forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (13) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მიმართეთ მოდერატორებს, ნაწილი VI
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2525
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 2 Nov 2015, 19:59  #46113546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეილება მოსაჩვენებლად აკეთებს "სიკეთეს" რო პრადოზე არ მისაყვედურონოოო. gigi.gif


--------------------
ავადმყოფობად დაბადება ბოროტება არ არის. (K. Logos) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 11:01  #46287731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დათიკო

ეს თემა გადმოტანილია?

ისლამი და მსოფლიო

პოლიტიკაა ბლომად, თან ისე დასცხეს ერთმანეთს, მგონი მალე ჩვენი ჩარევა გახდება საჭირო.


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28269
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 11:19  #46287816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
QUOTE
ეს თემა გადმოტანილია?

რა თქმა უნდა!
ისლამის თემა გვაქვს უკვე. შეიძლება დაიხუროს.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 11:23  #46287837      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დათიკო

QUOTE
ისლამის თემა გვაქვს უკვე. შეიძლება დაიხუროს.


მადლობა, გასაგებია. თუ სურთ, გააგრძელონ ჩვენს "ისლამში" მსჯელობა და ეგ იქნება. ხომ არ მიგვეერთებინა კიდეც? მაინც გაიპარება ხოლმე აქა-იქ ჩვენს ისლამის თემებში პოლიტიკა, მეც მომსვლია ეგ ცოდვა. თუ გადავწყვეტთ ერთად, ტექნიკურად უკვე მე შევასრულებ, არ დამეზარება. smile.gif
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28269
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 11:27  #46287854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
QUOTE
მადლობა, გასაგებია. თუ სურთ, გააგრძელონ ჩვენს "ისლამში" მსჯელობა და ეგ იქნება. ხომ არ მიგვეერთებინა კიდეც? მაინც გაიპარება ხოლმე აქა-იქ ჩვენს ისლამის თემებში პოლიტიკა, მეც მომსვლია ეგ ცოდვა. თუ გადავწყვეტთ ერთად, ტექნიკურად უკვე მე შევასრულებ, არ დამეზარება.

როგორც ჩათვლი საჭიროდ smile.gif
დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4825
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 13:09  #46288429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მგონი ვერ მიხვდი.უსამართლობაში შენი სიტყვიერი გაფრთხილება ვიგულისხმე.მიკერძოებას გამჩნევ და უბრალოდ არაა სასიამოვნო,თორემ ამის გამო არ შეგიძულებ არც შენ და არც ვისაც იცავ - მას. მოდერატორისგან არ ჩანს კარგად ასე აშკარა განცალკევება ,,მისიანის'' და ,,მომხდურის''. ახლა უარესად ნუ ჩამემტერები ოღონდ. wink.gif

აი მაგალითად დათიკოზე და (არც ტაბაზე) არასოდეს შემინიშნავს პირადი დამოკიდებულების მიხედვით ,,დაეჩაგროთ'' ვინმე.გასაგებია,რომ ათეისტი ხარ,მაგრამ ეს არ უნდა გაძლევდეს უფლებას არაობიექტური იყო თუნდაც სიტყვიერი გაფრთხილებისას.წესები ვიცი ძალიან კარგად,დავამატებდი.

პ.ს.არ ვაპირებდი საერთოდ გაპროტესტებას,მაგრამ გადავიფიქრე.


--------------------
♥+♥=♥
♫ _ ANA _ ♫
მზე ამოვიდა!მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ!

Gracias a todos, los que me han ayudado a ser como soy hoy por hoy. © მე.

ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 13:16  #46288465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დოლორეს

QUOTE
ახლა უარესად ნუ ჩამემტერები ოღონდ. 


მტერი როდის ვიყავი რომ? ))

შედეგებით იმსჯელე, სასჯელი ფაქტობრივად არ გაცემულა, იყო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება.

თუ გსურს, გავარჩიოთ, რატომ მიიღე შენ ეგ გაფრთხილება და არა ოპონენტებმა.

ათეისტთა კლუბი XII (post #46279054)

ამ პოსტზეა საუბარი აშკარად, ხოლო ძირითადი მიზეზი ამის წინა პოსტი იყო.

მხოლოდ იმისთვის, რომ მეც ათეისტი ვარ, სხვა ათეისტებს ვერ გავამტყუვნებ. თუ მონახავ კარგად, ათეისტებს ჩამოვურიგე სიტყვიერი გაფრთხილებები ყველაზე მეტი სწორედ, ბოლო დროს.
დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4825
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 13:37  #46288574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
QUOTE
თუ გსურს, გავარჩიოთ

კი ბატონო,ცოტა მოგვიანებით.
QUOTE
ვარ, სხვა ათეისტებს ვერ გავამტყუვნებ

ეს არც მომითხოვია. მე ობიექტურობაზე მქონდა აქცენტი.
კარგად რომ გენახა,ეგებ შეგემჩნია კიდეც ჩემდამი მოყენებული შეურაცხყოფა.რაც ხუმრობაში გავუტარე.რომ მომენდომებინა,ვორნი თუ არა გაფრთხილება მაინც ეკუთვნოდა იუზერს. ლინკებს დაგიდებ მოგვიანებით.წესებითურთ. smile.gif
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 13:43  #46288609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დოლორეს

QUOTE
კარგად რომ გენახა,ეგებ შეგემჩნია კიდეც ჩემდამი მოყენებული შეურაცხყოფა.


ეგ აგრესია კარგად იყო შეფუთული, ორაზროვანი იყო და შეგეძლო გაგეგო კიდეც მაგ იუზერის სასარგებლოდ.

რაც შეეხება შენს აგრესიას, სრულებით არაორაზროვნად აღიქმებოდა და ამპლიტუდით 2-3-ჯერ აღემატებოდა წინას. კიდევ კარგია, ის იუზერი არ აგყვა, თორემ 2 ვორნის გაცემა მომიწევდა მერე.

მოგვიანებით ჯობია მართლაც, როცა სხვა მოდერებიც აქტიურად იქნებიან ხაზზე, ერთად ვისაუბროთ წყნარად და ვნახოთ სხვადასხვა შეხედულებები, რამდენად ობიექტური ვიყავი შენიშვნის მიცემისას. ეს თემა ამისთვისაა სწორედ.
დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4825
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 13:54  #46288675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
QUOTE
ეგ აგრესია კარგად იყო შეფუთული, ორაზროვანი იყო და შეგეძლო გაგეგო კიდეც მაგ იუზერის სასარგებლოდ.

რაც შეეხება შენს აგრესიას, სრულებით არაორაზროვნად აღიქმებოდა და ამპლიტუდით 2-3-ჯერ აღემატებოდა წინას. კიდევ კარგია, ის იუზერი არ აგყვა, თორემ 2 ვორნის გაცემა მომიწევდა მერე.

down1.gif იმდენად არაადეკვატური ხარ,რომ ვიმედოვნებ არც წაგიკითხავს.
QUOTE
სხვა მოდერებიც აქტიურად იქნებიან ხაზზე,

კარგი აზრია.იმიტომ,რომ მხოლოდ შენს იმედზე როგორც ჩანს ვერ ვიქნები.ტაბა მეეჭვება გამოჩნდეს,თან არც იმდენად მნიშვნელოვანი ვარ ,,კონკლავი'' შეიკრიბოს ჩემს ძელზე გასასმელად. biggrin.gif დათიკოს თუ ეცლება,განაჩენს დაველოდები და ვორნსაც მივიღებ თუ ჩათვლის საჭიროდ.

This post has been edited by დოლორეს on 23 Nov 2015, 13:56
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28269
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 21:12  #46291679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დოლორეს
კაი დაწყნარდი, არ არის ეს ამბავი ასე გულთან მისატანი. smile.gif
ვფიქრობ, როდესაც შენ მოგმართეს ისე, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძენი, უმჯობესი იქნებოდა ჩვენთვის (მოდერატორიებისთვის) დაგეძახა. შენ კი უბრალოდ "თავისი ადგილისკენ მიუთითე" იუზერს.
ლაბარნაზე როგორ მიკერძოებულ ან სუბიექტურ მოდერატორზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მსგავსი არაფერი შემიმჩნევია, რაც აქ არის.
შესაძლოა შენს გარდა შენი ოპონენთისთვისაც მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, თუნდაც იმის გამო რომ შენი პროვოცირება გამოიწვია.
ჩემი თხოვნა იქნება, სხვა დროს, სანამ გადაწტვეტ ვინმეს მსგავსი სიტყვებით მიმართო, ჩვენ დაგვიძახე და ერთად "მოვუნახოთ ადგილი" ვინც გაბედავს შენს გაბრაზებას smile.gif
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 21:26  #46291795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დოლორეს

QUOTE
იმდენად არაადეკვატური ხარ,რომ ვიმედოვნებ არც წაგიკითხავს.


როგორ არ წამიკითხავს. smile.gif აი ამონარიდი:

QUOTE
ამასთან არ არის კავშირში, მაგრამ არსებობს ერთი თავდაცვითი მექანიზმი, რომელსაც ქვია პროექცია და ამ დროს ადამიანი თავის არასასურველ ქცევებს, სურვილებს, განცდებსა და ფიქრებს სხვას მიაწერს, მიაკუთვნებს ( ეს ყველაფერი როგორც წესი არაცნობიერად ხდება)
შენი პოსტების კითხვისას ნათელი ხდება, რომ საკმაოდ ხშირად იყენებ პროექციას ( ერთ-ერთი მაგალითი შენი ზედა პოსტია)
რაღაც დოზით შეიძლება ყველა იყენებს, მაგრამ შენ აშკარად ზედმეტი მოგდის


ცალკე "შენ აშკარად ზედმეტი მოგდის" რომ დაეწერა, ნამდვილად გავაფრთხილებდი. მაგრამ წინა კონტექსტს თუ დააკვირდები, საუბარია პროექციის გამოყენებაზე, პროექციის გამოყენება მოგდისო ზედმეტი, რაც უკვე აღარანაირად საწყენი აღარაა.

კარგი რჩევა მოგცეს,

QUOTE
სხვა დროს, სანამ გადაწტვეტ ვინმეს მსგავსი სიტყვებით მიმართო, ჩვენ დაგვიძახე


უბრალოდ მიაჭირე ღილაკს "შეატყობინე მოდერატორს" და ეს იქნება ყველაზე ჭკვიანური, რაც შეიძლება გააკეთო, როცა აქ ფორუმზე გრძნობ თავს განაწყენებულად.

თუ მოდერაცია არ ჩათვლის საჭიროდ, რომ გამოგექომაგოს, მკვახე პასუხის დაწერა (და რაც იქნება, იქნება), ყოველთვის შეიძლება. მაგრამ ამასობაში ცხელი თავი გაგრილდება ხოლმე და უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს გენერირებს, მერე კიდევ, შეიძლება მოდერაციამ ისე ეფექტურად იმუშავოს, რომ სრულებით დაკმაყოფილებულადაც ჩათვალო თავი.

აი ეგ შენი პოსტი, ზევით რაც დავლინკე, რომ არ დაგეწერა და მოდერაციისთვის შეტყობინება გამოგეგზავნა, დიდი ალბათობით შენი ოპონენტი მიიღებდა გაფრთხილებას.

და კიდევ ერთი კარგი რჩევა იყო:

QUOTE
არ არის ეს ამბავი ასე გულთან მისატანი.


ყველა განყოფილებას, ყველა მოდერს თავისი სპეციფიკა აქვს. მე რომ იუზერი ვიყო და სადმე ახალ განყოფილებაში შევიდე, ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ სანამ ავითვისებ იქაურ სიტუაციას, 1-2 გაფრთხილება მივიღო. აქ ამ განყოფილებაში, წლების წინ, ვორნებიც კი მივიღე, სანამ სიტუაციას ალღოს ავუღებდი. wink.gif
დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4825
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 22:08  #46292178      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ე.ი.ძაან მეზარებოდა ეს ამბავი და ამიტომ ვაპირებდი არ გამეპროტესტებინა,მაგრამ მოდერატორმა ლაბარნამ ისევ თავისთვის დამახასიათებელი ცინიკური ტონით(რომლიტაც ხშირად მიმართავს მისგან განსხვავებული აზრების მქონე მორწმუნეებს,რაც არ მგონია ნორმალური საქციელი იყოს მოდერის მხრიდან) გამიგრძელა ფლუდი:
QUOTE
გვიხარია, რომ ფიქსირდები და კითხულობ, რასაც ვწერთ, იმედი მაქვს, დადებით გავლენას მოვახდენთ და არა უარყოფითს. <3

ათეისტთა კლუბი XII (post #46287700)
ამიტომ გადავწყვიტე აღარ დამზარებოდა და პასუხი გამეცა:
თავიდანვე,როდესაც დამფლუდა იუზერმა bambolina-მ ,იგრძნობოდა მის ჩემდამი მომართვაში არასასიამოვნო აქცენტი,კრიტიკული ხასიათის კითხვებს სვამდა.რის გამოც ორჯერ დავაიგნორე განგებ.მე მგონი უფლება მაქვს იმას გავცე პასუხი ვისაც მსურს.როგორც ჩანს ამან გააღიზიანა.ამის შემდეგ თემაში თუ რამ დავწერე,ყველა ჩემს პოსტს გამოეხმაურა.ვინაიდან გვიანი იყო და ჩემი და მის გარდა თემაში არავინ იყო(ვვარაუდობ,იმიტომ რომ ის პოსტავდა,მეც და თემაში იმყოფებოდა 2 დაფარული წევრი.ლოგიკურია ალბათ,მეორე დაფარული წევრი მიმეჩნია ბამბოლინად).უკვე მესამედ პროვოკაციულ კითხვაზე სავსებით ნორმაური პასუხი გავეცი:
ათეისტთა კლუბი XII (post #46270314)
რაზეც მივიღე ირიბად დამაცირებელი და ასევე პროვოკაციული პასუხი:
1)ანუ ესაა პირველი უხეში გამოხტომა,სადაც მიდგენს რა უნდა ვიფიქრო და ირიბად მიკრძალავს თავისუფლად გამოვთქვა ჩემი აზრი;

QUOTE
გჯეროდეს მერე ვინ გიშლის
მთავარია არ ითხოვდე, რომ მთელი სამყარო შენი ზღაპრების მიხედვით ხელმძღვანელობდეს და ვერავინ გაბედოს ამ ზღაპრებზე მსჯელობა.

ათეისტთა კლუბი XII (post #46270402)
შესაბამისი წესი:
4.4. რაიმე სახის რეკომენდაციების მიცემა არაა მისასალმებელი, თუ თქვენ საკმარისად კარგად არ გესმით განსახილველი საკითხი. თუ თქვენი რჩევა სასარგებლოდ მიგაჩნიათ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ ამაში, უმჯობესია მაშინვე იუწყოთ ამის შესახებ.
2)პირადი შეურაცხყოფა,დამაცირებელი კომენტარი:
QUOTE
რაზეც უკირკიტე იქიდანაც ვერ ან არ გამოიტანე აზრი
რაღაც აგდებულ, ვითომ ირონიულ პოსტებს დაწერ და გგონია რომ ამით რაღაც მაგარი გამოგივიდა givi.gif

ათეისტთა კლუბი XII (post #46270596)
შესაბამისი წესი:
4.3.6. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).
4.3.6.4. იკრძალება ნებისმიერი სახის თავხედური გამოხტომები ან თავდასხმები, ე.წ. "ნაეზდები", მათ შორის, ე.წ. "ინტელექტუალური თავხედობა", როდესაც თანამოსაუბრე დამცინავი თავაზიანობის ტონით იუწყება ოპონენტების ინტელექტის დეფიციტის შესახებ.

3)ისევ მითითება თუ რა უნდა ვწერო(მოდერის უფლების ,,შეთავსებაზეცაა´´ წესი,რომელიც ამ ქმედებას კრძალავს,მოვძებნო?) და ირიბი მინიშნება,რომ ვცრუობ,ვთამაშOბ ან ვპროვოცირებ,რაც შეურაცხმყოფელია.
QUOTE
ამ ყველაფერს როცა სიტყვებად არ დატოვებ და პრაქტიკაშიც ირონიულ საუბარს არ დაიწყებ კამათის დროს, მაშინ უფრო ეფექტური და გულახდილი იქნება შენი პოსტები

ათეისტთა კლუბი XII (post #46278042)
4.3.6. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).
4.4. რაიმე სახის რეკომენდაციების მიცემა არაა მისასალმებელი, თუ თქვენ საკმარისად კარგად არ გესმით განსახილველი საკითხი. თუ თქვენი რჩევა სასარგებლოდ მიგაჩნიათ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ ამაში, უმჯობესია მაშინვე იუწყოთ ამის შესახებ.

აქვე მინდა აღვნიშნიო,რომ ეს იუზერი წერდა ბევრად უფრო აგრესიულ და შეურაცხმყოფელ პოსტს და მერე ჩასწორებას უკეთებდა რამოდენიმეჯერ და ცვლიდა პოსტს.სამწუხაროდ,ყველა პირველდაწერილი პოსტი წავიკითხე და შემდეგ ჩასწორებულიც.ამის მტკიცებულება არ მაქვს,არ გამიკეთებია სქრინი.

კიდევ მეორე იუზერი,რომელიც არღვევს წესს და გაფრთხილებას იმსახურებს:
4)შეურაცხმყოფელი კომენტარი:
QUOTE
შენი მეგობრობის თუ ტოლერანტულობის ხარისხის თუ გარჩევას არ დავიწყებ.


QUOTE
ეს პასიურ-აგრესიული მესიჯი იყო თუ სამართლიანი თვითკრიტიკა?

ათეისტთა კლუბი XII (post #46279777)
4.3.6. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).
მოდერი,ამ დროს პოსტავს ამავე თემაში და რომელსაც ჩემს გარდა კიდევ ორი იუზერისთვის უნდა მიეცა გაფრთხილება,ამ უხეშ გამოხდომებს ჩემდამი იგნორს უკეთებს.ამის გამო მე იძულებული ვარ თავად დავიცვა თავი,იმიტომ რომ მიმაჩნია,ჩემმა ლოიალურმა(შემეძლო იმავე ტონში მეპასუხა და სიტუაცია თავიდანვე გამემწვავებინა) და სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხუმრობით გაცემულმა პასუხებმა(რაც ცინიზმად იქნა ,,მონათლული'') რაღაც სასწაულით გამოაფხიზლა მოდერი და ნაცვლად იმისა,რომ მაპროვოცირებლებისთვის მიეცა პირველად შენიშვნა და მერე ჩემთვისაც - პასუხის გაცემისთვის (( ეს წესი ჩემზე ვრცელდება - 4.3.6.8. თუ თქვენ ან ვინმე სხვას საჯაროდ მოგმართეს უტაქტოდ, არაკორექტულად, შეურაცხყოფა მოგაყენეს, მაშინ გთხოვთ, მოითმინოთ (გაჩუმდეთ) და დაელოდოთ, სანამ მოდერატორი გაწმენდს თემას. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება, თუ შეატყობინებთ მოდერატორს დარღვევის თაობაზე, რისთვისაც არსებობს სერვისი "შეატყობინე მოდერატორს". თუ თქვენ ყველას თანდასწრებით უპასუხებთ თავხედ იუზერს მისივე იარაღით და მის დონეზე დაეშვებით, მაშინ მოდერატორი თქვენდამი იგივე ზომებს მიიღებს, რასაც სკანდალის მთავარ გამომწვევთან და არ გაითვალისწინებს თქვენს არგუმენტს - "მან პირველი დაიწყო". თუ თქვენ მას კიდევ უფრო უტაქტოდ უპასუხეთ, მაგალითად, თუ დაეშვებით უცენზურო ლექსიკის დონემდე, მაშინ თქვენდამი გატარდება კიდევ უფრო მეტად მკაცრი ზომები. ის თავხედი იუზერი შეიძლება მარტო ვორნით დაისაჯოს, თქვენ კი მიიღებთ ბანს და posting disable-ს (შეტყობინებათა გაკეთების უფლების წართმევას) შესაბამისად. ამიტომ გთხოვთ, იყავით ყოველთვის თავშეკავებულნი.),მაძლევს სიტყვიერ გაფრთხილებას მარტო მე.ჩემი შეცდომა იმაში მდგომარეობს,რომ უბრალოდ დამავიწყდა ეს ფუნქცია რომ აქვს ფორუმს - ,,შეატყობინე მოდერატოს´´.სხვა მოდერებიც ჰყავს განყ-ს და იმათი ობიექტურობის იმედით უნდა მესარგებლა ამ ფუნქციით.რასაც მომავალში გავითვალისწინებ)).
მე არავის დასჯას არ მოვითხოვ წორნით.არც იმას ვამბობ,რომ წესი არ დამირღვევია.ჩემი ბოლო პოსტი იყო ადეკვატური პასუხი პროვოცირებაზე:

მაგრამ ზემოთ მოთხრობილ უსამართლობას არ შევეგუები.მე თუ ვიღებ სიტყვიერ გაფრთხილებას,მაპროვოცირებლებმაც უნდა მიიღონ. სულ ესაა.
ადრე წესებში იყო ასეთი წესი - იკრძალება კლანების ხელშემწყობი ქმედებები ფორუმზეო(დაახლ.ასე იუწყებოდა ის წესი,სიტყვასიტყვით არ მაქხსოვს რა თქმა უნდა).ჩემი აზრით მოდერატორი ხელს უნდა უშლიდეს ასეთ ქმედებას და არა უწყობდეს,როგორც ლაბარნას შემტხვევაშI.ის ხელს აფარებს იმ იუზერებს,რომლებიც წერენ,რომ ატეისტები არიან და მათ მიერ წესის დარღვევაზე თვალს ხუჭავს,ხელს არ უშლის მათ სხვა(არაათეისტი) იუზერის შევიწროვებაში.რაც ტავისტავად ვითარებას ქმნის იუზერთა რაღაც ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად.
ჩემი აზრით ასეთ მოდერატორი პოსტის (თუ რაც არის) შეუფერებელია.

დათიკო
Taba

თუ მოახერხებთ,შემოიხედეთ ამ თემაში.ობიექტური გადაწყვეტილების იმედი მაქვს,თქვენგან მაინც. smile.gif





უფ,დაუპოსტიათ. biggrin.gif
ძალიან ვწუხვარ,მაგრამ მე ჩემი ვერსია მაქვს.მესმის,რომ დიდი პოსტია და ძნელია დაუთმო დრო,მაგრამ ნუ ასეთი მომეტებისთვის მზად უნდა იყო,როცა მოდერატორობაზე თანხმდენი.

დათიკო მადლობა ნორმალური პასუხისთვის.შენს უფლებას როცა ზღუდავენ,რას აკეთებ ხოლმე?
მე რა თქმა უნდა ნაწყენი ვარ,არ მომწონს როცა უსამართლოდ მექცევიან.
ლაბარნასთვის ცინიზმი არ შეგინიშნავს?

ლაბარნა აქაც ცინიკოსობ.ახალი არ ვარ ამ განყოფილებაში,ადრეც ვწერდი,მაგრამ შენ რა თქმა უნდა არ გეცოდინება.
QUOTE
რეგისტრ.: 29-September 10


This post has been edited by დოლორეს on 23 Nov 2015, 22:33
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 22:38  #46292475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დოლორეს

QUOTE
გვიხარია, რომ ფიქსირდები და კითხულობ, რასაც ვწერთ, იმედი მაქვს, დადებით გავლენას მოვახდენთ და არა უარყოფითს. <3


დარწმუნებული ხარ, რომ სწორად ამოიკითხე ტონი? მე არ ვარ ხოლმე ასე დარწმუნებული, რომ 2-ოდე ნაწერი სიტყვიდან ამოვიცნო თანამოსაუბრის ტონი ფორუმზე, მით უმეტეს, როცა სიტყვები ნეიტრალურია.

ძალიან გაგიკვირდება, თუ სერიოზულად დავწერე ეგ სიტყვები სინამდვილეში? smile.gif

აი, სამაგიეროდ, ამსტერდამი ნამდვილად ცინიზმი გამოვიდა, ოღონდ შემეშალა, სტოკჰოლმში ამერია. და ცუდი რამე გამოვიდა შემთხვევით. არა მგონია, ამოგეცნო, ჯერჯერობით არ დაგიჩივლია.

QUOTE
ახალი არ ვარ ამ განყოფილებაში,ადრეც ვწერდი,მაგრამ შენ რა თქმა უნდა არ გეცოდინება.


კი, ეს არ ვიცოდი. 4 K პოსტი კი შევამჩნიე, მაგრამ რეგისტრაციის თარიღს აღარ დავკვირვებივარ. მერე რა, იცვლება დრო და იცვლება პრაქტიკა.

რაც ზემოთ მოიყვანე, ვერანაირ უხამსობას და შეურაცმყოფელობას ვერ ვხედავ მაგ პოსტებში. იქნებ ჯობია, მგრძნობელობის ხარისხი ცოტათი დაუკლო საკუთარ თავს?
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28269
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 22:57  #46292673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დოლორეს
QUOTE
შენს უფლებას როცა ზღუდავენ,რას აკეთებ ხოლმე?

არ მახსოვს ეგეთი სანამ რიგითი იუზერი ვიყავი, მაგრამ საკმარისი სიბრძნე თუ მეყოფოდა აუცილებლად დავარეპორტებდი მოდერატორთან smile.gif
QUOTE
ლაბარნასთვის ცინიზმი არ შეგინიშნავს?

ალბათ უფრო ირონია...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (13) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0275 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]