forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (20) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მატერიალიზმის დასასრული !
Ahasver
γνῶθι σεαυτόν


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1322
წევრი No.: 85947
რეგისტრ.: 5-March 09

გამოგზავნილია: 9 Mar 2014, 21:37  #40140881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მატერიალიზმის მთავარი პოსტულატი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: „ სამყარო გონებისგან დამოუკიდებლად არსებოსებობს. სივრცე, დრო, მატერია პირველადია, ხოლო გონება, ცნობიერება, მეორადი „ ერთი შეხედვით ცხადი და ადვილად აღსაქმელი იდეა, ამ იდეას მატერიალისტები თანამედროვე მეცნიერების მიღწევებით ამართლებენ, სახავენ პროგრესულ იდეად, რომელმაც განდავნა „ცრუ“ წარმოდგენები ეშმაკებზე, სულებზე, ღმერთზე, ხოლო ზოგადად იდეალიზმს, ანაქრონიზმად, უცოდინარი წარსულის ექოდ, პროგრესის დამამუხრუჭებელ ფილოსოფიად სახავენ. სინამდვილეში კი თნამედროვე მეცნიერება პირიქით სულ უფრო და უფრო მეტად აცლის საფუძველს ყოველგვარ „მატერიალურს’ „ნივთიერს“ ბუნებაში. ქვევით მოკლედ შევეცდები გაჩვენოთ თუ როგორ:
ფერი, ხმა, სურნელი, გემო ...
აღმოჩნდა რომ არავითარი ფერი, ხმა, და ასე შემდეგ ადამიანის „აღქმისგან“ დამოუკიდებლად გარემომცველ ბუნებაში არ არსებობს. ის სურათი მაგალითად რაც ადამიანის გონებაში იქმნება, - როცა ის ბუნების პეიზაჟს ან რომელიმე ხელოვნების ნიმუშს უმზერს, მხოლოდ და მხოლოდ გონების ილუზიაა და მეტი არაფერი. არავითრი „წითელი“ „ლუჯი“ და ასე შემდეგ ფერი არ არსებობს, ბუნებაში მხოლოდ სხვადასხვა სიხშირისა და სიგრძის ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილს გარდაქმნის „გონება“ „ცნობიერება“ ფერის „სიწითლის“ სიმწვანის“ და ა.შ. აღქმად... იგივე შეილება ითქვას ხმაზე ბგერებზე სურნელზე, გემოზე გარემომცველი სამყარო პირწმინდად დაცლილია ამ „თვისებებისგან“, ისინი მხოლოდ დამკვირვებლის შემეცნებაში გონებაში არსებობს.
სიმყარე
მატერიის ერთერთ მთავარ თვისებად მის სიმყარეს, ხელშესახებობას, მატერიალურობას მიიჩნევენ. თანამედროვე ფიზიკა კი გვიჩვენებს, რომ არავითარი "ნივთიერი" "მყარი" სინამდვილეში არ არსებობს. ყოველი საგანი ატომებისგან შედგება. აღმოჩნდა რომ ბუნების ეს საშენი აგურები არც ისეთი ჰომოგენური და მყარია როგორც ადრე წარმოედგინათ.. თუ მაგალითად პროტონს ჩოგბურთის ბურთის ხელაზე გავადიდებთ მაშინ აღმოჩნდება რომ ელექტრონების ორბიტა რამდენიმე ათეული კილომეტრით იქნება დაშორებული. მეცნიერებმა დათვალეს რომ ატომებში 99.9999999999999 % ცარიელ სივრცეს უკავია. ხოლო თვითონ ელექტრონებიც და პროტენებიც მოკლებულნი არიან ყოველგვარ სიმყარეს. ამ ელემენტარულ ნაწილაკებს ყველაზე კარგად ტალღური ფუნქცია მიესადაგება. ხოლო მათ აღსაწერად მხოლოდ ალბათობის ფუნქცია გამოდგება. ელემენტარული ნაწილაკი „არსებობის შესაძლებლობაა“ მხოლოდ და მხოლოდ სანამ ის არ გაიზომება. და მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც გონება დააკვირდება გაზომავს მას იგი იძენს „მატერიალურ“ ნივთიერ თვისებებს.

დრო და სივრცე
ადრე ფიქრობდნენ რომ დრო და სივრცე მარადიული, უცვლელი იყო. ფარდობითობის თეორიამ ეს მითი დაარღვია. აღმოცნდა, რომ დრო და სივრცე ათვლის სისტემის ცვლილებასთან ერთად იცვლება. მაგ. თუ ერთი ათვლის სისტემის თანახმადორი სხვადასხვა მოვლენა მაგ თბილისში და პარიზში ერთდროულად ხდება სხვა ათვლის სისტემაში ეს ორი მოვლენა სხვა და სხვა დროს ხდება. მოკლედ ფარდობითობის თეორისს მიხედვით ბევრი ისეთი უცნაურობები ხდება რაც ძველი დროის ყველაზე თამამ მეზღაპრეებსაც კი არ დაესიზმრებოდათ. ამ უცნოურობებზე ეხლა არ შევჩერდებით მთავარი ფარდობითობის თეორიაში არის ის რომ ერთადერთი სიდიდე რაც არ იცვლება და მუდმივია არის სინათლის სიჩქარე. და თუ სინათლის სიჩქარე სივრცულ დროით განზომილებაში ერთადერთი მუდმივაა მაშინ ლოგიკური იქნებოდა დროისა და სივრცისათვის სინათლის გადმოსახედიდან შეგვეხედა. კერძოდ თუ რა ემართება დროს და სივრცეს სინათლის სიჩქარით მოძრაობისას? რა ხდება და ამ სიჩქარეზე დრო ჩერდება, ნოლს უდრის, ხოლო მთელი გარემომცველი სამყარო რომელიც მილიარდობით სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, ერთ წერტილში თავსდება და მისი სიმაღლე, სიგრძე და სიგანე – ნულის ტოლია !!!

მარტივად რომ ვთქვათ არც დრო არსებობს და არც სივრცე !!! დრო და სივრცეც ისეთივე გონებისმიერი ილუზიაა როგორც ფერი, ხმა, სიმყარე და მის გარეშე არც ერთი არსებობს და არც მეორე !!!
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11601
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 01:19  #40144266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Ahasver

QUOTE
მატერიალიზმის მთავარი პოსტულატი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: „ სამყარო გონებისგან დამოუკიდებლად არსებოსებობს. სივრცე, დრო, მატერია პირველადია, ხოლო გონება, ცნობიერება, მეორადი „ ერთი შეხედვით ცხადი და ადვილად აღსაქმელი იდეა, ამ იდეას მატერიალისტები თანამედროვე მეცნიერების მიღწევებით ამართლებენ, სახავენ პროგრესულ იდეად, რომელმაც განდავნა „ცრუ“ წარმოდგენები ეშმაკებზე, სულებზე, ღმერთზე, ხოლო ზოგადად იდეალიზმს, ანაქრონიზმად, უცოდინარი წარსულის ექოდ, პროგრესის დამამუხრუჭებელ ფილოსოფიად სახავენ. სინამდვილეში კი თნამედროვე მეცნიერება პირიქით სულ უფრო და უფრო მეტად აცლის საფუძველს ყოველგვარ „მატერიალურს’ „ნივთიერს“ ბუნებაში. ქვევით მოკლედ შევეცდები გაჩვენოთ თუ როგორ:
ფერი, ხმა, სურნელი, გემო ...
აღმოჩნდა რომ არავითარი ფერი, ხმა, და ასე შემდეგ ადამიანის „აღქმისგან“ დამოუკიდებლად გარემომცველ ბუნებაში არ არსებობს.


დაბნეული ხარ ფარდობითობის თეორიით უბრალოდ... ობიექტური რეალობა არსებობს და ისაა პირველადი, ჩვენი შეგრძნობები კი პრინციპში არ გვატყუებენ, უბრალოდ ჩვენთვის გასაგებ ენაზე "თარგმნიან" რეალობას.


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
Hushta
foe of fetters


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 09:03  #40145587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Ahasver
QUOTE
აღმოჩნდა რომ არავითარი ფერი, ხმა, და ასე შემდეგ ადამიანის „აღქმისგან“ დამოუკიდებლად გარემომცველ ბუნებაში არ არსებობს.

ბგერები ტალღებში, რხევებში არ იზომება? ფაქტიურად ხმის ვიზუალიზაცია ხდება შკალაზე, მაგას ეძახიან "არ არსებობას" ?
არც გამა და რენტგენული სხივები არ არის ხილვადი, მაგრამ მოწმდება რომ არსებობს და ზოგიერთი ცხოველი ულტრა ფერებსაც აღიქვამს მგონი.


This post has been edited by Hushta on 10 Mar 2014, 09:04


--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
alahambra
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17091
წევრი No.: 30229
რეგისტრ.: 20-February 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 12:21  #40146868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და თუ სინათლის სიჩქარე სივრცულ დროით განზომილებაში ერთადერთი მუდმივაა მაშინ ლოგიკური იქნებოდა დროისა და სივრცისათვის სინათლის გადმოსახედიდან შეგვეხედა.


ამას ტესლაც ამბობდაო--თუ სამყაროს საიდუმლო გინდა იპოვნო მაშინ იფიქრე ტერმინებით ენერგია,სიხშირე,ვიბრაციაო...

ბოლოს მიხვალ იმ დასკვნამდე რომ სინათლეა სიყვარული და სიყვარული კიდევ ზუსტი მეცნიერებაო---ეს ჩემი ნააზრევი არაა,ფიზიკაში ვერ,მიჭირს ,ერთ-ერთ ვებ გვერდზე წავიკითხე-მთლიანი სურათი ჰქვია...


--------------------
ეძიებდე და ჰპოვებდე
Oldboy
Alpha Nerd


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16662
წევრი No.: 119844
რეგისტრ.: 20-August 10

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 12:26  #40146912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ფერი სინამდვილეში ტალღებია, ესეიგი ღმერთი არსებობს

რ.დ.გ.


--------------------
charlius.com
Hushta
foe of fetters


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 12:29  #40146933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
სინათლეა სიყვარული და სიყვარული კიდევ ზუსტი მეცნიერებაო

user posted image
alahambra
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17091
წევრი No.: 30229
რეგისტრ.: 20-February 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 12:32  #40146964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hushta
biggrin.gif)))))))))

ასე ამბობენ და
http://www.hetgrotereplaatje.nl/creator.html

temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18065
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 12:34  #40146996      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა
QUOTE
ობიექტური რეალობა არსებობს


თუ დაუკვირდებით, აწმყო დრო არ არსებობს .



ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11601
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 14:23  #40148023      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
temart

QUOTE
თუ დაუკვირდებით, აწმყო დრო არ არსებობს .


lol.gif

ილუზიებია ყველაფერი, გარდა მატერიალური, 4დ-ში ან მეტ განზომილებაში დაკრისტალებული დეტერმინირებული სამყაროსი.

ჩვენ დროებითი ჩანართები ვართ ამ კრისტალს შიგნით და ყველა ჩვენებურად ვუბერავთ, ანუ ნებისმიერ უცნაურ ფორმებს ვიღებთ smile.gif)

აწმყო დრო არის კრისტალის ჭრილი რომელიმე ერთ სიბრტყეზე, ცალკე და დამოუკიდებლად არ არსებობს, მაგრამ კრისტალთან ერთად კი არსებობს.

This post has been edited by ლაბარნა on 10 Mar 2014, 14:26
temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18065
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 14:42  #40148195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა


QUOTE
მაგრამ კრისტალთან ერთად კი არსებობს.


რეალობაში არ არსებობს აწმყო, პროცესი მუდმივად ცვალებადია.

-------------------------------------

http://www.orthodoxy.ge/apologetika/materializmi.htm
მატერიალიზმის კრიტიკა

მატერიალიზმი მატერიის რწმენაა. ღვთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს ნაცვლად რაღაც მატერიის აღიარება, რომელიც არსაიდან წარმოქმნილა, რომელსაც არსაით მივყავართ, რომელიც სულ სადღაც მიედინება, მაგრამ არსად ჩაედინება... მატერიალიზმი მატერიის გაუგებარი რწმენაა. ამ რწმენას თავისი წინასწარმეტყველები ჰყავს, თავისი მასწავლებლები, ავტორიტეტები, აქვს თავისი დოქტრინები, დოგმატები, თავისი სწორი და არასწორი გაგება, როგორც რელიგიაშია, მხოლოდ პირიქით - რელიგიას მივყავართ ღმერთთან, მატერიალიზმს კი - ღმერთისგან. მატერიალისტებმა თვითონ არ იციან, რა არის მატერია, საიდან მოდის იგი, საით მიემართება და რატომ... მატერიალისტებისთვის მატერიალიზმი მკვდარი ღვთაებაა, ღვთაება ცნობიერების გარეშე. მატერიალიზმი იბადება ხალხის სურვილიდან - არ სწამდეთ ღმერთი. რადგან თუ არსებობს შემოქმედი ღმერთი, ყოველი არსის ცხოველსმყოფელი მამა, მაშინ „არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს“. ღვთის რწმენა ნიშნავს უმაღლესი სიყვარულისკენ სწრაფვას, განურჩევლად ყველა ადამიანის სიყვარულს, უზენაეს სიმართლეში სრულყოფას. ღვთის რწმენა ნიშნავს, არა ქმნა კერპი არცა მატერიისა, არცა ადამიანისა და არცა თავისაგან შენისა. აი, რა არის ყველაზე რთული კაცობრიობისათვის. ადამიანებს უყვართ კერპები. მათ არ სურთ, თავი თვისი მსხვერპლად მიუტანონ ჭეშმარიტ ღემრთს, სამაგიეროდ, ადვილად ეწირებიან კერპებს. კერპი ნებას გვაძლევს სცოდო, ამიტომაც ბევრს ის უფრო უყვარს, ვიდრე ღმერთი. უფალს არ ირჩევენ, როგორც არ ირჩევენ მზის შუქს. კერპი კი ყოველთვის შეიძლება ამოირჩიო და როცა ერთს განაგდებ, შეგიძლია მეორეს დაემონო... ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი სიმართლის მზისგან, სულიერი სინათლის წყაროსა და ღვთის ზნეობრივი ძალისაგან ილტვიან, სხვადასხვა ხილულ თუ უხილავ კერპებს ესწრაფვიან. ამით ბოროტი სულები იპყრობენ კაცობრიობას და მას ტანჯვისა და განსაცდელის უფსკრულში აგდებენ. კაცობრიობის ერთ-ერთ უკანასკნელ კერპად მატერია შეიძლება მივიჩნიოთ. ადრე კერპთაყვანისმცემლები მატერიის ცაკლეულ ნაწილებს ეთაყვანებოდნენ. XVIII-XIX სს-ში კი ფრანგი ენციკლოპედისტებისა და გერმანელი ნატურალისტების გავლენით ბევრმა მთელი მატერია გააღმერთა. ეს ხელსაყრელად მიიჩნიეს. არ არის საჭირო უსახო მატერიის სიყვარული, ის არაფერს გირჩევს, არ ამხელს ბოროტებას, არ მიუთითებს სიმართლეზე და არაფრისმთქმელია ადამიანისათვის. სამაგიეროდ, ადამიანს შეუძლია ილაპარაკოს მასზე, რამდენიც სურს. მატერიას არ ესმის, მატერია ვერ ხედავს, ეს სასიამოვნოა ცოდვილისათვის - ადამიანისათვის, რომელიც ღმერთს გაექცა. მატერია მას არ მოუწოდებს სულიერი სრულყოფისაკენ. დოსტოევსკის ერთი გმირის თქმით, „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“. ეს სამართლიანია. თუ ადამიანი მაცხოვნებელი ღმერთის უწმინდესი ძალით არ არის შექმნილი, ე.ი. ის უბრალოდ უგუნური, უსახო მატერიიდან დაიბადა, როგორც მითიური აფროდიტე ზღვის ქაფიდან, მაშინ, რაღა თქმა უნდა, მისთვის „ყველაფერი ნებადართულია“, მისთვის არ არსებობს არც სიკეთე, არც ბოროტება და ყველა პარტიას, ყველა სახელმწიფოს, ყველა ადამიანს შეუძლია თავისი სიკეთე და ბოროტება გამოიგონოს. ეს მისაღები თეორიაა მათთვის, ვისაც ღვთისა კი არა, საკუთარი კანონებით ცხოვრება სურს, ვისაც სურს, მას არავინ განიკითხავდეს, მხოლოდ თვითონ განიკითხოს სხვა... დემონიზმი ამ მატერიალისტურ რწმენაში იმალება, რომელიც მის აღმსარებელ ადამიანის სულსა და მთელ კაცობრიოს დაღუპვას უქადის. მატერიალიზმის მხოლოდ ბოროტებით მოტყუებულ ან შეგნებულად ღვთის უარმყოფელ ადამიანს სჯერა. უზენაესი მორალური მსჯავრის შიშით ადამიანები ფიქრობენ, რომ ღმერთს მატერიაში, თვით ცნება „მატერიაშიც“ კი დაემალებიან. ასე მალავს სირაქლემა თავს ქვიშაში საშიშროების მოახლოებისას. მაგრამ სად დაემალებით ღმერთს? შემოქმედის სული ყველგან აღწევს - ხილულშიც და უხილავშიც. მატერიალიზმი რწმენაა და არა ცოდნა. მატერიალისტების მეცნიერული წარმოდგენა, რომელიც XIX ს-ში შეიქმნა, თანამედროვეობის მიერ უარყოფილ იქნა. აღარავინ უწევს ანგარიშს ჰეკელის და მოლეშოტის დასკვნებს, ფოხტისა და ბიუხნერის მოსაზრებას, მატერიალიზმის ამ კლასიკოსებისა, რომელთა თეორიებმა განამტკიცა მარქსიზმი. დიალექტიკური მატერიალიზმის მიმდევრებს ძალა არ შესწევთ, მეცნიერულად უარყონ თანამედროვე მსოფლიო მეცნიერების დებულებები. მარქსის მოსწავლეებმა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ჩიხიდან. მათი დიალექტიკა - „ჭეშმარიტებისაგან თავის არიდება“,ზუსტ მეცნიერებებს არ ესადაგება. ომის შემდეგ პარიზში პატივით მიიღეს პენიცილინის აღმომჩენი ინგლისელი მეცნიერი ფლემინგი. საზეიმო შეკრებაზე ბევრი საქებარი სიტყვა ითქვა მეცნიერის მიმართ. საპასუხოდ პროფესორმა ფლემინგმა თქვა: „თქვენ ამბობთ, რომ მე რაღაც შევქმენი, სინამდვილეში, მხოლოდ დავინახე, დავინახე ის, რაც ღვთის მიერაა შექმნილი ადამიანისათვის. პატივი და დიდება მე კი არა, უფალს ეკუთვნის“... ჭეშმარიტი მეცნიერება მოკრძალებულია, რადგან იგი არ ეკუთვნის მკვდარ მატერიას, არც ცბიერ დიალექტიკას, არამედ ადამიანის ცხოველ სულს - ამ საოცარ სამყაროს, რომელიც დიადი შემოქმედის მიერაა შექმნილი.

This post has been edited by temart on 10 Mar 2014, 14:47
Oldboy
Alpha Nerd


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16662
წევრი No.: 119844
რეგისტრ.: 20-August 10

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 14:58  #40148355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
მატერიალისტებმა თვითონ არ იციან, რა არის მატერია, საიდან მოდის იგი, საით მიემართება და რატომ

user posted image
QUOTE
დოსტოევსკის ერთი გმირის თქმით, „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“. ეს სამართლიანია.

user posted image
QUOTE
მატერიალისტების მეცნიერული წარმოდგენა, რომელიც XIX ს-ში შეიქმნა, თანამედროვეობის მიერ უარყოფილ იქნა

user posted image
არჩილჲ



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2611
წევრი No.: 166719
რეგისტრ.: 6-May 13

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 15:40  #40148846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
striker91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2381
წევრი No.: 124860
რეგისტრ.: 15-December 10

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 16:03  #40149106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ თვალსა და ხელს შუა გვატყუებენ რა


--------------------
everything will be OK in the end, if it's not OK, it's not the end
Ahasver
γνῶθι σεαυτόν


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1322
წევრი No.: 85947
რეგისტრ.: 5-March 09

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 19:34  #40151398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა
მგონი პირიქით დაბნეული შენ ხარ . თუ რომელიმე ფაქტი არასწორია შეგიძლია მიუთითო თუ არა და შენი კომენტარი ფაქტიურად ნიშნავს რომ ყველაფერი სწორია და სათქმელი არ გაქვს.
Hushta
QUOTE
ბგერები ტალღებში, რხევებში არ იზომება? ფაქტიურად ხმის ვიზუალიზაცია ხდება შკალაზე, მაგას ეძახიან "არ არსებობას"

არა სწორედ გაიგე არსად არ მითქვავს რომ ობიექტური რეალობა არ არსებობს !
სამყაროს სურათი რომელიც წარმოიქმნება ჩვენს გონებაში კარდინალურად განსხვავდება ობიექტური რეალობისგან ორი ძირითადი ასპექტით:
1) - ერთის მხრივ ჩვენი წარმოდგენა უფრო მეტია ვიდრე ობიექტური რეალობა, რადგან ის უფრო მეტი თვისების მატარებელია ვიდრე ობიექტური რეალობა. მაგალითად ავიღოთ წითელი ფერის აღქმა. შეილება იყოს სინათლის ტალღა სხვადასხვა სიგრძით და სიხშირით, მაგრამ სიწითლე რომელსაც გონება აღიქვავს პირწმინდად სუბიექტურია წითელი მხედველისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ადამიანისთვის ულტრაიისფერი არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს მისი შესაბამისი აღქმა გონებაში.
2) უამრავი რამ არის ბუნებაში და ესეც ყველაზე მნიშვნელოვანია რასაც საერთოდ ვერანაირი გრძნობის ორგანოებით და თუნდაც ულტრათანამედროვე დეტექტორების დახმარებით ვერ აღვიქვავთ და ამ რეალობის მიმართ ადამიანი არის პოეტურად რომ ვთქვათ ბრმა და ყრუ.
ამ ორი ასპექტის გათვალისწინებით ჩვენი აღქმა კარდინაკლურად განსხვავდება ობიექტური რეალობისგან.
Chamane
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2915
წევრი No.: 176090
რეგისტრ.: 6-November 13

გამოგზავნილია: 10 Mar 2014, 23:52  #40155323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ahasver
QUOTE
აღმოჩნდა რომ არავითარი ფერი, ხმა, და ასე შემდეგ ადამიანის „აღქმისგან“ დამოუკიდებლად გარემომცველ ბუნებაში არ არსებობს.

აბა ფოტო აპარატი როგორ აფიქსირებს ფერებს, ან ხმის ჩამწერი როგორ იწერს ხმას? spy.gif

This post has been edited by Chamane on 10 Mar 2014, 23:53
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0236 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]