forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (56) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შეკითხვები მართლმადიდებლებს V, კითხვა-პასუხის რეჟიმი
nodarie
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14923
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13

გამოგზავნილია: 9 Sep 2016, 23:26  #48769271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მოგესალმებით! ამ თემაში შეგეძლებათ დაუსვათ კითხვა ქრისტიან მართლმადიდებლებს და ვიმედოვნებ, რომ ეს კითხვები იქნება ცინიზმის/ირონიის გარეშე და გულწრფელად გენდომებათ პასუხის მიღება კითხვებზე.

პირველ პოსტში გადავწყვიტე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო მართლმადიდებლური სწავლებების მიხდევით!


სამების განმარტება
ყოვლადწმიდა სამების დოგმატი თავისთავში აერთიანებს ორ ძირითად ჭეშმარიტებას:

ა. ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, ანუ ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი;

ბ. ჰიპოსტასებს პირადი თვისებები აქვთ: მამა არშობილია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.

თუ სად გვხდება ბიბლიაში სამების ერთარსობა, შეგიძლიათ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე, რადგან ამ თემის პირველ პოსტში ვერ ვისაუბრებ ისეთ თემაზე, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ვრცლად და დაწვრილებით განხილვას, როგორც ყველა თემა, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეს! http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/4.htm

სულის შესახებ ბიბლიაში
(ციტირება დათიკოს პოსტიდან)
დაბ. 2,7
გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა.
[ადამიანს სული მისცა ღმერთმა, ის არ არის მატერიალური. სხვა არც ერთი ქმნილებისათვის მას სული არ შთაუბერია]
ეკკლესიასტე 12,7
მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
საქმე 20,9-12
ევტიხი, რომელიც პავლეს უსმენდა, ფანჯრის რაფიდან გადმოვარდა და მკვდარი აიყვანეს. „ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანავეა“. პავლემ პური გატეხა და ჭამა, განთიადამდე საუბრობდა: „ამასობაში ის ყრმა ცოცხალი მოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი“.
[ვიდრე სული სხეულშია, ადამიანი ცოცხალია, ხოლო როცა მას სული განშორდება, ის კვდება]
მათე 22,32
მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.
[ღმერთისთვის ყველა ცოცხალია, რადგანაც კარგა ხნის მკვდარი აბრაამის, ისააკის, იაკობის სულები უკვდავია]
ფილიპ. 1,23-24
იხ. 2 კორ. 5,1-10
მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.
[მოციქულებს დიდი სურვილი აქვთ დატოვონ თავიანთი სხეული და სულით მივიდნენ უფალთან]
გამოცხ. 6,9-10
როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეს დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სულებისათვის“.
[მოციქულ იოანეს გამოცხადებაში კარგად ჩანს, რომ კვდება ადამიანის სხეული, ხოლო სული განაგრძობს არსებობას]
1 პეტრე 3,18-19
რადგან ქრისტე მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უსამართლოთა გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც.
[იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და უქადაგა იქ მყოფ სულებს]


ეხლა სამების ერთაერსებაზე:
მათე 28,19
ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით
1 იოანე 5,7
რადგან სამნი მოწმობენ ცაზე: მამა, სიტყვა და სულიწმიდა და ეს სამი ერთია
2 კორ. 13,13
მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
ბევრი ადგილია სადაც ღმერთი მარვლობით რიცხვი საუბრობს თავის თავზე:
დაბ. 1,26
თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად
დაბ. 3,22
თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი, როგორც ერთი ჩვენთაგანი

მათე 3,16-17
აქ კი ხილულად გაცხადდა სამება:
ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე"

ჯვრის შესახებ
ბევრი რომ არ ვაკოპირო, გიდებთ პირდაპირ წყაროს: http://www.orthodoxy.ge/apologetika/raselistebi/jvari.htm

ხატები და სანთლები
აღთქმის კიდობნისა და მასზე გამოსახულ ანგელოზთა წინაშე ლოცულობდნენ.

„შემოიხია იესომ (ნავეს ძემ) სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს“ (იესო 7, 6);

„დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე“ (ივდ. 4, 11).

კიდობნის წინაშე მსხვერპლს სწირავენ ღმერთს.

სოლომონი „მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი“ (3 მეფ. 3, 15);

„დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოტ უდალი, ღმერთი ისრაელისა“ (1 ნეშტ. 16, 4).

კიდობნის წინაშე ანთებენ კანდელებს და აკმევენ საკმეველს.

„გააკეთე სამსხვერპლო საკმევად... დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყო მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში“ (გამ. 30, 1, 6-8).

ასევე სოლომონა დაბირში „გააკეთა ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან“ (3 მეფ. 6, 23) და ღმერთმა მოიწონა ისინი.

სოლომონმა მოგვიანებით, დიდი ტაძრის აშენების შემდეგ, შიდა ნაწილში განათავსა ორი ქერუბიმის გამოსახულება.

„წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი... ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული“ (2 ნეშტ. 3, 10, 13).

სოლომონმა მთელი ტაძარი ქერუბიმებით მოხატა.

„კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა“ (2 ნეშტ. 3, 7);

„გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმენი გამოხატა“ (2 ნეშტ. 3, 14).

უფალმა მოიწონა ეს სახლი და მისმა დიდებამ აავსო იგი.

„როცა სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს“ (2 ნეშტ. 7, 1-3).

დაწვრილებით: http://www.orthodoxy.ge/apologetika/raselistebi/khatebi.htm


სამოთხის შესახებ
ეს არის საღვთო სამოთხე, ღვთის ხელებით დანერგილი ედემში, ყოველგვარი სიხარულისა და სიამის საუნჯე, რადგან ედემი „შვებად“ ითარგმნება. - ვრცლად: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/25.htm

ნუ გააფუჭებთ თემას და დასვით მხოლოდ ისეთი კითხვები, რომელიც მართლა გაინტერესებთ.

წინა თემის ლინკი: შეკითხვები მართლმადიდებლებს IV


--------------------
GOOGLE
SAMSUNG
SONY



https://www.facebook.com/review.ge
http://review.ge/
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6347
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 9 Sep 2016, 23:44  #48769415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინ იყო ელიოზი?...................
* * *
მოვძებნე ინტერნეტში , ელიოზი და ლონგინოზი ქრისტეს სასამართლოზე დაიბარეს , მაგრამ ვერ ჩაუსწრე და გადმოცემით მხოლოდ ჯვარცმას დაესწრნენ , მხოლოდ კვართი წამოუღიათ და სადაც ეს კვართი დაფლეს სვეტი ცხოველი დგას.
ასევე ერთ ფორუმზე წავაწყდი განხილვას სადაც გიორგი ლეონიძის პერსონაშთან აიგივებენ,კავშირი მართლა არის ,ტყუილა ნუ წამაკითხებთ იმ წიგნს დრო ცოტა მაქვს smile.gif


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6347
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 10:25  #48779256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხ(33)+ა(1)+თ(9)+ხ(33)+ო(16)+რ(19)=111 ხათხორის ბროლის ფეხსაცმლის ჩაცმას ცდილობენ smile.gif
ორიონის ცივილიზაციაში ქართულის წილზე...,a^2+ბე კვადრატი უდრის ცე კვადრატს.
ლუვრში შუშის პირამიდის არქიტექტორის ინტერვიუ დევს ამ თემაში სადაც იგი აღნიშნავს რომ მრავალი ვარიანტი ცადა მაგრამ საბოლოოდ მაინც ოქროს კვეთაზე შეჩედა,ოქროს კვეთაა გამოყენებული ხ(6000)+ე(5)+ფ(500)+რ(100)+ე(5)+ნ(50)=6660 პირამიდაში რომელიც ,,ეგვიპტური" საზომი ერთეულით კ(11)+უ(22)+ბ(2)+ი(10)+ტ(21)=66 იზომებოდა, რომელიც 3,14 ის მეექვსედია,პირამიდის კონსტრუქციის სიმყარე დამოკიდებულია მის სიმაღლეზე,პირამიდის ფუძის ჰიპოტენუზის ნახევარი უნდა იყოს მისი სიმაღლე,ავიღოთ ფუძის სიგრძეთ ქართულ ანბანში წილის მნიშვნელობები ოცდამეთერთმეტეა და რიცხვმნიშვნელობა 4000
ოქროს კვეთის პირამიდის სიმაღლე გამოვა 222031.53 არ არიან მაყრიონში მიმავალი მხედრიონივით ჩაწიკწიკებული ორიანები smile.gif ეგვიპტელ ფარაონებზე ფილმში ნაჩვენებია პატარა პირამიდიონი რომელიც ეგვიპტეში იქნა ნაპოვნი ,მისი ზომების გაყალბების ფაქტი ასახულია.მისი ფუძის ერთი გვერდის სიგრძე იყო 157 სანტიმეტრი გამოიცანით სიმაღლე რამდენი ექნება 111 .
ეგვიპტური კუბიტი საზომი ერთეულია π-φ^2=3,1416-2,618=0,5236 მეტრი როცა დიამეტრი ერთი მეტრის ტოლია. π ვთქვათ შემთხვევით აღმოჩდა პირამიდის განზომილებებში φ-ი არის ოქროს რიცხვი φ=1.6180339887498948482... ცნობილია რომ პირამიდა არის 440 კუბიტი.440X0.5236=230,384 მეტრი თუ ამ სიგრძის მქონე კუბში ჩავხაზავთ წრეს ხოლო მეორე წრეს კუბს გარს შემოვატარებთ და მიღებული წრის გარშემოწერილობებს გამოვაკლებთ ერთმანეთს მივიღებთ სინათლის სიჩქარის მაჩვენებელს მილიონ მეტრ წამში და ამას ახლავე გავაკეთებ თვალსაჩინოებისთვის 230,384 მეტრი ეს მცირე წრის დიამეტრია ,ამ წრის გარშემოწერილობის სიგრძე რომ გავიგოთ დიამეტრი უნდა გავამრავლოთ3,1416 ეს უდრის 723,7743744 მეტრს , კვადრატზე შემოხაზული წრეწირის დიამეტრის შეფარდება კვადრატში ჩახაზული წრეწირის დიამეტრთან ყოვლეთვის ფესვი ორის ტოლია..ესეიგი ფესვი ორიდან 1,4142135X7723.7743744=1023,571536374 ამას გამოვაკლოთ723.7743744=229,79716 . 229,792458 მილიონი მეტრი წამში ეს ოფიციალურად აღიარებული სინათლის სიჩქარეაო,ჩვენი ციფრი კი229,797169-მეტრია .
ორიონის თანავარსკვლავედისაა ს(20)+ი(10)+რ(19)+ი(10)+უ(22)+ს(20)+ი(10)=111
1+2+3+4+5+6...+666=222111( ვინც ამ რიცხვის გადამოწმებას შეეცდება არსებობს მარტივი გზა, 1+2+3+4+5+6=21 ან 1+2+3+4+5+6...+66=2211)ღ(25)მ(13)ე(5)რ(19)თ(9)-ი,ანუ ვკრებთ,ყველა რიცხვს თითოეული ასოს რიგით სათვალავამდე და შემდეგ ვპოულობთ მათ ჯამსაც:
(1+2+3+...+25)+(1+...+13)+(1+...+5)+(1+...+19)+(1+...+9)=666
ქართული მითოლოგიიდან იუპიტერის უძველესი სახელი დ(4)ი(10)ა(1) დავთვალოთ ფარული რიცხვი ამ სიტყვის,(1+2+3+4)+(1+2+3+4+5+6+7+8+9+10)+1=66
,,ლითუალ" სვანურად დაბადება , მისი რიგითი სათვალავთა ჯამი 66-ია.
მეგრულში შემონახულია ცხოველთა და მცენარეთა ბატონის მ(13)+ე(5)+ს(20)+ე(5)+ფ(23)=66
ფშავ ხევსურეთში მ(13)+ო(16)+რ(19)+ი(10)+გ(3)+ე(5)=66
ვ(6)ი(10)ნ(50)აქ უკვე რიცხვმნიშვნელობებია გამოყენებული და გამონაკლისის გარდა ერთ სიტყვაში რიგით და რიცხვმიშვნელობას არ იყენებდნენ ქურუმები.
ე(5)+ლ(12)+ი(10)+ო(16)+ხ(33)+ი(10)+მ(13)=99 ელიოხიმი შუმერში ღმერთია , ზიტჩინმა წიგნში მეთორმეტე პლანეტა გაშიფრა შუმერული თქმულებები ეჭვგარეშეა ასტრონავტები არიან, ელიოხიმის შვილებმა დაიწყეს ადამიანთა შვილებთან დაწყვილება და გაუჩდათ მემკვიდრეები მეფური ცისფერ სისხლიანები smile.gif მათ ერქვათ ნ(50)+ი(10)+ფ(500)+ი(10)+ლ(30)+ი(10)+ნ(50)=660
არის თუ არა ეს ქართული ალგორითმი ? ავიღოთ მარსის- არის ღმერთი ჰ(37)+ე(5)+რ(19)+მ(13)+ე(5)+ს(20)=99
ვარდფენობაც =666ია
კუ იბერიულ ცივილიზაციაში წმინდა სულია კ(11)+უ(22)=33 ოცდაცამეტი რიცხვი კიდე ე(5)+რ(19)+თ(9)=33 თუმცა ერთია.
ზაქარია წინასწარმეტყველი ,,ძველ აღთქმაში"სრულად ასე წერს :
,,და იყოს უფალი მეუფედ ყოველსა ქვეყანასა ზედა.მას დღესა იყოს უფალი მხოლოი ერთ და სახელი მისი ერთ"
ე(5)რ(19)თ(9) ერთად 5199 ღ(25)ჳ(0)თ(9)ი(10)შ(27)ვ(6)ი(10)ლ(12)-ი =99 ი(10)ე(5)ს(20)ო(16)=51 ქ(24)რ(19)ი(10)ს(20)ტ(21)ე(5)= 99 ბ(2)ე(5)თ(9)ლ(12)ე(5)ე(5)მ(13)-იდან=51ბიბლიური
ორმოცდათერთმეტიც და 99 ხშირია ქალდეველთა ცივილიზაციაში რომელიც არიდან არიან , არის ღმერთი კიდე ჰ(37)+ე(5)+რ(19)+მ(13)+ე(5)+ს(20)=99-ია, ია თავისმხრივ ი(10)+ა(1)=11-ია გურიაში მზისშვილო,11 ერთი რომ გამოვაკლოთ ა(1)+თ(9)=ი(10-ა)
111-ა
ი(10)+პ(17)+ო(16)+თ(9)+ე(5)+ნ(14)+უ(22)+ზ(8)+ი(10)=111-ია იპოთენუზუი ანუ დღევანდელი ჰიფოთენუზა არის ორიონის 222-ს ნახევარი სწორედ ასეთი კონსტრუქციის პირამიდაა ხეფრნის .
ჰერმრსი საბერძნეთში ერმისია , იესო იეშუად მოიხსენიება ქართულად კიდე მხოლოდ ქალდეველებმა იცოდნენ დაფარული სიბრძნე.
ის რომ ჰ ოცდამეჩვიდმეტეა და არა ოცდამეთექვსმეტე არაერთგზის მტკიცდება ღმერთთა პანთეონიდან ,ზზე კიდე ეხლა დავწერ,ი(10)+ზ(8)+ი(10)+დ(4)+ა(1)=33
ქრისტეს სასამართლოზე ქალდეველი ქურუმი ელიოზი იქნა გამოძახებული , ვერ ჩაუსწრო და მხოლოდ კვართი ჩამოიტანა, ჯვარცმული ქალდეველი იესო ქრისტეს დაბადების ადგილი დრო და სიკვდილი იწინასწარმეტყველეს ქალდეველებმა ,
ელიოზი ქრისტეს ღმერთად აღიარებდა. იესო ქრისტე ლაზარეთიდან და არა ნაზარეთი ან სხვა.ლაზარეთი იყო ბეთლეემში სწორედ იქ იყვნენ სამარის ლაზური დაჯგუფება.ღ(25,700)ო(16,70)რ(19,100)ო(16,70)ნ(14,50)თ(9,9)-ი მეგრულად ღმერთი
ფრჩხილებში პირველი რიცხვი ასოს რიგითი სათვალავია,მეორე მისი რიცხვ-ნიშანი
25+16+19+16+14+9=99
700+70+100+70+50+9=999
,,არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთა შინა.ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა.''(თეიმურაზ ბატონიშვილის ჩანაწერი).ქურმთა სიბრძნე მათი საიდუმლო ენიდან,სიტყვიდან ამოდიოდა.ძველქართულად ს(20)ი(10)ტ(21)ყ(26)უ(22)ა(1) =100 ქ(24)უ(22)რ(19)უ(22)მ(13)-ი=100 მხოლოდ სიტყვის ფუძე ითვლება ყოველთვის.
ხ(33)ე(5)ვ(6)ი(10)ს(20)ბ(2)ე(5)რ(19)-ი.=100
ს(200)ა(1)მ(40)რ(100)=342ათობით სისტემაში, შვიდობითში =666
ფ(500)ა(1)რ(100)ნ(50)ა(1)ვ(6)ა(1)ზ(7)=666 ათობით სისტემაში . ფარნავაზის დაბადებამდე ბევრად ადრე არსებობდა ქართული ანბანი.სამარი ფარნავაზის ბიძა იყო , ქურუმი სწორედ მას მტრობდნენ რაბინები.
ე(5)+ლ(12)+ი(10)+ო(16)+ზ(8)=51
ორმოცდათერთმეტი იბერიელთა ცნობიერებაში წმინდა რიცხვთაგანია

.ღ(25)+ე(5)+რ(19)+ბ(2)=51ფშაველები და ხევსურები ,უზენაეს ღვთაებას მ(13)+ა(1)+რ(19)+ი(10)+გ(3)+ე(5)=51 ბ(2)+უ(22)+დ(4)+უ(22)+ა(1) =51-ნათლია გურიაში.ალილო მთვარის საგალობელი ა(1)+ლ(12)+ი(10)+ლ(12)+ო(16)=51 ნ(14)+ი(10)+შ(27)-ი მოხევურად პატარა სალოცავი .ან ღმერთი შუმერში ა(1)+ნ(50)=51
ეა კოლხეთის სატახტო ქალაქი ე(5)ა(1) ეს ჰემატრიის ერთერთი ფორმა როცა არ ჯამდება არამედ ერთდება როგორც კალენდრის შემთხვევაქში.ბ(2)+ე(5)+თ(9)ლ(12)+ე(5)+ე(5)+მ(13)=51
ე(5)+ლ(30)+ი(10)+ო(16)+ზ(8)=69 რიცხვი სამოცდაცხრაც წმინდაა ა(1)+ნ(14)+გ(3)+ე(5)+ლ(12)+ო(16)+ზ(8)+ი(10)=69
ანგელოზი იყო ქ(24)+ო(16)+რ(19)+ი(10)=69რომელიც იზიდამ სირიუსს გაუჩინა.რიგითი ნომერი ასო ნიშანი რიცხვ-მნიშვნელობა სახელდება (ჟღერადობა)
1 ა 1 ან
2 ბ 2 ბან
3 გ 3 გან
4 დ 4 დონ
5 ე 5 ენ
6 ვ 6 ვინ
7 ჱ7ჱე
8ზ8ზენ
9 თ 9 თან
10 ი 10 ინ
11 კ 20 კან
12 ლ 30 ლას
13 მ 40 მან
14 ნ 50 ნარ
15 ჲ 60 ჲე
16 ო 70 ონ
17 პ 80 პარ
18 ჟ 90 ჟან
19 რ 100 რაე
20 ს 200 სან
21 ტ 300 ტარ
22 უ 400 უნ
0 ჳ 0 ჳიე
23 ფ 500 ფარ
24 ქ 600 ქარ
25 ღ 700 ღან
26 ყ 800 ყარ
27 შ 900 შინ
28 ჩ 1000 ჩინ
29 ც 2000 ცან
30 ძ 3000 ძილ
31 წ 4000 წილ
32ჭ 5000 ჭილ
33 ხ 6000 ხან
34 პ 7000პარ?
35 ჯ 8000ჯან?
36 ?9000
37ჰ 10000 ჰაე
P.s. დაჯექი და შეცდლმა იპოვე, რაც შეეხება რუკებს , ვისგან უნდა გადაეხატა ფტოლემეუსს რუკა თუ არა ქართველებისაგან ვისი კალენდარიც დღევანდელზე 800 ჯერ ზუსტია და წამის სიზუსტიდ აჩვენებს დღეღამის ხანგრძლივობას,სულხანსაბას ვიზიტს ევროპაში მოჰყვა გრადუსების გამოჩენა ,პთოლემეის რუკებზე განედის და გრძედის დატანა მხოლოდ წამზომის შემოღების მერე გახდა შესაძლებელი რამოდენიმე საუკუნის უკან . მერკატორსაც ქონდა მზგავსი რუკები თუმცა მასზე აღნიშნული ხმელრთის კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა მის ეპოქას ისევე როგორც ფტოლემეუსისას .დევქალიონის ბიძა იყო კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი.დ(4)+ე(5)+ჳ(0)+ქ(24)+ა(1)+ლ(12)+ი(10)+ო(16)+ნ(14)+ი(10)=96
ოთხმოცდათექვსმეტი არის დედამიწის ღეძის გადახრის კუთხე რომელიც 4000 წლიდან 1000წლამდე ძვ.წ.აღ. იყო გარდამავალი პერიოდის მერე დევქალიონელმა ქალდეველებმა ეპოქისადმი შესაფერისი გვარი შექმნეს ბ(2)+ა(1)+გ(3)+რ(19)+ა(1)+ტ(21)=47 ბაგრატიონი . 47 გრადუსი არის ათასი წლის ძ.წ.აღრიცხვიდან მოყოლებული ოღონდ 6 თვის მანძილზე, მაგალითისთვის ასევე შეიცვალა წ(31)+ე(5)+ლ(12)=48 გრადუსია ახალ რეალობასთან მოსარგებათ შექმნეს წ(31)+ე(5)+ლ(12)+ი(10)+წ(31)+ა(1)+დ(4)=94 გრადუს რაც მთელი წლის გადახრის კუთხეა.
ასე რომ ბაგრატუნები შეიძლება ყავდათ სომხებს მაგრამ საიდან საით ეს ცხადია smile.gif
ბოლოს კუს სამკაული რომელიც 94 ცვარისგან შედგება რომელსაც შუაში ანუ ორმოცდამეშვიდესთან დიდი კუ ყოფს საქართველოში იქნა აღმოჩენილი და ძვ.წ.აღ. თარიღდებაhttps://youtu.be/M3kNGIcNDA0ბოლოს კუს სამკაული რომელიც 94 ცვარისგან შედგება რომელსაც შუაში ანუ ორმოცდამეშვიდესთან დიდი კუ ყოფს საქართველოში იქნა აღმოჩენილი და ძვ.წ.აღ. თარიღდება.
128 წლიანი ციკლებით ხდებოდა კალენდარული სისტემის წარმოება მის ერთერთ გზავნილშია.
,,დიდება შენ დაღმერთო რომელმან ღირს მყავ და მომმანდე ცოდვილსა ამას აღსრულება საქმეი ესე'' წერს იოანე ზოსიმე გზავნილში სადაც წარმართული ჯვარია გამოსახული და ზედ პირჯვარის გადაწერის მიმართულებით წერია ლ,ც,ყ,თ.ლას-ი ცან ყარ თან.ყართან ღანია
,,ყარ'',რიგითი სათვალავით:
ყ(26)+ა(1)+რ(19)=46
,,ღან''რიცხვ-მნიშვნელობით:
ღ(700)+ა(1)+ნ(50)=751 ე
ერთად, ,,ყარ''-ისა და ,,ღან"-ის ჰემატრიები
46751 სწორედ ამდენი დღეა 128 წლიან ციკლში დღეთა რაოდენობა წამის სიზუსტით46751/128=365.2421875
ი(10)+ბ(2)+ე(5)+რ(100)+ი(10)+ა(1)=128https://youtu.be/GRY_q1P5OWcეს ბორჯღალია საიდან ქონდათ ქართველებს გალაქტილაზე სრული წარმოდგენა ?

This post has been edited by gubaz_merve on 11 Sep 2016, 11:40

მიმაგრებული სურათი
08993c5c913a.jpg
annihilation
ქართული ფორუმის ძალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 643
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 22:28  #48783887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო
გასაგებია შენი აზრი,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,თითქოს გგონია,მე ვეწინააღმდეგები შენს აზრს.ეკლესია რო უნდა იყოს და იქ უნდა ტარდებოდეს ყველა ქრისტიანული საიდუმლოება.ამაზე არავინ დაობს მგონი და არც მე მაქვს განსხვავებული პოზოიცია.
რისი თქმაც მინდა,ვეცდები უკეთ ჩამოვაყალიბო.
მე ვლაპარაკობ ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარე: "სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის".შენ როცა ეკლესიაში მიდიხარ,იქ ქრისტეს სახელით შეკრებილი ადამიანები არიან და შენც გრძნობ ღვთის სულს,ქრისტეს ამ ნათქვამი სიტყვებიდან გამომდინარე,რადგან ღვთის სულია მათ შორის და სხვა არაფერი.
ტაძარი რო აშენდეს და იკურთხოს,მაგრამ სასულიერო პირები არ იყვნენ იქ და მიატოვონ.შენი აზრით,ღვთის სული მოქმედი იქნება ამ ტაძარში? - შენ რო მიდიხარ ტაძარში და ღვთის ძალას გრძნობ.ეს იქიდან გამომდინარე ხდება,რო სასულიერო პირებზე დავანებულია ღვთის მადლი,რადგან ადამიანშია ღვთის სასუფეველი და შენც გრძნობ ამ მადლს,მათი მეშვეობით.
მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,რო მუზეუმებად და სავაჭრო სახლებად აქციეს ეკლესიები.ამიტომ აღარ იგრძნობა,იქ ღვთის ძალა,რაც ცალსახად აისახება მრევლზე და საზოგადოებაზე.

მოკლედ რო ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი: ანუ მე ვძახი იმას,რომ ეკლესია არის სამლოცველო სახლი და მორწმუნე ადამიანების შესაკრებელი.
მაგრამ შენი საუბრიდან გამომდინარე,ასეთ აზრს ტოვებ,თითქოს ეკლესიას კიდე სხვა დატვრთვაც აქვს,რომ იქ არის დავანებული ღვთის სული.რაშიც მე ვერ დაგეთანხმები.რადგან ღვთის ძალის,იქ არსებობის მიზეზი,მხოლოდ და მხოლოდ შეკრებილია ხალხია და არა ღვთის სახელზე აშენებული კედლები.

This post has been edited by annihilation on 11 Sep 2016, 23:25


--------------------
სამყარო,ეს არის შედეგი; ღმერთი,ეს არის მიზეზი.
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28271
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 23:15  #48784345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annihilation
QUOTE
მოკლედ რო ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი: ანუ მე ვძახი იმას,რომ ეკლესია არის სამლოცველო სახლი და მორწმუნე ადამიანების შესაკრებელი.
მაგრამ შენი საუბრიდან გამომდინარე,ასეთ აზრს ტოვებ,თითქოს ეკლესიას კიდე სხვა დატვრთვაც აქვს,რომ იქ არის დავანებული ღვთის სული.რაშიც მე ვერ დაგეთანხმები.რადგან ღვთის ძალის,იქ არსებობის მიზეზი,მხოლოდ და მხოლოდ შეკრებილია ხალხია და არა ღვთის სახელზე აშენებული კედლები.

კი, სწორად ფიქრობ. ეკლესია ხალხის, მრევლის გარეშე კედლებია და მასში ღვთის სული იმდენადვე სუფევს, როგორც სხვა ყველაფერში (რადგან ღმერთი ყველგან მყოფია). თუმცა, ეკლესიაში მრევლის ერთობა სხვაა, ვიდრე სადმე ვინმეს სახლში რომ შეიკრიბონ და ილოცონ. თუმცა, ეხლა ვუფიქრდები და მგონია, რომ ეკლესია, რომელიც მიტოვებულია, მაგრამ იქ არის ტრაპეზი და სიწმინდეები, ღვთის მადლის წყარო შეიძლება იყოს.
* * *
annihilation
QUOTE
ტაძარი რო აშენდეს და იკურთხოს,მაგრამ სასულიერო პირები არ იყვნენ იქ და მიატოვონ.შენი აზრით,ღვთის სული მოქმედი იქნება ამ ტაძარში?

მგონია, რომ - კი. არის ტაძრები, რომლებიც მოტოვებულია, ანუ უმოქმედო, მაგრამ იქ არის ტრაპეზი. ალბათ იცი, რომ ტრაპეზი წმინდა ნაწილის გარეშე არ იკურთხება. შესაბამისა, მიმაჩნია, რომ რომც არ იყვნენ იქ ღვთისმსახურები და რომც არ აღესრულებოდეს იქ წირვა-ლოცვა, ღვთის მადლი იქ უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას.
* * *
annihilation
QUOTE
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,რო მუზეუმებად და სავაჭრო სახლებად აქციეს ეკლესიები.ამიტომ აღარ იგრძნობა,იქ ღვთის ძალა,რაც ცალსახად აისახება მრევლზე და საზოგადოებაზე.

ეს სრულიად სხვა საკითხია. ვფიქრობ, რომ ჩემშია ეს პრობლემა. ანუ, მე არ შემიძლია ლოცვითი განწყპბის შექმნა საკუთარი თავისთვის ასეთ გარემოში. რეალურად კი ის ისეთივე ჩვეულბრივი ეკლესიაა, როგორც ნებისმიერი სხვა.

This post has been edited by დათიკო on 11 Sep 2016, 23:16


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
annihilation
ქართული ფორუმის ძალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 643
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 23:39  #48784541      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო
QUOTE
QUOTE
ტაძარი რო აშენდეს და იკურთხოს,მაგრამ სასულიერო პირები არ იყვნენ იქ და მიატოვონ.შენი აზრით,ღვთის სული მოქმედი იქნება ამ ტაძარში?
მგონია, რომ - კი. არის ტაძრები, რომლებიც მოტოვებულია, ანუ უმოქმედო, მაგრამ იქ არის ტრაპეზი. ალბათ იცი, რომ ტრაპეზი წმინდა ნაწილის გარეშე არ იკურთხება. შესაბამისა, მიმაჩნია, რომ რომც არ იყვნენ იქ ღვთისმსახურები და რომც არ აღესრულებოდეს იქ წირვა-ლოცვა, ღვთის მადლი იქ უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას

ღვთის მადლში რას მოიაზრებ?
QUOTE
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,რო მუზეუმებად და სავაჭრო სახლებად აქციეს ეკლესიები.ამიტომ აღარ იგრძნობა,იქ ღვთის ძალა,რაც ცალსახად აისახება მრევლზე და საზოგადოებაზე.
QUOTE
ეს სრულიად სხვა საკითხია. ვფიქრობ, რომ ჩემშია ეს პრობლემა. ანუ, მე არ შემიძლია ლოცვითი განწყპბის შექმნა საკუთარი თავისთვის ასეთ გარემოში. რეალურად კი ის ისეთივე ჩვეულბრივი ეკლესიაა, როგორც ნებისმიერი სხვა.

აქ მინდოდა,რომ მთავარ მიზეზად,სასულიერო პირების მიდგომაზე გამეკეთებინა აქცენტი.რომელბიც სულიერების ნაცვლად,მატერიალურ სარგებელს ეძებენ ეკლესიაებში.მაგრამ რატომღაც დამავიწყდა.

This post has been edited by annihilation on 11 Sep 2016, 23:42
Ambitious_Person
Ambitious Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8292
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 23:55  #48784658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მაქვს კითხვა .
პირველ რიგში ვიტყვი რომ ვარ მორწმუნე .მართლმადიდებელი .
არსებობს ღმერთი.ჯვარს სულ ვატარებ და ღმერთსაც ხშირად ვახსენებ .თუმცა არ ვცხოვრობ ეკლესიური ცზოვრებით .
კითხვა ასეა რატომ კგაჩნიათ ცოცხალი მოკვდავი ადამიანის წმინდანად შერაცხვა სწორად?
ანუ ადამიანის წინაშე დაჩოქება?
ადამიანის გაკერპება როგორც ილია მეორე ჰყავს ბევრს გაკერპებული?(მაგალითად მიპაუხეთ რატოა უწმინდესი და უნეტარესი ?)
ერთს ეწერა რასაც ის ჩვენთვის ითმენსო...რას ითმენს?
ჩემთვის არსებობს პატივსაცემი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა მის სქესს და მდგომარეობას .პროფესიას თუ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს რითაც ადამიანს ვაფასებ .
ან მაინტერესებს რელიგიური ღონისძიები რატომ ღირს გარკვეული საფასური და ბევრჯერ საკმაოდ დიდი?
რატომაა ბიზნესში ჩართული ეკლესია?
ჩემი აზრით ბევრი მოჩვენებით მორწმუნეა თუმცა ეს ჩემი აზრია და როცა დრო მოვა გავიგებ რაში ვცდებოდი ამიტომ სხვას არ შევიყვან შეცდომაში ..უბრალოდ ღრმად მორწმუნის აზრი მაინტერესებს.იმედია ათეისტად არ გამომიყვანენ.


--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28271
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 23:57  #48784679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annihilation
QUOTE
ღვთის მადლში რას მოიაზრებ?

ღვთის მადლი არის ის, რასაც ვიღებთ ზიარების დროს. უხეშად რომ ვთქვათ, ღმერთის მიღებაა გარკვეული "დოზით". მისი ენერგიის მიღებაა. ეს გრძნობის დონეზეა და ამის სიტყვებით ახსნა ძალიან ჭირს, მაგრამ თუკი ოდესმე მიგიღია წმინდა ზიარება, წესით უნდა მიხვდე რასაც ნიშნავს.
QUOTE
აქ მინდოდა,რომ მთავარ მიზეზად,სასულიერო პირების მიდგომაზე გამეკეთებინა აქცენტი.რომელბიც სულიერების ნაცვლად,მატერიალურ სარგებელს ეძებენ ეკლესიაებში.მაგრამ რატომღაც დამავიწყდა.

გასაგებია. ნუ, აქაც ასე დგას საკითხი. შესაძლოა ეკლესიაში იყოს უღირსი მღვდელი, მაგრამ კონკრეტული ადამიანის სულიერი მდგომარეობა შესაძლოა ძლიერი იყოს და არ დაბრკოლდეს. არიან ადამიანები, მათ შორის მეც ხშირ შემთხვევაში (წლებია უკვე ეკლესიაში ვარ, მაგრა ვერ ვეგუები), რომლებიც იოლად ბრკოლდებიან ასეთი მღვდლების შემხედვარე. წესით, არ აქვს მნიშვნელობა როგორია მღვდელი, თუკი ჩვენი რწმენა ძლიერია, მადლის მიღება მაინც შესაძლებელია. იმ მღვდელს კი თავისი მოეკითხება ისედაც.
gurabe
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16979
წევრი No.: 104708
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 12 Sep 2016, 00:01  #48784710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ambitious_Person
უწმინდესი და უნეტარესი არის წოდება და მასში არ იგულისხმება ის, რომ წმინდანია, ცოცხალი ადამიანის წმინდანად შერაცხვა არ ხდება და ვერ მოხდება. ალბათ, გასაგებია რატომ.

რელიგიური რიტუალების საფასურს რაც შეეხება, რომ დაკონკრეტდე?


--------------------
რაღაც სხვა, უსახელო...
Ambitious_Person
Ambitious Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8292
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 12 Sep 2016, 00:06  #48784742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gurabe
ყველა რიტუალი რასაც მღვდლის მომსახურება სჭირდება .
ხო რა თქმა უნდა ცოცხალ ადამიანს არ შერაცხავენ წმინდანად მაგრამ ექცევიან როგორც წმინდანს.ამ თემის გაშლა არ მინდა არაა სწორი .
უბრალოდ როგორც ვთქვი გაკერპება ხშირად ხდება .ეს არაა ცუდი გარკვეულ ფორმებში ანუ თუ საქმე ეხება მიბაძვას თვისებებში .
ანუ მოგწონს ადამიანის ქველმოქმედება და ცდილობ მისი თვისება გადმოიღო და ხალხს დაეხმარო .
ჩემი აზრით რელიგიის დანიშნულება სიყვარულის გაძლიერება და ხალხის გაერთიანებაა რასაც ვერ აკეთებს .ეს იმიტომ რომ ადამიანის აშენებული ეკლესია და ჩამორიგებული წოდებები ვერ იმომედებს იმ განწყობაზე რაც ადამიანს უყალიბდება.
ზოგი სულ არ ცხოვრობს რელიგიურდ მაგრამ შინაგანი განცდა და ამ განცდების გამოვლინება ბევრად რელიგიურია
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28271
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 12 Sep 2016, 00:08  #48784753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Ambitious_Person
QUOTE
მე მაქვს კითხვა .
პირველ რიგში ვიტყვი რომ ვარ მორწმუნე .მართლმადიდებელი .
არსებობს ღმერთი.ჯვარს სულ ვატარებ და ღმერთსაც ხშირად ვახსენებ .თუმცა არ ვცხოვრობ ეკლესიური ცზოვრებით .
კითხვა ასეა რატომ კგაჩნიათ ცოცხალი მოკვდავი ადამიანის წმინდანად შერაცხვა სწორად?
ანუ ადამიანის წინაშე დაჩოქება?
ადამიანის გაკერპება როგორც ილია მეორე ჰყავს ბევრს გაკერპებული?(მაგალითად მიპაუხეთ რატოა უწმინდესი და უნეტარესი ?)
ერთს ეწერა რასაც ის ჩვენთვის ითმენსო...რას ითმენს?
ჩემთვის არსებობს პატივსაცემი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა მის სქესს და მდგომარეობას .პროფესიას თუ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს რითაც ადამიანს ვაფასებ .
ან მაინტერესებს რელიგიური ღონისძიები რატომ ღირს გარკვეული საფასური და ბევრჯერ საკმაოდ დიდი?
რატომაა ბიზნესში ჩართული ეკლესია?
ჩემი აზრით ბევრი მოჩვენებით მორწმუნეა თუმცა ეს ჩემი აზრია და როცა დრო მოვა გავიგებ რაში ვცდებოდი ამიტომ სხვას არ შევიყვან შეცდომაში ..უბრალოდ ღრმად მორწმუნის აზრი მაინტერესებს.იმედია ათეისტად არ გამომიყვანენ.

წმინდანად შერაცხვა მართლმადიდებლობაში ხდება მხოლოდ ამ ადამიანის სიკვდილის შემდეგ. სანამ წმინდანად შერაცხავენ ვინმეს, მან ძალიან ბევრი "კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს". როგორც ეს მოხდა წმ. ბერი გაბრიელის შემთხვევაში.
რაც შეეხება ილია მეორეს, უწმინდესი და უნეტარესი მისი საეკლესიო ტიტულია და არა სულიერი მდგომარეობის გამომხატველი ეპითეტი. საქართველოს პატრიარქებს ასეთი ტიტულები აქვთ და ამას განსაკუთრებული ახსნა გააჩნია.

რაც შეეხება ეკლესიაში "დაწესებულ" გადასახადს, ანუ შესაწირს. წესით, ეს არის ნებაყოფლობითი გადასახადი და თუ ადამიანს არ აქვს საშუალება საერთოდაც არ უნდა იხდიდეს, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირია ეგრეთ წოდებული "სტავკები" ნათლობისას, ქორწილისას და ა.შ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და სამარცხვინო ფაქტი ჩვენს რელიგიაში! ზოგადად მღვდელს რომ უნდა შევწიროთ ეს არ არის პრობლემა, რადგან მისი საარსებო წყარო სწორედ ეს შემოსავალია, მაგრამ მრავალი მათგანი ზედმეტად ბევრს ითხოვს და ხშირად მზად არის უარიც თქვას საიდუმლოების ჩატარებაზე თუკი არ გადაუხდიან ფულს. ასეთ მღვდელს დაუყოვნებლივ უნდა შეურჩერდეს მღვდელმსახურების უფლება.

რაც შეეხება ე.წ. ბიზნესს: ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ, წესით, როგორც სხვა ბიზნესი, უნდა იბეგრებოდეს და იხდიდეს გადასახადებს. ეკლესიის საამქროებში ან მონასტრებში დამზადებული პროდუქცია საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თუკი ამ ბიზნესით მოგებული თანხა სულიერ საქმიანობას მოხმარდება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
gurabe
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16979
წევრი No.: 104708
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 12 Sep 2016, 00:18  #48784821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ambitious_Person
წოდება არის და თუ ვინმე აკერპებს, ეს მისი პირადი პრობლემაა და არა ზოგადად ეკლესიის(თუ გაშლა არ გინდა კითხვას რატომ სვამ).

რაც შეეხება გადასახადს, მღვდელსაც ჰყავს ოჯახი და სჭირდება შემოსავალი და მისი შემოსავლის წყარო მხოლოდ ეკლესია და მრევლია.

ადამიანის ხელით აგებულს კიდევ, თუ გჯერა წმინდა წერილის, იქ წმინდათა, წმინდათა წმინდა აგებული იყო ადამიანის ხელით.
Ambitious_Person
Ambitious Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8292
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 12 Sep 2016, 00:22  #48784847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო
ბიზნესმენი მღვდელი სხვა თემაა
მოდი ასე ვთქვათ .
ჩემთვის დასაფასებელი ის მღვდელი რომელიც უარს ამბობს ფულზე(აქვს საარსებოდ საჭირო თანხა) სექსზე.გართობაზე და სხვა ადამიანურ სისუსტეებზე.არის მშვიდი და განათლებული .აი ასეთთან მივალ რჩევის საკითხავად მაგრამ სამწუხაროდ ესეთი ათასში ერთია.ერთხელ ქაშუეთში ვიყავი და მღვდელმა ისეთი შეიგინა გამოვშტერდი..
იტყვიან ისიც ადამინიაო ხოდა თუ ის არ განსხვავდება ჩემგან რატომ უნდ ვცე იმაზე მეტი პატივი ვიდრე მე საკუთარ თავს ?
მე ვერ მოვითმენ ვინმემ რომ გამლანძღოს იმიტომ რომ სუსტი ვარ .აი მღვდელმა თუ მოითმინა ჩემთვის პიროვნულად ძლიერია ( და არა ჩმორი როგორც ჩვენთან ჩვეულებრივებში)
რამდენ ასეთ მღვდელს იცნობთ?

ხო ეს ტიტული ვიცი .აქ დამოკიდებულებაზე ვისაუბრე .
wolfchant
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8791
წევრი No.: 154693
რეგისტრ.: 2-October 12

გამოგზავნილია: 12 Sep 2016, 00:22  #48784848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gurabe
QUOTE
რაც შეეხება გადასახადს, მღვდელსაც ჰყავს ოჯახი და სჭირდება შემოსავალი და მისი შემოსავლის წყარო მხოლოდ ეკლესია და მრევლია.

მხოლოდ ეკლესია და მრევლი??? რამდენს უხდის და ჩუქნის სახელმწიფო

დათიკო
კითხვა: რამდენად დიდია შინაგანი კონფლიქტის მასშტაბები, ანუ გარეთ რომ არ გამოდის, რომ "ჩემნაირებმა" არ ვიხეიროთ :? პროგრესული წინააღმდეგობა დიდია შიგნით სტრუქტურაში? რამდენ %მდე იქნება? შენ უფრო გეცოდინება.

This post has been edited by wolfchant on 12 Sep 2016, 00:24


--------------------
სამოთხეს გვპირდებიან, რომ ერთადერთი რეალური ცხოვრება წაგვართვან.
gurabe
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16979
წევრი No.: 104708
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 12 Sep 2016, 00:23  #48784855      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wolfchant
მღვდელს სხვა ოფიციალური ხელფასიც აქვს?
მაჩვენე აბა სად წერია ეგ, არ ვიცი, არასდროს მსმენია
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (56) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.6342 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]