forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (48) « პირველი ... 19 20 [21] 22 23 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შეკითხვები მართლმადიდებლებს V, კითხვა-პასუხის რეჟიმი
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 22:44  #49674691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lasha244
მე ერთერთი ყველაზე ზუსტი თარგმანიდან დავაციტირე. შენ კიდევ ერთერთია ყველაზე ცუდი თარგმანიდან. sad.gif
თუმცა აზრი მაინც იგივე ნარჩუნდება და რას გულისხმობ "ეგრე არ წერია"-ში ვერ გავიგე. smile.gif
QUOTE
ვსო,
მე შენთან არაფერი საქმე არამაქ...
არ დამიციტირო ტყუილად აღარაფერი

სად მიდიხარ კაცო, გამეცი პასუხი იმ კითხვებზე, ერთმანეთის მიყოლებით. გაშლა და დაშლა არ ვიცი მე. ერთმანეთს ებმის აზრობრივად და შესაბამისი პასუხები მჭირდება.

პ.ს. იმ კითხვებზე რომ გასცემ პასუხეს მერე ამეებზეც მომწერე, არ დაიზარო:
- იესო ნამდვილად მოკვდა? (ვგულისხმობ იმას, რომ თავისი სკივდილის იმიტაცია ხომ არ გააკეთა თქო..)
- მხოლოდ მისი სხეული მოკვდა?
- თუ იესოს უკვდავი სული ექნებოდა და სიკვდილის შემდეგ განაგრძობდა სიცოცხლეს, რატომ ვამბობთ რომ ის ცოდვილთა გამო მოკვდა თუკი ის განაგრობდა სიცოცხლეს?
- როცა იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, სად იყო (საიდან დააბრუნა) ლაზარე? ზეცაში თუ ჯოჯოხეთში?
- თუ ლაზარე ზეცაში იყო ოთხი დღე, აღდგომის შემდეგ შეეძლო თუ არა იქაურ სამოთხეზე რამის მოყოლა? შეგიძლიათ ახსნათ რატომ არ თქვა მან ამის შესახებ არაფერი?


--------------------
“You do not really understand something unless you can explain it to your grandmother.” A.E.
Lasha244
უსასრულოა გზები!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2175
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 22:53  #49674771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RulerOfTheWorld

QUOTE
მე ერთერთი ყველაზე ზუსტი თარგმანიდან დავაციტირე.


ზუსტად ვიცი,რომ იეჰოვას მოწმეებს სულ სხვა თარგმნით აქვთ სახარება,
ჩემი თვალით მაქვს ნანახი... smile.gif

QUOTE
თუმცა აზრი მაინც იგივე ნარჩუნდება და რას გულისხმობ "ეგრე არ წერია"-ში ვერ გავიგე.


აზრი იგივე არ არის,შენ თავს იტყუებ ალბათ...

რა ველაპარაკო ადამიანს რომელიც
იესუ ქრისტეს არ აღიარებს ღმერთად?

ადამიანად მოსული ღმერთი ჩვენთვის ბოლომდე იხარჯება – ჩვენთვის კვდება. ადამიანად რომ არ მოსულიყო ჩვენ ამას ვერ დავინახავდით, ვერ განვიცდიდით, ვერ მივხვდებოდით. ჩვენთვის თავგანწირვას ვერ გავიგებდით. ადამიანად რომ მოვიდა – ჩვენთვის დაიხარჯა ბოლომდე და მოკვდა. ღმერთი თავის ენერგიას უშურველად გვაძლევს, ამ ენერგიით სულდგმულობს მთელი სამყარო, მათ შორის ადამიანიც. ამ ენერგიას ძალიან ლამაზი სახელი ჰქვია – მადლი. და ჩვენ ეს შესაძლებლობა მადლთან მიახლებისა, რომელსაც ღმერთი უანგაროდ გვაძლევს, რომლითაც ვიკვებებით და ის ჩვენი „პური არსობისაა“, „არა მხოლოდ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვთ, რომელიც გამოვალს პირისაგან ღმრთისა“, ქრისტე გვიხსნის, რომ ჩვენთვის მაცოცხლებელი არა მხოლოდ მიწიერი საზრდელია, რომელიც ხორცს კვებავს, ჩვენთვის მაცოცხლებელი – ღვთის ენერგიაა. და თუ ადამიანი მხოლოდ მიწიერს მიესწაფვის, იგი პირუტყვივით ცხოვრობს, თუმცა უნდა ითქვას რომ ეს პირუტყული საკვებიც, ეს მიწიერი საზრდელიც საღმრთო ენერგიით იკვებება. ამიტომ მადლიერება გვმართებს საჭმლისათვისაც. ხოლო რაც შეეხება მადლს და სულიერ ენერგიას, იგი უხვად არის ეკლესიაში. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ბედნიერებაზე სწორედ სულიერ პურთან, სულიერ საზრდელთან, ჭეშმარიტად არსებობის პურთან მიახლება გვაბედნიერებს! ბედნიერება მხოლოდ მადლთან ერთობაშია! მადლთან ერთობა ნიშნავს ცოცხალ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას. და ჩვენ გვევალება ეს დავანახოთ სხვებს!....


--------------------
"აღარ დაბრუნდება ის წლები ბრატ,რადგან სეზონურად სულით ვიცვლებით აქ..."

"ისევ აპრილი მოსავს,აგვისტოს ტალღებს შენამდე და თითქოს მაიმედებენ,რომ სულაც აღარ გახსოვარ..."

"გეძებ - კვლავ როგორც შარს ესენინი, თან მაჯებს ვაჯერებ რომ შეგხვდები და დამშვიდდებიან..."
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 23:07  #49674880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lasha244
QUOTE
ზუსტად ვიცი,რომ იეჰოვას მოწმეებს სულ სხვა თარგმნით აქვთ სახარება,
ჩემი თვალით მაქვს ნანახი...

biggrin.gif აბა მომიყევი რა ნახე შეენი თვალით.
Lasha244
QUOTE
აზრი იგივე არ არის,შენ თავს იტყუებ ალბათ...

რა არ არის იგივე აზრი აბა მითხარი, კონკრეტულად.
აჰა საპატრიარქოს თარგმანიც:
"უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს."
QUOTE
რა ველაპარაკო ადამიანს რომელიც
იესუ ქრისტეს არ აღიარებს ღმერთად?

მაგ საკითხზეც ვისაუბროტ მერე და დამიჯერე ვერც იქ უპასუხებ შეკითხვებს ბიბლიის საფუძველზე. smile.gif
თუმცა, მანამდე იმ ზემოთა შეკითხვებზე გაეცი პასუხი თუ გაქვს. თუ არა და თქვი რომ ვერ მიპასუხებ, და მე გეტყვი სწორ აზრებს მაგ საკითხებზე. გინდა?
annihilation
ქართული ფორუმის ძალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 623
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 15:31  #49679046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RulerOfTheWorld
QUOTE
ედემის ბაღი, სადაც ადამი ცხოვრობდა, ზეცაში იყო თუ დედამიწაზე?

ღვთის გარდა არავინ იცის.
ვინც იტყვის ვიციო,ის თავსაც იტყუებს და სხვასაც ატყუებს მეტი არაფერი.
QUOTE
პ.ს. თქვენ მართლმადიდებელი ხართ?

შორს ვარ რელიგიური დაყოფებისგან..


--------------------
სამყარო,ეს არის შედეგი; ღმერთი,ეს არის მიზეზი.
FeelsBadMan
Meine Ehre heißt Treue!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 476
წევრი No.: 216865
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 16:51  #49679675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მაინტერესებს იცით დაწერილი ლოცვების კითხვა რა საჭიროა? არ სჯობს რეალურად გულიდან რაც მოდის იმ სიტყვებით ილოცო?


--------------------
შეგეცით შარვალ-კოსტუმში
Lasha244
უსასრულოა გზები!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2175
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 17:36  #49679992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რა მაინტერესებს იცით დაწერილი ლოცვების კითხვა რა საჭიროა? არ სჯობს რეალურად გულიდან რაც მოდის იმ სიტყვებით ილოცო?


ჯობია,მაგრამ ზოგს არ შეუძლია თავისი სიტყვებით ლოცვა.
დაწერილი ლოცვების კითხვა წიგნიდან ნეოფიტობის პერიოდში ხდება ძირითადად,
თუმცა არსებობს ლოცვები,
რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო ყოველთვის...
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიარების წინა ლოცვებია,
მინიმუმ 30 წუთი მაინცაა საჭირო რომ წაიკითხო.
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 23:14  #49682452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annihilation
QUOTE
ღვთის გარდა არავინ იცის.
ვინც იტყვის ვიციო,ის თავსაც იტყუებს და სხვასაც ატყუებს მეტი არაფერი.

ბიბლიიდან რომ გაჩვენო ედემი დედამიწაზე მდებარეობდა და არა ზეცაში ან სხვა პლანეტაზე, რას იტყვი?
Lasha244
QUOTE
დაწერილი ლოცვების კითხვა წიგნიდან ნეოფიტობის პერიოდში ხდება ძირითადად,
თუმცა არსებობს ლოცვები,
რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო ყოველთვის...
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიარების წინა ლოცვებია,
მინიმუმ 30 წუთი მაინცაა საჭირო რომ წაიკითხო.

ვინ დაადგინა ეგ? რა ბიბლიური საფუძველი აქვს მაგ თქვენს დოგმებსა და ჩვეულებებს? რატომ ურთულებთ ხალხს ცხოვრებას არაბიბლიური ზედმეტი ტვირთით?
იესომ სწორად თქვა ფარისევლებზე: "კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა". (მთ. 23:4)
FeelsBadMan
Meine Ehre heißt Treue!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 476
წევრი No.: 216865
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:33  #49683143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც არ მესმის ვინ დაადგინა ეგ.............
შესაძლოა მე ღმერთს 2სიტყვით მივმართო და ის იმ 20გვერდიან დაწერილ ტექსტზე უფრო ღირებული იყოს
და რას ნიშნავს არ შეუძლია? თუ სწამს ესეიგი რაღაცას გრძნობს და ესეიგი შეძლია....

This post has been edited by FeelsBadMan on 12 Jan 2017, 00:35
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 10:58  #49684816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FeelsBadMan
მართალი ხარ.
აი იესომ რა უთხრა თავის მოწაფეებს რაც ბიბლიაშI ჩაიწერა: "ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან." (მათე 6:7)

როცა იესომ ლოცვის ნიმუში მისცა თავის მოწაფეებს, მან ღმერთი მამად მოიხსენია. ჩვენი შემოქმედი არ არის განკერძოებული არსება ან მისტიკური ძალა, რომლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც საჭიროა მაგიური სიტყვებისა თუ მანტრების წარმოთქმა ან რაიმე რიტუალის შესრულება. პირიქით, ის არის მოსიყვარულე მამა, რომელსაც სურს, რომ ვიცნობდეთ და გვიყვარდეს. „მამა მიყვარს“, — თქვა იესომ (იოანე 14:31).
როგორ შეგვიძლია დავუახლოვდეთ ჩვენს ზეციერ მამას? (იაკობი 4:8) ჩვეულებრივი ურთიერთობის დროს ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს. ღმერთთან დაახლოებაც ამის მსგავსად ხდება. ის თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით „გველაპარაკება“, თუ როგორი ღმერთია ის და რა განზრახვა აქვს მას (2 ტიმოთე 3:16). ჩვენ კი მას ლოცვის მეშვეობით ველაპარაკებით მოწიწებით. ასეთი ლოცვები გულწრფელად და მთელი გულით უნდა იყოს წარმოთქმული და არა ფორმალურად და მექანიკურად.
დაფიქრდი: როგორი ურთიერთობა აქვთ მოსიყვარულე ოჯახში ნორმალურ, გონიერ ბავშვებს თავიანთ მშობლებთან? უმეორებენ ისინი მათ გაუთავებლად ერთი და იმავე სიტყვებს? ან ითვლიან ისინი რაიმე ნივთის გამოყენებით (მაგალითად კრიალოსნით smile.gif ), თუ რამდენჯერ უთხრეს მშობლებს ესა თუ ის ფრაზა? რა თქმა უნდა, არა! პირიქით, ისინი მშობლებს გულწრფელად, გააზრებულად და მთელი გულით ეუბნებიან სათქმელს.
ღვთისადმი წარმოთქმული ლოცვებიც ამის მსგავსი უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია ზეციერ მამას ვესაუბროთ ყველაფრის შესახებ, რაც გვაწუხებს. ფილიპელების 4:6, 7-ში წერია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა . . . დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. როდესაც რაიმე გვაწუხებს, ბუნებრივია, ამის შესახებ ხშირად ვლოცულობთ. მაგრამ, ეს არ არის ერთი და იმავე სიტყვების გამეორება (მათე 7:7—11).
ბიბლიაში ჩაწერილია მრავალი ლოცვა, რომელიც ღმერთს მოსწონს, მათ შორისაა ფსალმუნები და იესოს მიერ წარმოთქმული ლოცვები (მე-17 და 86-ე ფსალმუნების ეპიგრაფები; ლუკა 10:21, 22; 22:40—44). ერთ-ერთი ასეთი ლოცვა ჩაწერილია იოანეს მე-17 თავში. კარგი იქნება თუ წაიკითხავ. კითხვის დროს ყურადღება მიაქციე, თუ როგორ გადმოღვარა გული იესომ ღვთის წინაშე. ამ ლოცვიდან აგრეთვე აშკარად დაინახავ, რომ იესოს ძალიან უყვარდა თავისი მიმდევრები. მან ღმერთს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ‘წმინდა მამა, დაიცავი ისინი ბოროტისგან’, სატანისგან (იოანე 17:11, 15).
ჩანს იესოს ლოცვებიდან, რომ ის ზერელედ და მექანიკურად იმეორებდა ერთი და იმავე სიტყვებს? რა თქმა უნდა, არა. იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ყველამ, ვისაც სურს, რომ დაუახლოვდეს ჭეშმარიტ ღმერთს, საფუძვლიანი ცოდნა უნდა შეიძინოს მის შესახებ. შემდეგ ამ ცოდნამ, რომელიც სიყვარულს გააღვივებს მასში, უნდა აღძრას ის, რომ უარყოს ყველა რელიგიური წეს-ჩვეულება, რაც ღვთისთვის მიუღებელია.
annihilation
ქართული ფორუმის ძალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 623
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 15:13  #49686366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RulerOfTheWorld
QUOTE
ბიბლიიდან რომ გაჩვენო ედემი დედამიწაზე მდებარეობდა და არა ზეცაში ან სხვა პლანეტაზე, რას იტყვი?

ცოდნაზე მაქვს მე საუბარი და არა რწმენაზე.ადამის და ევას არსებობა რწმენის საკითხია და არა ცოდნის,ხოლო ედმის ბაღ-ვენახი დედამიწაზე იყო თუ სადმე სხვაგან,ეს საკითხი ხო საერთოდ : ))

ლოგიკურად დედამიწაზე უნდა ყოფილიყო,მაგრამ ლოგიკაში გველის ლაპარაკი საერთოდ არ ჯდება.ამიტომ ბიბლიის საწყისი თავები,ყოველთვის საკამათო და ამოუწურავი იქნება.ყოველთვის რწმენაზე იქნება დამყარებული და არა ცოდნაზე.
Lasha244
უსასრულოა გზები!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2175
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 21:29  #49688988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RulerOfTheWorld

QUOTE
ვინ დაადგინა ეგ? რა ბიბლიური საფუძველი აქვს მაგ თქვენს დოგმებსა და ჩვეულებებს? რატომ ურთულებთ ხალხს ცხოვრებას არაბიბლიური ზედმეტი ტვირთით?
იესომ სწორად თქვა ფარისევლებზე: "კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა". (მთ. 23:4)


არც ერთი რელიგიური მიმდინარეობა არ არსებობს ლოცვის გარეშე...
ადამიანი თვითონ ურთულებს თავის თავს საქმეს როცა შორდება ღმერთს...
შენ თუ არ გინდა,ვერავინ დაგაძალებს რომ ესე უნდა გწამდესო,
ესენი უნდა იკითხოო,
მე არ მომწონს,და მგონია რომ არანაირი აზრი არ აქვს იმ ტექსტების კითხვას,რომელსაც რაღაც დროის მერე იზეპირებ კიდევაც და
სხაპასხუპით მიუყვები ბოლომდე... თვითოეული სიტყვა იმ ლოცვებში ძალიან ღრმაა,და დამაფიქრებელი... თუ ვერ განიცდი რა აზრი აქვს კითხვას? გულს უნდა შეეხოს,და არადა არ ეხება და ეგაა უბედურება...
ლოცვა ისაა,შენი სიტყვებით რომ ესაუბრები ღმერთს,
სულაც არ არის საჭირო ერთი საათი კითხვა.....

This post has been edited by Lasha244 on 12 Jan 2017, 21:31
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 08:27  #49692154      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lasha244
QUOTE
არც ერთი რელიგიური მიმდინარეობა არ არსებობს ლოცვის გარეშე...

მე ზოგადად ლოცვაზე არ მითქვამს ეგ. მე გკითხე ეგრე დაწერილი ლოცვები რომ უნდა იკითხო, კონკრეტული დროის განმავლობაში და კიდევ ვინ იცის რამდენი წესები გაქვთ დადგენილი ლოცვასთან დაკავშირებით, რამაც ლოცვა ფორმალური და მექანიკური გახადა და დააკარგვინა ღმერთთან გულღია საუბრის დატვირთვა, მაგაზე გეკითხები ეგ საიდან მოიტანეთ, რა ბიბლიური საფუძველი აქვს მაგას?

პ.ს. ბიბლიურად ლოცვის შესახებ კიდევ ჩემს ზედა პოსტში მივწერე FeelsBadMan-ს და გადაიკითხე თუ გინდა.
Lasha244
უსასრულოა გზები!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2175
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 19:20  #49695843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RulerOfTheWorld

QUOTE
კიდევ ვინ იცის რამდენი წესები გაქვთ დადგენილი ლოცვასთან დაკავშირებით, რამაც ლოცვა ფორმალური და მექანიკური გახადა და დააკარგვინა ღმერთთან გულღია საუბრის დატვირთვა, მაგაზე გეკითხები ეგ საიდან მოიტანეთ, რა ბიბლიური საფუძველი აქვს მაგას?


წმინდა წერილი რასაც ამბობს,იმას ასწავლის მართლმადიდებლობა,რაც არის ნათელი და ჭეშმარიტება...
აბა რა გგონია,მათ დაესიზმრათ ეგ ყველაფერი? და მოიგონეს?
ყველაფერს რატომ გებულობთ პირდაპირ და ყველაფერს ლოგიკურად რატომ "აწვებით?"
შენ რა არ იცი რომ ლოგიკურად ბევრი რამე ამოუხსნელია და მასე დარჩება მუდამ?
კი,ვიცი რომ ბევრ კითხვაზე პასუხს ეძებ,შენც,მეც და სხვაც მაგრამ ვერასოდეს,ვერასოდეს იპოვი ყველაფერზე პასუხს...
არსებობს საკითხები,ბიბლიიდან ვთქვათ თუნდაც,რომელზეც პასუხი არავის არ აქვს,არც თეოლოგებს და არც ღრმად მორწმუნეებს...
ლოცვების მოგონება? არასწორად მისვამ კითხვას,
ეგ სწავლებები,წმინდა მამების ცხოვრებიდან არის...

This post has been edited by Lasha244 on 13 Jan 2017, 19:20
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 19:56  #49696106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Lasha244 @ 13 Jan 2017, 19:20 )
RulerOfTheWorld

ყველაფერს ლოგიკურად რატომ "აწვებით?"

Lasha244

ალოღიკური თქვენიც ყოფნის ყველას. biggrin.gif ამათმა მაინც ასწავლონ ლოღიკურათ. popcorn.gif


--------------------
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
ჰომოსექსუალობა ცოდვა არ არის. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. (K. Logos) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 20:41  #49696443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lasha244
QUOTE
წმინდა წერილი რასაც ამბობს,იმას ასწავლის მართლმადიდებლობა,რაც არის ნათელი და ჭეშმარიტება...

პრობლემაც ეგაა, რომ ისეთ რამეებს ასწავლის მართლმადიდებლობა რაც ღვთის სიტყვაზე არ არის დაფუძნებული და პირიქით ეწინააღმდეგება კიდეც. და მეორეს მხრივ რაც ბიბლიის მთავარი თემა და საკითხებია და რაც ღმერთს უნდა რომ ადამიანებმა გაიგონ, იმას არ ასწავლის ხალხს. ჩამოგითვალო?
სიცრუე სულის უკვდავებაზე
სიცრუე ჯოჯოხეთზე
სიცრუე ბედისწერაზე
სიცრუე სამებაზე
გამოსახულებების თაყვანისცემა

და არ ასწავლით სიმართლეს:
ღვთის სამეფოს შესახებ
აღდგომის შესახებ
იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის შესახებ
საერთოდ არ ასწავლით ბიბლიას და „წმინდა მამების“ სწავლებებს უფრო წინ აყენებთ!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (48) « პირველი ... 19 20 [21] 22 23 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0488 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]