forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სწავლება ჯოჯოხეთზე, ძალიან მაწვალებს ეს კითხვა.
Lasha244
Hala Madrid y Nada Más'


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2553
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 21:21  #49681542      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰო,
ეს ძალიან რთული და ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხია...
ასე ერთი ხელის მოსმით და ორი ადამიანის აზრით ვერ მივალთ საბოლოო დასკვნამდე...
გზა ვიწროა და ეკლიანი,
მცირედნი ჰპოვებენო მაასო,წერია გასაგებად...
და მაგას რომ კითხულობ ცხადია გზარავს...

არ ვიცი,არ ვიცი...
ეს ძალიან ღრმა თემაა და ყველასთვის საინტერესო...
ყველას სხვადასხვა აზრი აქვს,
ყველასთვის რაღაც სხვა არის ჭეშმარიტება...

არადა ჭეშმარიტი და მარადიული სინამდვილეში ხომ ღმერთია,
ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით?...


--------------------
„რა დავაშავეთ ჩვენ,ვინც ვერ გავლოთდით,ვერც გავმდიდრდით,ვერც დავიხოცეთ?!“
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8713
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 22:14  #49681944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabisonia
QUOTE
ბევრი მოძღვრისგან გაგვიგია(ვიყოთ გულახდილები) რომ იქ რო მოხვდები მერე შენს ცრემლებს და მუდარებს არააქვს ფასი.


არამგონია მასე იყოს ......მაში გამოდის ბოროტი ღმერთი რომელიც არ პატიობს ......სახარებიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ღმერთი ყოვლად მოწყალეა ....ადამიანს აუჩუყდება გული გამუდმებით რომ პატიებას ითხოვდეს და რამდენად უფრო დიდი მოწყალეა ღმერთი?

აქედან გამომდინარე ჩემის აზრით ცოდვილი ადამიანი სამუდამოდ დაინტანჯება რადგან მას არასდროს არ გაუჩდება ღმერთან მყოფობის სურვილი .....ასე ვართ ჩვენ ადამიანები, კომფორტი გვინდა მაგრამ სახლის პატრონი არ გვინდა და არ გვჭირდება ....შეიძლება ჯოჯოხეთში სურვილი გაგვიჩდეს კომფორტის მაგრამ არასდროს არ გაგვიჩდება ღმერთან მყოფობის სურვილი ....აქედან თუ არ დაიწყე და არ შეიყვარე უფალი იქ ცარიელი ხელებით უფრო საშინელ დღეში ჩავარდება


რავიცი აბა მე ასე ვფიქრობ .....

აგერ იოანეს გამოცხადების ნათელი მაგალითი

8. მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით.

9. დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.

10. მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.

11. და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.

12. მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.

13. და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.

14. ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.

15. აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი.

16. და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია ჰარმაგედონი.

17. მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა.

18. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.

19. სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.

20. ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები.

21. ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი წყლულება.

იმისდა მიუხედავად პატიება ეთხოვათ უფლისთვის გმობა დაიწყეს და არ სურთ მონანიებაო


--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
mapshnik
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 172036
რეგისტრ.: 19-August 13

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 22:46  #49682179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხალხნო კრახით დასრულდება თქვენი ყველა მცდელობა, ამოხსნათ არსი ჯოჯოხეთისა და სამოთხისა ანუ მარადიულობისა.. ეს უდიდესი საიდუმლოა ვერცერთი მოაზროვნე და თეოლოგი ერთმნიშვნელოვნად ვერ გაგცემს პასუხს, ერთადერთი კავშირი რწმენაა უნდა გწამდეს , ცოდნას არ ეყრდნობა მართლმადიდებლობა, რწმენას ეყრდნობა! ამიტომ რამდენიც არ უნდა იდაოთ პასუხს ვერავინ მოგცემთ
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 23:24  #49682551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabisonia
QUOTE
მესმის და ამ საკითხზე იეჰოვას მოწმეებს წლობით ვეთანხმებოდი. მაგრამ... დიდი კითხვის ნიშნებია, ვერ ხსნით იესოსთან სულით მოსეს და ელიას გამოცხადებას და ვერ ხსნით სამოელის ამოყვანებას შავეთიდან. ეშმაკს ეძახით სამოელს...
ისე წავიკითხე დიალოგები და მომეწონა ძალიან. ის მომეწონა შვილი რო ურჩია და ნაძირალას მაინც რო არ მიუგდებ დასასჯელად

მშვენივრად იხსნება ეგ საკითხებიც, ძალიან მარტივად. მოგწერ მაგაზე.
QUOTE
ეკლესიამაც გასცა პასუხები მაგრამ ერთმანეთის საწინააღმდეგო. არ იციან მემგონი ბოლომდე მაგათაც.

ხოდა შეადარე, იეჰოვას მოწმეების პასუხი და მართლმადიდებლების პასუხი, მერე გულწრფელად, ობიექტურად დაფიქრდი რომელი უფროა ბიბლიური, ლოგიკური და შენთვის მისაღები.


--------------------
“You do not really understand something unless you can explain it to your grandmother.” A.E.
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3699
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 23:40  #49682701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
mapshnik
QUOTE
ხალხნო კრახით დასრულდება თქვენი ყველა მცდელობა, ამოხსნათ არსი ჯოჯოხეთისა და სამოთხისა ანუ მარადიულობისა.. ეს უდიდესი საიდუმლოა ვერცერთი მოაზროვნე და თეოლოგი ერთმნიშვნელოვნად ვერ გაგცემს პასუხს, ერთადერთი კავშირი რწმენაა უნდა გწამდეს , ცოდნას არ ეყრდნობა მართლმადიდებლობა, რწმენას ეყრდნობა! ამიტომ რამდენიც არ უნდა იდაოთ პასუხს ვერავინ მოგცემთ

yes.gif ზევსიც რწმენას ეყრდნობა და სხვა ღმერთებიც თორე ცოდნას და საღად აზროვნებას თუ დაიუწყე დევნა კი გაცამტვერდებიან ეგ ღმერთები



RulerOfTheWorld
QUOTE
ხოდა შეადარე, იეჰოვას მოწმეების პასუხი და მართლმადიდებლების პასუხი, მერე გულწრფელად, ობიექტურად დაფიქრდი რომელი უფროა ბიბლიური, ლოგიკური და შენთვის მისაღები.

რწმენასა და რეალობას შორის ის სხვაობაა რომ ადამიანი ან სასურველ რწმენას ირჩევს ან რწმენას საკუთარ მსოფლთმხედველობაზე ირგებს და ცვლის ისე რომ დისკომფორტი არ იგრძნოს ხოლო რეალობა ისეთი არის როგორიც არის მას ვერც მოირგებ და ვერც შეცვლი შესაბამისად რეალობის დანახვისას მხოლოდ ფაქტებით თუ იხელმძღვანელებ ხოლო რწმენის ჩამოყალიბებისას გრძნობები გკარნახობენ რა იწამო და რა არა


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 23:55  #49682819      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
ყველა ადამიანს რაღაცის სწამს, მათაც სწამათ ვინც ამბობს რომ რეალისტი, ათეისტი და ურწმუნოა. საბოლოოდ ყველა მორწმუნე გამოდის, ამიტომ უნდა აირჩიო რა გწამდეს. მე ვცდილობ მწამდეს ის რაც ყველაზე ლოგიკურია. და ნუ და მიწყებ ახლა იმაზე საუბარს რომ ლოგიკური ის არის რომ ღმერთის არსებობის არ გწამდეს.
Konstantin_Logos
ღმერთი სიყვარულია


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5597
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:40  #49683209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
gabisonia
QUOTE
ბევრი მოძღვრისგან გაგვიგია(ვიყოთ გულახდილები) რომ იქ რო მოხვდები მერე შენს ცრემლებს და მუდარებს არააქვს ფასი. ერთი განსხვავებით თუ ცოცხლებმა არ ილოცეს შენზე. რა ვუყოთ უპატრონო ადამიანებს ან იმ ადამიანებს ვინც არ წამთ მაინცადამაინც , კეთილები კი არიან?

ვფიქრობ მოძღვრებზე კი არ უნდა იყო ორიენტირებული, არამედ ბიბლიის ტექსტზე და ამ ტექსტის ტექსტოლოგიურ და ისტორიულ(გარდამოცემით) გააზრებაზე.

QUOTE
ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთს იმიტო რო.. ქრისტემდე არ არსებობდა ცათა სასუფეველი.

რატომ ჩავიდა ქრისტე ჯოჯოხეთში პირდაპირ წერია ბიბლიაში. ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში რომ ოდესღაც ურჩი სულები გაეთავისუფლებინა ჯოჯოხეთიდან. გარდა ამის მან სამართლიანობა აღადგინა ჯოჯოხეთში, რადგანაც იქ უამრავი ისეთი სულიც იქნებოდა, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი სმენია ქრისტეს შესახებ და მისი ქადაგების მოსმენის შემდეგ იწამა იგი smile.gif

რადგან ქრისტეც ევნო ერთხელ ჩვენი ცოდვებისათვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან. მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებსაც, ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ...(1 პეტრე 3:18-20)

QUOTE
ქრისტემ ადამიდან მოყოლებული ყველა მართალი დაიხსნა შავეთისაგან

ეს მხოლოდ ერთ ერთი ვერსიით არის ასე. ზოგიერთი წმინდა მამა მიიჩნევს რომ ქრისტემ დააცარიელა ჯოჯოხეთი. და ბნელეთი ცად აქცია.

QUOTE
რამხელა აბსურდია. არ მიწყინო რა. კარგად დააკვირდი.

რა არის აბსურდი? განა თითოეული ადამიანის სიცოცხლე ღმერთზე არ არის დამოკიდებული? თუ ასეა, მაშინ რატომ ანიჭებს სიცოცხლეს იმათ, ვინც შემდეგ მარადიულად უნდა იტანჯოს? ნუთუ ასეთი დესპოტია ღმერთი? ცხადია მან ყველაფერი წინასწარ იცის, იცის რომ ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან, ავად თუ კარგად მივა ღმერთამდე...

ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ. რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი! (სიბრძნე სოლომონისა, 11:23-24)

QUOTE
პავლე რო წერს მართლებიც ძლივს გადარჩებიანო...(მართალში იგულისხმებიან იმდროინდელი მოშურნე ქრისტიანები)

მარტივად არც არავინ გადარჩება.

ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს. ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის. ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს. (1 კორ 3:13-15)

ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში. (მარკოზი 9:49-50)

შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი. (მათე 5:25-26)

QUOTE
ბუნებრივია. მამა გარდამეცვალა. ღმერთმა ქნას აცხონოს. მე რო ჯოჯოხეთში მიკრან მერე თავი? მოკლედ მაგარი რთული საკითხებია რა. ძალიან რთული.

დარწმუნებული ვარ ის ღმერთთან იქნება. დედაჩემიც გარდაიცვალა 2015-ში, წარმოუდგენელია რომ ღმერთს ყველა ადამიანი არ უყვარდეს და ყველას გადარჩენა უნდოდეს და ვერ ახორციელებდეს ამას.

რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად (2 პეტრე 3:9)
ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას. (1 ტიმ 2:4)
მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მხსნელია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა. (1ტიმ 4:10)
როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.(1 კორ 15:22)
ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.” (ლუკა 3:5-6)

უსასრულო რაოდენობის მუხლების მოყვანა შეიძლება მსგავსი შინაარსის smile.gif

This post has been edited by Konstantin_Logos on 12 Jan 2017, 00:41


--------------------
წმინდა და ღვთივსულიერი წერილები საკმარისია ჭეშმარიტების გაცხადებისთვის (ათანასე დიდი)
ვისი სწავლებაც ღვთის სიტყვასთან თანხმობაშია, იმის მხარეს იქნება უეჭველად ხმა ჭეშმარიტებისა (ბასილი დიდი)
ჭეშმარიტება მხოლოდ იმაშია, რასაც წმინდა წერილის მოწმობა ადევს ბეჭდად (წმ. მაკრინე)
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3699
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 01:36  #49683641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
RulerOfTheWorld
QUOTE
ყველა ადამიანს რაღაცის სწამს, მათაც სწამათ ვინც ამბობს რომ რეალისტი, ათეისტი და ურწმუნოა. საბოლოოდ ყველა მორწმუნე გამოდის, ამიტომ უნდა აირჩიო რა გწამდეს.

მე პირადად არ მწამს არაფრის და სხვა ხალხსაც ვიცნობ ვისაც ასევე არ გააჩნია რწმენა

QUOTE
და ნუ და მიწყებ ახლა იმაზე საუბარს რომ ლოგიკური ის არის რომ ღმერთის არსებობის არ გწამდეს.

არ დავიწყებ მაგრამ ეგ ეგრეა... რა დონეზეც ალოგიკურია ფერიების რწმენა ზუსტად იგივეა ღმერთებთან ან ნებისმიერ ობიექტთან მიმართებაში რომელსაც მყარი მტკიცებულება არ გააჩნია
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 10:38  #49684725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
მე პირადად არ მწამს არაფრის და სხვა ხალხსაც ვიცნობ ვისაც ასევე არ გააჩნია რწმენა

ეგრე მარტივად არ არის საქმე. smile.gif შენ გწამს მაგალითად ევოლუციის. ეგეც რწმენაა ჩვეულებრივი, იმიტომ რომ არაიანირი ხილული ფაქტი არ არსებობს რაც მაგ თეორიას დაუჭერდა მხარს ან დაამტკიცებდა. შენ გწამს მაგალიტად იმის რომ ღმერთი არ არსებობს, მაგრამ არც ამის დასამტკიცებლად გაქვს რამე. (ნუ მეტყვი რომ ღმერთის არსებობა იმან უნდა ამტკიცოს ვისაც ეს სწამს... მე სხვა კუთხით ვმსჯელობ ამ შემთხვევაში.)
ასე რომ ყველას რაღაცის სწამს, და რწმენის გარეშე "არასრულყოფილი" ადამიანის სიცოცხლე დიდი უაზრობა იქნებოდა, დღეს კი ყველა ადამიანი "არასრულყოფილია".
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 23:52  #49690296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


--------------------
ავადმყოფობად დაბადება ბოროტება არ არის. (K. Logos) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3699
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 13:45  #49693555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
RulerOfTheWorld
QUOTE
ეგეც რწმენაა ჩვეულებრივი, იმიტომ რომ არაიანირი ხილული ფაქტი არ არსებობს რაც მაგ თეორიას დაუჭერდა მხარს ან დაამტკიცებდა

ეტყობა კარგად არ გაცნობიხარ ევოლუციის ფაქტებს თორე დამამტკიცებელი ფაქტები თავზე საყრელადაა მანდ

აი მაგალითად ერთ-ერთი ძალიან ხილული და ადვილად დასანახი ფაქტი



QUOTE
შენ გწამს მაგალიტად იმის რომ ღმერთი არ არსებობს,

კვლავ ცდები... მე არ მწამს ღმერთის არარსებობა მე უბრალოდ არ მწამს მისი არსებობის (რწმენის არ ქონა არარის რწმენის ქონა) თუმცა თეორიულად ვუშვებს შანსებს რომ შეიძლება ღმერთი არსებობდეს... ქრისტიანული ღმერთის არსებობა პრაქტიკულად გამორიცხულია მაგიურ თოვლის ბაბუას გაცილებით მეტი შანსები აქვს ვიდრე მაგ ღმერთს თუმცა რამე სხვა უცნობი ღმერთი ნამდვილად შეიძლება რომ არსებობდეს
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 14:38  #49693918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
ეტყობა კარგად არ გაცნობიხარ ევოლუციის ფაქტებს თორე დამამტკიცებელი ფაქტები თავზე საყრელადაა მანდ

კი როგორ არა, მაგიტომაც ჰქვია თეორია. smile.gif
QUOTE
აი მაგალითად ერთ-ერთი ძალიან ხილული და ადვილად დასანახი ფაქტი

და მაგით რა დამტკიცდა? როგორ გადარჩა ბაქტერია?
და ეგ ბაქტერია საიდან გაჩნდა?
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 18:18  #49695416      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Konstantin_Logos @ 12 Jan 2017, 00:40 )
და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.” (ლუკა 3:5-6)

Konstantin_Logos

მორწმუნეებზეა მანდ საუბარი და არა ურწმუნეებზეც და ბოროტებზეც. მაგ კაცს რაღაცეებს ნუ ატყუებ აქ!!! old.gif
gabisonia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6162
წევრი No.: 15812
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 20:42  #49696461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაისი
დაისი რა გინდა? ხილვა ვიცი. მე სხვა ფაქტებიც მაქვს სულის არსებობის. მუსულმანი კაცი ჯიბრში უდგები იმას რაც თავადაც გწამთ. სექტის თვისებაა ეგ. თქვენ დევ-ჯინებზე იფიქრეთ რა.
თან მოციქულებს სიზმრად არ დასიზმრებიათ ელია და მოსე... ამდენი მაინც უნდა იცოდე.
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 20:44  #49696472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (gabisonia @ 13 Jan 2017, 20:42 )
დაისი
დაისი რა გინდა? ხილვა ვიცი.

gabisonia

დაწერე თუ იცი.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0219 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]