forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (13) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მიმართეთ მოდერატორებს, ნაწილი VI
დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4776
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 23:21  #46292887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
QUOTE
დარწმუნებული ხარ, რომ სწორად ამოიკითხე ტონი?

დიახ.
QUOTE
რომ 2-ოდე ნაწერი სიტყვიდან ამოვიცნო თანამოსაუბრის ტონი ფორუმზე,

ორიოდე სიტყვაზე მეტი წამიკითხავს უკვე შენი კომენტარებიდან სხვადასხვა იუზერების მისამართითაც.არც ნეიტრალურობით გამოირჩევა მაინცადამაინც.
QUOTE
აი, სამაგიეროდ, ამსტერდამი ნამდვილად ცინიზმი გამოვიდა, ოღონდ შემეშალა, სტოკჰოლმში ამერია. და ცუდი რამე გამოვიდა შემთხვევით. არა მგონია, ამოგეცნო, ჯერჯერობით არ დაგიჩივლია.

ვერ ამოვიცანი.ჩათვალე რომ მაგარი ხარ.შეგიძლია გამინათო გონება, მადლობას გადაგიხდი. smile.gif
QUOTE
რაც ზემოთ მოიყვანე, ვერანაირ უხამსობას და შეურაცმყოფელობას ვერ ვხედავ მაგ პოსტებში. იქნებ ჯობია, მგრძნობელობის ხარისხი ცოტათი დაუკლო საკუთარ თავს?

უხამსობის გარდაცაა ჩამონათვალი იმ წესებში.შეურაცხყოფა კი ნამდვილად არის.არ გგონია,რომ პრობლემაა ასეთი ურცხვი მიკერძოება როცა რაღაც პასუხისმგებლობა გაკისრია?
არ ხარ ობიექტური,ესაა და ეს.რაც შეეხება მგრძნობელობის ხარისხს,ნორმალური რეაქციაა გააპროტესტო.შეურაცხყოფა სადაც არ უნდა იყოს,შეურაცხყოფად რჩება.მე თუ ათეისტი არ ვარ,ვიღაცამ ჩემს შევიწროებას მიჰყოს ხელი,ეს ნორმალურია? შენ აბა რისთვის ხარ? ხალხს თარგმანზე აფრთხილებ და სადაც აუცილებელია შენი ჩარევა(როცა იქვე ხარ)არ ერევი - რა არის ეს თუ არა იუზერების გამორჩევა?
რაც გინდა ის ქენი,მაგრამ სხვა შენს ადგილზე იმ ორ იუზერს ამჯერად მაინც მისცემდა სიტყვიერ გაფრთხილებას,კიდევ რომ არ გაიმეორონ სხვასთან.დათიკომაც აღნიშნა ზევით.




დათიკო
QUOTE
მაგრამ საკმარისი სიბრძნე თუ მეყოფოდა აუცილებლად დავარეპორტებდი მოდერატორთან

ხო,ძალიან დიდი სიბრძნეა აქ საჭირო.მიწერია ზემოთ დამავიწყდა ეს ფუნქციათქო.
QUOTE
ალბათ უფრო ირონია.

არანაირად.
შენ რატომ არ წერ ირონიულ პოსტებს ათეისტების მიმართ?
იმიტომაც ხარ ამდენი წელი აქ,მგონი.




თუ წაშლით ამ პოსტებს,უკეთესი იქნება.ვიცოდი რომ აზრი არ ექნებოდა გაპროტესტებას,დავწერე კიდეც იქვე თემაში.მადლობა რომ დრო დამითმეთ. yes.gif

არც ერთს არ წაუკითხავს დიდი პოსტი. givi.gif

This post has been edited by დოლორეს on 23 Nov 2015, 23:27


--------------------
♥+♥=♥
♫ _ ANA _ ♫
მზე ამოვიდა!მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ!

Gracias a todos, los que me han ayudado a ser como soy hoy por hoy. © მე.

ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11747
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Nov 2015, 23:44  #46293077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დოლორეს

Taba -ს სული მოვიხმოთ:

QUOTE
დიახ.


ცდები.

QUOTE
შეგიძლია გამინათო გონება, მადლობას გადაგიხდი.


არ ღირს, ჩათვალე, რომ სტოკჰოლმი დავწერე თავიდანვე. ))

QUOTE
შეურაცხყოფა კი ნამდვილად არის.


შეურაცხყოფა მაშინაა, როცა რაიმე შეურაცხმყოფელ სიტყვას დაგიწერენ ან როცა აზრია შეურაცხმყოფელი. შეგიძლია ასეთი რამ მოიყვანო?

QUOTE
თავიდანვე,როდესაც დამფლუდა იუზერმა bambolina-მ ,იგრძნობოდა მის ჩემდამი მომართვაში არასასიამოვნო აქცენტი,კრიტიკული ხასიათის კითხვებს სვამდა.


იუზერმა პოლიკარპემ რაღა თქვას, რამდენმა უცნობმა ხალხმა მივწერეთ, არადა პირდაპირ არავისთვის არ მოუმართავს. თეიზმი-ათეიზმის დავაში კონფრონტაცია, მცირედი ირონია და კინკლაობა, კრიტიკული ხასიათის კითხვები და ასე შემდეგ _ ბუნებრივი და მისაღებია. მაშინ უნდა ვდიოთ და ყველა ვაფრთხილოთ, ვინც ერთმანეთის საწინააღმდეგო რამე აზრს გამოთქვამს. პირადად შენი საწინააღმდეგო არავის არ ჰქონია, თავიდან მაინც, ამაში დარწმუნებული ვარ, მხოლოდ აზრებს ვუკრიტიკებთ ხოლმე ერთმანეთს.

QUOTE
გჯეროდეს მერე ვინ გიშლის
მთავარია არ ითხოვდე, რომ მთელი სამყარო შენი ზღაპრების მიხედვით ხელმძღვანელობდეს და ვერავინ გაბედოს ამ ზღაპრებზე მსჯელობა.


აი ახლა აქ რა არის გამაღიზიანებელი, მომკალი და არ მესმის.

აგერ იქვე mamaduniangi წერს ლოგიკას:

QUOTE
მეჩვენება თუ აგრესიული ხარ


ასეთი არაპიროვნული აგრესია და მცირე დაძაბულობა ათეისტების კლუბში შემოსულ თეისტებს და ათეისტებს შორის ბუნებრივი ამბავია. ათეიზმი ვერსუს თეიზმი იქმნება მანდაც დროებით. მაგრამ ვინც ამას მიჩვეულია, არ აქვს რეაქცია, აგერ თვითონვე განმუხტეს სიტუაცია იუზერებმა სულ სიცილ-ღიმილით. შენც იცინოდი, სმაილებს სვამდი საუბარში, ვერ მიხვდებოდა გარეშე თვალი ასე იოლად, რომ სერიოზულად გწყინდა რამე.

QUOTE
ეს პასიურ-აგრესიული მესიჯი იყო თუ სამართლიანი თვითკრიტიკა?


QUOTE
შენი მეგობრობის თუ ტოლერანტულობის ხარისხის თუ გარჩევას არ დავიწყებ.


რა ნახე ამაში შეურაცხმყოფელი? facepalm.gif

მეორე წინადადებაში გრამატიკა არევია იუზერს, საერთოდ არ იკითხება აზრი, არც შეურაცხმყოფელი და არც არაშეურაცხმყოფელი.

მე მგონი, უბრალოდ გსურს შენი გაიტანო, ვერ აგიტანია, რომ ამ კონკრეტულ მიმართებაში პატარა მარცხი განიცადე. უბრალოდ გააგრძელე, სხვა დროს შენ მოუგებ სიტყვასაც და მათი პოსტინგი მიიღებს გაფრთხილებას, შეიძლება ასეც მოხდეს. არა მგონია, მათაც ასე განიცადონ ეს ამბავი.

აგერ თუ დათიკო ან Taba ასე გადაწყვეტს, იოლად შეიძლება მისცეს მაგ 2 შენ თანამოსაუბრეს გაფრთხილებაც და ვორნიც. არა მგონია, ეს მათ ასეთ ტრაგედიად აღიქვან. მე მგონი, ნამდვილად გვაქვს შენს შემთხვევაში საქმე ჰიპერაღქმასთან, გადაჭარბებულ აღქმასთან. ხალხი ვორნზე არ დავობს ხოლმე ასე. smile.gif smile.gif

This post has been edited by ლაბარნა on 23 Nov 2015, 23:45


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4776
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 00:04  #46293248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
მოსალოდნელი პოზიცია იყო შენი მხრიდან.უსამართლობის კარგი მაგალითი ხარ.რაც დასადები იყო,დავდე ლინკებით და ციტირებებით,მაგრამ არ ხედავ.დათიკომ დაწერა უკვე თავისი აზრი,რომ ისინიც გასაფრთხილებლები იყვნენ,მაგრამ რაც არ გაწყობს არ ამჩნევ. ტაბას შეეშვი,არ მგონია დაგიპირისპირდეს.თან შენ გეკუთვნის იმ გაფრთხილების მიცემა და არა სხვა რომელიმე მოდერს.
მაგრამ შეგიძლია შეეშვა ყურით არგუმენტების მოთრევას.მოვრჩი მე და ვეცდები აღარ დამჭირდეს მსგავსი ცირკი აწი. bis.gif


ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11747
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 00:18  #46293383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დოლორეს

QUOTE
არ მგონია დაგიპირისპირდეს.


სულაც არ მივიჩნევ დაპირისპირებად. თუ რაიმე მე ვერ დავინახე და მათ დაინახეს, იმოქმედონ, ოდნავ არ მეწყინება. მეტი როგორ გამოვხატო, რომ არ ვარ დაინტერესებული მხარე? მე ყველასთან მეგობრულად მსურს ვიყო, მათ შორის, შენთანაც. ბოლო-ბოლო, გოგონა ხარ, ბუნება მავალდებულებს სიმპათია მქონდეს, მერე ესპანური იცი და მუსიკაში საერთო გემოვნებაც გვქონია. მუსიკალური გემოვნების თემაში შეიხედე, მოგწერე და შენი აზრი მაინტერესებს, თუ შეიძლება.


bambolina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 207509
რეგისტრ.: 11-September 15

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 00:25  #46293448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თავიდან რელიგიაზე და რწმენაზე ვესაუბრე ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე და შემდეგ ირონიულად მომწერა საოცარი დასკვნები/მოწოდებები გაქვსო. თავიდანვე აგრესიას ხედავდა ჩემს პოსტებში და ვუთხარი კიდეც რომ არაფერ შუაშია აგრესია, უბრალოდ რაღაც საკითხზე ჩემი აზრი დავაფიქსირე. ასე ყველაფერს თუ მივყევით მაშინ აღარაფერზე აღარ უნდა ვიკამათოთ.
როცა სურვილი გაქვს ადამიანს ყველგან დაინახავ პროვოკაციას და ფარულ აგრესიას
ათეისტთა კლუბი XII (post #46270555)
თუ მასე მიდგა ეს არ იყო მაშინ პროვოკაცია?
მაგის მერე დაწერა თუ როგორები უნდა ვიყოთ კამათის დროს ათეისტთა კლუბი XII (post #46277787) და ამ პოსტში მეც და მეორე ფორუმელმაც დავინახეთ რომ რაც თვითონ გააკეთა იმის არგაკეთებისაკენ მოუწოდებდა სხვას, ხოდა მაქსიმალურად ზრდილობიანად გავეცით პასუხი.
ამაზე ზრდილობიანად აზრის გამოხატვა ალბათ შეუძლებელია და მაშინ გავჩუმდეთ და ხმა აღარ ამოვიღოთ.

ყველაფერს თუ განვიხილავთ ეგერ სხვა თემაში მრავლობითში წერს ზოგადად ათეისტებს შეზღუდული დიაპაზონის აზროვნება გაქვთო რატომაა, (post #46269509)
თუ ასე ყველაფერზე ვეკიდებით ერთმანეთს, მეც ათეისტი ვარ და იქნებ მეც შეურაცხყოფა მივიღე ამ პოსტით, როცა ამბობს ეგომ გონება ჩაგირეცხათო. ხოდა ამაზეც დაივორნოს მაშინ თუ ასე ვუღრმავდებით ყველაფერს.

არ ვაპირებდი რამის დაწერას და არც ასე სხვა თემაში დაწერილ ზოგადი ხასიათის პოსტზე გამოკიდებას, მაგრამ ისე გამოდის, რომ საკუთარს ვერაფერს ხედავს ადამიანი და სხვას სულ აგრესიულ უწოდებს, ყველგან შეურაცხყოფას ხედავს, ამიტომ იმის პროვოცირებაც კი ზუსტად თვითონ გამოიწვია.
თვითონ რომ არ მოეწერა ირონიულად, რა საოცარი დასკვნები გაქვსო არც იმ ზრდილობიანად დაწერილ პოსტს დავუწერდი.
შეურაცხყოფა და პროვოკაცია კიდევ ზუსტად ის იყო რაზეც მაგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო და არა ზრდილობიანად პასუხის გაცემა.
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11747
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 00:31  #46293500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დათიკო

აგერ ა, ცალ-ცალკე რომ უსმინო, ანგელოზებია ორივე, ერთი თეისტი და მეორე ათეისტი ოღონდ. ))))))))))))))))))
დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4776
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 00:44  #46293602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
bambolina
თქვენგან განსხვავებით,მე შემიძლია ღიად გამოვთქვა სად ვარ დასასჯელი.რჩემს პოსტშIც მივუთითე წესი ჩემსავე საწინააღმდეგოდ.ის პოსტი ათეისტებზე ხუმრობითაა დაწერილი და ახლა გეტყვი,რასაც შენ დაარქვი ცინიზმი ეგ არის შავი იუმორი.რომლითაც ხშირად გვიხურმია აქ ძველებს.უამრავჯერ მიმიწერია ასეთი ხუმრობა ამ განყოფილების ბურჯი ათეისთისტვის,მაგრამ არასდროს ჩაუთვლია შეურაცხყოფათ თუ ცინიკურად.მასაც ხუმრობით უპასუხია.
საოცარი თუ შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო არ ვიცოდი.რას არ გაიგებს კაცი.
QUOTE
რ ვაპირებდი რამის დაწერას და არც ასე სხვა თემაში დაწერილ ზოგადი ხასიათის პოსტზე გამოკიდებას, მაგრამ ისე გამოდის, რომ საკუთარს ვერაფერს ხედავს ადამიანი და სხვას სუ

საბოლოოდ არავინ არაფერს ვაპირებდით biggrin.gif ხო, შენც ზუსტად იგივე გააკეთე იმ თემაში რაზეც აქ წერ.
QUOTE
აგრესიულ უწოდებს, ყველგან შეურაცხყოფას ხედავს, ამიტომ იმის პროვოცირებაც კი ზუსტად თვითონ გამოიწვია.

ნწ,იგივეს აგრძელებ.
უზრდელი არავის უწიოდებია არც შენთვის არც იმ მეორესთვის.ფარული აგრესია და პროვოკაცია იგრძნობოდა შენს პიოსტებშI,ყველგან აბსოლუტურად.შეურაცხყოფაცაა დალინკული.პირველი შენგან წამოვიდა,რაზეც პასუხი მიიღე უბრალოდ. wink.gif არც ვორნია პრობლემა შესაბამისი დასაბუთებით,თუ სადმე ჩათვლიან საჭიროდ.
OK.დავამთავროთ ახლა.ნუ,მე დავამთავრებ და თქვენი თქვენ იცით.
bambolina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 207509
რეგისტრ.: 11-September 15

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 00:49  #46293644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოლორეს
შეფასებითია ყველაფერი
ეგრე ჩემი მიზანიც არ ყოფილა ფარული აგრესიის გამოხატვა, მაგრამ შენ აგრესიად აღიქვი
შენი მიზანი შეიძლება ხუმრობა იყო, მაგრამ მე შეურაცხყოფად მივიღე
შავი იუმორი გინდოდა და მე ირონიულად მივიღე
ყველაფერს შეიძლება სხვანაირად შეხედო, გააჩნია ვინ აფასებს wink.gif
ვისაც ოდესმე უკამათია არამგონია იქ ვინმემ სადმე ფარული აგრესია დაინახოს, სადაც შენ დაინახე
იმ თემაში სხვებთანაც ვკამათობდი, მაგრამ შენ გარდა არავის უგრძვნია თავი შეურაცხყოფილად, მე სულ მაქსიმალურად ვცდილობ კამათის დროს, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მივაყენო.

This post has been edited by bambolina on 24 Nov 2015, 00:50
დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4776
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 00:54  #46293698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
bambolina

QUOTE
იმ თემაში სხვებთანაც ვკამათობდი, მაგრამ შენ გარდა არავის უგრძვნია თავი შეურაცხყოფილად

იმიტომ რომ სხვას არ დატაკებიხარ. კი იგრძნობდა პოლიკარპეც ისე. biggrin.gif
QUOTE
ეგრე ჩემი მიზანიც არ ყოფილა ფარული აგრესიის გამოხატვა, მაგრამ შენ აგრესიად აღიქვი

ოკ.ამას დავტოვებ ბოლო პასუხად ამ კამათში. alk.gif
bambolina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 207509
რეგისტრ.: 11-September 15

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 01:02  #46293746      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოლორეს
QUOTE
იმიტომ რომ სხვას არ დატაკებიხარ. კი იგრძნობდა პოლიკარპეც ისე. 

შენ რასაც დატაკებას ეძახი ის თუ დატაკებაა, მაშინ უნდა შევწყვიტოთ საერთოდ სხვადასხვა საკითხებზე კამათი, იმიტომ რომ კამათის დროს ყოველთვის იპოვი რაღაცას, რაც აგრესიულად მოგეჩვენება.
მე პირადად საერთოდ ვერ ვხვდები რატომ დაინახე იმ პოსტში ფარულ აგრესია
QUOTE
ოკ.ამას დავტოვებ ბოლო პასუხად ამ კამათში. 

კარგი
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11747
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 01:04  #46293771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დოლორეს

პირველი კლუბი ვნახე, იქ არის <<დოლორეს>> აი ეს იუზერი, იგივე შენ ხარ?

მე წითელკაბიანი გოგო მახსოვდა, მაგრამ სხვა ყოფილხარ, წითელი კი წიწაკა იყო უბრალოდ.



დოლორეს
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4776
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 01:06  #46293788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა

yes.gif


..................................................................
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11747
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 01:06  #46293793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
დოლორეს

QUOTE
OK.დავამთავროთ ახლა.ნუ,მე დავამთავრებ და თქვენი თქვენ იცით.


კარგი იდეა იყო. აწი თუ რამეს დააშავებთ, ორივეს ან სამივეს, ყველა მონაწილეს ვორნებს მოგცემთ და დაჩაგრულადაც აღარავინ იგრძნობთ თავს! givi.gif

This post has been edited by ლაბარნა on 24 Nov 2015, 01:06
bambolina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 207509
რეგისტრ.: 11-September 15

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 01:10  #46293822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა
QUOTE
კარგი იდეა იყო. აწი თუ რამეს დააშავებთ, ორივეს ან სამივეს, ყველა მონაწილეს ვორნებს მოგცემთ და დაჩაგრულადაც აღარავინ იგრძნობთ თავს! 

მაშინ რაიმე საკითხზე კამათი ავკრძალოთ საერთოდ biggrin.gif
ვიღაცამ ყოველთვის შეიძლება სადღაც ფარული აგრესია დაინახოს და მაშინ სულ ჩუმად ვიყოთ? givi.gif
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11747
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 24 Nov 2015, 01:15  #46293849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
bambolina

თუ ნამდვილად დააშავებთ-მეთქი. ფარულები არ მქონია მხედველობაში.

საერთოდ კი, შავი იუმორი იყო ეგ ფრაზა.

გოგონებს ასე იოლად არ ვიმეტებ, ახლა ვცდილობდი გამეხსენებინა და ისტორიაში 1 გოგო ვერ გავიხსენე, რომ დამევორნა.

ჰოდა, მე მგონი, აწი დროა givi.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (13) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0186 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]