forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სწავლება ჯოჯოხეთზე, ძალიან მაწვალებს ეს კითხვა.
gabisonia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6159
წევრი No.: 15812
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 22:04  #49653571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეგობრებო არ მეგულება მართლმადიდებელი ვისაც ეს კითხვა არ აწუხებდეს მაგრამ არ ახმაურებს, ზოგი ცდილობს მოსალოდნელი აგრესია აირიდოს, ზოგი დუმს, ზოგი ბედავს მაგრამ თავს იიმედებს იმით რო შესაძლოა მოვხდე მაგრამ რაღაც ვადითო(ესე მეც მწამს) შემთხვევით გადავაწყდი ამ პოსტს და აქვე ჩავაკოპირებ კარგად არის დაწერილი, იმედია მართლმადიდებელი რელიგიის(რისი არასრული წევრი მეცა ვარ და მჯერა რო ესენი ყველაზე ახლო არიან სიმართლესთან)დამცველები და ღრმად ჩახედულებიც ცოდნითაც, პოსტავენ და გაცემენ პასუხს. წინასწარ მადლობა..............

ჯოჯოხეთის პრობლემები

ჩემთვის რელიგიასთან მიმართებაში ყველაზე დიდ გამოცანას ყოველთვის წარმოადგენდა ჯოჯოხეთის საკითხი, რატომ სწამს ამდენ ხალხს ის ღმერთი, რომელიც მარადიულად აწამებს თავის შექმნილებს. ამ კონცეფციის აბსურდულობა, უსამართლობა და უგუნურება უბრალოდ განცვიფრებას იწვევს, თმები ყალყზე მიდგება – მაგრამ მილიარდობით ადამიანი მშვიდად ათავსებს თავის მსოფლმხედველობაში მარადიულ ტანჯვასა და სამართლიან და მოსიყვარულე შემოქმედს.

დიახ, ჯოჯოხეთს სხვა და სხვა ინტერპრეტაცია აქვს, პრიმიტიულ-ხალხურიდან დაწყებული - ეშმაკებით და გავარვარებული ტაფებით, და გააზრებულ-ღვთისმეტყველურამდე - რომელსაც აქცენტი მარადიული ტანჯვიდან გადააქვს აბსტრაქტულ, მარადიულად ღვთისგან ჩამოშორებაზე. ერთ კონფესიაშიც კი ჯოჯოხეთი შეიძლება სხვადასხვანაირად განმარტონ, იმის გათვალისწინებით როგორი აუდიტორია ისმენს ამას, ამისთვის იყენებენ სხვადასხვა წყაროს, ორატორის პირადი სურვილისამებრ. მაგრამ როგორც არ უნდა ახსნან ის, ჯოჯოხეთს მაინც რჩება სამი სერიოზული პრობლემა.



პირველი პრობლემა: ესაა მონანიების შეუძლებლობა. ბიბლიის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს მონანიების, მოქცევის და პატიების მიღების საშუალება (ესაია 1:18). ამის შესაძლებლობა ყოველთვის აქვს ადამიანს, სანამ ის არსებობს. მაგრამ ჯოჯოხეთში მიტევება მოქმედებას წყვეტს: ადამიანი ძველებურად აგრძელებს არსებობას, მაგრამ ღმერთი აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს მას. რატომ ხდება ასე? არსებობს რაიმე ბიბლიური ახსნა იმისა, თუ რატომ უკეთებს იგნორირებას ღმერთი თავის ქმნილებას? მითუმეტეს, რომ ჯოჯოხეთში ნებისმიერი ცოდვილი მოინანიებს, თუ პირველივე წამში არა, ძალიან მოკლე დროში მაინც. მაგრამ არა, მას ეუბნებიან რომ მატარებელი წასულია. შედეგად ჩვენ ვიღებთ საშინელ სურათს: ღმერთის მილიარდობით ქმნილება, მილიონობით წლების განმავლობაში შეჰღაღადებს მას პატიებას – მაგრამ ყოველივე უშედეგოა, ის დაყრუვდა და დამუნჯდა. მას არა მხოლოდ ის არ უნდა რომ აპატიოს და სამოთხეში შეუშვას ისინი, არამედ არ სურს რომ უბრალოდ შეწყვიტოს მათი ტანჯული არსებობა, რაც მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ამის გააზრება შეგიძლიათ ისე რომ ჟრუანტელმა არ დაგიაროთ? შეიძლება ასეთი ღმერთის განდიდება, მისი სიყვარულისა და მიმტევებლობისათვის?

მეორე პრობლემა – ბოროტების მარადიულობაში მოთავსება. თავიდან ღმერთის ყველა ქმნილება «ძალიან კარგი» იყო (დაბადება 1:31) საბოლოოდ ნებისმიერი ბოროტება მოისპობა და შემოქმედება ისევ გახდება «კარგი». ბიბლია პირდაპირ ლაპარაკობს დროზე, როდესაც აღარ იქნება «არც ტირილი, არც გოდება» (გამოცხადება 21:4). მაგრამ არა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გოდება და ტირილი მარადიულად იქნებაო. ღმერთმა შექმნა გოდებისა და ტირილის ადგილი რომლის განადგურებაც შეუძლებელია, მოათავსა იგი მარადიულობაში და არასოდეს მოსპობსო მას. მაშინაც კი, თუ ეს უბედურები ფიზიკურად არ იტანჯებიან და უბრალოდ «ჩამოცილებული არიან ღვთისგან», ისინი ნებისმიერ შემთხვევაში განიცდიან გლოვას, დარდს და გაბოროტებას (იმის გამო, რომ ის არ პატიობს მათ) და კიდევ მრავალ უარყოფით გრძნობას. ბოლოს და ბოლოს, როდესაც მიხვდებიან რომ რაიმეს შეცვლა შეუძლებელია, ისინი განრისხდებიან ღმერთზე და წყევლას დაუწყებენ მას – ასე ემატება მარადიული ღვთისგმობა, გამომავალი მილიარდობით ბაგიდან. მთელი ეს ბოროტება, დროებითიდან გადაიქცევა მუდმივად, ის გამყარდება და მოთავსდება მარადიულობაში როგორც ღვთის ქმნილების შეუცვლელი ატრიბუტი. უბრალოდ რომ მოისპონ ცოდვილები, ბოროტება წარსულს ჩაბარდებოდა; აქ კი ის მუდამ აწმყოშია, მუდამ, აქ და ამ წუთას. შემოქმედება აღარაა «ძალიან კარგი» და ასეთი აღარასოდეს იქნება. კეთილმა ღმერთმა შექმნა მარადიული ბოროტების წყარო. მიიღეთ ეს, შეეგუეთ ამას. რამდენად კეთილია თვითონ ღმერთი ამის შემდეგ? შემოქმედება ხომ - შემოქმედის თვისებების ანარეკლია. ეს გადაუჭრელი დილემაა, ფილოსოფიურადაც, თეოლოგიურადაც და ზნეობრივადაც.

მესამე პრობლემა – არათანაბარი სასჯელი. სავსებით გაუგებარია, განსაზღვრულ დროში ჩადენილი ცოდვისთვის რატომ უნდა იტანჯოს პიროვნებამ განუსაზღვრელი ვადით. ადამიანმა, თუნდაც 100 წლის განმავლობაში რომ ჩაიდინოს უმძიმესი ცოდვები, სამართლიანია მისი დასჯა – მარტო დაუფიქრდით – მთელი მარადიულობის განმავლობაში? ეს არაა მილიარდი წელი, არც ტრილიონია, არც კვადრილიონი და არც კვადრილიონ კვადრილიონი, ეს განუსაზღვრელად მეტია – მარადიულობა. სასჯელის უსამართლობა და არათანაფარდობა უბრალოდ შოკის მომგვრელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ცოდვილებმა უკვე მილიარდი წლების წინ «მოიხადეს სასჯელის ვადა», ყველაფერი მოინანიეს და ეხლა უბრალოდ სიკვდილი უნდათ, იმიტომ რომ სამოთხის კარი დაკეტილია მათთვის.

ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება სრულიად ამახინჯებს, სამყაროს, როგორც კარგი საცხოვრებელი ადგილის, კონცეფციას, რომელიც თავისი შემოქმედის კარგ თვისებებს ირეკლავს. ის სრულიად ანგრევს ყველა ზნეობრივ თვისებას, რომლებიც ბიბლიიდანაა ცნობილი: სამართლიანობა, შემწყნარებლობა, თანაგრძნობა, სიყვარული. საკმარისია ვირწმუნოთ ჯოჯოხეთი, და შეგვიძლია ეს თვისებები მსოფლმხედველობის სანაგვეზე გადავყაროთ, იმიტომ რომ მაშინ ბიბლიის ფურცლებზე ღმერთი წარმოდგენილია როგორც ფარისეველი. ის ერთს ამბობს, ხოლო სულ სხვას კი აკეთებს. ასეთი რელიგია სავსებით მოკლებულია აზრს. საკმარისია ვირწმუნოთ ჯოჯოხეთი, რომ ეს იქცევა საკმარის მიზეზად, რომ უარვყოთ რელიგია და ათეისტები გავხდეთ.

ბიბლია რომ უდაოდ ასწავლიდეს ჯოჯოხეთის შესახებ, იმ სახით როგორი სახითაც დღეს ფართოდ სწამთ, მე უარს ვიტყოდი ასეთი რელიგიის წევრობაზე. საბედნიეროდ, ის ამას არ ასწავლის (დაბადება 3:19; ეკლესიასტე 9:5,10; გამოცხადება 20: 13,14;) და მე შემიძლია სუფთა სინდისით მჯეროდეს შემოქმედების მარადიული სიკეთისა. იმიტომ რომ ესაა ადამიანის მთავარი სულიერი მოთხოვნილება, ასე არაა?
სკნელი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 769
წევრი No.: 216869
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 8 Jan 2017, 00:14  #49654730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რომაელთა 6:23 ცოდვის საზღაური სიკვდილია (ანუ ცოდვის სასჯელი სიკვდილია )

რომელთა 6:7 ვინც მოკვდა ცოდვა მოეხსნა (ანუ ვინც მოკვდა ცოდვისგან თავისუფალია , აფსურდია მისი დასჯა ის უკვე დასჯილია სიკვდილით)

ზღაპრები ჯოჯოხეთის ცეცხლზე დაივიწყე და ეძებე სიყვარულის ღმერთი smile.gif

This post has been edited by სკნელი on 8 Jan 2017, 00:22
gabisonia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6159
წევრი No.: 15812
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 8 Jan 2017, 14:19  #49657157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სკნელი
აბა რას ეძახი გარესკნელის ბნელს, სადაც იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
სახარების გარეთ ლოგიკაც მუშაობს რო ჯოჯოხეთი არსებობს, აქვე გეტყვი მაგალითს. მე ვარ ნემსის ქურდი(ცოდვილი არ ვინანიებ)მეორეა კაცის მკვლელი(ესეც არ ინანიებს) და ორივეს საზღაური სიკვდილით ძილია? ხო ხვდები რა აბსურდი იქნება? სადაა სამართლიანობა? მე ნემსის ქურდი ვიძინებ და მკვლელიც ეგრე? სახელმწიფო უფრო სამართლიანი გამოდის, მე მომისჯის 1 წელს(სადაც დავიტანჯები) და მაგას მიუსჯის 20 წელს(უფრო დაიტანჯება) ეს სამართლიანი არაა?
mapshnik
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 625
წევრი No.: 172036
რეგისტრ.: 19-August 13

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 17:26  #49672490      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეგობარო ამოცანის ამოხსნას არასწორად იწყებ და შესაბამისად პასუხსაც არასწორს მიიღებ, ჯერ ის უნდა ვთქვათ რომ ჯოჯოხეთი ღმერთს არ შეუქმნია, ესეიგი სუბსტანციალური არსებობა არ აქვს, სად არის ერთადერთი ჯოჯოხეთი???? ერთადერთი ჯოჯოხეთს სადაც შეუძლია არსებობა ეს არის ადამიანის გული და სული.. რაც შეეხება მარადიულობას, ჯოჯოხეთში ან სამოთხეში ყოფნა ეს არ არის უსასრულოდ გაგრძელებული დრო, ჩვენ ეს გვეშლება, მდგომარეობაა ეს უფრო მდგომარეობა სულისა, როცა არ აქვს ადამიანს ღვვთაებრივი მადლის მიმღებლობის უნარი.. მამების აზრი ორად იყოფა, ერთნი ფიქრობენ რომ ჯოჯოხეთს მარადიული მყოფობა არ შეუძლია, ადრე თუ გვიან ყველა ბოროტება მოიდრეკს მუხლს სიკეთის წინაშე, ვინაიდან არ შეიძლება ვინმემ ან რამემ უსასრულოდ გაუწიოს წინააღმდეგობა ღმერთს და არ შეუშვას თავის გულში, ხოლო მეორენი ფიქრობენ რომ ჯოჯოხეთი ადამიანის გულში მანამდე იარსებებს საანამ იგი არ შეინანებს. სამოთხე ეს არის სიხარული ,ღმერთთან ურთიერთობისა ამიტომაც ეს სამოთხე ქრისტიანული სწავლებით ისწყება აქვე ამ მიწაზე! რას ამბობს ქრისტე??? სად არისო სასუფეველი?? გულში! გულში აქვე რომ მადლი შემოდის საღვთო მადლი რომ შემოდის აქვე მეწყება , ღმერთთან აქვე ვარ, აქედანვე ვარ ღმერთთან! აესაა სამოთხე რომელიც შეიძლება ამ ქვეყნადაც გვქონდეს, არა ამ ქვეყანაზე! არამედ ამ ქვეყნადაც მქონდეს გულში
gabisonia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6159
წევრი No.: 15812
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 20:30  #49673689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mapshnik
ეგ ვერსიებია. საღვთო წერილი სხვას გვასწავლის. აი ამ წუთას მოვრჩი ახალი აღთქმის კითხვას. გული შემიღონდა კაცო. წერილის თანახმად ძალიან მცირედნი შევლენ მანდ. ჩვენისთანა ლოხებისთვის ეგ არ ყოფილა. ანუ რჯული და საქმენი ერთადო. მამა ამას წინ გარდამეცვალა. საქმეები კი ქონდა მაგრამ რჯული? არ დადიოდა ეკლესიებში არ ეჯერა მღვდლების. ღმერთის კი წამდა. ანუ რა გამოდის....
მე დავსვი ლოგიკური კითხვა. ბოროტ ადამიანებს ხო უნდა მიეზღოთ? თუ სული არ არსებობს მაშინ რა გამოდის.... რას ქვია სასუფეველი გულშიაო. ცეცხლი მიკიდია მას მერე რაც სწავლას მოვრჩი სად ვიპოვო სასუფეველი როცა გარშემო ნაგავია? მოკლედ ვერაფერი გამიგია მე ამ ხალხის.
სკნელი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 769
წევრი No.: 216869
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 21:17  #49674012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabisonia

პასუხები გაინტერესებს? იქ არ ეძებ!

ფორუმს გაანებე თავი , წადი ეკლესიაში დაელაპარაკე მღვდელს, შემდეგ წადი და იგივე კითხვები დაუსვი კათოლიკე პასტორს, ბაპტისტებს, შემდეგ "ორმოცდაათიანელებს", შედი სინაგოგაშიც, მერე მაინც ისე ყოველი შემთხვევისთვის იეჰოვას მოწმეებსაც შეუარე რა იცი რა ხდება.

მერე დაჯექი საღამოს და გაანალიზე ყველაფერი.

დამიჯერე პასუხებს ფორუმზე ვერ იპოვი.
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 22:36  #49674614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


--------------------
“You do not really understand something unless you can explain it to your grandmother.” A.E.
ML320_Blue
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3149
წევრი No.: 205877
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 22:45  #49674705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mapshnik
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 625
წევრი No.: 172036
რეგისტრ.: 19-August 13

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 23:11  #49674911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თან პლუს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ რაც აღთქმაში წერია, ამიტომ სწორი რჩევა მოგცეს, აუცილებლად მიდი მოძღვართან, ჩაერთე საეკლესიო საიდუმლოებებში და აუცილებლად მიაგნებ პასუხს. ასე ზამზარეულად აქ ვერავინ ვერ დაგიწერს, ეს უდიდესი საიდუმლოა.; მეც ძალიან მაწუხებს ბევრი საკითხი და ხანდახან ისე მძაფრადაც რომ ცუდად ვხდები.. cry.gif cry.gif

This post has been edited by mapshnik on 10 Jan 2017, 23:12
სკნელი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 769
წევრი No.: 216869
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 23:57  #49675331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabisonia

მოდი პირდაპირ გეტყვი რაა smile.gif

გინდა ჭეშმარიტების გაგება? მიდი იეჰოვას მოწმეებთან და დაღლამდე დაუსვი კითხვები, თუ რომელიმე საკითხზე ბიბლიიდან არ გიპასუხებენ მერე წადი ეკლესიაში და ჩაეფალი იმ საიდულოებებში რომლიდანაც ვერასოდეს ვერ მიიღებ პასუხებს შენ კითხვებზე .


mapshnik
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 625
წევრი No.: 172036
რეგისტრ.: 19-August 13

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 16:05  #49679305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sad.gif((( მე კი პირიქით გეტყოდით, წადით ჭეშმარით მოძღვრებთან და თუ ისინი ვერ გაგცემენ რომელიმე კითხვაზე პასუხს მერე რაც გინდათ ის გიქნიათ
Konstantin_Logos
ღმერთი სიყვარულია


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5597
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 17:19  #49679870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
gabisonia
შენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემები აწუხებდათ ქრისტიან მოღვაწეებს წარსულშიც და ახლაც აწუხებთ. ჩემი აზრით პასუხი ნათელია.
1) მონანიების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.
2) ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადასვლის შესაძლებლობა გაჩნდა ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლის და ქადაგების შემდეგ.
3) ღმერთის ყოვლისმცოდნეობიდან გამომდინარე მან წინასწარ იცის ადამიანის არჩევანი და არ დაუშვებდა ისეთი ადამიანის გაჩენას ქვეყანაზე, ვინც არ გადარჩება.(საბოლოოდ ყველა გადარჩება)
4) ბოროტებას არ გააჩნია არსი. ის არის ავადმყოფობა, შესაბამისად დროებითია და მკურნალთან შეხების შემდეგ გაქრება. (ვერ იქნება ღმერთის თანამარადიული)
5) თუ ადამიანების უდიდესი ნაწილი მოხვდება ჯოჯოხეთში, გამოდის რომ სიცოცხლის მომნიჭებელი ღმერთი დამარცხდა, რადგანაც მის მიერ გაჩენილი ადამიანების უდიდესი ნაწილი მასთან ვერ იქნება.
6) წმინდა წერილში გათვალისწინებულია საშუალოსტატისტიკური ადამიანის აზროვნება, ამიტომ პედაგოგიური მიზნით გამაფრთხილებელი დებულებებითაა სავსე, რომ ადამიანები აარიდონ ცოდვას.
7) ბიბლიაში უამრავი მუხლია, რომელიც აბსოლუტურად ყველას გადარჩენაზე საუბრობს, ქრისტეს უნივერსალური ანუ საყოველთაო მსხვერპლის შესახებ.
8) ღმერთი რომელიც გვასწავლის მტრის სიყვარულს და რომელიც თვითონ არის აბსოლუტური სიყვარულის განსახიერება შეუძლებელია იყოს გულგრილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯოჯოხეთში მოხვდება.
9) რთულად წარმოსადგენია სამოთხეში მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან, მაშინ როდესაც მათი ახლობლები ჯოჯოხეთში იტანჯებიან.
10) 5 საუკუნემდე ეს სწავლება დომინანტური იყო ეკლესიაში. მას აღიარებდნენ ალექსანდრიის მამები(კლიმენტი, ორიგენე, დიდიმე ბრმა, მეთოდიუს პატარელი), კაპადოკიელები (გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მაკრინე), ანტიოქიის მამები(დიოდორე ტარსიელი, თეოდორე მოფსუეტელი, ეფრემ და ისააკ ასურები), რომში ამბროსი მედიოლანელი, რუფინუს აკვილიელი, და სხვები (ევარგი პონტოელი, ეპიფანე კვიპრელი, დიდი ვარაუდით მაქსიმე აღმსარებელიც)


--------------------
წმინდა და ღვთივსულიერი წერილები საკმარისია ჭეშმარიტების გაცხადებისთვის (ათანასე დიდი)
ვისი სწავლებაც ღვთის სიტყვასთან თანხმობაშია, იმის მხარეს იქნება უეჭველად ხმა ჭეშმარიტებისა (ბასილი დიდი)
ჭეშმარიტება მხოლოდ იმაშია, რასაც წმინდა წერილის მოწმობა ადევს ბეჭდად (წმ. მაკრინე)
Devion
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 495
წევრი No.: 208923
რეგისტრ.: 15-October 15

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 17:37  #49680002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მარადიულად სამოთხეში ყოფნაც ისეთივე სასჯელია როგორც ჯოჯოხეთში. თავადა მარადიულად ყოფნაა სასჯელი. წარმოიდგინეთ მარადიულობაbiggrin.gifგანა ეს არაა ტანჯვა? ერთი დიდი უტოპიაა. სამოთხე და ჯოჯოხეთი თუ არსებობს მე პირადად არცერთი არ მინდა. მივკვდი. ვსო გავქრი....

This post has been edited by Devion on 11 Jan 2017, 17:40
gabisonia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6159
წევრი No.: 15812
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 19:32  #49680764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RulerOfTheWorld
QUOTE
ამ სტატიებს გადახედე და და ნახავ თუ რას ასწავლის სინამდვილეში ბიბლია და შენს კითხვებზე მიიღებ პასუხს

მესმის და ამ საკითხზე იეჰოვას მოწმეებს წლობით ვეთანხმებოდი. მაგრამ... დიდი კითხვის ნიშნებია, ვერ ხსნით იესოსთან სულით მოსეს და ელიას გამოცხადებას და ვერ ხსნით სამოელის ამოყვანებას შავეთიდან. ეშმაკს ეძახით სამოელს...
ისე წავიკითხე დიალოგები და მომეწონა ძალიან. ის მომეწონა შვილი რო ურჩია და ნაძირალას მაინც რო არ მიუგდებ დასასჯელად. არ მომწონს ჩვენს რელიგიაში სადაც ჯოჯოხეთში ცოდვილ სულებზე მიუწვდება ხელი ეშმას. თუ დასჯაა მამამ დასაჯოს ანუ ღმერთმა.... არ ვიცი. რაც არ ვიცი ვამბობ. არ ვიცი ეს საკითხი მართლა. ეკლესიამაც გასცა პასუხები მაგრამ ერთმანეთის საწინააღმდეგო. არ იციან მემგონი ბოლომდე მაგათაც.
21 საუკუნეა და ტეხავს რო თქვან იქ მარადიულად ეშმაკი აწამებს ადამიანებსო.... ეძებენ შესაბამის სიტყვებს...
Konstantin_Logos
QUOTE
1) მონანიების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.

ბევრი მოძღვრისგან გაგვიგია(ვიყოთ გულახდილები) რომ იქ რო მოხვდები მერე შენს ცრემლებს და მუდარებს არააქვს ფასი. ერთი განსხვავებით თუ ცოცხლებმა არ ილოცეს შენზე. რა ვუყოთ უპატრონო ადამიანებს ან იმ ადამიანებს ვინც არ წამთ მაინცადამაინც , კეთილები კი არიან?
QUOTE
2) ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადასვლის შესაძლებლობა გაჩნდა ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლის და ქადაგების შემდეგ.

არა არა. ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთს იმიტო რო.. ქრისტემდე არ არსებობდა ცათა სასუფეველი. გაიხსენე მისი ნათლობის დროს როგორ წერია? გაიხსნა სასუფეველიო. ქრისტემ ადამიდან მოყოლებული ყველა მართალი დაიხსნა შავეთისაგან(მართლებისთვის არსებობდა აბრაამის წიაღი)
QUOTE
3) ღმერთის ყოვლისმცოდნეობიდან გამომდინარე მან წინასწარ იცის ადამიანის არჩევანი და არ დაუშვებდა ისეთი ადამიანის გაჩენას ქვეყანაზე, ვინც არ გადარჩება.(საბოლოოდ ყველა გადარჩება)

რამხელა აბსურდია. არ მიწყინო რა. კარგად დააკვირდი.
QUOTE
5) თუ ადამიანების უდიდესი ნაწილი მოხვდება ჯოჯოხეთში, გამოდის რომ სიცოცხლის მომნიჭებელი ღმერთი დამარცხდა, რადგანაც მის მიერ გაჩენილი ადამიანების უდიდესი ნაწილი მასთან ვერ იქნება.

სახარება წაიკითხე, პავლე რო წერს მართლებიც ძლივს გადარჩებიანო...(მართალში იგულისხმებიან იმდროინდელი მოშურნე ქრისტიანები)
QUOTE
9) რთულად წარმოსადგენია სამოთხეში მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან, მაშინ როდესაც მათი ახლობლები ჯოჯოხეთში იტანჯებიან

ბუნებრივია. მამა გარდამეცვალა. ღმერთმა ქნას აცხონოს. მე რო ჯოჯოხეთში მიკრან მერე თავი? მოკლედ მაგარი რთული საკითხებია რა. ძალიან რთული.
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 19:43  #49680840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gabisonia

ხილვა რა არის იცი?


--------------------
ავადმყოფობად დაბადება ბოროტება არ არის. (K. Logos) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0270 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]