forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (20) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მატერიალიზმის დასასრული !
Hushta
foe of fetters


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 00:22  #40155893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE (Ahasver @ 10 Mar 2014, 19:34 )
Hushta
QUOTE
ბგერები ტალღებში, რხევებში არ იზომება? ფაქტიურად ხმის ვიზუალიზაცია ხდება შკალაზე, მაგას ეძახიან "არ არსებობას"

არა სწორედ გაიგე არსად არ მითქვავს რომ ობიექტური რეალობა არ არსებობს !
სამყაროს სურათი რომელიც წარმოიქმნება ჩვენს გონებაში კარდინალურად განსხვავდება ობიექტური რეალობისგან ორი ძირითადი ასპექტით:
1) - ერთის მხრივ ჩვენი წარმოდგენა უფრო მეტია ვიდრე ობიექტური რეალობა, რადგან ის უფრო მეტი თვისების მატარებელია ვიდრე ობიექტური რეალობა. მაგალითად ავიღოთ წითელი ფერის აღქმა. შეილება იყოს სინათლის ტალღა სხვადასხვა სიგრძით და სიხშირით, მაგრამ სიწითლე რომელსაც გონება აღიქვავს პირწმინდად სუბიექტურია წითელი მხედველისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ადამიანისთვის ულტრაიისფერი არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს მისი შესაბამისი აღქმა გონებაში.
2) უამრავი რამ არის ბუნებაში და ესეც ყველაზე მნიშვნელოვანია რასაც საერთოდ ვერანაირი გრძნობის ორგანოებით და თუნდაც ულტრათანამედროვე დეტექტორების დახმარებით ვერ აღვიქვავთ და ამ რეალობის მიმართ ადამიანი არის პოეტურად რომ ვთქვათ ბრმა და ყრუ.
ამ ორი ასპექტის გათვალისწინებით ჩვენი აღქმა კარდინაკლურად განსხვავდება ობიექტური რეალობისგან.

ამ თემაზე ჩემი პასუხი აქ არის:
სუბიექტური მატერიალიზმი


--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 01:47  #40157105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Ahasver

QUOTE
მგონი პირიქით დაბნეული შენ ხარ . თუ რომელიმე ფაქტი არასწორია შეგიძლია მიუთითო თუ არა და შენი კომენტარი ფაქტიურად ნიშნავს რომ ყველაფერი სწორია და სათქმელი არ გაქვს.


მოიცა, მთელი შენი თემის მართებულობას თუ უარვყოფ, საიდან ნიშნავს ეგ იმას, რომ სათქმელი არ მაქვს? smile.gif))

QUOTE
სამყაროს სურათი რომელიც წარმოიქმნება ჩვენს გონებაში კარდინალურად განსხვავდება ობიექტური რეალობისგან ორი ძირითადი ასპექტით:


კი მაგრამ, კარდინალურად თუ განსხვავდება, როგორ ვახერხებთ ამ სამყაროში 100 წელს არსებობას, პლუს ამას ვმრავლდებით და რაღაც-რაღაცეებს ვცვლით კიდეც გეგმაზომიერად ამ ხნის განმავლობაში. კარდინალური განსხვავება რომ იყოს, გარემომცველ რეალობასთან უბრალოდ ვერ უნდა გვეთანამშრომლა.

ამის მერე, როცა პირველივე წინადადება მცდარია, იმედი მაქვს, ხვდები, რომ დანარჩენის წაკითხვას უბრალოდ აზრი ეკარგება. wink.gif

This post has been edited by ლაბარნა on 11 Mar 2014, 12:16


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18722
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 09:20  #40158252      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვფიქრობ რობერტ ლანცას ეს ბრწყინვალე დასკვნა უნდა დაიდოს ამ თემაში

http://en.wikipedia.org/wiki/Robert_Lanza


user posted image


http://life.mediamall.ge/?id=73224

კვანტურმა თეორიამ დაამტკიცა, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არსებობს
15:54 - 19.ნოემბერი.2013

ამერიკელი პროფესორი რობერტ ლანცა (Robert Lanza) აცხადებს,რომ საიქიო ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს.


ამ მოვლენის ახსნა შესაძლებელია კვანტური ფიზიკის თვალსაზრისით. უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის პროფესორის აზრით სიკვდილი - ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია.


ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სამყარო არსებობს მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის და აღქმის უნარის წყალობით და სინამდვილეში სიცოცხლე ქმნის სამყაროს და არა პირიქით.

ეს ეხება ჩვენი ფსიქიკის ინსტრუმენტებსაც - სივრცისა და დროის ცნებებს.

This post has been edited by temart on 11 Mar 2014, 09:21
blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2932
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 11:50  #40159136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მაგარი თემაა ხლოლზზზზ

temart
ეს რაღაცეები რასაც წერ არ ვიცოდი მაგრამ გულის სიღრმეშI ვფიქრობ რომ ცხოვრება სიზმარია, ოღონდ არ ვხუმრობ.
ანუ როგორც სიზმრიდან იღვიძებ, მგონია რომ სიცოცხლიდან გამოიღვიძებ რაღაც უფრო რეალურში და კიდევ იმაში დარწმუნებული ვარ რომ ეს საგნები რასაც ვხედავთ, რეალურად ჩვენს გონებაში იქმენება, ანუ თავისთავად არ არსებობენ. შემდეგ ეტაპზე მინდა გადავიდე მაგრამ დახმარება მჭIრდება.
რელიგია კიდევ მგონია არის ზღაპარი დასაშინებლად, ზოგს აშინებს და ზოგს ვერა(მაგალითად მე)


--------------------
ночь приносит совет

AB ACTU AD POTENTIAM.

Amor vincit omnia.
keres
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 744
წევრი No.: 26725
რეგისტრ.: 9-December 06

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 16:57  #40162654      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ცისარტყელა არსებობს როგორც ფიზიკური სამყაროს მოვლენა?
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16191
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 17:58  #40163410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
keres
QUOTE
ცისარტყელა არსებობს როგორც ფიზიკური სამყაროს მოვლენა?

დიახ... წვიმის წვეთებში ხდება სხივის გარდატეხა, ისევე როგორც პრიზმაში და
წარმოიქმნება შვიდფერა ცისარტყელა ცის კამარაზე ... smile.gif


* * *
QUOTE
მატერიალიზმის დასასრული !

user posted image

user posted image

This post has been edited by Artist on 11 Mar 2014, 18:47


--------------------
Ja, renn nur nach dem Glück doch renne nicht zu sehr
denn alle rennen nach dem Glück das Glück rennt hinterher.
B. Brecht
Ahasver
γνῶθι σεαυτόν


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1336
წევრი No.: 85947
რეგისტრ.: 5-March 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 19:13  #40164251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hushta
QUOTE
სუბიექტური მატერიალიზმი

თვითონ ეს ფრაზა უკვე ვერანაირად ვერ თავსდება მატერიალიზმის ფარგლებში, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მატერიალიზმის თვალთახედვით "მატერია" წინ უსწრებს "სუბიექტის" გაჩენას დროსა და სივრცეში და შესაბამისად ის რაც უწინარესი მომდევნოზე დამოკიდებული ვერ იქნება. მსგავს ცნებას პირველად გადავაწყდი ეხლა შეილება ჩემი გაუნათლებლობის ბრალია მაგრამ არც მსმენია არასდროს სუბიექტური მატერიალიზმის შესახებ.
ლაბარნა
QUOTE
მთელი შენი თემის მართებულობას თუ უარვყოფ,

როცა რაღაცას უარყოფ წესით არგუმენტირებულად უდა დაასაბუთო: რო ეს არ არის ესე და ესე, ამიტომ და იმიტომ. თუ არგუმენტები ვერ მოგყავს შეგიძლია დააიგნორო თემა, უბრალოდ ქმა რომ რაღაცას არ ეთანხმები ადვილია დასაბუთებაა ძნელი პოზიციის მითიმუტეს როცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ.
QUOTE
სამყაროს სურათი რომელიც წარმოიქმნება ჩვენს გონებაში კარდინალურად განსხვავდება ობიექტური რეალობისგან ორი ძირითადი ასპექტით:

QUOTE
კი მაგრამ, კარდინალურად თუ განსხვავდება, როგორ ვახერხებთ ამ სამყაროში 100 წელს არსებობას,

მინდა შეგახსონო რომ არსებობენ ცოცხალი ორგანიზმები რომლებიც საერთოდ ვერ აღიქვევენ გარე სამყოროს, ასე რომ გარემომცველი სამყაროს აღქმა და ამ სამყაროში არსებობა ორი განსხვავებული რამაა...

temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18722
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 19:20  #40164334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
blue_velvet

QUOTE
ეს რაღაცეები რასაც წერ არ ვიცოდი მაგრამ გულის სიღრმეშI ვფიქრობ რომ ცხოვრება სიზმარია, ოღონდ არ ვხუმრობ.
ანუ როგორც სიზმრიდან იღვიძებ, მგონია რომ სიცოცხლიდან გამოიღვიძებ რაღაც უფრო რეალურში


კაცობრიობამ დასაბამიდან იცოდა რომ რეალურის გარდა სიცოცხლის სხვა განზომილებაც არსებობს და ამ განზომილებასთან დამოკიდებულებას რელიგიურ წეს ჩვეულებებში ნერგავდა.
ასევე ხვდებოდა კაცობრიობა რომ სამყარო ერთიანი ცოცხალი არსია და მასთან გონიერი ურთიერთობაა საჭირო.
დღევანდელმა კვანტურმა მექანიკამ და ბიოცენტრიზმაც სწორედ ეს დაამტკიცა.
ცოცხალი სამყაროს აღიარება ეს იგვეა რომ ღმერთი აღიარო და მონანიება ბოდიშის მოხდაა ამ სიცოცხლის წინაშე.

QUOTE
შემდეგ ეტაპზე მინდა გადავიდე მაგრამ დახმარება მჭIრდება.
რელიგია კიდევ მგონია არის ზღაპარი დასაშინებლად, ზოგს აშინებს და ზოგს ვერა(მაგალითად მე)

ურთიერთობას ცოცხალ სამყაროსთან -ღმერთთან ადამიანი თავისი განვითარების მიხედვით აუმჯობესებდა, ადამიანის შეწირვიდან და კერპთთაყვანისცემიდან ქრისტიანობამდე ამაღლდა სულიერი შემეცნება.

ასე რომ მიიღე უფალი ,მოინანიე და შეუდექი ღვთისნიერ ცხოვრებას.





გიორგი XII
Unsere Ehre heißt Treue


********
ჯგუფი: Members
წერილები: 33087
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 20:35  #40165256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მატერიალიზმის დასასრული !

lol.gif lol.gif

რას ეწევით


--------------------
sci-Fi
blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2932
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 11 Mar 2014, 21:31  #40165973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
temart
QUOTE
ასე რომ მიიღე უფალი ,მოინანიე და შეუდექი ღვთისნიერ ცხოვრებას.

რა მივიღო რისიც არ მჯერა
სხვა ქვეყანაში სხვა ღმერთი მეყოლებოდა
და რამოდენიმე საუკუნის წინ რაღაც ძეგლი ასე რომ პასს, ეგ არის ზღაპარი.
ღმერთი ჩემთვის სხვა რამეა smile.gif და ცეძებ ოღონდ წიგნებში არა
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 01:07  #40169612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Ahasver

QUOTE
როცა რაღაცას უარყოფ წესით არგუმენტირებულად უდა დაასაბუთო: რო ეს არ არის ესე და ესე, ამიტომ და იმიტომ. თუ არგუმენტები ვერ მოგყავს შეგიძლია დააიგნორო თემა, უბრალოდ ქმა რომ რაღაცას არ ეთანხმები ადვილია დასაბუთებაა ძნელი პოზიციის მითიმუტეს როცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ.


2X2=5 -ს როცა უარყოფ, იქ არგუმენტების მოტანას დაიწყებ? )) იმდენად მარტივი კაზუსია, რომ სასაცილოა აქ არგუმენტების მოტანა. ფილოსოფიის მარადიული პრობლემა გადაგიწყვეტია შენ, ძამიკო და _ ნობელის პრემია მოითხოვე პირდაპირ, ჩემი რჩევაა! smile.gif)

QUOTE
მინდა შეგახსონო რომ არსებობენ ცოცხალი ორგანიზმები რომლებიც საერთოდ ვერ აღიქვევენ გარე სამყოროს, ასე რომ გარემომცველი სამყაროს აღქმა და ამ სამყაროში არსებობა ორი განსხვავებული რამაა...


არსებობა და გაბატონებაც ორი სხვადასხვა რამაა. ადამიანს რომ გაბატონებული და განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია ყველა დანარჩენ ცოცხალ სახეობასთან შედარებით, იმედია, ამ თეზას არ უარყოფ...
* * *
გიორგი XII

QUOTE
რას ეწევით


lol.gif up.gif

This post has been edited by ლაბარნა on 12 Mar 2014, 01:57
mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 11:18  #40171965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
achi delisi
QUOTE
--> http://www.orthodoxy.ge/apologetika/chventan_ars_gmerti1.htm <--

ამ ბროშურის, რომელიც ჩემს დროს ,,დემიან ლუკიჩის" ავტორობით იყო ცნობილი, აკრებას ვფიქრობდი და აქ დადებას (ეს ,,ლინკი" აღარ მახსოვდა _ ადრე კი ვნახე).
გლოცავთ!


--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული!
ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..)
ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2932
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 12:23  #40172556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანუ საგნები დამოუკიდებლად არ არსებობენ?
ანუ მათ ჩვენი ტვინი ქმნის?

რომელია პირველადი და რომელია მეორადი?
სუნი გემო და მსგავსი თვისებებს ტვინით ვარჩევთ სინამდვილეში.
ხოდა აი ტვინით რანაირად ვარჩევთ? რომ წიწაკა მწარეა და თაფლი ტკბილი?
მეტი ისაუბრეთ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 12:46  #40172794      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
blue_velvet

QUOTE
ანუ საგნები დამოუკიდებლად არ არსებობენ?
ანუ მათ ჩვენი ტვინი ქმნის?


ტვინები არა, მეგობარო, ტვინი მატერიალურია, თემის არსს თუ დავუჯერებთ, მატერიალური სამყარო მეორეულია და მას მოუხელთებელი სულები ქმნიან, ღმერთის სულმა თითქმის მთელი მატერიალური სამყარო შექმნა თავიდან და პლუს ამას ადამიანების 2 სული და მათ გამრავლების უნარიც მისცა, ოღონდ სულები როგორ მრავლდებიან, მთლად ნათელი არაა. biggrin.gif

რადგან ადამიანთა სულები ღმერთის სულის პატარა მოდელებია, მათაც შეუძლიათ იდეების პატარა მატერიალიზაციები და მიდის ასე მატერიალური სამყაროს ევოლუცია სულიერი ძალებით!

მე თუ მკითხავ, სასაცილოა ამ სამყაროში ჩვენი მთავარი ხელჩასაჭიდი, მაღალი სიზუსტით განმეორებადი მატერიალური ექსპერიმენტი ხელიდან გაუშვა და პრინციპულად მოუხელთებელ სულებს მისდიო. მაგრამ სიკვდილის შიში აიძულებს ზოგ ხალხს არარსებული და პრინციპულად შეუმოწმებადი სულები და იდეები (სული ხომ ადამიანის "იდეაა") გამოიგონოს და ამას ვერაფერს უზამ, სიკვდილი არსებობს და მისი შიშიც მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს. უბრალოდ, ზოგი მეტად აყვება შიშს, ზოგი _ ნაკლებად, ფსიქოლოგიური ამბავია.

This post has been edited by ლაბარნა on 12 Mar 2014, 13:15
Taba
ლოგიკას გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19296
წევრი No.: 6001
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 13:52  #40173623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Ahasver
QUOTE
მატერიალიზმის დასასრული !

QUOTE
აღმოჩნდა რომ არავითარი ფერი, ხმა, და ასე შემდეგ ადამიანის „აღქმისგან“ დამოუკიდებლად გარემომცველ ბუნებაში არ არსებობს. ის სურათი მაგალითად რაც ადამიანის გონებაში იქმნება, - როცა ის ბუნების პეიზაჟს ან რომელიმე ხელოვნების ნიმუშს უმზერს, მხოლოდ და მხოლოდ გონების ილუზიაა და მეტი არაფერი. არავითრი „წითელი“ „ლუჯი“ და ასე შემდეგ ფერი არ არსებობს, ბუნებაში მხოლოდ სხვადასხვა სიხშირისა და სიგრძის ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილს გარდაქმნის „გონება“ „ცნობიერება“ ფერის „სიწითლის“ სიმწვანის“ და ა.შ. აღქმად... იგივე შეილება ითქვას ხმაზე ბგერებზე სურნელზე, გემოზე გარემომცველი სამყარო პირწმინდად დაცლილია ამ „თვისებებისგან“, ისინი მხოლოდ დამკვირვებლის შემეცნებაში გონებაში არსებობს.

ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი(დაწერილი) , არაფერიც არ აღმოჩნდა , რომელსაც გინდა იმას დაუშვებ. შეგიძლია დაუშვა რომ ბუნებაში ყველაფერი არსებობს და შემდეგ ადამიანი აღიქვამს ან პირიქით ადამიანის აღქმაა არსებობისთვის აუცილებელი. მე მგონია ამ ეტაპზე მეორე უკეთესი (სასარგებლო ადამიანისთვის) იქნებოდა თეორიების ასაგებად , თუმცა აქამდე ყველა საბუნებისმეტყველო თეორია პირველითაა აგებული. სასრული არსებისთვის დასასრული არ არსებობს, ისევე როგორც დასაწყისი wink.gif
ლაბარნა
QUOTE
დაბნეული ხარ ფარდობითობის თეორიით უბრალოდ... ობიექტური რეალობა არსებობს და ისაა პირველადი, ჩვენი შეგრძნობები კი პრინციპში არ გვატყუებენ, უბრალოდ ჩვენთვის გასაგებ ენაზე "თარგმნიან" რეალობას.

ჩემი აზრით რეალობა ადამიანის ტვინის შედგენილია , ობიექტური არ არსებობს ის აქსიომაა უსასრულობის გაწყვეტის მიზნით, როცა ვამბობთ ობიექტურს ვგულისხმობთ ადამიანისთვის სხვაგვარად დანახვისთვის შეუძლებელს.
რომელია პირველი დაშვებაზეა(აქსიომაზე) დამოკიდებული , აქსიომებში კი ფანტაზიაა საჭირო,დაუჯერებელმა აქსიომამ შეიძლება კარგი თეორია შექმნას , შემქმნელის ნიჭზეა .


--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe
არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი
რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0228 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]