forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (27) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შეკითხვები მართლმადიდებლებს V, კითხვა-პასუხის რეჟიმი
ML320_Blue
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1999
წევრი No.: 205877
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 14 Sep 2016, 00:59  #48800596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სული (წმინდა სული) ყურანშიც არის და იესოც არის ყურანში,
რა თქმა უნდა, არც სული და არც იესო არ არიან ღმერთები. ღმერთი ერთია და არა სამი ან შამპუნივით სამი ერთში და მსგავსი აბსურდები.
Buddha Nirvana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 318
წევრი No.: 180238
რეგისტრ.: 21-January 14

გამოგზავნილია: 14 Sep 2016, 05:25  #48801411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annihilation
QUOTE
ამ შემთხვევაში მადლს,პირდაპირ ღვთისგან ვიღებთ,ჩვენი რწმენის მეშვეობით და მღვდელი არაფერ შუაშია ალბათ.

მართლმადიდებლური სწავლების თანახმად შუაშია.
თქვენი პოსტებიდან სჩანს, რომ მართლმადიდებელი არ ხართ.
ამავე დროს ფრიად კარგად ხართ განსწავლული ბიბლიაში.
დამოუკიდებელი მოაზროვნე ხართ თუ რომელიმე კონფესიის წარმომადგენელი.


--------------------
BUDDHA
annihilation
ქართული ფორუმის ძალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 519
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12

გამოგზავნილია: 14 Sep 2016, 16:23  #48804684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Buddha Nirvana
QUOTE
დამოუკიდებელი მოაზროვნე ხართ თუ რომელიმე კონფესიის წარმომადგენელი.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,არცერთ კონფესიას არ მივეკუთვნები.


--------------------
სამყარო,ეს არის შედეგი; ღმერთი,ეს არის მიზეზი.
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28018
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 15 Sep 2016, 00:22  #48808648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annihilation
QUOTE
გასაგებია.ღვთის მადლში,ღვთის ძალას/ენერგიას მოიაზრებ.
და ანუ საკრარულ ნივთებზე,ეს ღვთის ძალა და ენერგიაა დავანებული.
მაგრამ ჩემი აზრი ასეთია; ღვთის სული დავანებულია ცოცხალ არსებაში და არა მკვდარზე,ან მატერიალურზე.რადგან ღმერთი,ცოცხლების არის და არა მკვდრების.
ანუ ღვთის ძალა,ჩვენს სულში სუფევს და სწორედ ამ ძალით ცოცხლობს ჩვენი სული.რადგან,სწორედ ჩვენი სულია ღვთის ტაძარი და მისი სასუფეველი.რითიც ჩვენი სული არ არის სიცოცხლის მიზეზი,ის სიცოცხლის მატარებელია.ხოლო სიცოცხლის მიზეზი ეს ღვთის ძალაა,ჩვენს სულში.და სწორედ ადამიანისგან ხდება,ამ ძალის გამოვლინება.

მემგონი ღმერთს არ უნდა ვუწესებდეთ საზღვრებს, სად შეიძლება იყოს და სად არა smile.gif
მსგავსად ჯვარისა, რომელსაც განსაკუთრებული ძალა აქვს. ან თუნდაც ხატებისა...
ცალკე სასაუბრო თემაა წმინდანთა ნაწილებიც...
QUOTE
ამ შემთხვევაში მადლს,პირდაპირ ღვთისგან ვიღებთ,ჩვენი რწმენის მეშვეობით და მღვდელი არაფერშუაშია ალბათ.

მადლს ყოველთვის ღვთისგან ვიღებთ. მღვდლისგან არა.
უბრალოდ, მღვდელს აქვს მინიჭებული ძალა "შეკვრისა და გახსნისა". ქრისტეს ეს ტყუილად არ უთქვამს.
* * *
ML320_Blue
QUOTE
შამპუნივით სამი ერთში და მსგავსი აბსურდები.

შეეცადე მეტი კორექტულობა გამოიჩინო როდესაც სამებაზე საუბრობ. ასეთი ტერმინები მინიმუმ პროვოკაციულია.

This post has been edited by დათიკო on 15 Sep 2016, 00:25


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Buddha Nirvana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 318
წევრი No.: 180238
რეგისტრ.: 21-January 14

გამოგზავნილია: 15 Sep 2016, 00:42  #48808859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annihilation
QUOTE
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,არცერთ კონფესიას არ მივეკუთვნები.

ჩემი მოსაზრებით საბედნიეროდ.
მე პირადად ყველა რელიგიასა და ფილოსოფიაში ვარ მოდებული.
ვთვლი რომ ჭეშმარიტება, ანუ იდეა, ერთია და უბრალოდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირ ფორმებში ცხადდებოდა.
იცვლება სიტყვები, დოგმები, რიტუალები, სიმბოლოები,
მაგრამ
რასაც ისინი ასახავენ
უცვლელი და მარადიულია.

ანუ, როგორც პლატონი ამბობს, ეგა ვთქვი, არაფერი ახალი არ მითქვამს.

ერთერთ თქვენს პოსტში ღვთიურ განსაზღვრულობასა და ადამიანის თავისუფლებაზე ჩემი აზრით არასწორად მსჯელობთ. მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, თქვენს აზრს გამოვტოვებ, მეზარება ეხლა დაძებნა, არ მახსოვს სად იყო,

ჩემი მოსაზრებითა და შემეცნებით ღმერთი სრულად განსაზღვრავს აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ერთისა – ადამიანის არჩევანს იყოს მასთან ან არ იყოს. ანუ ადამიანის თავისუფლება მხოლოდ არჩევანშია ღმერთის მონა იყოს თუ ეშმასი. ანუ

ფსალმუნი 150

1. ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.
2. ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.
3. ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
4. ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.
5. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
6. ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!

ნიშნავს იმას, რომ ღვთის განდიდება აუცილებლობაა, თუმცა ეს აუცილებლობა ნებით ან უნებლიეთ ხორციელდება.
ამ ნებასა და უნებლიეს შორის არჩევანია ადამიანის თავისუფლება, მეტი არაფერი.

ასე როცა მივუდგებით საკითხს ნათლად დავინახავთ, რომ ღვთიური განსაზღვრულობა და ადამიანის თავისუფლება წინააღმდეგობაში სრულიად არ არის, არამედ სინთეზშია მოცემული: თეზა–ანტითეზა სინთეზში ქმნის ჰარმონიულ ერთობას.

რა ვიცი, მგონი თქვენ ასე არ ფიქრობდით, ჰოდა ვიფიქრე გავუზიარებ ჭეშმარიტებას თქო.

This post has been edited by Buddha Nirvana on 15 Sep 2016, 00:43
Heаd
3½"


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3672
წევრი No.: 91026
რეგისტრ.: 10-May 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2016, 08:46  #48817458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
  • ღმერთი ჩარეულა თუ არა ადამიანთა ცხოვრებაში თავად, როდესაც ადამიანები (ს)ცოდავდნენ?
  • რა განსხვავებაა მამა ღმერთსა და სული წმინდას შორის?
  • რატომ არის ისეო ქტრისტე ხატებზე თეთრი?
  • სოლომონის ცოლი რატომ უბოდიშეს სოლომონს რომ არის შავი? (თვითონ სოლომონიც შავია). იხილეთ.


--------------------
Peace, love, unity, havin' fun!
Valentina001
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 418
წევრი No.: 120506
რეგისტრ.: 4-September 10

გამოგზავნილია: 16 Sep 2016, 16:57  #48820449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
”არა გეცრუვნეთ შენ სიწმინდით, მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება!"
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა. 1103 წელი

რაღაცა ძალიან მაგარი მინდოდა დამეწერა biggrin.gif love.gif


--------------------
ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებაჲ უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო! - დავით IV
giorgi89
ღმერთი სიყვარულია


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1714
წევრი No.: 42634
რეგისტრ.: 25-September 07

გამოგზავნილია: 16 Sep 2016, 23:17  #48823306      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heаd
QUOTE
ღმერთი ჩარეულა თუ არა ადამიანთა ცხოვრებაში თავად, როდესაც ადამიანები (ს)ცოდავდნენ?


ხანდახან. ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა. როდის ერევა და როდის არა ამას ადამიანური გონებით ვერ ავხსნით. ღმერთმა იცის მხოლოდ რა ხდება ჩვენს გულში. ღმერთი უდიდეს პატივს სცემს დღემდე ჩვენს თავისუფლებას, არანაირად ის არ უნდა შეილახოს, დაძალებულ რწმენა რა ფასი აქვს? ამიტომ წერია გამოცხადებაში უფლის სიტყები "აჰა ყოველ წამს თქვენს გულის კართან ვდგავარ და ვრეკ, ეგების ვინმემ ისმინოს" ანუ გამორიცხულია რომ ღმერთმა კარი შემოგიმტვრიოს, თუ გაუღებ შემოვა, მაგრამ მანამდე მხოლოდ რეკს.

QUOTE
რა განსხვავებაა მამა ღმერთსა და სული წმინდას შორის?


მამა ღმერთი არის უშობელი, ხოლო სულიწმინდა გამომავალი მამისგან. ანუ მამა არის საწყისი. სხვა მეტი განსხვავება არ არის. ეს ცნობაც წმინდა წერილიდან გვაქვს, რას ნიშნავს ზუსტად შობა და გამომალობა, ძალიან რთულია ჩაწვდე ადამიანური გონებით.

QUOTE
რატომ არის ისეო ქტრისტე ხატებზე თეთრი?


არ ვიცი, მასე არ დავკვირვებულვარ. უფალი ამბობს "მე ვარ ნათელი ამა სოფლისა" და ალბათ ამას აღნიშნავს.

QUOTE
სოლომონის ცოლი რატომ უბოდიშეს სოლომონს რომ არის შავი? (თვითონ სოლომონიც შავია)


არ ვიცი, შენ თუ კანის სითეთრეზე საუბრობ კონკრეტულად და არა იერსახეზე,მაშინ ნამდვილად არ ვიცი. არამგონია ისე თეთრი იყოს ხატებზე, რომ მის რეალური სახისგან ძალიან შორს იყოს.


--------------------
მათე 6:31 ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? 32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. 33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
Chamane
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2904
წევრი No.: 176090
რეგისტრ.: 6-November 13

გამოგზავნილია: 21 Sep 2016, 17:26  #48857285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადამი და ევას გოგოს რაერქვა?...................
annihilation
ქართული ფორუმის ძალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 519
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12

გამოგზავნილია: 24 Sep 2016, 15:14  #48878925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო
CODE
მემგონი ღმერთს არ უნდა ვუწესებდეთ საზღვრებს, სად შეიძლება იყოს და სად არა

რათქმაუნდა.
CODE
მსგავსად ჯვარისა, რომელსაც განსაკუთრებული ძალა აქვს. ან თუნდაც ხატებისა...

ჯვარი,ხატი და ასე შემდეგ,როცა იკურთხება,კურთხევით დავანებულ ძალას გრძნობს ადამიანი.ანუ,თუ კურთხევა არ მოხდა,თვითონ მატერიალურ მასალას,როგორც წესი,არანაირი ძალა არ გააჩნია.
მე ვთქვი წინა პოსტებში,რო ღვთის სული,რაიმე მატერიალურზე არ ივანებს-მეთქი.ანუ მე ის ვიგულისხმე,რომ მატერიალურ საგანს შეუძლია ამ ძალის მიღება,მაგრამ ამ ძალის/ენერგიის წყარო,ის ვერ გახდება.
უკეთესად რო განვმარტო: ქრისტემ როცა უთხრა სამარიელ დედაკაცს,როცა ცოცხალი წყლის მიღებაზე ესაუბრებოდა: "რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს(იოან,4:14)"
აქ "წყალი" ნიშნავს სულიწმიდას,რომელიც ადამიანზე ივანებს და რისი წყაროც ხდება,შემდეგ ადამიანი.
CODE
ცალკე სასაუბრო თემაა წმინდანთა ნაწილებიც...

არ მინდოდა ამაზე საუბარი.რადგან დაწერე,მეც გკითხავ.
ერთი ეს მაკვირვებს მხოლოდ; ცოცხალი არსება,მკვდარ ნეშტთან რო მადლის მისაღებად მიდიხარ,როგორ ფიქრობ,ღვთის თვალში,მოსაწონია ეს?
ამით შენ უგულებელჰყოფ ღვთის მადლს,რომელიც ცოცხლებში მკვიდრობს.ამდაბლებ შენს ხატებას და მკვდარ ნეშტთან მიდიხარ,მისგან სიცოცხლის სულის მისაღებად,რომელიც ღვთის ძალაა.
ალბათ შენ მკითხავ,ეს ხომ წმინდანის ნეშტია? - ეს სხეული წმინდანს მანამდე ეკუთვნოდა,სანამ მისი სული იყო ამ სხეულში,როცა სხეული დატოვა,მიწას მიაბარა და მიწის საკუთრებად გახდა,ეს უძლური სხეული.
სწორედ ამიტომ,დაკარგა მან ღვთის ხდება.გადაიქცა ხრწნილებად,რომელიც არც ღვთისთვის არის სათნო და არც კაცთათვის ვარგისი.
ხოლო როცა,შენ,ღვთის ცოცხალი ხატება,მიდიხარ მკვდარ ნეშტთან და ხრწნილ სხეულთან,მადლის მისაღებად.აკნინებ არა მხოლოდ ღვთის მადლს,რომელიც ცოცხლების საუნჯეა,არამედ შენს ხატებასაც,რომელიც ღვთისგან გაქვს მიღებული.
CODE
უბრალოდ, მღვდელს აქვს მინიჭებული ძალა "შეკვრისა და გახსნისა". ქრისტეს ეს ტყუილად არ უთქვამს.

მადლი უფლისგან მოდის და რათქმაუნდა მთავარი საწყისიც ის იქნება.
ადამიანი,ერთგვარი გამტარია ღვთის ძალის.ოღონდ მკვდარი კი არა,ცოცხალი ადამიანი.


Buddha Nirvana
სამწუხაროდ დრო არ მაქვს ახლა.გამოვეხმაურები თქვენს პოსტსაც.

This post has been edited by annihilation on 24 Sep 2016, 16:25
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28018
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 24 Sep 2016, 16:24  #48879448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
annihilation
QUOTE
ჯვარი,ხატი და ასე შემდეგ,როცა იკურთხება,კურთხევით დავანებულ ძალას გრძნობს ადამიანი.ანუ,თუ კურთხევა არ მოხდა,თვითონ მატერიალურ მასალას,როგორც წესი,არანაირი ძალა არ გააჩნია.
მე ვთქვი წინა პოსტებში,რო ღვთის სული,რაიმე მატერიალურზე არ ივანებს-მეთქი.ანუ მე ის ვიგულისხმე,რომ მატერიალურ საგანს შეუძლია ამ ძალის მიღება,მაგრამ ამ ძალის/ენერგიის წყარო,ის ვერ გახდება.
უკეთესად რო განვმარტო: ქრისტემ როცა უთხრა სამარიელ დედაკაცს,როცა ცოცხალი წყლის მიღებაზე ესაუბრებოდა: "რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს(იოან,4:14)"
აქ "წყალი" ნიშნავს სულიწმიდას,რომელიც ადამიანზე ივანებს და რისი წყაროც ხდება,შემდეგ ადამიანი.

უპირველეს ყოვლისა აქ არის თავად მორწმუნეების დამოკიდებულებაა ჯვრისა თუ ხატების მიმართ.
QUOTE
ერთი ეს მაკვირვებს მხოლოდ; ცოცხალი არსება,მკვდარ ნეშტთან რო მადლის მისაღებად მიდიხარ,ღვთის თვალში,როგორ ფიქრობ,სწორია ეს?
ამით შენ უგულებელჰყოფ ღვთის მადლს,რომელიც ცოცხლებში მკვიდრობს.ამდაბლებ შენს ხატებას და მკვდარ ნეშტთან მიდიხარ,მისგან სიცოცხლის სულის მისაღებად,რომელიც ღვთის ძალაა.
ალბათ შენ მკითხავ,ეს ხომ წმინდანის ნეშტია? - ეს სხეული წმინდანს მანამდე ეკუთვნოდა,სანამ მისი სული იყო ამ სხეულში,როცა სხეული დატოვა,მიწას მიაბარა და მიწის საკუთრებად გახდა,ეს უძლური სხეული.
სწორედ ამიტომ,დაკარგა მან ღვთის ხდება.გადაიქცა ხრწნილებად,რომელიც არც ღვთისთვის არის სათნო და არც კაცთათვის ვარგისი.
ხოლო როცა,შენ,ღვთის ცოცხალი ხატება,მიდიხარ მკვდარ ნეშტთან და ხრწნილ სხეულთან,მადლის მისაღებად.აკნინებ არა მხოლოდ ღვთის მადლს,რომელიც ცოცხლების საუნჯეა,არამედ შენს ხატებასაც,რომელიც ღვთისგან გაქვს მიღებული.

ეს იმდენად ვრცელი და რთული თემაა, არ მინდა მოკლე პასუხი გაგცე. არადა დრო არ მაქვს სამწუხაროდ. თუმცა, მომავალში მოგწერ, როგორც კი გავიხსენებ ამ საუბარს
annihilation
ქართული ფორუმის ძალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 519
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12

გამოგზავნილია: 25 Sep 2016, 14:30  #48885310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Buddha Nirvana
QUOTE
ჩემი მოსაზრებით საბედნიეროდ.

შეიძლება.
QUOTE
მე პირადად ყველა რელიგიასა და ფილოსოფიაში ვარ მოდებული.
ვთვლი რომ ჭეშმარიტება, ანუ იდეა, ერთია და უბრალოდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირ ფორმებში ცხადდებოდა.
იცვლება სიტყვები, დოგმები, რიტუალები, სიმბოლოები,
მაგრამ
რასაც ისინი ასახავენ
უცვლელი და მარადიულია.

კი რათქმაუნდა.ჭეშმარიტება,როგორც წესი,ერთია.
ესე ვფიქრობ,ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი.ზოგგან დამახინჯებულია ჭეშმარიტება,ზოგგან "ისე რა".
ქრისტიანობას სწორედ ამ კრიტერიუმით ვანიჭებ უპირატესობას,რო ჭეშმარიტების ყველაზე დიდი ფასეულობაა მასში.
QUOTE
ერთერთ თქვენს პოსტში ღვთიურ განსაზღვრულობასა და ადამიანის თავისუფლებაზე ჩემი აზრით არასწორად მსჯელობთ. მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, თქვენს აზრს გამოვტოვებ, მეზარება ეხლა დაძებნა, არ მახსოვს სად იყო,

ჩემი მოსაზრებითა და შემეცნებით ღმერთი სრულად განსაზღვრავს აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ერთისა – ადამიანის არჩევანს იყოს მასთან ან არ იყოს. ანუ ადამიანის თავისუფლება მხოლოდ არჩევანშია ღმერთის მონა იყოს თუ ეშმასი. ანუ

ფსალმუნი 150

1. ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.
2. ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.
3. ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
4. ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.
5. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
6. ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!

ნიშნავს იმას, რომ ღვთის განდიდება აუცილებლობაა, თუმცა ეს აუცილებლობა ნებით ან უნებლიეთ ხორციელდება.
ამ ნებასა და უნებლიეს შორის არჩევანია ადამიანის თავისუფლება, მეტი არაფერი.

ღმერთი ადამიანის ნებას არ განსაზღვრავს.ადამიანი თვითონ განსაზღვრავს თავის ნებას.ღმერთმა ამის შესაძლებლობა მაშინ გადასცა ადამიანს,როცა ის თავის ხატად შექმნა.
ასე რომ არ იყოს,არ იქნებოდა ჩვენს ირგვლივ,ამდენი უბედურება.
QUOTE
ასე როცა მივუდგებით საკითხს ნათლად დავინახავთ, რომ ღვთიური განსაზღვრულობა და ადამიანის თავისუფლება წინააღმდეგობაში სრულიად არ არის, არამედ სინთეზშია მოცემული: თეზა–ანტითეზა სინთეზში ქმნის ჰარმონიულ ერთობას.

ღმერთი ყველა იმ გარემეობის საშუალებით ნსაზღვრავს ჩვენს მომავალს,რომელიც თვითონ ადამიანში და ადამიანის ირგვლივ ხდება.ამის საშუალებით არის მომავლის განჭვრეტა შესაძლებელი.


დათიკო
QUOTE
უპირველეს ყოვლისა აქ არის თავად მორწმუნეების დამოკიდებულებაა ჯვრისა თუ ხატების მიმართ.

ანუ მატერიალური სხეული,როცა გარკვეულ ფორმას მიიღებს,შესაძლებელია რო კურთხევის გარეშე,მადლის მქონე გახდეს?
QUOTE
ეს იმდენად ვრცელი და რთული თემაა, არ მინდა მოკლე პასუხი გაგცე. არადა დრო არ მაქვს სამწუხაროდ. თუმცა, მომავალში მოგწერ, როგორც კი გავიხსენებ ამ საუბარს

არ არის პრობლემა.მეც,როცა მოვიცალე,მაშინ გამოვეხმაურე შენს პოსტს.

This post has been edited by annihilation on 25 Sep 2016, 14:33
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8518
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 25 Sep 2016, 21:20  #48887836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annihilation

QUOTE
ალბათ შენ მკითხავ,ეს ხომ წმინდანის ნეშტია? - ეს სხეული წმინდანს მანამდე ეკუთვნოდა,სანამ მისი სული იყო ამ სხეულში,როცა სხეული დატოვა,მიწას მიაბარა და მიწის საკუთრებად გახდა,ეს უძლური სხეული.


საინტერესოა თუ რატომ ფიქრობ ასე? ...სადმე წმინდა წერილში არის ამის მინიშნება რომ როცა ადამიანი გარდაიცვლება მის ნეშტში სიწმინდე ძალას გარგავს ?
მე მსგავსი რამ წმინდა წერილში არ ამომიკითხია და შეგიძლია დამიციტირო ბიბლიის მუხლები?

ნუთუ ფიქრობ რომ იესო ქრისტეს სხეული როდესაც ის ჯვარზე აღესრულა 3 დღე საღვთო მადლს მოკლებული იყო? თუ მოციქულები ოლარების საშუალებით კურნავდნენ ადამიანებს ნუთუ ის ღვაწლმოსილი წმინდანების ნეშთი ძალას დაკარგავს

დავითი ქვებით აშენებულ ტაძარზე ამბობს რომ თაყვანს სცემს მის წმინდა ტაძარს და რამდენად უფრო დიდია ადამიანის სხეული? ...ასევე ღმერთს რომელიც შეუძლია გამოიყენოს ის ძალა რომ კლდიდან წყალი ამოხეთქოს ნუთუ არ შეუძლია წმინდანის ნაწილებშიც დატოვოს ის სიწმინდე მის აღდგომამდე?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ პეტრე მკაფიოდ ამბობს რომ თქვენი სხეული ღვთის ტაძარიაო .....არამგონია მოციქულებმა როდესაც დატოვეს თავიანთი ტაძარი (დროებით) ღვთის მადლიც განშორებოდა მათ ნაწილებს ......ღრმად ვარ დარწმუნებული არ განშორებია რადგან ქრისტე მეორედ მოსვლის დროს იმავე სხეულით აღდგებიან წმინდა მოციქულები და სხვა ღვაწლმოსილები

ბევრი საუბარი შეიძლება ამ თემაზე მაგრამ აქ გავჩერდები ..... დაველოდოთ დათიკოს რომელიც უფრო კარგად ჩამოაყალიბებს ამ თემას



--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
mavne.zura
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 198
წევრი No.: 215262
რეგისტრ.: 4-March 16

გამოგზავნილია: 26 Sep 2016, 02:07  #48890043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატო აკეთებენ მართმადიდებლები მკდვრებისთვის საკურთხს..რა დანიშნულება აქვს მას და საიდან იღბეს ეს სათავეს?? მადლობთ წინასწარ
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8518
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 26 Sep 2016, 10:03  #48890667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mavne.zura
QUOTE
რატო აკეთებენ მართმადიდებლები მკდვრებისთვის საკურთხს..რა დანიშნულება აქვს მას და საიდან იღბეს ეს სათავეს?? მადლობთ წინასწარ


მიცვალებულის სახელზე მშიერის დაპურება
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0395 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]