forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (20) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მატერიალიზმის დასასრული !
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11740
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 14:12  #40173891      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Taba

QUOTE
ჩემი აზრით რეალობა ადამიანის ტვინის შედგენილია , ობიექტური არ არსებობს ის აქსიომაა უსასრულობის გაწყვეტის მიზნით, როცა ვამბობთ ობიექტურს ვგულისხმობთ ადამიანისთვის სხვაგვარად დანახვისთვის შეუძლებელს.
რომელია პირველი დაშვებაზეა(აქსიომაზე) დამოკიდებული , აქსიომებში კი ფანტაზიაა საჭირო,დაუჯერებელმა აქსიომამ შეიძლება კარგი თეორია შექმნას , შემქმნელის ნიჭზეა .


ობიექტურს ჩვენ ვუწოდებთ ინტერსუბიექტურს. ანუ იმას, რასაც მე, შენ, კიდევ ადამიანთა უსასრულო სიმრავლე პრინციპში ერთნაირად აღვიქვამთ.

არათუ ადამიანები, არამედ მე და ჩემი ძაღლიც კი ვთანხმდებით ხოლმე გარემოს მოვლენების შესახებ. მაგალითად, როცა ის ყეფს, მე გამოვიხედავ ხოლმე და უმრავლეს შემთხვევაში ვხვდები მიზეზს, რამაც გააღიზიანა, მაგალითად, კატას სახურავზე. როცა კატას იქიდან მოვაცოცხინებ, ძაღლიც წყნარდება ხოლმე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ არსებობს რაღაც ფუნდამენტური სუბსტანცია ჩვენს გარემომცველ ბუნებაში, რომელთანაც ყველა ცოცხალი არსება ურთიერთქმედებს, ისევე, როგორც ჩვენს მიერ შექმნილი იარაღებიც, მაგალითად, ფოტო-კამერა ან ვიდეო-კამერა. ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ეტაპზე მაქსიმალური სიზუსტით აღვწეროთ და ჩავწეროთ გარემოს მოვლენები, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ არ არსებობს.

This post has been edited by ლაბარნა on 12 Mar 2014, 14:13


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
Taba
ლოგიკას გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19264
წევრი No.: 6001
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 14:25  #40174073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
QUOTE
ობიექტურს ჩვენ ვუწოდებთ ინტერსუბიექტურს. ანუ იმას, რასაც მე, შენ, კიდევ ადამიანთა უსასრულო სიმრავლე პრინციპში ერთნაირად აღვიქვამთ.

დეტალებშია ეშმაკი , "პრინციპში"-აო რომ წერ აი აქაა მთავარი, პრინციპში ვხედავთ , მაგრამ შეგვიძლია სხვადასხვანაირადაც დავინახოთ
QUOTE
არათუ ადამიანები, არამედ მე და ჩემი ძაღლიც კი ვთანხმდებით ხოლმე გარემოს მოვლენების შესახებ. მაგალითად, როცა ის ყეფს, მე გამოვიხედავ ხოლმე და უმრავლეს შემთხვევაში ვხვდები მიზეზს, რამაც გააღიზიანა, მაგალითად, კატას სახურავზე. როცა კატას იქიდან მოვაცოცხინებ, ძაღლიც წყნარდება ხოლმე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ არსებობს რაღაც ფუნდამენტური სუბსტანცია ჩვენს გარემომცველ ბუნებაში, რომელთანაც ყველა ცოცხალი არსება ურთიერთქმედებს, ისევე, როგორც ჩვენს მიერ შექმნილი იარაღებიც, მაგალითად, ფოტო-კამერა ან ვიდეო-კამერა. ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ეტაპზე მაქსიმალური სიზუსტით აღვწეროთ და ჩავწეროთ გარემოს მოვლენები, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ არ არსებობს.

შენ და შენი ძაღლი კი არ თანხმდებით, ევოლუცია "შეთანხმდა" ასე აღქმა უკეთესი რომაა ცოცხალისთვის. რაც შეეხება იარაღებს, ის ტვინის გაკეთებული და სხვანაირად ვერც გააკეთებდა , იარაღი შეიძლება სხვა რამესაც აფიქსირებს მაგრამ შენ იმას ხედავ რაც შედგენილი გაქვს. მაგალითად თუ მთელი რიცხვებით ადგენს რეალობას ადამიანი , რამდენიც არ უნდა გაყო წრეწირის სიგრძე მის დიამეტრზე 3-ს მიიღებს, უბრალოდ სხვა არ აქვს. არც მის საზომს ექნება პი.


--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe
არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი
რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
striker91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2381
წევრი No.: 124860
რეგისტრ.: 15-December 10

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 14:47  #40174354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Taba

QUOTE
შენ და შენი ძაღლი კი არ თანხმდებით, ევოლუცია "შეთანხმდა" ასე აღქმა უკეთესი რომაა ცოცხალისთვის


ესეიგი, ზომა, სიმკვირვე, ტემპერატურა და სხვ მატერიალური განზომილებები შეიძლება შეიცვალოს აღქმით?

ანუ ევოლუციის პროცესის რაღაც ეტაპზე ჩვენ შეიძლება ველოდოდთ რომ დედამიწა გახდეს გალაქტიკის ხელა, ჟირაფი გადაიქცეს ქვად, მთვარე მოგვეჩვენოს მზედ ფერები გადაიქცეს ხმაურად და ა.შ. გააჩნია ევოლუცია რას ჩათვლის უკეთესად ჩვენთვის.

მე ვფიქრობ რომ პირიქით, ევოლუციის პროცესი ცდილობს მაქსიმალურად ობიექტურად აღგვაქმევინოს სამყარო.

ბოლობოლო ამ სამყაროში ადამიანისთვის ყველაფერი ხიფათის და ტკივილის მომტანია რომელიც სიკვდილით მთავრდება, ხოდა თუ ევოლუციის პროცეს ჩვენთვის უკეთესი უნდოდა წესით ასეთი აღქმები არ უნდა შეექმნა.

Ps: თუ არასწორად გავიგე საკითხი მომიტევეთ

This post has been edited by striker91 on 12 Mar 2014, 14:48


--------------------
everything will be OK in the end, if it's not OK, it's not the end
blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2869
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 15:12  #40174692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
striker91
QUOTE
ბოლობოლო ამ სამყაროში ადამიანისთვის ყველაფერი ხიფათის და ტკივილის მომტანია

სიამოვნების მომტანიც ბევრია

Taba
მაინტერესებს თქვენი აზრი, აი ადამიანმა რომ მართოს მატერიალური სამყარო რაღაც დონეზე რა არის საჭირო?
ეგოზე უარის თქმა?
იმის ბოლომდე ჩაწვდომა რომ გარშემო ყველაფერი ილუზიაა?
თU რამ?


--------------------
ночь приносит совет

AB ACTU AD POTENTIAM.

Amor vincit omnia.
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11740
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 15:13  #40174707      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Taba

QUOTE
შეგვიძლია სხვადასხვანაირადაც დავინახოთ


ჰო, მარა ევოლუცია შეთანხმდა კიდევ ერთ რამეშიც, რომ ვინც ისე არ დაინახავს, როგორც მას სურს, მოულოდნელად ცხვირში მუშტს უთავაზებს ხოლმე მთელი ძალით ))


striker91

QUOTE
ბოლობოლო ამ სამყაროში ადამიანისთვის ყველაფერი ხიფათის და ტკივილის მომტანია რომელიც სიკვდილით მთავრდება, ხოდა თუ ევოლუციის პროცეს ჩვენთვის უკეთესი უნდოდა წესით ასეთი აღქმები არ უნდა შეექმნა.


იცის, რომ ცდება და რეალობა არსებობს, მაგრამ სოფისტობს wink.gif
Taba
ლოგიკას გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19264
წევრი No.: 6001
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 15:14  #40174727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
striker91
QUOTE
ესეიგი, ზომა, სიმკვირვე, ტემპერატურა და სხვ მატერიალური განზომილებები შეიძლება შეიცვალოს აღქმით?

აღქმა შეიძლება შეიცვალოს,რადგან ის ვირტუალურია , მაგალითად ძველად დედამიწა აღიქმებოდა სხვანაირად
QUOTE
ანუ ევოლუციის პროცესის რაღაც ეტაპზე ჩვენ შეიძლება ველოდოდთ რომ დედამიწა გახდეს გალაქტიკის ხელა,

ყველაფერი შეიძლება, თუმცა წუინასწარმეტყველება ფუჭი დროის კარგვაა თეორიის გარეშე, თუ ასეთი სასწაულები გაინტერესებს კაკულიას უნდა მიმართო
QUOTE
ჟირაფი გადაიქცეს ქვად

რეალობას ნუ მოწყდები, არც ესაა რეკომენდირებული ახალი რეალობის შექმნამდე
QUOTE
გააჩნია ევოლუცია რას ჩათვლის უკეთესად ჩვენთვის.

ახლა ევოლუცია არაა წინასწარმეტყველებადი, ის ჩვენთვის მხოლოდ შემთხვევითია თუ დათვლადი გახდა სამყაროს ცვლილება და შეგუების ალგორითმი მაშინ შეგიძლია თვალო რაღაც სიზუსტით, ახლა მხოლოდ უკვე შექმნილის გაანალიზებაა შესაძლებელი
QUOTE
მე ვფიქრობ რომ პირიქით, ევოლუციის პროცესი ცდილობს მაქსიმალურად ობიექტურად აღგვაქმევინოს სამყარო.

ახალი ევოლუციის თეორია თუ იცი გვითხარი, ჩემთვის ცნობილი მხოლოდ ბრძოლა გადარჩენაზეა
QUOTE

ბოლობოლო ამ სამყაროში ადამიანისთვის ყველაფერი ხიფათის და ტკივილის მომტანია რომელიც სიკვდილით მთავრდება, ხოდა თუ ევოლუციის პროცეს ჩვენთვის უკეთესი უნდოდა წესით ასეთი აღქმები არ უნდა შეექმნა.

ევოლუციას კი არ უნდოდა , ის თეორიის ფორმულაა და ასე მოქმედებდა როგორც აღწერილია.
ევოლუციას ხიფათი, ტკივილი, სიამოვნება და ა.შ. იმისთვისა არ "შეუქმნია"(ჩამოყალიბდა) რომ ისიამოვნოს ინდივიდმა , ის მას "ქმნიდა" იმისთვის რომ შეგუებული ინდივიდი გადაერჩია.
QUOTE
თუ არასწორად გავიგე საკითხი მომიტევეთ

სწორი არასწორიც ფარდობითია smile.gif
* * *
blue_velvet
QUOTE
მაინტერესებს თქვენი აზრი, აი ადამიანმა რომ მართოს მატერიალური სამყარო რაღაც დონეზე რა არის საჭირო?

ახლაც მართავს
QUOTE
ეგოზე უარის თქმა?
იმის ბოლომდე ჩაწვდომა რომ გარშემო ყველაფერი ილუზიაა?
თU რამ

გარშემო ილუზია არაა , ის რეალობაა
ლაბარნა
QUOTE
ჰო, მარა ევოლუცია შეთანხმდა კიდევ ერთ რამეშიც, რომ ვინც ისე არ დაინახავს, როგორც მას სურს, მოულოდნელად ცხვირში მუშტს უთავაზებს ხოლმე მთელი ძალით ))

წინააღმდეგ კი არ წავიდა , ის უბრალოდ ვერ შეეგუა გარემოს ცვლილებას და გადაშენდა,მუშტს ამას ეძახი? ვინც(რაც) გადარჩა ერთი და იგივე აღქმა აქვთ, რადგან ის აღქმა, რომელზეც შენ ამბობ ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა როცა ერთი სახეობა ვიყავით. რა თქმა უნდა სხვადასხვაც გვაქვს, მაგალითად ატომის ან მთვარის აღქამზე შენ და შენი ძაღლი ვერ შეთანხმდებით biggrin.gif

This post has been edited by Taba on 12 Mar 2014, 15:37
dimitri28
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 85561
რეგისტრ.: 27-February 09

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 16:02  #40175378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ლაბარნა @ 12 Mar 2014, 14:12 )
Taba

QUOTE
ჩემი აზრით რეალობა ადამიანის ტვინის შედგენილია , ობიექტური არ არსებობს ის აქსიომაა უსასრულობის გაწყვეტის მიზნით, როცა ვამბობთ ობიექტურს ვგულისხმობთ ადამიანისთვის სხვაგვარად დანახვისთვის შეუძლებელს.
რომელია პირველი დაშვებაზეა(აქსიომაზე) დამოკიდებული , აქსიომებში კი ფანტაზიაა საჭირო,დაუჯერებელმა აქსიომამ შეიძლება კარგი თეორია შექმნას , შემქმნელის ნიჭზეა .


ობიექტურს ჩვენ ვუწოდებთ ინტერსუბიექტურს. ანუ იმას, რასაც მე, შენ, კიდევ ადამიანთა უსასრულო სიმრავლე პრინციპში ერთნაირად აღვიქვამთ.

არათუ ადამიანები, არამედ მე და ჩემი ძაღლიც კი ვთანხმდებით ხოლმე გარემოს მოვლენების შესახებ. მაგალითად, როცა ის ყეფს, მე გამოვიხედავ ხოლმე და უმრავლეს შემთხვევაში ვხვდები მიზეზს, რამაც გააღიზიანა, მაგალითად, კატას სახურავზე. როცა კატას იქიდან მოვაცოცხინებ, ძაღლიც წყნარდება ხოლმე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ არსებობს რაღაც ფუნდამენტური სუბსტანცია ჩვენს გარემომცველ ბუნებაში, რომელთანაც ყველა ცოცხალი არსება ურთიერთქმედებს, ისევე, როგორც ჩვენს მიერ შექმნილი იარაღებიც, მაგალითად, ფოტო-კამერა ან ვიდეო-კამერა. ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ეტაპზე მაქსიმალური სიზუსტით აღვწეროთ და ჩავწეროთ გარემოს მოვლენები, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ არ არსებობს.

მგონი არსებობს ასეთი სუბსტანცია და ეს არის წყალი.

ადრე ვნახე ეს დოკუმენტური ფილმი ფორუმზე და თქვენც გირჩევთ უყუროთ:

წყალი დოკუმენტური ფილმი


--------------------
უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.

ილია II, ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 172]
temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18270
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 16:16  #40175545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გიორგი XII
QUOTE
რას ეწევით


მეცნიერების უკანსკნელ მიღწევებს კვანტურ მექანიკაში და ბიოცენტრიზმში.

blue_velvet
QUOTE
რა მივიღო რისიც არ მჯერა

კვანტური მექანიკა და ბიოცენტრიზმი ყველასთვის გასაგებია ვინც გაერკვევას შეეცდება.

blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2869
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 16:48  #40175915      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
temart
QUOTE
კვანტური მექანიკა და ბიოცენტრიზმი ყველასთვის გასაგებია ვინც გაერკვევას შეეცდება.

საიდან დავიწყო?
შენ ერკვევი?
Ahasver
γνῶθι σεαυτόν


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1326
წევრი No.: 85947
რეგისტრ.: 5-March 09

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 21:37  #40179399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Taba
QUOTE
ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი(დაწერილი) , არაფერიც არ აღმოჩნდა , რომელსაც გინდა იმას დაუშვებ.

რა არის ხმამაღლა ნათქვამი, რომ ბუნებაში ფერები არ არსებობს და ხმები? და რომ ეს ყველაფერი აღქმის ნაყოფია? ამაზე უკვე არავინ არ დაობს მინდა გითხრა რომ ამ საკითხზე საპირისპირო აზრიც კი არ არსებობს მეცნიერებაში smile.gif
ლაბარნა
QUOTE
ფილოსოფიის მარადიული პრობლემა გადაგიწყვეტია შენ, ძამიკო და _ ნობელის პრემია მოითხოვე პირდაპირ, ჩემი რჩევაა! smile.gif)

მინდა გითხრა ეს პრობლემა მე არ გადამიწყვეტია, ის აზრები რაც მე მოვიყვანე ისეთივე ძველია როგორც კაცობრიობა, უბრალოდ თანამედროვე მეცნიერება ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ყველაფერს ამტკიცებს. რაც შეეხება მატერიალიზმს კვანტური მექანიკის, ფარდობითობის თეორისს, დიდი აფეთქების თეორიის და სხვა მრავალის გამო უკვე დრომოჭმოულად, და არარელევანტურად ითვლება.
striker91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2381
წევრი No.: 124860
რეგისტრ.: 15-December 10

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 22:16  #40179939      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ahasver

QUOTE
და რომ ეს ყველაფერი აღქმის ნაყოფია


და აღსაქმელი ობიექტი რა/როგორი არის?

უნუ რისგან მომდინარეობს აღქმა რეალურად.

Taba

QUOTE
აღქმა შეიძლება შეიცვალოს,რადგან ის ვირტუალურია , მაგალითად ძველად დედამიწა აღიქმებოდა სხვანაირად


აღქმა ნიშნავს ცნობიერების მეშვეობით სინამდვილის ასახვას/დანახვას. შენ ალბათ წარმოდგენებს უფრო გულისხმობ ვიდრე აღქმას.

ძველად რომ დედამიწა კოსმოსიდან დაენახა ხალხს იგივეს დაინახავდნენ და იგივენაირად აღიქვამდნენ როგორც ჩვენ.

QUOTE
რეალობას ნუ მოწყდები


რომელ რეალობას biggrin.gif

QUOTE
ახლა მხოლოდ უკვე შექმნილის გაანალიზებაა შესაძლებელი


არ მგონია საკმარისი ინფორმაცია გქონდეს საიმისოდ რომ უვულუციის სხვადასხვა პერიოდში ცოცხლი არსებების მიერ აღქმული გარემოს განსხვავებაზე ასე კონკრეტულად ისაუბრო.

QUOTE
ახალი ევოლუციის თეორია თუ იცი გვითხარი, ჩემთვის ცნობილი მხოლოდ ბრძოლა გადარჩენაზეა


ზუსტად : )

იმისთვის რომ გადარჩე, საფრთხეები და სასიშროებები ზუსტად და ობიექტურად უნდა აღიქვა, ზოგადად უნდა იცნობდე სამყაროს ისეთს როგორიც ის სინამდვილეშია და არა ისე შენ როგორ გაწყობს, რათქმაუნდა თუ გადარჩენა გინდა. ევოლუციაც ხო ამაზე მუშაობს.

მაგ: მაღალი ტემპერატურა წვავს/ანადგურებს ცოცხალ ორგანიზმებს. თუ დავუშვებთ იმას რომ სინამდვილეში ტემპერატურა არ არსებობს, მაშინ შეგვიძლია მზეზე თავისუფლად გავიგულაოთ : )
Ahasver
γνῶθι σεαυτόν


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1326
წევრი No.: 85947
რეგისტრ.: 5-March 09

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 22:42  #40180319      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და აღსაქმელი ობიექტი რა/როგორი არის?
უნუ რისგან მომდინარეობს აღქმა რეალურად.

არ ვიცი! ერთი რაც ვიცი იმისგან ბევრად განსხვავებული უნდა იყოს რასაც მე აღვიქვავ, იმიტომ რომ
1) რასაც აღვიქვავ ეს ძაან პატარა ნაწილია იმისა რაც რეალურად არსებობს, მაგალლითად თუ არ ვცდები ელექტრო მაგნიტური გამოსხივების 1%-ზე ნაკლებს აღიქვავს ფერის სახით ადამიანი, დანარჩენი გამოსხივებისთვის თვალი ბრმაა.
2) და ყველაფერთან ერთად რასაც აღვიქვავთ განსხვავდება იმისგან რაც რეალურად არსებობს.
3) აღქმა არ არის აუცილებელი გარედან მოდიოდეს. მაგალითად როცა გვძინავს და სიზმარს ვხედავთ, ვხედავთ ფერებს, გვესმის ხმები და ეს ყველაფერი არ მოდის გარედან.
თუ კანტს დავუჯერებთ ობიექტს ისეთს როგორიც ის არის სინამდვილეში thing-in-itself (das Ding an sich), ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, ერთადერთი რისი წვდომის უნარიც გვაქვს ეს არის ის ხატ-სახე რომელიც ჩვენს გონებაში ჩნდება და რომელიც შორსა რეალობისგან.

temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18270
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 23:23  #40180969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
blue_velvet
QUOTE
საიდან დავიწყო?
შენ ერკვევი?

კვანტურიდან



This post has been edited by temart on 12 Mar 2014, 23:25
striker91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2381
წევრი No.: 124860
რეგისტრ.: 15-December 10

გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 23:24  #40180987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ahasver

QUOTE
მაგალითად როცა გვძინავს და სიზმარს ვხედავთ, ვხედავთ ფერებს, გვესმის ხმები და ეს ყველაფერი არ მოდის გარედან


ეგ ყველაფერი გარედან მოდის : )

ანუ ტვინი უბრალოდ ინახავს გარემოდან მიღებულ ინფორმაციას (მეხსიერების საშუალებით) და შემდეგ გარდაქმნის ცნობიერ პროცესად რომლის გარკვეული ნაწილი სიზმრის სახით ვლინდება, ანუ სიზმარში გარემოდან მიღებული, გარკვეული ინფორმაციის დამუშავება ხდება.

QUOTE
თუ კანტს დავუჯერებთ ობიექტს ისეთს როგორიც ის არის სინამდვილეში thing-in-itself (das Ding an sich), ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, ერთადერთი რისი წვდომის უნარიც გვაქვს ეს არის ის ხატ-სახე რომელიც ჩვენს გონებაში ჩნდება და რომელიც შორსა რეალობისგან.


აბსოლუტიზმს მოვეშვათ.

პირობითად, ლურჯი თუ ცისფრად მოგეჩვენა აქ დიდ პრობლემასთან ნამდვილად არ გვაქ საქმე, მაგრამ როცა სპილო ჭიანჭველად გეჩვენება ეს უკვე პრობლემაა.

ძირითად ჩონჩხს სამყაროს სტრუქტურისას ზუსტდ აღიქვამს ადამიანი, დანარჩენი შეიძლება ამ ეტაპზე არაა საჭირო ან არც გახდეს მომავალში, თუმცა აზროვნების წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ის რაც შეიძლება არ აღიქმებოდეს ჩვეულებრივი წესით.

მართალია გარემოს ატომებისა და მოლეკულების დონეზე ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ მას და ვიცით მისი სტრუქტურის შესახებ.

მოკლედ ადამიანი არის ერთგვარი სენსორი რომელიც რეაგირებს სმყაროდან მიღებულ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე. რეაგირებს ზუსტად იმის მიხედვით თუ რა ინფორმაციას მოაწვდის გარემო. აღქმითი პოცესი ობიექტური გარემოდან მომავალი ინფორმაციის გაშიფვრას გულისხმობს. არასწორად რომ აღექვა ადამიანს ბუნება, ის აქამდე დაიღუპებოდა : )
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11740
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 13 Mar 2014, 00:58  #40182494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Taba

QUOTE
წინააღმდეგ კი არ წავიდა , ის უბრალოდ ვერ შეეგუა გარემოს ცვლილებას და გადაშენდა,მუშტს ამას ეძახი? ვინც(რაც) გადარჩა ერთი და იგივე აღქმა აქვთ, რადგან ის აღქმა, რომელზეც შენ ამბობ ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა როცა ერთი სახეობა ვიყავით. რა თქმა უნდა სხვადასხვაც გვაქვს, მაგალითად ატომის ან მთვარის აღქამზე შენ და შენი ძაღლი ვერ შეთანხმდებით


არც მთლად ასეა, კონვერგენციები თუ გაგიგია ბიოლოგიაში? სულ არ ყავდათ ერთი წინაპარი, მაგრამ ერთნაირი ფორმა მიიღეს წყლის გარემოში თევზებმა და ვეშაპისნაირებმა. ფერადი მხედველობა და ლინზებიანი თვალი წყალში რომ თავფეხიან მოლუსკებს ჩამოუყალიბდათ, დამოუკიდებლად _ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ხმელეთზე.

ატომებს ცალ-ცალკე უბრალოდ ვერ აღვიქვამთ და რა სალაპარაკოა, მაგრამ მთვარის აღქმაში ადამიანი პოეტები და მგელ-ძაღლები უგებენ ერთმანეთს, ერთნაირად შეჰყეფენ და შეჰყმუიან ხოლმე wink.gif


Ahasver

QUOTE
მინდა გითხრა ეს პრობლემა მე არ გადამიწყვეტია, ის აზრები რაც მე მოვიყვანე ისეთივე ძველია როგორც კაცობრიობა, უბრალოდ თანამედროვე მეცნიერება ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ყველაფერს ამტკიცებს. რაც შეეხება მატერიალიზმს კვანტური მექანიკის, ფარდობითობის თეორისს, დიდი აფეთქების თეორიის და სხვა მრავალის გამო უკვე დრომოჭმოულად, და არარელევანტურად ითვლება.


აი მე კი თვითონ ვიცი კვანტური მექანიკის პრინციპები და ის გარემოებები, რომელშიც ეს დარგი იბადებოდა, დიდი აფეთქების თეორიაშიც ვერკვევი და სხვა მრავალშიც და მე თვითონ, ჩემი საღი აზრით ვხედავ, რომ დრომოჭმული და არარელევანტური არანაირად არაა ამ თეორიების გამო მატერიალიზმი.

ვერცერთი სერიოზული ფილოსოფოსი ვერ იტყვის დღეს, რომ მატერიალიზმის და იდეალიზმის პრობლემა დაიხურა. ის იყო, არის და დიდხანს კიდევ დარჩება კაცობრიობის შესაძლებლობის სასინჯ ქვად და ბოლომდე ამოუხსნელ პრობლემად.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0300 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]