებაში ადმინისტირების ინიციატივა განიხილება როგორც დარღვევა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სუპერმოდერატორის ან ფორუმის ადმინისტრატორის მხრიდან.


This post has been edited by ივერიელი on 20 Jan 2010, 22:55


--------------------
შენც მიდიხარ იქ საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან.. და თან მიხარიან!
ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი:
შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი.
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28051
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 22:59  #17539142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ივერიელი
გმადლობ რომ შემახსენე მოდერატორის უფლება–მოვალეობანი და მოქმედების წესი.
აუცილებლად გავითვალისწინებ.
აზნაური კიკნაველიძე
სრული სააზნაურო ღირსებით


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 394
წევრი No.: 85177
რეგისტრ.: 22-February 09

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:04  #17539262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო

ეს უკვე სრული დიქტატურაა !!! ასე არ შეიძლება !!!! შენ კრძალავ, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, მე როგორც ამ ფორუმის წევრს და უბრალოდ ადამიანს მაქვს უფლება ვინმე გაუნათლებელი, ფანატიკოსის ნათქვამს ვუწოდო სისულელე !! გეუნები ეს წესები არის სრული სისულელე და როგორც გინდა ისე გაიგე !!!!

სად არის მნათე? მაინტერესებს ეთანხმება თუ არა ის ამ სისულელეს?

This post has been edited by აზნაური კიკნაველიძე on 20 Jan 2010, 23:05


--------------------
"არა ჩემთვის, უფალო, არა ჩემთვის, არამედ შენი სახელის სადიდებლად"
Non nobis Domine non nobis: sed nomini tuo da gloriam
ბრმა რელიგიური ფანატიზმს ჯანსაღი რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ, თორემ არასწორ გზაზე დავდგებით !
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე

1997
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28051
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:14  #17539466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აზნაური კიკნაველიძე
QUOTE
ეს უკვე სრული დიქტატურაა !!! ასე არ შეიძლება !!!! შენ კრძალავ, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, მე როგორც ამ ფორუმის წევრს და უბრალოდ ადამიანს მაქვს უფლება ვინმე გაუნათლებელი, ფანატიკოსის ნათქვამს ვუწოდო სისულელე !! გეუნები ეს წესები არის სრული სისულელე და როგორც გინდა ისე გაიგე !!!!

სად არის მნათე? მაინტერესებს ეთანხმება თუ არა ის ამ სისულელეს?

ვისწავლოთ აზრის გამოთქმა იმგვარად, რომ არ მივაყენოთ არავის შეურაცხყოფა.
მთელი პრობლემაც მაგაშია რომ ზოგიერთებს არ ჰყოფნით ხან ნერვები ხანაც ტაქტი, რომ ამგვარად წარმართონ დისკუსია.

ამგვარი "დიქტატურა" მირჩევნია თქვენს ფსევდოდემოკრატიას!
* * *
აზნაური კიკნაველიძე
QUOTE
სად არის მნათე? მაინტერესებს ეთანხმება თუ არა ის ამ სისულელეს?

მადლობა რომ სულელი მიწოდე.

მნათე ძალიან დიდი ხანია არ შემოსულა ფორუმზე.
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:24  #17539709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
1. წესები შეთანხმებული არ ყოფილა ჩემთან
2. ჩემი შემოუსვლელობა დაკავშირებულია სამსახურთან, რის შესახებაც ცნობილია ვულფიკასთვის. აქვე დავძენ, რომ ვაპირებდი განყოფილების მოდერობიდან გადადგომას, მაგრამ ადმინისტრაციის თხოვნით შემდგომი ერთი კვირიდან გამოვნახავ დროს (ღამე) ფორუმზე მოდერაციისთვის, რაზეც თანახმაა ადმინისტრაცია.

ხოლო სანამ ამ ახალი წესების სუსტ მხარეებზე საუბარს გავაგრძელებ, კითხვას დავსვამ კოლეგა მოდერატორის მიმართ - არის ეს წესები შეთანხმებული ადმინისტრაციასთან?
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28051
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:29  #17539825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მნათეუსი
QUOTE
1. წესები შეთანხმებული არ ყოფილა ჩემთან

ფორუმზე არ ხარ და ვერ შევათანხმებდი სამწუხაროდ.
QUOTE
2. ჩემი შემოუსვლელობა დაკავშირებულია სამსახურთან

კი ბატონო, რა პრობლემაა? smile.gif
QUOTE
ხოლო სანამ ამ ახალი წესების სუსტ მხარეებზე საუბარს გავაგრძელებ, კითხვას დავსვამ კოლეგა მოდერატორის მიმართ - არის ეს წესები შეთანხმებული ადმინისტრაციასთან?

არაფერი ახალი ამ წესებში არ არის. ხაზგასმაა და დამატებით შეხსენება. მე ახალი არაფერი მომიგონია და თუ რამის შეცვლა ან რედაქტირება გსურს არც ესაა პრობლემა.

კარგი ის არის რომ სანამ შენ არ იყავნი ფორუმზე, ბევრი ახალი იუზერი შემოგვემატა, მაგრამ ამასთან ერთად იმატა ბილწსიტყვაობამ, თანაფორუმელების შეურაცხყოფამ და აგრესიულმა დამოკიდებულებამ. სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე საჭიროდ შემეხსენებინა ფორუმელებისთვის აღნიშნული წესები, რომლებიც ბევრს ავიწყდება ან განგებ არ აქცევს ყურადღებას.
იმედი მაქვს შენც განოიჩენ გულისხმიერებას და დროსაც რომ უფრო აქტიურად ჩერთო ფორუმის მოდერირებაში. ამით უფრო გაიოლდება საქმე და მეც აღარ დამჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება.
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:36  #17539983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
1. ეს ბოლო პერიოდია საკმაოდ მომრავლდა უცენზურო გამონათქვამები რომლებიც ტრანსლიტის მეშვეობით ინიღბება და მათი ავტორები აცხადებენ რომ ისინი ამ სიტყვების წერისას არავის შეურაცხყოფენ.
მინდა გამოგიცხადოთ, რომ ამის შემდეგ გაათმაგდება კონტროლი მსგავს სიტყვებზე და არ ააქვს მნიშვნელობა თქვენი უცენზურო სიტყვა ვინმეს შეეხება და შეურაცხყოფს თუ არა - თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ ვორნს.
ანუ, გავმეორდები, ყველანაირი უცენზურო გამონათქვამი სასტიკად აკრძალულია ამ განყოფილებაში!


აი ეს მე საერთოდ ვერ გავიგე დათიკო, თუ შეიძლება გაშალე რას გულისხმობდი.

QUOTE
2. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირიბი შეურაცხყოფები, როდესაც ესა თუ ის იუზერი აცხადებს რომ ამა თუ იმ იუზერის პოსტი არის "სისულელე", "სიბნელე", "უვიცობა" და ა.შ.
ამით ისინი აცხადებენ, თითქოს არავის აყენებენ შეურაცხყოფას, სინამდვილეში კი ამგვარი მიმართვა ირიბად ეხება პოსტის ავტორს და მაგალითად თუ ამ პოსტში წერია "სისულელე, მისი ავტორი ავტომატურად ხდება ამ "სისულელის" ავტორი და შესაბამისად სულელი გამოდის.
ბევრჯერ მსმენია თავის მართლება, რომ "მე არ მიწოდებია მისთვის სულელიო", სინამდვილეში კი მსგავსი მიმართვით ის შეურაცხყოფს ადრესატს.
ამის გამო ვინც მსგავს რამეს დაწერს ის მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას და მისი პოსტი წაიშლება, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაივორნება.


მოდი ასე ვქნათ - თუ პოსტს არ ერთვება ზედ განმარტება რატომაა სისულელე, მაშინ ავამოქმედოთ ეს მუხლი, ანუ პოსტი, რომელიც მხოლოდ ამოიწურება ამ სიტყვაში, წაიშალოს და შესაბამისად გაფრთხილდეს იუზერი, ხოლო თუ ამაში არ ამოიწურება - მაშინ არ შეიძლება ჩავთვალოთ შეურაცხყოფად. თუ რასაკვირველია არ არის საზოგადოებაში მიუღებელი სიტყვა, ან პირდაპირი შეურაცხყოფა.

განვაგრძობ ცოტა ხანში...


* * *
QUOTE
3. ყოვლად დაუშვებელია პროვოკაციული (პირდაპირი და ირიბი) პოსტინგი. ეს ისედაც წერია ფორუმის წესებში, მაგრამ ვინაიდან ამას არ ექცევა საკადრისი ყურადღება, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოვაცხადო.
პროვოკაციაში იგულისხმება სალაზღანდარო ხასიათისა ან ცინიკური პოსტები, რომელიც უეჭველად გამოიწვევს ადრესატის გაღიზიანებას და პროვოცირებას იმაზე რომ პოსტის ავტორს აგრესიულად უპასუხოს.
მსგავსი შემთხვევის დროს პროვოკაციული პოსტები წაიშლება, ავტორი მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში კი დაივორნება.


თუ ცინიზმი არ არის დანაშაული (რასაც ბოლომდე ვერ აღმოფხვრი) ან ლაზღანდარაობა, მაშინ მისი აღკვეთა არის მოპასუხის კისრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა, რითაც მას ვუნადგურებთ იმუნიტეტს. ცინიზმი და ლაზღანდარაობა ოფტოპიკებში შეიძლება გავიდეს და თუ განმეორებადია, მაშინ მოდერატორს წესების მიხედვით აქვს უფლება განახორციელოს დავორვნა, ასე რომ ეს წესი ვფიქრობ თავშივე ძალადაკარგულია.
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28051
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:40  #17540064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მნათეუსი
QUOTE
აი ეს მე საერთოდ ვერ გავიგე დათიკო, თუ შეიძლება გაშალე რას გულისხმობდი.

აი მაგალითად იწერება უცენზურო სიტყვა რომესაც ცენზურის არიდების მიზნით ჩართული აქვს ლათინური ასო Y.
არის შემთხვევა როდესაც ამგვარი სიტყვა გამოიყენება არა ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით, არამედ უბრალოდ, ისე...როგორც ფრაზა "ამის დედა ვატირე" ოღონდ გაცილებით უხეშ ფორმებში.
QUOTE
მოდი ასე ვქნათ - თუ პოსტს არ ერთვება ზედ განმარტება რატომაა სისულელე, მაშინ ავამოქმედოთ ეს მუხლი, ანუ პოსტი, რომელიც მხოლოდ ამოიწურება ამ სიტყვაში, წაიშალოს და შესაბამისად გაფრთხილდეს იუზერი, ხოლო თუ ამაში არ ამოიწურება - მაშინ არ შეიძლება ჩავთვალოთ შეურაცხყოფად. თუ რასაკვირველია არ არის საზოგადოებაში მიუღებელი სიტყვა, ან პირდაპირი შეურაცხყოფა.

კი ბატონო გეთანხმები, დავურთოთ ეს განმარტება.
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:41  #17540092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
აი მაგალითად იწერება უცენზურო სიტყვა რომესაც ცენზურის არიდების მიზნით ჩართული აქვს ლათინური ასო Y.
არის შემთხვევა როდესაც ამგვარი სიტყვა გამოიყენება არა ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით, არამედ უბრალოდ, ისე...როგორც ფრაზა "ამის დედა ვატირე" ოღონდ გაცილებით უხეშ ფორმებში.


ჰო ეგ დასჯადია, მეც ამომივიდა ხელში ამდენი Y biggrin.gif

Manchester.
Eight Year Olds, Dude


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41730
წევრი No.: 27703
რეგისტრ.: 2-January 07

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:42  #17540123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
3. ყოვლად დაუშვებელია პროვოკაციული (პირდაპირი და ირიბი) პოსტინგი. ეს ისედაც წერია ფორუმის წესებში, მაგრამ ვინაიდან ამას არ ექცევა საკადრისი ყურადღება, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოვაცხადო.
პროვოკაციაში იგულისხმება სალაზღანდარო ხასიათისა ან ცინიკური პოსტები, რომელიც უეჭველად გამოიწვევს ადრესატის გაღიზიანებას და პროვოცირებას იმაზე რომ პოსტის ავტორს აგრესიულად უპასუხოს.
მსგავსი შემთხვევის დროს პროვოკაციული პოსტები წაიშლება, ავტორი მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში კი დაივორნება.

ანუ რვიან კლუჩზე რო ვიხუმრო შეიძლება დავივორნო ? spy.gif


--------------------
Manchester United - Philadelphia 76ers - New Orleans Saints

ადმინ ### ჩაიდე და დიასახლისის როლი ითამაშე (c) sormer500
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:43  #17540136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
4. შეურაცმყოფელი და უცენზურო ფრაზების, ხელმოწერების და "იუზერ ტაიტლების" ციტირება ისეთივე დარღვევაა როგორც ჩვეულებრივი უცენზურო პოსტინგი და მასზე მოხდება შესაბამისი რეაგირება ვორნის სახით.


ამის პრეცედენტი გქონდა? biggrin.gif ლოლ...

სხვა არაფერი განსაკუთრებული შენიშვნა არ მაქვს, თუ წინააღმდეგი არ იქნები როგორცვე მოვიცლი ოდნავ გავმართავ სტილისტურად და დავამტკიცოთ, ჩემი დამატებებით, ახლა იყოს.
* * *
აზნაური კიკნაველიძე
ივერიელი

ძალსზედ წიოკობთ biggrin.gif
* * *
ხო კიდევ დათიკო, ვწერ "თავისუფლების დიდ ქარტიას" ე.წ "Magna Charta Libertatum" - რახან ტრადიციების მოყვარული ხალხი ვართ, რომელიც შეეხება განყოფილებაში იუზერების, მოდერატორებისა და სხვა განყოფილების მოდერატორების ქცევის წესებს, უფლებებსა და მოვალეობებს.

გავხსნი დირკაბში და თუ დაამტკიცებ, გამოვაქვეყნოთ.

ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:48  #17540231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim
მნათეუსი

კაი ერთი? გაგახსენდა განყოფილება? biggrin.gif არაფერს არ ვწიკობოთ, ამ განყოფილებას ნელ-ნელა მოადგა ისაკ-ხან ყორჩიბაშის აჩრდილი და სანამ ამ აჩრდილში დათიკო ამოვიცანით მიხედეთ.

QUOTE
ო კიდევ დათიკო, ვწერ "თავისუფლების დიდ ქარტიას" ე.წ "Magna Charta Libertatum" - რახან ტრადიციების მოყვარული ხალხი ვართ, რომელიც შეეხება განყოფილებაში იუზერების, მოდერატორებისა და სხვა განყოფილების მოდერატორების ქცევის წესებს, უფლებებსა და მოვალეობებს.


თქვენი, მოდერატორების უფლება-მოვალეობებიც არ დაივიწყო გეთაყვა!

This post has been edited by ივერიელი on 20 Jan 2010, 23:49
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28051
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:48  #17540240      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მნათეუსი
QUOTE
ამის პრეცედენტი გქონდა? biggrin.gif ლოლ...

yes.gif
QUOTE
სხვა არაფერი განსაკუთრებული შენიშვნა არ მაქვს, თუ წინააღმდეგი არ იქნები როგორცვე მოვიცლი ოდნავ გავმართავ სტილისტურად და დავამტკიცოთ, ჩემი დამატებებით, ახლა იყოს.

კი ბატონო smile.gif


ძალიან გამიხარდება თუ მოახერხებ ხოლმე უფრო ხშირად შემოსვლას.


* * *
QUOTE
ხო კიდევ დათიკო, ვწერ "თავისუფლების დიდ ქარტიას" ე.წ "Magna Charta Libertatum" - რახან ტრადიციების მოყვარული ხალხი ვართ, რომელიც შეეხება განყოფილებაში იუზერების, მოდერატორებისა და სხვა განყოფილების მოდერატორების ქცევის წესებს, უფლებებსა და მოვალეობებს.

გავხსნი დირკაბში და თუ დაამტკიცებ, გამოვაქვეყნოთ.

კი ბატონო.
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 23:50  #17540286      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
დათიკო, რა ქნა ივერიელმა, განახორციელა ბოლომდე კათოლიკე ეკლესიის დისკრედიტაცია თუ ვერა? givi.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4607 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]